მაკლურა – ბუნებრივი ანტიბიოტიკი, იმუნომოდულატორი, ანტიოქსიდანტი...

გამოწერა
მცენარე, რომელსაც ხალხურ მედიცინაში უძველესი დროიდან იყენებენ. მაკლურა აბრკოლებს ავთვისებიანი სიმსივნის წარმოშობას, აძლიერებს იმუნიტეტს, შველის ე. წ. მარილების დაგროვებას, თიაქარს, ანადგურებს ვირუსებს...

მაკლურა, იგივე თუთავაშლა (Maclura), თუთისებრთა ოჯახის მცენარეთა გვარია. მაკლურას სამშობლოა ჩრდილოეთი ამერიკა. დეკორატიულ მცენარედ მოშენებულია კავკასიაში, შუა აზიასა და უკრაინაში. ასევე ბევრგანაა მოშენებული საქართველოშიც.

მცენარეს ეს დასახელება ამერიკელი ბუნებისმეტყველის, მაკლურას საპატივცემულოდ ეწოდა.

კუნელი - Sputnik საქართველო
„ეშმაკიშ მართახი" და ბნელეთის მოციქული – უამრავი დაავადების მკურნალი

მაკლურას მწიფე ნაყოფი ფორთოხალს ჰგავს, ხოლო რბილობის სუნი კიტრის სუნს წააგავს. მაგრამ მაკლურა არ იჭმება, სამაგიეროდ, მის შხამიან ნაყოფს სამკურნალო თვისებები გააჩნია.

მაკლურა მდიდარია ვიტამინებით, ცხიმმჟავების ეთერებით, ორგანული მჟავებით, ფერმენტებით, საპონინებით, ფლავონოიდებით, პექტინის ნივთიერებებით, მაკრო და მიკროელემენტებითა და სხვა სასარგებლო ნივთიერებებით. ქიმიური შემადგენლობით თუთას წააგავს, ასევე ჰგავს ერთმანეთს ამ მცენარეების თვისებებიც.

ხალხურ მედიცინაში მაკლურას უძველესი დროიდან იყენებენ, მაგრამ ოფიციალურ მედიცინაში, სამწუხაროდ — არა.

სამკურნალო მიზნებისთვის გამოიყენება მაკლურას ახლად დაკრეფილი ნაყოფი, რომელსაც სამკურნალო თვისებები მხოლოდ ნარინჯისფერის მიღების შემდეგ ეძლევა.

მცენარე ბუნებრივი ანტიბიოტიკი, იმუნომოდულატორი და ანტიოქსიდანტია.

ქაცვი - Sputnik საქართველო
უნიკალური მცენარე – ვიტამინებისა და სხვადასხვა ელემენტების ნამდვილი საბადო

მაკლურას თვისებებია:

• ანტისკლეროტიკული და ანტიკანცეროგენული

• ტკივილგამაყუჩებელი და ანთების საწინააღმდეგო

• დამამშვიდებელი და ბაქტერიციდული

• ჭრილობების შეხორცება და რეგენერაცია

მაკლურათი მკურნალობის შედეგად:

• ორგანიზმიდან გამოდის მარილები, შლაკები და ტოქსიკური ნივთიერებები

• ქრება დაღლილობა

• ძლიერდება ნერვული და გულ-სისხლძარღვოვანი სისტემა

• მალე ხორცდება ჭრილობები

• აბრკოლებს ავთვისებიანი სიმსივნის წარმოქმნას

• ანადგურებს ვირუსებს

• აძლიერებს იმუნიტეტს

მაკლურათი მკურნალობენ შემდეგ დაავადებებს:

• გულის

• ღვიძლისა და ელენთის

• პოლიართრიტსა და პოდაგრას

• რადიკულიტსა და ოსტეოქონდროზს

• ჰაიმორიტსა და ადენოიდებს

• ჰიპერტონიას

• ლიმფური კვანძების ანთებას

• კანის დაავადებებს

• კუნთების ტკივილს

• მარილების დაგროვებას

• ძვლოვან წარმონაქმნებს

• თიაქარს მალებს შუა და საზარდულში

• ჰემოროის

• ფილტვისა და წინამდებარე ჯირკვლის (პროსტატა) კიბოს. 

