ვარსკვლავიანი ცა

„ცდუნებების" ჰოროსკოპი - რის წინაშე არიან უძლური ზოდიაქოს ნიშნები

11392
(განახლებულია 13:03 13.12.2017)
ზოდიაქოს თორმეტივე ნიშანს გარკვეული მახასიათებლები გააჩნია. ვარსკვლავები გვეუბნებიან, რომ ამა თუ იმ ნიშნის წარმომადგენლებს გარკვეული ნეგატიური თვისებები, ან ამ თვისებებისადმი მიდრეკილება აქვთ

ვნახოთ, კონკრეტულად რა თვისებებია ეს:

ვერძი

ამ ნიშნის წარმომადგენლებს „პოტენციური მკვლელები" შეიძლება ვუწოდოთ. რა თქმა უნდა, თუ ვერძი ხართ, ეს არ ნიშნავს, რომ ხელში იარაღს აიღებთ და რიგრიგობით ყველას მოსაკლავად მოემზადებით. თუმცა, ამ ნიშნის წარმომადგენლების წყობილებიდან გამოსვლა ძალზე იოლია.

კურო

კუროებს ნარცისები შეიძლება ვუწოდოთ — უყვართ, როცა მათ გარშემო ყველა ფუსფუსებს, განიცდის. გარდა ამისა, ზოგიერთ კუროს სიხარბე ახასიათებს. მათ მუდამ რაღაც არ ჰყოფნით — ინტიმი, ფული, ყურადღება და ა. შ.

ტყუპი

ამ ნიშნის წარმომადგენლები აშკარა ცრუპენტელები არიან. თუ არ იტყუებიან, ამბავს ყოველთვის შეალამაზებენ მაინც.

კირჩხიბი

კირჩხიბებს ყველაფრის გაღმერთება უყვართ. უმნიშვნელო მოვლენაც კი მათთვის ღვთაებრივი იქნება. თან, ეს მოვლენა ხშირად მათ საერთოდ არ ეხება.

ლომი

კიდევ ერთი ნარცისი ნიშანი. რა თქმა უნდა, მათ ბევრი რამ გამოსდით, თუმცა სხვებზე იშვიათად ფიქრობენ. ლომები, როგორც წესი, გარშემო ვერავის ხედავენ.

ქალწული

ქალწულები შურიანები არიან. თუ რაიმე ნივთს მოკრავენ თვალს და ეს მათთვის საინტერესო გახდა, მაშინვე მისი მიღების სურვილი უჩნდებათ ისე, რომ არც ფიქრობენ, ნამდვილად სჭირდებათ თუ არა ეს. თუ ამ ნივთის მიღება ვერ შეძლეს — შური დიდხანს გაჰყვებათ.

სასწორი

ზოდიაქოს ამ ნიშნის წარმომადგენლებსაც შეიძლება ვუწოდოთ ნარცისი, თუმცა მათ ნარცისიზმს თავისებურებები ახასიათებს — ისინი მიიჩნევენ, რომ ყველაზე ლამაზი არიან და მათი მსგავსი სილამაზისა „დუნიაზე" არავინ დაიარება.

მორიელი

ამ ნიშნის წარმომადგენლებს სულ ვინმესთან დამეგობრება სურთ, მათთვის მნიშვნელობა არა აქვს, როგორი ადამიანი აღმოჩნდა გვერდით — ის აუცილებლად უნდა გახდეს მისი მეგობარი. თუ ამას ვერ ახერხებენ, მორიელებისთვის მთელი სამყარო მოქუფრული და პირქუში ხდება.

მშვილდოსანი

მშვილდოსნები მუდამ ვიღაცას ღალატობენ ისე, რომ ხანდახან ეს არც უნდათ. მოკლედ, მოღალატის სხვა, უფრო ნათელი მაგალითის პოვნა შეუძლებელია.

თხის რქა

ამ ნიშნის წარმომადგენლები უკიდურესად ანგარებიანი ადამიანები არიან. ყველაფრისთვის მზად არიან, თუ გზის ბოლოს დიდი კუში ელოდებათ. ფული, აღიარება, კარიერა — თუ ეს იყნოსეს, თხის რქებს წინ ვერაფერი დაუდგება.

მერწყული

ზოდიაქოს ამ ნიშნებს უყვართ არა უბრალოდ საკუთარი თავით ტკბობა, არამედ სხვებისთვის თავისი განსაკუთრებული ხასიათის ჩვენებაც. მათ ჰგონიათ, რომ ისინი არიან ყურადღების ცენტრში და ყველა დანარჩენი — მათზე უარესია.

