ზოდიაქოს „კერკეტი კაკალი" ნიშნები - ტოპ-ოთხეული

CC0 / Ryan Hallock / MW over EMW.ვარსკვლავიანი ცა
ვარსკვლავიანი ცა - Sputnik საქართველო
გამოწერა
როდესაც შეუპოვარ, ხისტ ადამიანზე ფიქრობთ, ვის წარმოიდგენთ? კინოგმირებს არ ვგულისხმობთ - უილ სმიტს ან ჯეისონ სტეითემს. ვინც არ უნდა წარმოიდგინოთ, ძლიერ ადამიანებს რაღაც საერთო გააჩნიათ - მათთან ხუმრობა არ ღირს. გაინტერესებთ, ზოდიაქოს რომელი ოთხი ნიშანია ყველაზე კერკეტი კაკალი?

ვერძი (21 მარტი — 19 აპრილი)

ვერძი შარიანი, ჩხუბისთავია, ყველას უნდა, რომ მას მიბაძოს. ის შეიძლება ძლიერი და საშიშიც ჩანდეს, მაგრამ თავისი მკაცრი გამომეტყველებით ის თავს იცავს უცნობი ადამიანებისგან.

სუპერგმირის მსგავსად, ვერძი თავის ძალას მხოლოდ სასიკეთოდ იყენებს.

წყვილი - Sputnik საქართველო
ყველაზე ერთგული მამაკაცების „კვარტეტი" ზოდიაქოს ნიშნით

ვერასდროს ნახავთ, რომ ვერძმა უცნობის მიმართ სისასტიკე გამოამჟღავნოს გარდა იმ შემთხვევისა, როცა ეს უცნობი მის ახლობლებს ესხმის თავს.

კურო (20 აპრილი — 20 მაისი)

კურო გარეგნულად მკაცრი არ ჩანს, მაგრამ ნურასდროს შეაფასებთ წიგნს მისი ყდის მიხედვით.

კუროს ძალა მაშინ ვლინდება, როცა ის რაიმეს ან ვინმეს მიმართ თავის სიყვარულს იცავს.

მცირე მინიშნების დროსაც კი, რომ მის ახლობელს ტკივილი მიაყენეს, კუროში მხეცი იღვიძებს. ის მანამდე არ მოისვენებს, სანამ ახლობლის შეურაცხმყოფელს არ გაანადგურებს.

თხის რქა (20 დეკემბერი — 19 იანვარი)

თხის რქასთან ხუმრობა არ ღირს. იმ დროს, როცა სხვა ნიშნებს თავიანთი მეგობრების გულისთვის მკაცრად მოქმედება შეუძლიათ, თხის რქას საკუთარი თავის დაცვა მშვენივრად გამოსდის. და მისთვის სულერთია, რას ფიქრობთ თქვენ.

თანავარსკვლავედი - Sputnik საქართველო
ზოდიაქოს ნიშნები, რომლებთანაც „ეშმაკიც კი ფეხს მოიტეხს"

თხის რქის მკაცრი გარეგნობა — თავდაცვის საშუალებაა იმ ადამიანებისგან, რომლებიც მისი თავდაჯერებულობის შელახვას ცდილობენ.

მერწყული (20 იანვარი — 18 თებერვალი)

მერწყულის ხისტი ურთიერთობები თხის რქისას წააგავს, მაგრამ მერწყული ამგვარად საკუთარი იერის გადასარჩენად მოქმედებს.

საქმე ის კი არაა, რომ მას არ სურს, მეგობრები ჰყავდეს, არამედ ის, რომ ზოგი მას გაცნობამდე განიკითხავს.

რა თქმა უნდა, მას შეუძლია, იყოს უხეში, როცა პირველად შეხვდებით, მაგრამ ეს მხოლოდ იმიტომ ხდება, რომ ის თავს არაკომფორტულად გრძნობს უცნობ ადამიანთან.

 

ყველა ახალი ამბავი
0