ჯონჯოლი - Sputnik საქართველო
ჯონჯოლი და მისი აქამდე უცნობი უნიკალური თვისებები

მაკლურას სამკურნალო თვისებების გაძლიერებისთვის მას სტაფილოს, ჭარხლისა და კომბოსტოს წვენთან ერთად იყენებენ.

მაკლურის ნაყოფისგან ამზადებენ მალამოს, ნაყენსა და ზეთს. მცენარისგან დამზადებულ პრეპარატებს იყენებენ შინაგანადაც და გარეგნულადაც.

მაკლურას მალამოს დასამზადებლად: აქუცმაცებენ მაკლურას ნაყოფს, ურევენ მას ახალ ღორის ქონს შეფარდებით 5:1. მიღებულ მასას ათავსებენ ჭურჭელში, აფარებენ ცომს, ათავსებენ ქურაში დაბალ ცეცხლზე და ტოვებენ 1-2 დღის განმავლობაში. შესაძლებელია წყლის აბაზანის გამოყენებაც.

მალამოს დამზადების კიდევ ერთი წესი: ღორის ქონს ურევენ მაკლურას ნაყენს შეფარდებით 2:1.

მაკლურას მალამოთი მკურნალობენ მასტოპათიას, ლიმფურ კვანძებს, თიაქარს, კანისა და სწორი ნაწლავის კიბოს.

თიაქრისა და ლიმფური კვანძების სამკურნალოდ, მალამოს უსვამენ ქსოვილს და მტკივან ადგილებზე იდებენ, იფუთნიან. პროცედურას იტარებენ 3 თვის განმავლობაში, დღეგამოშვებით.

მასტოპათიისა და ფიბრომასტოპათიის სამკურნალოდ იყენებენ კომბოსტოს ფურცელს. მას სამჯერ უშვებენ მდუღარე წყალში, შემდეგ უსვამენ მალამოს. კომპრესს მკერდის არეში ღამით იდებენ და იფუთნიან. კურსი 3 თვე გრძელდება.

სოდა - Sputnik საქართველო
რა საოცრებებს ახდენს სოდა - ის, რაც აქამდე არ ვიცოდით

სწორი ნაწლავის კიბოს სამკურნალოდ აკეთებენ გაციებული მალამოს სანთლებს — მკურნალობის კურსი 2 თვე.

მალამო კარგად უმკლავდება აბსცესებს, ძირმაგარებს, ტროპიკულ წყლულებს, შეუხორცებელ ჭრილობებს და სხვა — ისვამენ დაზიანებულ ადგილებზე. ის ასევე კარგი საშუალებაა ნეკროზების, სიმსივნეებისა და მეტასტაზების დროს.

ოსტეოქონდროზის, მალებშუა თიაქარის დროს მალამოს უმატებენ თევზის ქონს.

მაკლურას ზეთს ამზადებენ შემდეგნაირად: ნაყოფს ჭრიან და ასხამენ მცენარეულ ზეთს. ზეთს ტოვებენ ორი კვირის განმავლობაში. ნაყენს შემდეგ წურავენ. ზეთს იყენებენ დერმატიტის, ფსორიაზისა და ეგზემის სამკურნალოდ — ისვამენ დაზიანებულ ადგილებზე. ასევე, ზეთს ისხამენ ყურში ოტიტის (შუა ყურის ანთება) დროს.

მაკლურის ნაყენი კურნავს:

• პოლიართრიტსა და პოდაგრას

• ოსტეოქონდროზს

• რადიკულიტსა და რევმატიზმს

• წანაზარდებსა და კოჟრებს (ბებერა)

• მასტოპათიას, მიომასა და ფიბრომას

• გაციებასა და შაკიკს

• კანცეროგენულ ახალწარმონაქმნებს

• მარილების დაგროვებას

• ვენების დაცობასა და კრუნჩხვას

• ჰიპერტონიას

• ჰემოროის

• ეგზემასა და ალერგიას

• დამწვრობას

• ნივთიერებათა ცვლის დარღვევას 

სელი - Sputnik საქართველო
მკურნალობა ხალხური მეთოდებით. სელის თესლი

მაკლურას ნაყენის დამზადების წესი: მცენარის ნაყოფს აქუცმაცებენ, დებენ ქილაში და ასხამენ სპირტს ისე, რომ დაიფაროს. შემდეგ ახურავენ ხუფს, რომ არ შევიდეს ჰაერი. შემდეგ ნაყენს დგამენ თბილ ადგილას ნახევარი ან ერთი წლით. მზა ნაყენი ყავისფერ შეფერილობას იღებს/

