გოგრა

გოგრის თესლი - მრავალი დაავადების მკურნალი

21445
(განახლებულია 12:20 11.12.2017)
ძალზე სასარგებლოა რაციონში გოგრის თესლის ჩართვა - ის თუთიის სრულფასოვანი საბადოა, რომელიც ასე ესაჭიროება განსაკუთრებით მამაკაცის ორგანიზმს, მის სქესობრივ სისტემას

გოგრის სამშობლოა სამხრეთ ამერიკა. გოგრის თესლი პირველად არქეოლოგებმა მექსიკის გამოქვაბულებში აღმოაჩინეს და დაადგინეს, რომ მას ჯერ კიდევ ჩვენს წელთ აღრიცხვამდე 7000 წლის წინ იყენებდნენ. ამერიკელი ინდიელები გოგრის რბილობსა და თესლს უკვე იმ დროს იყენებდნენ დიეტური და სამკურნალო კერძების დასამზადებლად. დღესდღეობით გოგრა პრაქტიკულად ყველა ქვეყანაში მოჰყავთ და მთლიანობაში, მისი 900-მდე სახეობაა გავრცელებული.

გოგრის თესლი ძალზე სასარგებლო პროდუქტია, ის მრავალ დაავადებას შველის. თესლი რომ გემრიელი და ხარისხიანი მივიღოთ, ის სწორად უნდა მოვამზადოთ: გავასუფთავოთ ნაყოფისგან, გავრეცხოთ გამდინარე წყალში, შემდეგ გავაშროთ მზეზე ან სხვაგვარად. გოგრის თესლი დიდხანს არ ინახება — მაქსიმუმ ერთი თვე, თუ მჭიდროდ დახურულ ჭურჭელში და ცივ ადგილას მოვათავსებთ.

გოგრის თესლის სამკურნალო თვისებები:

• ძილის ნორმალიზება და დეპრესიის განვითარების რისკის შემცირება

• ჰიპერტონიული დაავადებების პროფილაქტიკა

• თირკმლისა და შარდსასქესო ორგანოების დაავადებების მკურნალობა

• დამწვრობისა და ჭრილობების მკურნალობა

• ცუდი ქოლესტერინის დონის შემცირება, ათეროსკლეროზის განვითარების პროფილაქტიკა

• კანის სილამაზე და ახალგაზრდული იერი, აბრკოლებს ნაოჭების წარმოქმნას

• ოსტეოპოროზის პროფილაქტიკა, სახსრების ართრიტის ანთების შემცირება

• პროსტატის პროფილაქტიკა

• ორგანიზმიდან ჭიებისა და სხვა პარაზიტების გამოდევნა

• გულის დაავადებებისგან დაცვა

• შაქრიანი დიაბეტის პროფილაქტიკა

• ნაწლავური სისტემის მუშაობის ნორმალიზება, ქრონიკული შეკრულობა

• ფარისებრი ჯირკვლის დაავადებების პროფილაქტიკა

• სისხლის ნორმალური შედედება

• მხედველობისა და ფერთა აღქმის გაუმჯობესება

• იმუნიტეტის ამაღლება

• როგორც მამაკაცის, ისე ქალის ჰორმონების გამომუშავების ხელშეწყობა

• კოგნიტური უნარების გაუმჯობესება, განსაკუთრებით — მეხსიერების

• პირღებინების პროფილაქტიკა — ავტომობილში, ზღვაზე, ასევე ორსულებისთვის ზომიერი რაოდენობით

• მამაკაცის უნაყოფობის პროფილაქტიკა — სპერმატოზოიდები უფრო მოძრავი ხდება, რაც ბავშვის ჩასახვის შანსს ზრდის

• ცილების მნიშვნელოვანი წყარო, რაც ძალიან წაადგებათ ვეგეტარიანელებსა თუ მათ, ვინც მარხვას ინახავს

გასათვალისწინებელია: გოგრის თესლისგან რომ მეტი სარგებელი მივიღოთ, ის ნედლი სახით უნდა გამოვიყენოთ. მოხალვის შედეგად ვიტამინებისა და მიკროელემენტების უდიდესი ნაწილი ნადგურდება. გოგრის თესლი უნდა გავფცქვნათ უშუალოდ მიღების წინ.

