ქალის სილუეტი

როგორი სიყვარული შეუძლიათ ქალებს ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

41238
(განახლებულია 11:45 21.11.2017)
ასტროლოგები ხშირად ამბობენ, რომ ზოდიაქოს ნიშნების შეთავსებადობა იდეალურ კავშირს არ განაპირობებს. ადამიანის ჰოროსკოპი ხომ მრავალ ასპექტს მოიცავს. ამიტომ ხდება ხოლმე, რომ ზოდიაქოს „შეუთავსებელი" ნიშნები იდეალურ წყვილს წარმოადგენენ, ხოლო „უზადო წყვილის" კავშირი კი შეიძლება ერთ კვირაში დაინგრეს.

როცა გვიყვარს, ვინმეს მოსაზრება შეთავსება-შეუთავსებლობაზე სულ არ გვაინტერესებს, მაგრამ ერთი სული გვაქვს, საყვარელი ადამიანის შესახებ რაც შეიძლება მეტი გავიგოთ.

როგორი არიან ზოდიაქოს თითოეული ნიშნის ქალები სიყვარულში და საყვარელ ადამიანთან ურთიერთობებში:

ვერძი

ვერძი ქალის სიყვარული მგზნებარეა. არანაირი ნახევარტონები — ყველაფერი ნამდვილი. როდესაც მას უყვარდება, გრძნობა ყოველთვის პირველ ადგილზე დგება. ვერძი მზადაა, თავის სიყვარულს მთელი ცხოვრება მიუძღვნას.

ცეცხლოვანი ნიშნის წარმომადგენელი ვერძების ურთიერთობები მათი სტიქიის შესაბამისად ვითარდება. მაგრამ ბობოქარი ურთიერთობები მხოლოდ საყვარელ ადამიანთან არის შესაძლებელი. თავისუფლებისმოყვარე ვერძები მხოლოდ საუკეთესო ვარიანტზე არიან თანახმა. თუ ეს ვარიანტი არ არის, მარტოობას ამჯობინებენ.

ვერძები პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე იღებენ, მაგრამ, ამავე დროს, ძლიერი პარტნიორები მოსწონთ. ისინი ეძებენ იმას, ვინც მათ თავისუფლებას არ ხელყოფს, მაგრამ თან „პლასტელინივით" არ იქნებიან. ასეთი წინააღმდეგობრივია ეს ნიშანი სიყვარულში. ამავე დროს, ეს ნიშანი ხანდახან საკუთარი სიამაყის, ველური ეჭვიანობისა და სიჯიუტის მსხვერპლი ხდება. ამას აგრესიამდეც კი მიჰყავს. მაგრამ ყველასთვის ცნობილია, რომ ვერძები გამოუსწორებელი ოპტიმისტები არიან და ქარიშხალს მზიანი ამინდი მოსდევს.

ვერძ ქალს ძალიან უყვარს, როდესაც მისით აღფრთოვანებული არიან. „მიზანში გარტყმულმა" ქათინაურმა მისი შესანიშნავი განწყობა შეიძლება მთელი კვირაც კი უზრუნველყოს. მთებსაც გადადგამს, თუ კიდევ ერთხელ მოისმენს — „საუკეთესო ხარ!"

მგზნებარე და ერთგული ვერძი კრიტიკულ სიტუაციაში საყვარელ ადამიანს არასდროს მიატოვებს.

კურო

კუროები გაწონასწორებული და რეალისტურად განწყობილი არიან, მაგრამ ძლიერი ემოციების ჩვენება არ უყვართ. ამიტომ მისი მამაკაცის სხვა ქალისთვის ნათქვამი ქათინაური სკანდალს არ გამოიწვევს, მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მამაკაცის სიყვარულში დარწმუნებულია. წინააღმდეგ შემთხვევაში იხილავთ მრისხანების ძალას, რომელიც ამ ნიშანს, ზოგადად, არ ახასიათებს, მაგრამ თუ განრისხდა…