ნაყენის მიღების წესები: პირველ კვირაში ნაყენს სვამენ ერთხელ დღეში 3 წვეთის ოდენობით, მეორე კვირაში — ორჯერ და მესამე კვირაში — სამჯერ. შემდეგ ყოველ კვირას დოზა ერთი წვეთით მატულობს — ზღვარია ადამიანის ასაკი, თუ ის 30 წელზე მეტი ხნისაა, წვეთების რაოდენობა 30-ზე მეტი არ უნდა იყოს, 30-ს ქვევით — ასაკის შესაბამისად. როდესაც ადამიანი წვეთების მაქსიმალურ დოზაზე ავა, ყოველ კვირას ნაყენის მიღების უკუპროცესი უნდა დაიწყოს — ანუ, კვირაში აკლდება ერთი წვეთი. ბრუნდება საწყის 3 წვეთამდე. კურსის შემდეგ საჭიროა შესვენება 1-2 თვე და შემდეგ შეიძლება ციკლის გამეორება პროფილაქტიკის მიზნით.

შესაძლებელია მაკლურას ნაყენის მიღება შემდეგნაირა: პირველ დღეს 1 წვეთ ნაყენს ხსნიან კოვზ წყალში, შემდეგ წვეთების რაოდენობა ყოველდღე ზრდება 20–მდე, ამის მერე იწყება უკუპროცესი 1 წვეთამდე. კურსის გამეორება შეიძლება სამჯერ შესვენების გარეშე.

რინიტის, ჰაიმორიტისა და სურდოს დროს ნაყენს აზავებენ წყალში შეფარდებით 1:5. ასველებენ მასში ქსოვილის დამჭერს (ჟგუტი) და იდებენ ცხვირში 15–20 წუთის განმავლობაში, დღეში ორჯერ, 7–10 დღის განმავლობაში. მკურნალობის კურსის გამეორება შესაძლებელია რამდენჯერმე ერთი თვის ინტერვალით.

ნაყენს ასევე ამზადებენ მცენარის ფოთლებისგან და ქორფა ყლორტებისგან. მათ აქუცმაცებენ და 1:5 თანაფარდობით ასხამენ სპირტს. აჩერებენ 2 კვირა და შემდეგ წურავენ. მზა ნაყენს გამოყენების წინ ასხამენ არაყს. ამ ნაყენით იზილავენ დაზიანებულ ადგილებს თიაქარისას, გაციების დროს მკერდის არეში და შემდეგ თბილად იხვევენ.

კურკუმას ფესვები - Sputnik საქართველო
მკურნალობა ხალხური მეთოდებით. კურკუმა

ასევე, რადიკულიტის, ოსტეოქონდროზისა და რევმატიზმის დროს, იზელენ ნაყენს თბილად იფუთნიან. მკურნალობის კურსს იტარებენ წელიწადში 1–2–ჯერ. ამავე დროს, შეიძლება ნაყენის დალევა – 2 წვეთი გააზავეთ ჩაის კოვზ წყალში და მიიღეთ დღეში ერთხელ.

მაკლურას მიღება არ შეიძლება:

• შაქრიანი დიაბეტით დაავადებული ადამიანებისთვის

• ორსულებისა და მეძუძური დედებისთვის

• ალერგიის დროს.

რადგან მაკლურა შხამიანი მცენარეა, ის ფრთხილად უნდა ამოვიყენოთ, დავიცვათ პროპორციები. თუ ვიგრძნობთ თავბრუსხვევას, სუნთქვის გაძნელებას, პირღებინების შეგრძნებას ან საერთო სისუსტეს, მისი მიღება უნდა შევწყვიტოთ – ეს ნიშნავს, რომ მოვიწამლეთ.

ასევე, მაკლურათი მკურნალობის დროს არ შეიძლება სპირტიანი სასმელების, ანტი იოტიკებისა და შხამიანი ნაყენების მიღება, ასევე ამ მცენარით მკურნ ალობა არ შეიძლება ქიმიოთერაპიის დროს.

 

ყველა ახალი ამბავი
0