თევზები

თევზები — მარადიული მეოცნებე და ზარმაცი ნიშნები არიან. მუდამ ღრუბლებში დაცურავენ და სრულებით არ ესმით, რომ რეალობა სულ სხვაა.

 

11392
თემები:
ასტროლოგიური პროგნოზი: ჰოროსკოპი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის - 2018 (652)
ვიდეოკამერა

ფრთხილად, გითვალთვალებენ! ყველაფერი, რაც ვიდეოთვალთვალის შესახებ უნდა იცოდეთ

153
(განახლებულია 10:10 28.02.2021)
ბევრი მიიჩნევს, რომ ვიდეოთვალთვალი პირად ცხოვრებაში ჩარევის ერთ-ერთ ყველაზე რადიკალური ფორმაა.  თუმცა, თანამედროვე სამყაროში ის უკვე მონაცემთა დამუშავების საკმაოდ გავრცელებული და კანონით ნებადართული საშუალებაა.

ვითეოთვალთვალი რომ არ იქცეს ადამიანის პირად ცხოვრებაში ჩარევად,  მისი გამოყენებისას აუცილებლად უნდა იყოს გათვალისწინებული  კანონით დადგენილი კონკრეტული წესები და რეგულაციები.

დღევანდელ სტატიაში აგიხსნით, რა არის ვითეოთვალთვალი, რა მიზნებისთვის და სად შეიძლება გამოიყენონ, ვის მიუწვდება ხელი ვიდეოჩანაწერებზე, როდის უნდა გადადგურდეს ისინი და ა.შ.

როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ვიდეოთვალთვალი მონაცემთა დამუშავების საკმაოდ გავრცელებული და კანონით ნებადართული საშუალებაა. საქართველოში მის გამოყენებას „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ კანონი არეგულირებს.

სად შეიძლება განხორციელდეს ვიდეოთვალთვალი:

- ქუჩასა (ტერმინი ქუჩა მოიცავს პარკს, სკვერს, სათამაშო მოედანს, საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაჩერებას და სხვა თავშეყრის ადგილს)  და საზოგადოებრივ ტრანსპორტში

- საჯარო და კერძო დაწესებულებებში

- საცხოვრებელ შენობებში

რა მიზნით შეიძლება განხორციელდეს ვიდეოთვალთვალი:

იმის მიხედვით, თუ სად მიმდინარეობს ვიდეოთვალთვალი, განსხვავებულია მისი მიზნებიც. კერძოდ,

ქუჩასა და საზოგადოებრივ ტრანსპორტში ვიდეოთვალთვალი დასაშვებია მხოლოდ შემდეგი მიზნების მისაღწევად:

- დანაშაულის თავიდან აცილება;

- პირის უსაფრთხოებისა და საკუთრების დაცვა;

- საზოგადოებრივი წესრიგის დაცვა;

- არასრულწლოვანთა მავნე ზეგავლენისაგან დაცვა.

 საჯარო და კერძო დაწესებულებათა შენობების ვიდეოთვალთვალი დაიშვება შემდეგი მიზნით:

- პირის უსაფრთხოების და საკუთრების დაცვა;

- არასრულწლოვანის მავნე ზეგავლენისაგან დაცვა;

- საიდუმლო ინფორმაციის დაცვა.

- გამოცდის ან ტესტირების მიზნებისთვის

საცხოვრებელ შენობაში ვიდეოთვალთვალის სისტემის გამოყენება დასაშვებია მხოლოდ

- პირისა და ქონების უსაფრთხოების მიზნებისათვის.

როდესაც ქუჩაში  ან  საზოგადოებრივ ტრანსპორტში მიმდინარეობს ვიდეოთვალთვალი, საჯარო და კერძო დაწესებულებები ვალდებული არიან, თვალსაჩინო ადგილას განათავსონ შესაბამისი გამაფრთხილებელი ნიშანი. ამ შემთხვევაში პირი ინფორმირებულია იმის შესახებ, რომ მის შესახებ მონაცემთა დამუშავება მიმდინარეობს.

რაც შეეხება საჯარო და კერძო დაწესებულებებში მონიტორინგს, ვიდეოთვალთვალის სისტემის მეშვეობით შესაძლებელია  მხოლოდ შენობის გარე პერიმეტრისა და შესასვლელის მონიტორინგის განხორციელება. მონაცემთა დამმუშავებელი ვალდებულია, თვალსაჩინო ადგილას განათავსოს შესაბამისი გამაფრთხილებელი ნიშანი. ამ შემთხვევაში მონაცემთა სუბიექტი მის შესახებ მონაცემთა დამუშავების თაობაზე ინფორმირებულად ითვლება.