გოგრის თესლის შემადგენლობა

გოგრის თესლის შემადგენლობაშია სხვადასხვა ვიტამინი (В-ჯგუფის ყველა ვიტამინი, А, ასკორბინის მჟავა, Е, К), ამინომჟავა, მინერალი და ცხიმი. საშუალოდ, ის შეიცავს 8,2 გრამამდე წყალს, 13,4 გრამამდე ნახშირწყლებს, 24,5 გრამამდე ცილებს, 25,7 გრამამდე ცხიმებს და 4,1 გრამამდე უჯრედისს.

გოგრის თესლი შეიცავს თუთიას, რკინას, მაგნიუმს, ფოსფორს, მანგანუმს.

100 გრამი გოგრის თესლის მიღებით ორგანიზმი იღებს თუთიის სადღეღამისო აუცილებელი ნორმის 80%-ს, მაგნიუმის 160%-ს, მანგანუმის 130%-სა და კალიუმის 40%-ს.

კალორიულობა

გოგრის თესლი საკმაოდ მაღალკალორიული პროდუქტია — 100 გრამი — 559 კკალორია.

გოგრის თესლი მამაკაცებისთვის

მამაკაცებისთვის ძალზე სასარგებლოა რაციონში გოგრის თესლის ჩართვა — ის თუთიის სრულფასოვანი საბადოა, რომელიც ასე ესაჭიროება მამაკაცის ორგანიზმს, მის სქესობრივ სისტემას. თავი რომ დაიცვან წინამდებარე ჯირკვლის ადენომისგან, მათ დღეში დაახლოებით გოგრის 50 ცალი თესლი უნდა მიიღონ.

გარდა ამისა, თუთია ტესტოსტერონის — მამაკაცის მთავარი ჰორმონის მოლეკულის ნაწილია. თესლის შემადგენლობაში შემავალი მიკროელემენტები ზრდიან სპერმატოზოიდების მოძრაობას, რაც მამაკაცის უნაყოფობის შესანიშნავი პროფილაქტიკაა.

ასევე სასარგებლოა გოგრის თესლი ალოპეციის (თმის ცვენა) დროს. თესლი აძლიერებს თმის ძირებს. ასევე, თესლში შემავალი თუთია ებრძვის ქერტლს, რომელიც სოკოვანი დაავადება და არა უბრალოდ კოსმეტიკური დეფექტი.

დამტკიცებულია, რომ მამაკაცები ქალებზე უფრო ადრე ავადდებიან ათეროსკლეროზით, რომელიც ინფარქტსა და ინსულტს იწვევს. გოგრის თესლის გამოყენება ამ პროცესის შეჩერებას უწყობს ხელს; ასევე ამცირებს სისხლში ქოლესტერინის დონეს.

გოგრის თესლი ქალებისთვის

ქალებისთვის გოგრის თესლი სასარგებლოა როგორც სილამაზის, ისე ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად.

ცნობილია, რომ ქალებს უფრო ხშირად აქვთ ოსტეოპოროზი, ვიდრე მამაკაცებს. კალციუმის ორგანიზმიდან გამოდევნა განსაკუთრებით 45 წლის შემდეგ აქტიურდება. გოგრის თესლში შემავალ მინერალებს ამ პროცესის შეჩერება შეუძლია.

ქალების კიდევ ერთი გახშირებული პრობლემაა სისხლნაკლებობა. რადგან გოგრის თესლი რკინის ერთგვარი საბადოა, ქალებისთვის დღეში 100 გრამის მიღება საკმარისია, რომ ამ მიკროელემენტის დღიური ნორმა შეივსონ.

გარდა ამისა, გოგრის თესლი ამაგრებს თმასა და ფრჩხილებს, ებრძვის ნაოჭებს, კანს სილამაზეს ანიჭებს, ხსნის მიკროანთებას. ცხიმოვანი მჟავები კანს შიგნიდან ატენიანებენ, აბრკოლებენ თმის ცვენას და ქერტლის გამომწვევი მიზეზების მოშორებას უწყობენ ხელს.