კურო ქალის ელეგანტურობაზე ლეგენდები დადის. მათ შეუძლიათ ქალურობის გამოვლენა, თან არ უყვართ სხეულზე ბევრი ტანსაცმლის ტარება. ეხერხებათ აქცენტის ფერზე გაკეთება — ამ ნიშნის თითოეული წარმომადგენელი შინაგანად ცოტაოდენ მაინც სტილისტია. ისინი ტკბებიან ცხოვრებით სხვადასხვა გამოვლინებაში — კარგი სამოსი, დახვეწილი სასმელი, გემრიელი საკვები, ლამაზი ნახატები და მხოლოდ საუკეთესო მუსიკა.

ვინც კუროს შეიყვარებს, დააფასებს მის სინაზესა და ერთგულებას, მაგრამ, ამავე დროს, თვალყური უნდა მიადევნოს, რომ მას პესიმისტური განწყობა არ განუვითარდეს. კუროებთან ჩხუბი არ ღირს, წინააღმდეგ შემთხვევაში, საკუთარ ტყავზე გამოსცდიან კუროების „მძიმე" იარაღს — გულგრილობას.

კურო სკეპტიკურად არის განწყობილი ფანტაზიების მიმართ. ამ მატერიალისტებს სჭირდებათ, რომ ოცნება დაინახონ და ხელით შეეხონ. არ უყვართ გარისკვა, მაგრამ თუ დაასკვნეს, რომ საქმე ამად ღირს, უკან არ დაიხევენ.

ლამაზი და ძლიერი ქალი კურო რთულ მომენტებში არ ტირის და საკუთარ მამაკაცს „ჯვარზე არ აცვამს". უთქმელად, პანიკის გარეშე ადგება და თავად იშოვის სამსახურს.

ტყუპი

ტყუპი — ეს კალეიდოსკოპია, რომელიც რამდენიმე პიროვნებას იტევს. ამიტომ მასთან ურთიერთობის აგება საკმაოდ რთულია. და თუ ერთ „პიროვნებასთან" შეთანხმდით, მეორე ხვალ გადაწყვეტს, რომ, მაგალითად, პაემანზე არ უნდა წავიდეს.

ტყუპი დარწმუნებულია, რომ ცხოვრება — ეს დიდი ექსპერიმენტია. მასთან მამაკაცი სამუდამოდ დაივიწყებს მონოტონურ დღეებს. ტყუპ ქალს მომენტალურად უყვარდება და სწრაფადვე "ნელდება". ამასთან, ორჭოფობა ახასიათებს. ასეთ ქალს ისეთი მამაკაცი მოიპოვებს, რომელიც დაარწმუნებს, რომ ის საუკეთესო მამაკაცია.

ტყუპისთვის სექსი და სიყვარული თანასწორი ცნებებია. ამ ნიშნის წარმომადგენლების კრეატიულობა და არაპროგნოზირებულობა ამ სფეროში ნამდვილად უსაზღვროა. ისინი ხან ალერსიანი არიან, ხან კი ბობოქარ ტალღებს ემსგავსებიან. მამაკაცისთვის ტყუპის ლოგიკამდე წვდომაზე დროის დაკარგვა არ ღირს, უბრალოდ, სიყვარულში უნდა გადაეშვას.

ტყუპს გაორებული ხასიათი აქვს ურთიერთობებშიც და ყოფაშიც. დღეს ის თუ მომხიბლავი და მხიარულია, ხვალ — ხისტი და აუტანელი. მაგრამ საყვარელი მამაკაცისთვის ტყუპი ქალი სამყაროს დასალიერში წავა.

ასევე, ქალი ტყუპის მამაკაცმა არ უნდა დაივიწყოს ლამაზი კომპლიმენტები, რათა მისი „ქამელეონი" კარგ განწყობაზე იყოს.