კანონმდებლობა  სამუშაო ადგილზე ვიდეოთვალთვალის სისტემის დაყენებას  მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში უშვებს: თუ ეს აუცილებელია პირის უსაფრთხოებისა და საკუთრების დაცვის, საიდუმლო ინფორმაციის დაცვის და გამოცდის/ტესტირების მიზნებისათვის და თუ ამ მიზნების სხვა საშუალებით მიღწევა შეუძლებელია.

თუ სამუშაო  ადგილას მაინც იყენებენ ვიდეოთვალთვალის სისტემას, შესაბამის კერძო ან საჯარო დაწესებულებაში დასაქმებული ყველა პირი წერილობითი ფორმით უნდა იყოს ინფორმირებული ვიდეოთვალთვალის განხორციელებისა და მისი უფლებების შესახებ.

გაითვალისწინეთ, ვიდეოთვალთვალის განხორციელება დაუშვებელია გამოსაცვლელ ოთახებსა და ჰიგიენისათვის განკუთვნილ ადგილებში.

საჯარო და კერძო დაწესებულებებათა შენობების ვიდეოთვალთვალის შემთხვევაში, მონაცემთა დამმუშავებელი ვალდებულია შექმნას ვიდეოჩანაწერების შენახვისათვის განკუთვნილი ფაილური სისტემა. ჩანაწერების (სურათები/ხმა) გარდა, სისტემა უნდა შეიცავდეს ინფორმაციას მონაცემთა დამუშავების თარიღის, ადგილისა და დროის შესახებ.

საცხოვრებელ შენობაში ვიდეოთვალთვალის სისტემის დასაყენებლად კი აუცილებელია ამ შენობის მესაკუთრეთა ნახევარზე მეტის წერილობითი თანხმობა. აუცილებელია, ვიდეოთვალთვალის სისტემის დაყენების შესახებ  ეცნობოთ შენობაში მცხოვრებთ.

კანონის მიხედვით, საცხოვრებელ შენობაში დაყენებული ვიდეოთვალთვალის სისტემის მეშვეობით შესაძლებელია განხორციელდეს მხოლოდ შესასვლელისა და საერთო სივრცის მონიტორინგი. მესაკუთრეთა ბინების მონიტორინგი იკრძალება. გასათვალისწინებელია, რომ ეს წესი არ ვრცელდება პირადი მიზნებისთვის მონაცემთა დამუშავებაზე და იმ შემთხვევაზე, როცა ბინის მესაკუთრე თავად ახორციელებს საკუთარ ბინაში ვიდეოთვალთვალს.

აღსანიშნავია, რომ ვიდეოთვალთვალის სისტემის მეშვეობით ბინის შესასვლელის მონიტორინგის განხორციელება დასაშვებია მხოლოდ ამ ბინის მესაკუთრის გადაწყვეტილებით ან მისი წერილობითი თანხმობის საფუძველზე.

ვიდეოთვალთვალის შედეგად მოპოვებულ მონაცემებზე ხელი უნდა მიუწვდებოდეთ მხოლოდ სათანადო უფლებამოსილების  მქონე პირებს. ვიდეოჩანაწერი კი უნდა ინახებოდეს მხოლოდ იმ განსაზღვრული ვადით, რაც საჭიროა კონკრეტული მიზნის მისაღწევად.

აღსანიშნავია, რომ კანონით განსაზღვრული მიზნების მისაღწევად ვიდეოთვალთვალი განხილულია სივრცისა თუ ქცევის მონიტორინგის როგორც ერთ–ერთ და არა ერთადერთი საშუალება. ვინაიდან ვიდეოთვალთვალი მიჩნეულია პირად ცხოვრებაში ჩარევის რადიკალურ ფორმად, აუცილებელია მონაცემთა დამმუშავებელმა გააანალიზოს საფრთხე და დაასაბუთოს ამ სისტემის გამოყენების აუცილებლობა, კერძოდ უნდა შეფასდეს:

- მონაცემთა დამმუშავებლის რეალური საჭიროება და მიზანი; 

-სისტემის გავლენა პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლებაზე;

- სხვა საშუალებებით მიზნის მიღწევის შესაძლებლობა.