გოგრის თესლი სასარგებლოა ქალებისთვის მენოპაუზის დროს, რადგან მასში შემავალი ფიტოესტროგენები ხელს უწყობს განწყობის ნორმალიზებას, ებრძვის დეპრესიას, აუმჯობესებს ძილს, ხსნის თავისა და სახსრების ტკივილს.

რეცეპტები

პროსტატის სამკურნალოდ: ნახევარ კგ გოგრის თესლს ფქვავენ და ურევენ 200 გრამ თაფლში (თაფლი დაშაქრული არ უნდა იყოს). ნარევი შესქელებისთვის უნდა მოთავსდეს მაცივარში. შემდეგ მისგან მზადდება პატარა, თხილისოდენა ბურთები. მიღების წესი — უზმოდ 1-3 ბურთი უნდა ნელ-ნელა მიიღოთ, პირში დნობით. კურსის ხანგრძლივობა — 1 თვე.

ძილის მოსაწესრიგებლად, ნერვული დაძაბულობის მოსახსნელად: სამ სუფრის კოვზ გოგრის თესლს დაასხით 0,3 მლ წყალი, მიიყვანეთ ადუღებამდე და გააჩერეთ დაბალ ცეცხლზე 4 წუთი, შემდეგ გადაწურეთ. მიიღეთ მეოთხედი ჭიქა ნახარში ძილის წინ, ძლიერი ემოციური დაძაბულობის დროს.

გოგრის თესლი მავნებელია დიდი რაოდენობით:

• პროდუქტი ძალზე კალორიული და დღეში 140 გრამზე მეტის მიღებამ შეიძლება წონის მატება გამოიწვიოს

• საკვებში მარილიანი და მოხალული თესლის გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს სახსრების მოძრაობის შეზღუდვა და უმოძრაობა

• ასევე, შესაძლებელია კბილის ემალის დაზიანება, ამიტომ თესლი ხელით გაარჩიეთ და არა კბილით.

გოგრის თესლის გამოყენება არ შეიძლება:

• საჭმლის მომნელებელი ორგანოების დაავადებების გამწვავების სტადიაში

• ინდივიდუალური აუტანლობა, ალერგია

• ზედმეტი წონა

 

21445
თემები:
სასარგებლო რჩევები -2018 (202)
კორონავირუსის პანდემია

როგორ ვუმკურნალოთ კორონავირუსს სახლის პირობებში ექიმის რეკომენდაციები

50
(განახლებულია 18:26 21.10.2020)
ბოლო რამდენიმე დღეა, კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა საქართველოში ათასს აჭარბებს. ქართველი ექიმები იმ მოქალაქეებს, ვისაც კორონავირუსის დადასტურებული დიაგნოზი აქვს, თუმცა სიმპტომები მსუბუქად მიმდინარეობს, სახლში, თვითიზოლაციის პირობებში მკურნალობას ურჩევენ.

ანესთეზიოლოგ-რეანიმატოლოგი არჩილ მარშანია დიდი ბრიტანეთის ჯანდაცვის ეროვნული სამსახურისა და საქართველოში COVID-19-ის ამბოლატორიული მართვის სახელმწიფო პროტოკოლზე დაყრდნობით გთავაზობთ რჩევებს, რომლებიც შინ მკურნალობის ან კორონავირუსის სიმპტომების აღმოჩენისას დაგეხმარებათ:

თვითიზოლაციის წესები თუ მარტო არ ცხოვრობთ

გაფრთხილებთ, პირველ რიგში დაუკავშირდით ცხელ ხაზს, ოჯახის ექიმს ან 112-ს, რომ მიიღოთ ოფიციალური ინსტრუქცია. ასევე გაარკვიეთ, შესაძლებელია თუ არა, რომ გადახვიდეთ კლინიკაში ან ე.წ. კოვიდ–სასტუმროში.