კირჩხიბი

კირჩხიბი ქალი საყვარელი ადამიანისთვის რომანტიკისა და კომფორტის აპოგეაა. კოცნა და ჩახუტება… და კიდევ მრავალფეროვანი საჭმელი და რთულ დროს მხარდაჭერის კეთილი სიტყვები…

ისინი სამაგიეროდაც ყოვლისმომცველ მზრუნველობას მოელიან. თუმცა, ამის თქმას არ ჩქარობენ. მათი კრიტიკის დალოდება არც ღირს — მას მტკივნეული ჭრილობის მოყენება შეუძლია. მაგრამ თუ მამაკაცმა კირჩხიბი ქალის სიყვარული და ნდობა დაიმსახურა, მისი გული გრძნობების ნაკადით აივსება, რომელიც ათ ადამიანს ეყოფა.

კირჩხიბის პიროვნებაში მთვარის „ორი მხარე" შეინიშნება. დილით თუ ის ნაზი და დელიკატური იყო, საღამოს მტკიცე და ცეცხლოვანი ნატურა ხდება; ამ დროს გაბრაზებაც შეუძლია, თუმცა შემდეგ ამისთვის საკუთარ თავს მკაცრად გაკიცხავს.

კირჩხიბს საიდუმლოს შენახვა შეუძლია. მასთან საუბარი სასიამოვნოა. მაგრამ მამაკაცმა არ უნდა დაივიწყოს, რომ ის ძალზე ეჭვიანია — სუფთა წყლის ეგოისტი. მამაკაცის ღალატისას სიყვარული მყისიერად გადაიქცევა ღრმა სიძულვილად.

კირჩხიბი ქალები ნამდვილი ამორძალები არიან, მათ ექსპერიმენტების არ ეშინიათ, თუმცა, სისუსტის მომენტებიც აქვთ ხოლმე და ამ დროს მხარდაჭერა სჭირდებათ. სიყვარული მათ ამშვენიერებს და მამაკაცს ამ დროს ეჩვენება, რომ გვერდით ქალღმერთი უდგას.

ლომი

ლომი ქალები ძვირფასი ქმნილებები არიან, რომელთაც სიყვარული და პატივისცემა სჭირდებათ. თუ მამაკაცს ქარიზმატულ პიროვნებასთან ურთიერთობა არ უნდა, სჯობს, ლომთან არც ეცადოს ამ ურთიერთობას. ამ ნიშნის წარმომადგენლებს მეგობრებთან ყოფნა უყვართ. მამაკაცი მზად უნდა იყოს, რომ მის "ლომს" უკვე ჰქონდა ურთიერთობები და არც უნდა ეცადოს მასზე "მეურვეობის" მოპოვებას.

ლომი, უბრალოდ, ფიზიკურად ვერ იტანს ნებისმიერი ფორმის კონტროლს. საწინააღმდეგო სქესის ყურადღებას აღიქვამს, როგორც თავისთავადს, ანუ, „ასეც უნდა იყოს". თუ მამაკაცი „დაკომპლექსდება", ის ამას შენიშნავს. მამაკაცს უნდა სწამდეს საკუთარი თავის, თავდაჯერებული უნდა იყოს — ასეთ ადამიანს ლომი ქალი გულწრფელად და მგზნებარედ შეიყვარებს.

ლომს შეუძლია, გულუხვი და გამგები იყოს. მაგრამ „ავტომატურ" რეჟიმში სიყვარული მისთვის წარმოუდგენელია. ისინი აფასებენ გაცნობიერებულ კომპლიმენტებს. არ უყვართ კლიშეები და შაბლონები. თუ მამაკაცს ლომის გულის დაპყრობა სურს, საკითხს შემოქმედებითად უნდა მიუდგეს.

ლომები არ არიან ეგოისტი, არც ცივი, მაგრამ არც ყურადღების მიპყრობაზე ზრუნავენ. ისინი მომთხოვნი ქალები არიან და იციან, რომ საუკეთესოს ღირსნი არიან. უყვართ ფულის სამკაულებსა და სამოსზე დახარჯვა. მამაკაცმა მას ამის საშუალება უნდა მისცეს. ბევრ ლომს შესანიშნავი გემოვნება აქვს.