ვიდეოთვალთვალის სისტემა გამოყენებული უნდა იყოს მხოლოდ კანონით განსაზღვრული მიზნით. დაუშვებელია მისი სხვა მიზნით გამოყენება

 

153
ჩვილი ბავშვი საფენში

შეიძლება თუ არა ჩვილის მუცელზე დაძინება? ევგენი კომაროვსკის პასუხი მშობლებს

201
(განახლებულია 21:34 26.02.2021)
მსოფლიოს ყველა ქვეყნის პედიატრიულ ასოციაციებს აქვთ მკაფიო პოზიცია, რომ ადრეულ ასაკში ბავშვის მუცელზე ძილი ზრდის ჩვილთა უეცარი სიკვდილის სინდრომის რისკს.

თბილისი, 26 თებერვალი — Sputnik. ჩვილი ბავშვების მუცელზე დაძინება რეკომენდებული არ არის, აცხადებს უმაღლესი კატეგორიის პედიატრი ევგენი კომაროვსკი.

ბავშვთა ცნობილ ექიმს ერთ–ერთმა მშობელმა ასეთი შეკითხვა დაუსვა: „თქვენ არ აძლევთ მშობლებს ბავშვების მუცელზე დაძინების რეკომენდაციას. მაგრამ როგორ მოვიქცეთ, თუ მას ასეთ მდგომარეობაში უკეთ სძინავს? ბევრჯერ ვცადე, რომ პოზა შეეცვალა, მაგრამ ის მაინც ისე წვება, როგორც მოსწონს, ანუ მუცელზე. სხვაგვარად როცა წევს, ხშირად იღვიძებს და კაპრიზობს. მშვიდდება მხოლოდ მაშინ, როცა მუცელზე წევს. იქნება მაინც მივცე მუცელზე ძილის საშუალება, რახან ასე ურჩევნია?“

ამაზე პასუხად ევგენი კომაროვსკი მშობელს წერს:

„მე უბრალოდ ვერ გეტყვით, რომ თქვენი ბავშვისთვის მუცელზე ძილი შეიძლება, ვინაიდან მისი ასაკი არ ვიცი. მსოფლიოს ყველა ქვეყნის პედიატრიულ ასოციაციებს აქვთ მკაფიო პოზიცია, რომ ადრეულ ასაკში ბავშვის მუცელზე ძილი ზრდის ჩვილთა უეცარი სიკვდილის სინდრომის  რისკს.

დიახ, მე — როგორც პედიატრი, რომლის ხელშიც ასობით ათას ბავშვს გაუვლია, ვადასტურებ, რომ ბავშვებს მუცელზე უკეთ სძინავთ, ვიდრე ზურგზე. მაგრამ სამედიცინო მეცნიერების თანახმად, მართალია, ასეთი ძილი უფრო მაგარია, მაგრამ ამავდროულად უფრო სარისკოცაა ბავშვის სიცოცხლის კუთხით, ვიდრე ზურგზე ძილი.

ამიტომ ექიმი ვერ დაგრთავთ ამის ნებას. ექიმი ყოველთვის გეტყვით, რომ ჩვილის მუცელზე დაძინებას რისკები ახლავს. ამიტომ, როცა ბავშვს (სულ ცოტა, ერთ წლამდე მაინც) მუცელზე აძინებთ, მთელი ეს რისკები თქვენს სინდისზე იქნება.

ერთადერთი, რაც შემიძლია გითხრათ ისაა, რომ: თუ ბავშვი არანაირად არ იძინებს ზურგზე, სძინავს მხოლოდ მუცელზე, ამ დროს კი უკვე იცით, რომ ეს სახიფათოა, შეგიძლიათ ორი ძირითადი მეთოდით შეამციროთ რისკები.

  • პირველი: საწოლში ბავშვის გარდა არაფერი არ უნდა იყოს. ანუ მხოლოდ მყარი და სწორი ზედაპირის მქონე ლეიბი — ბალიშების, პლედების, სათამაშოებისა და სხვა ნებისმიერი ნივთის გარეშე. ბავშვს უნდა ეცვას შესაბამისად თბილად და ეძინოს ლეიბზე მკვრივად გადაჭიმულ ზეწარზე.

დაიმახსოვრეთ: მთავარია იდეალურად სწორი ზედაპირი და არაფერი ისეთი, რაშიც ბავშვს შეუძლია გაეხვეს ან ცხვირი შეყოს.