წესები შესაძლოა იცვლებოდეს

უმორჩილესად გთხოვთ, მე ნუ მეჩხუბებით იმაზე, რომ არ ირეკება, ან ადგილები არ არის და პასუხს წესიერად არ გაძლევენ. შეგახსენებთ, რომ უბალოდ ექიმი ვარ და არანაირ თანამდებობაზე არ ვმუშაობ, მსგავს ამბებზე ჩემი პასუხისმგებლობა არის ნული.

ქვემოთ ჩამოთვლილი წესები შედგენილია საქართველოს დაავადების კონტროლის ცენტრის რეკომენდაციების და დიდი ბრიტანეთის ჯანდაცვის ეროვნული სამსახურის რეკომენდაციების მიხედვით.

ვის შეიძლება გამოადგეს ეს რეკომენდაციები

მას, ვისაც აღენიშნება კოვიდ-19-სთვის დამახასიათებელი სიმპტომები, ვინც ელოდება კოვიდ-19-ზე PCR–ტესტირების პასუხს, ვისაც ტესტირებით დაუდასტურდა კოვიდ-19 (სიმპტომური ან ასიმპტომური), ვისაც ჰქონდა კონტაქტი ადამიანთან, რომელსაც დაუდასტურდა კოვიდ-19.

მოთავსდით ცალკე იზოლირებულ ოთახში, სადაც არის კარგი ვენტილაცია და ფანჯარა, რომელიც იღება. დახურეთ კარი.

გამოიყენეთ ცალკე აბაზანა, თუ ეს შესაძლებელია. თუ ამის საშუალება არ არის, აუცილებელია რეგულარული გაწმენდა. თუ ცალკე სველი წერტილი არ არის ხელმისაწვდომი, ის რიგრიგობით უნდა იყოს გამოყენებული. ანუ თვითიზოლაციაში მყოფმა პირმა სველი წერტილი ბოლომ უნდა გამოიყენოს და შემდეგ ისევ კარგად გაიწმინდოს სადეზინფექციო ხსნარებით.

კვებისთვის გამოიყენეთ ცალკე ჭურჭელი, საკვები მიიღეთ იზოლირებულ ოთახში, ნუ გამოიყენებთ სამზარეულოს. ჭურჭელი უნდა გაირეცხოს კარგად, სარეცხი საშუალებით, თბილი წყლით და გამშრალდეს ცალკე პირსახოცის საშუალებით. შესაძლებელია ჭურჭლის სარეცხი მანქანის გამოყენებაც.

თვითიზოლაციაში მყოფი პირი უნდა იყენებდეს პირსახოცებს (ხელის, სხეულის), რომელსაც ოჯახის სხვა წევრები არ გამოიყენებენ. 

ხველის ან ცემინების დროს პირსა და ცხვირზე აიფარეთ ერთჯერადი ცხვირსახოცი.

თავი შეიკავეთ თქვენს შინაურ ცხოველებთან კონტაქტისგან.

ყველა ნარჩენი, რომელიც კონტაქტში იყო პირთან, გამოყენებული ცხვირსახოცების და პირბადეების ჩათვლით, უნდა მოთავსდეს პოლიეთილენის პარკში და ავსებისას თავი მოეკრას. ამის შემდეგ ეს პარკი მოათავსეთ მეორე პარკში და თავი შეუკარით. ასეთი ნარჩენების პარკში არ ჩაყაროთ საკვების ნარჩენები. ამის შემდეგ შეგიძლიათ ნარჩენების გადაყრა საერთო წესით.

დაიცავით ყველა ზოგადი რეკომენდაცია, დაიბანეთ ხელები, სადეზინფექციო ხსნარით გადაწმინდეთ მყარი ზედაპირები, გაანიავეთ ოთახი (არ გამოიყენოთ ვენტილატორი), იხმარეთ ნიღაბი.

ნუ მიიღებთ სტუმრებს

დააკვირდით სიმპტომებს, ტემპერატურა გაიზომეთ დღეში ორჯერ, აწარმოეთ დღიური და მოინიშნეთ სიმპტომები და ტემპერატურის მაჩვენებლები.