ამ ნიშნის წარმომადგენელი ქალები კარგი მანერებით გამოირჩევიან, მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავს მორჩილებას. როგორც კი მამაკაცი მის გაღიზიანებას შეეცდება, მაშინვე "ბრჭყალებს" გამოაჩენს. ამავდროულად, მამაკაცმა უნდა გააცნობიეროს, რომ გარკვეულ მომენტებში მასზე დომინირებაა საჭირო.

მამაკაცმა უნდა დაამტკიცოს, რომ მისი იმედი შეიძლება ჰქონდეს; თუ კარგი საყვარელიცაა — ლომი მის ცდუნებას ვერ გაუძლებს — მისთვის სექსი სიყვარულის კულმინაციაა.

ამბიციური და თავდაჯერებული ლომი მაგნეტიზმს ასხივებს, ეჭვიანობას ის დროის უქმად კარგვად მიიჩნევს. საყვარელი ადამიანისთვის, მის გადასარჩენად ბევრ რამეზე შეუძლია წასვლა.

ქალწული

ქალწულს სერიოზული გრძნობების გამო ყველაფრის მიტოვება შეუძლია. ამასთან, შეუძლია, გარშემომყოფთა აზრს სულ არ მიაქციოს ყურადღება. მისთვის მთავარია, პირველ რიგში, საკუთარ თავთან იყოს მართალი.

ქალწული ქალი ან ეძებს, ან უკვე ბედნიერად არის შეყვარებული. ყოფაში მატერიალისტები არიან, მაგრამ ურთიერთობებში — „უსაშველო" რომანტიკოსები. მათი რაფინირებული გემოვნება ყველაფერში იკვეთება — ტანსაცმელში, ინტერიერის გაფორმებაში, კერძის მიწოდებაში. ისინი ნამდვილი პერფექციონისტები არიან.

ქალწულები ძალზე მზრუნველი არიან. მათ შეიძლება ყველაფერში ენდოთ. არ მოისვენებენ, სანამ ყველაფერს არ მოაგვარებენ. ქალწული ვერ იტანს კრიტიკას. თუ ურთიერთობის შენარჩუნება გსურთ, ნაკლზე სჯობს, პირისპირ და ტაქტიანად უთხრათ. არასრულყოფილების შეგრძნების გაცნობიერების გამო ისინი სხვებზე მეტად იტანჯებიან. საკუთარ სუსტი ადგილის გამოჩენა ხალხში არ უყვართ. მაგრამ რაღაც მომენტში შეუძლიათ, უბრალოდ, ადგნენ და წავიდნენ.

ამ ნიშნის წარმომადგენლები საკმაოდ მტკიცე არიან, ხელმძღვანელობენ ლოგიკით; მაგრამ მათ შორის მეოცნებენიც გამოერევიან ხოლმე. თუმცა ყველა მათგანი გაურბის დრამებსა და კოლიზიებს. არაპროგნოზირებულობა მათ აშინებს. მამაკაცმა ქალ ქალწულს ჰარმონია და ხვალინდელი დღის იმედი უნდა აჩუქოს; ზედმეტად მგზნებარე ვნებებს, სჯობს, თავი აარიდოს. ამ ნიშნის ქალები ნაზ სიყვარულს აფასებენ.

მომხიბლავი ქალწულების სიყვარული წვრილმანებში ვლინდება. და თუ ურთიერთობები სავსეა ნდობით, ქალწული საუკეთესო ცოლი იქნება მამაკაცისთვის, რომელიც აფასებს მის სილამაზეს, ჭკუასა და პრაქტიკულობას.

სასწორი

ქალი სასწორი — ეს მომხიბლაობის ზღვაა. ისინი პატარა ციცინათელებივით გაანათებენ მამაკაცის ცხოვრებას დღისითაცა და ღამითაც.