  • მეორე: ჰაერის ტემპერატურისა და ტენიანობის სწორი პარამეტრები. ანუ ბავშვს უნდა ეძინოს ოთახში, სადაც ტემპერატურა არ არის 20 გრადუსზე მაღალი, ხოლო ტენიანობა 40–60%-ს არ აღემატება.

ასე რომ, თუ მაინც გადაწყვეტთ ბავშვის მუცელზე დაძინებას, ყველაფერი უნდა გააკეთოთ იმისთვის, რომ მინიმუმამდე დაიყვანოთ ჩვილთა უეცარი სიკვდილის სინდრომის რისკი“.

201
თემები:
ექიმი გირჩევთ
აუდიტორია

ერთიან ეროვნულ გამოცდებზე რეგისტრაცია დაიწყო

0
რეგისტრაციის ძირითადი ეტაპის ვადის ამოწურვის შემდეგ აბიტურიენტები ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის ვეღარ დარეგისტრირდებიან

თბილისი, 1 მარტი - Sputnik.  საქართველოში ერთიან ეროვნულ გამოცდებზე რეგისტრაცია 1 მარტის 10:00 საათზე დაიწყება და 31 მარტის 18:00 საათამდე გაგრძელდება,  ნათქვამია შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის განცხადებაში.

აღნიშნულ პერიოდში დარეგისტრირებას  ასევე შეძლებენ სტუდენტთა საგრანტო კონკურსის, საერთო სამაგისტრო გამოცდისა და მასწავლებელთა საგნის გამოცდის ჩაბარების მსურველები.

აბიტურიენტები რეგისტრაციას ცენტრის ვებგვერდზე  მხოლოდ ონლაინ–რეჟიმში გაივლიან.

აბიტურიენტთა რეგისტრაციის პროცესი რამდენიმე ეტაპად ჩატარდება.

რეგისტრაციის პირველ ეტაპზე აბიტურიენტმა უნდა შეავსოს პირადი მონაცემები, აირჩიოს საგამოცდო ცენტრის ადგილმდებარეობა (ქალაქი) და ჩასაბარებელი საგნები. რეგისტრაციის ძირითადი ეტაპის ვადის ამოწურვის შემდეგ (31 მარტი) აბიტურიენტები რეგისტრაციას ვეღარ გაივლიან. 31 მარტის 18:00 საათის შემდეგ აბიტურიენტს არ აქვს უფლება, შეცვალოს სარეგისტრაციო განცხადებაში საგამოცდო ცენტრის ადგილმდებარეობა (ქალაქი). 

რეგისტრაციის მეორე ეტაპზე კი (15 აპრილის 18:00 საათამდე) აბიტურიენტს შესაძლებლობა ექნება შეცვალოს  ჩასაბარებელი საგანი (წაშალოს, დაამატოს), გამოცდის ენა ან აირჩიოს კონკურსი (შემოქმედებითი ტური).

აბიტურიენტებისთვის შექმნილია სპეციალური „ცნობარი“. შესაბამის ცხრილში მოცემულია ინფორმაცია უმაღლესი სასწავლო დაწესებულებების, თითოეული გამოცდისთვის მინიჭებული კოეფიციენტების, სწავლის საფასურის შესახებ.

ცნობარი ასევე შეიცავს გამოცდებთან დაკავშირებულ ინფორმაციას: რეგისტრაციის გავლის ინსტრუქციას, ინფორმაციას საგანმანათლებლო პროგრამის არჩევის, გამოცდების პროცესის, პუბლიკაციების შედეგების, აპელაციის წესისა და სახელმწიფო დაფინანსების მიღების წესების შესახებ.

ერთიან ეროვნულ გამოცდებში მონაწილეობის საფასური (ერთი გამოცდისათვის) 10 ლარია. ამავე თანხას იხდის სტუდენტთა საგრანტო კონკურსში მონაწილეც. პრაქტიკოსი მასწავლებლებისათვის დარეგისტრირება უფასოა, ხოლო მაგისტრანტობის კანდიდატებისათვის და მასწავლებლობის მსურველი პირებისათვის რეგისტრაციის საფასურია 50 ლარი.

უწყებაში აღნიშნავენ, რომ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი პასუხისმგებელია მხოლოდ საკუთარ ოფიციალურ ვებგვერდებზე (www.naec.ge; online.naec.ge; https://www.facebook.com/www.naec.ge/) განთავსებულ ინფორმაციაზე.

ერთიანი ეროვნული გამოცდები საქართველოში 2005 წლიდან ტარდება. 

0
თემები:
განათლება საქართველოში