თუ თქვენი ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა

დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს, თუ თქვენი ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდება. მსუბუქი სიმპტომების შემთხვევაში დარჩით იზოლაციაში 14 დღე (იქონიეთ კონტაქტი ექიმთან). თუ გქონდათ კონტაქტი ადამიანთან, ვისაც დაუდასტურდა კოვიდ-19, დარჩით თვითიზოლაციაში ბოლო კონტაქტიდან 12 დღე.

თუ თქვენ ოჯახის წევრს დაუდასტურდა კოვიდ-19, დარჩით თვითიზოლაციაში 14 დღე. დღეების ათვლა იწყება იმ დღიდან, როდესაც პაციენტს დაეწყო სიმპტომები. ასიმპტომური მიმდინარეობისას კი იმ დღიდან, როდესაც ტესტირებით დადასტურდა კოვიდ-19.

იზრუნეთ საკუთარ ფსიქოემოციურ მდგომარეობაზე: იკონტაქტეთ მეგობრებთან დისტანციურად, სოციალური ქსელებით, ტელეფონით. ფიზიკური აქტივობა არა მარტო ფიზიკური, არამედ ფსიქოლოგიური ჯანმრთელობისთვის არის მნიშვნელოვანი, ეცადეთ იყოთ აქტიურები ნორმის ფარგლებში, ნახეთ ონლაინ ვარჯიშები, იოგა და ა.შ.

დაგეგმეთ რის გაკეთება შეიძლება იზოლაციისას და ვინ მოგაწვდით საკვებს, მედიკამენტებს და ა.შ. განსაზღვრეთ 14 დავალება საკუთარი თავისთვის, რომელსაც დღეებზე გადაანაწილებთ. შფოთვების, თუ ნებისმიერი ფსიქოემოციური სტრესის მომატებისას დისტანციურად მიმართეთ სპეციალისტს.

იზოლაცია შეიძლება დასრულდეს, თუ სიმპტომების დაწყებიდან გასულია 10 დღე და თავს გრძნობთ კარგად, სიმპტომები „ალაგებულია“. ამის შესახებ მეტი დეტალები მიიღეთ ექიმისგან.

არ დაარღვიოთ თვითიზოლაციის წესები, ამით თქვენ დაიცავთ საკუთარ და სხვის ჯანმრთელობას. არ არსებობს არანაირი გარანტია, რომ ხართ დაცული რეინფექციისგან, ამიტომ თვითიზოლაციის დასრულების ან ინფექციის გადატანის შემდეგ დაიცავით ყველა ის ზოგადი რეკომენდაცია, რაც არის კოვიდ-19-ის პრევენციისთვის გამოცემული.

ჯანმრთელობას გისურვებთ!

 

50
თემები:
ჯანმრთელობა და სილამაზე
შესაწვევად გამზადებული ქათამი

უნდა მიირთვათ თუ არა ქათმის ფილე: დიეტოლოგი განმარტავს

68
(განახლებულია 17:11 21.10.2020)
დიეტოლოგი განმარტავს, რა ახდენს იმუნიტეტზე განსაკუთრებულად დამღუპველ გავლენას და როგორ უნდა ავარიდოთ ამას თავი.

თბილისი, 21 ოქტომბერი — Sputnik. ქათმის ფილე ცილის ერთ-ერთი საუკეთესო წყაროა, რომელიც ხელს უწყობს იმუნური სისტემის გაძლიერებასა და ჯანმრთელობის მდგომარეობის ზოგად გაუმჯობესებას, წერს დიეტოლოგი სვეტლანა ფუსი თავის ინსტაგრამ-გვერდზე.

მისი თქმით, ცილა ორგანიზმის მთავარი საშენი მასალაა.

„ცილები იხლიჩება ამინომჟავებად, რომლებიც კუნთების, კანის, ძვლების, მყესების, ხრტილების, სისხლის ელემენტების, ტვინისა და ყველა სხვა ქსოვილის შესაქმნელი „აგურებია“. ნებისმიერი ამინომჟავის დეფიციტის დროს ჩვენს იმუნურ უჯრედებს, რომლებიც იმუნოგლობულინების სინთეზირებას ახდენს, უბრალოდ არ შეუძლიათ ნორმალური იმუნოგლობულინების შენება, თანაც იმუნური პასუხისთვის საჭირო რაოდენობით“, — განმარტა ექსპერტმა.