ისინი კეთილი, დიპლომატიური, ცოტა ჯიუტი და მერყევი ხასიათის არიან. და ძალიან ქალური! მაგრამ შეიძლება მოულოდნელად დაინახოთ, აუცილებლობის შემთხვევაში, როგორ ასრულებენ ისინი მამაკაცის სამუშაოს.

სასწორი ქალი ქუჩაში მხოლოდ მოვლილი და გამოწყობილი გამოვა. ამ ინტელექტუალმა ქალბატონებმა იციან, რომ მნიშვნელობა ყველაფერს აქვს. მათ შეუძლიათ ანალიზი და უყვართ სხვადასხვა ადამიანებთან საუბარი. სასწორების მიზანი საყოველთაო ჰარმონიაა და მაშინვე ამოიცნობენ ხოლმე მას, ვინც ამ ჰარმონიას არღვევს.

სასწორმა ქალმა უნდა იცოდეს, რომ მამაკაცს მისი რჩევა და აზრი სჭირდება ყველაფერთან დაკავშირებით. ასევე, მას თვითონ სჭირდება მამაკაცის მხარდაჭერა, თუ მოისურვებს ახალი საქმის დაწყებას, ან საცხოვრებლის გამოცვლას, ან ახლობლების წრის შეცვლას. სასწორებს უყვართ კომპანიები, ცეკვა და მხიარულება, მაგრამ, ამავე დროს, საკუთარი კონტროლიც შეუძლიათ.

მთელი ამ მომხიბლაობის მიღმა, ამ ნიშნის წარმომადგენლები საკმაოდ ძალაუფლებისმოყვარე არიან. ისინი საკუთარი აზრის გაზიარებისკენ საკმაოდ დამაჯერებლად წაიყვანენ მამაკაცს. მაგრამ გადაწყვეტილების მიღებისას გაითვალისწინებენ გონებასაცა და გრძნობებსაც. მათთვის ხომ ბალანსი უმნიშვნელოვანესია!

სასწორები ყველაზე მეტად აფასებენ სილამაზეს, სისუფთავესა და გულწრფელობას და ამ თვისებებს ეძებენ თავიანთ რჩეულშიც. მშვენიერი სასწორი ქალებისთვის სუსტი ადგილი მერყეობაა. ისინი ხშირად მომავლისთვის დებენ რთული გადაწყვეტილებების მიღებას და ამ დროს მათ დახმარება სჭირდებათ!

მორიელი

ქალი მორიელი საიდუმლოებით მოცული და მშვენიერი არსებაა. მათი ხიბლის ქვეშ მოქცევა ადვილია, მაგრამ მათ სულსა და გონებაში ჩაწვდომა — ძალიან რთული.

ამ ჯადოსნური ქალბატონების გარშემო მამაკაცები მუდამ ფუტკრებივით ტრიალებენ. მაგრამ მათი ყურადღების მიქცევა ბანალური ქათინაურებით შეუძლებელია. თუ თქვენ მიმართ გულგრილი არ არის, ამას თავისი გამჭოლი მზერით გაგრძნობინებთ.

მორიელები ამაყობენ თავიანთი ძალითა და ნიჭიერებით, რომელიც მათ ბუნებამ უბოძა. თუ რაღაც მომენტში ჩუმ და წყნარ არსებად მოგეჩვენათ, იცოდეთ — მართლა მოგეჩვენათ. ისინი ძალზე ემოციური არიან, ვულკანივით, რომელიც ყოველთვის არ ამოხეთქავს ხოლმე.

ქალი მორიელი დედოფალია, ქალღმერთი, შესანიშნავი ცოლი და მეგობარი. მათ ბოლომდე უყვართ ან ბოლომდე სძულთ! ნახევარტონები მათთვის არ არსებობს. თუ მამაკაცი მორიელის გულის სიღრმეებს შეეხება, უნდა იცოდეთ — ან ყველაფერი, ან არაფერი — სხვა ვარიანტი არ არსებობს!