მან ხაზი გაუსვა, რომ იმუნიტეტზე განსაკუთრებით დამღუპველ ზემოქმედებას ახდენს ისეთი შეუცვლელი ამინომჟავების დეფიციტი, როგორებიცაა: ტრიპტოფანი, ლეიცინი, იზოლეიცინი, ვალინი, ტრეონინი, ლიზინი, მეთიონინი, ფენილალანინი.

სვეტლანა ფუსი განმარტავს, რომ ადამიანმა, რომელიც 70 კგ-ს იწონის, დღეში დაახლოებით 50 გრამი ცხოველური პროტეინი უნდა მიიღოს.

„ქათმის ხორცი შეიცავს 18-დან 25 გრამამდე ამინომჟავების შემადგენლობით სრულფასოვან ცილას. მის მაქსიმალურ რაოდენობას ქათმის ფილე უზრუნველყოფს. მხოლოდ 100 გრამის მოხმარებით ჩვენ პრაქტიკულად იმის ნახევარს მივიღებთ, რაც ერთ დღეში გვჭირდება“, — დაასკვნა სვეტლანა ფუსმა.

მანამდე მეცნიერებმა დაადგინეს, რომ წიწიბურის მოხმარება მნიშვნელოვნად ზრდის „დღეგრძელობის ცილის“ — SIRT1-ის დონეს და ასევე აქვს მთელი რიგი პოზიტიური ეფექტები.

68
თემები:
სასარგებლო რჩევები
ვლადიმერ ბორცვაძე

ბორცვაძე: ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ ყველა მძევალი უსაფრთხოდ დავაბრუნოთ ოჯახებში

0
ამ დროისთვის შემთხვევის ადგილზე მობილიზებული არიან სამართალდამცველები მიმდინარეობს დამნაშავის გაუვნებელყოფის ოპერაცია.

თბილისი, 21 ოქტომბერი - Sputnik. მოლაპარაკებები ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს, შსს და ყველა სამართალდამცავი ორგანო ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ მძევლები უსაფრთხოდ დავაბრუნოთ  ოჯახებში, განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ვლადიმერ ბორცვაძემ ჟურნალისტებთან.

დღეს ზუგდიდში, ზვიად გამსახურდიას გამზირზე მდებარე „საქართველოს ბანკის“ ფილიალზე თავდასხმა მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, შეიარაღებულ პირს მძევლად ოცამდე – ბანკის თანამშრომლები და კლიენტები ჰყავს აყვანილი. რამდენიმე მძევალი თავდამსხმელმა უკვე გაათავისუფლა.

ბორცვაძემ  უარი განაცხადა მოლაპარაკებების დეტალების დაზუსტებაზე და მედიის წარმომადგენლებს სთხოვა, შემთხვევის ადგილი პირდაპირ ეთერში არ გადასცენ.

„ეს ყველაფერი ხელს უშლის მოლაპარაკებების პროცესს და ზიანი რომ თავიდან ავიცილოთ, გთხოვთ, თავი შეიკავოთ, პირდაპირ ეთერში შემთხვევის ადგილისა და მიმდებარე ტერიტორიის გაშუქებისგან“, - განაცხადა მინისტრის მოადგილემ.

გავრცელებული ინფორმაციით, თავდამსხმელი 500 ათას დოლარს და შენობიდან უსაფრთხოდ გასვლას ითხოვს.

შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიციისა და სპეციალური დანიშნულების რაზმები. სპეცოპერაცია ზუგდიდის ცენტრში ამ დრომდე გრძელდება. პოლიციამ მიმდებარე ტერიტორიიდან ადამიანების ევაკუაცია განახორციელა.

შსს-მ განცხადება გაავრცელა და აღნიშნა, რომ მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე, 236-ე და 144-ე მუხლებით დაიწყო.

0
თემები:
კრიმინალი საქართველოში