მორიელი ძალზე ეჭვიანია და ამის დამალვას არც ფიქრობს. მან უნდა თქვას საბოლოო სიტყვა, ის არის მართალი და ა. შ. თუ მამაკაცი მორიელ ქალს გააბრაზებს, წინ დიდი გამოცდა ელოდება. მაგრამ ერთიცაა — დომინირებისკენ სწრაფვის გამო, ის მზადაა, საყვარელ ადამიანს ნებისმიერი ცოდვა აპატიოს.

ყველა მორიელი ლოიალური, ერთგულია სიყვარულსა და მეგობრობაში. ახლობელ ადამიანებს ისინი სიხარულს ანიჭებენ. ქალი მორიელი მამაკაცში აფასებს ძალას, სიმტკიცესა და გამარჯვებისკენ სწრაფვას. ის სხვა ქალს მეტოქედ არ მიიჩნევს, რადგან საკუთარ მაგნეტიზმშია დარწმუნებული.

მორიელ ქალს ხშირად გულის საბედისწერო რჩეულს უწოდებენ, მაგრამ ბედნიერი სიყვარულის დროს ამაზე უკეთესს ვერც ინატრებთ.

მშვილდოსანი

ქალი მშვილდოსანი უნიკალური, გულწრფელი და უშუალოა, რაც ხშირად ადამიანს ჩიხში ამწყვდევს. სამაგიეროდ, მას რთულ მომენტში დიდი შთაგონების უზომო ძალა აქვს.

მშვილდოსნები, როგორც აღვნიშნეთ, გულწრფელი არიან, ამიტომ მამაკაცს ურჩევნია, თავი წარმოადგინოს ისეთად, როგორიც არის. ისინი დამოუკიდებელი არიან და არანაირი მანიპულაცია მათთან არ გავა. ვერ იტანენ ყოვლისმცოდნე „ჭკუის კოლოფებს". თავისუფლებისმოყვარეობის გამო ხშირად მარტონი არიან.

მაგრამ თუ მშვილდოსანმა ქალმა თავისი გულის სწორი იპოვა, მამაკაცი მთელი ცხოვრების საიმედო მეგზურს მოიპოვებს. მამაკაცისგან პირი ყველა ახლობელმაც რომ იბრუნოს, ის ყოველთვის თავისი რჩეულის მხარეს იქნება.

ქალი მშვილდოსნები იმპოზანტური და თავდაჯერებული არიან, მათ სტილის ყველა საიდუმლო იციან. არიან გულუხვი და მომთმენი, მაგრამ სჯობს, მისი მრისხანება არავინ გამოსცადოს. სიყვარულში საკმაოდ რომანტიკული არიან. მათ შეიძლება ახსოვდეთ პირველი მზერა, პირველი შეხება, მუსიკა, რომელიც პირველი კოცნისას ჟღერდა… მაგრამ ეს მათი საიდუმლოა. თუ საყვარელ ადამიანს დაშორდებიან, ყველანაირად ეცდებიან აჩვენონ, რომ ყველაფერი წესრიგშია და ვერავინ დაინახავს, რამდენად გულგატეხილი დარჩნენ.

ეს არაჩვეულებრივი ქალები სულით მარად ახალგაზრდა არიან და ამას ასაკთან არანაირი კავშირი არა აქვს. სიყვარულში ძალიან მგზნებარე არიან და საკუთარი გრძნობების გამომზეურების არ ეშინიათ.

თხის რქა

ქალი თხის რქა თავად გეგმავს საკუთარ ცხოვრებას და სირთულეების არ ეშინია. წარმატება ამ ნიშნის წარმომადგენლებს იზიდავს და თხის რქებიც მიიწევენ წინ. ამ მხრივ მათ კარგი რჩევის მოცემა შეუძლიათ.

ეს სიტყვაძუნწი ადამიანები არასდროს ნებდებიან. მათი მოდრეკა შეუძლებელია. თხის რქები წინ მიიწევენ და ყველა თავისი მიღწევა ახსოვთ. მათი ამბიციები საფუძვლიანია და იციან, რომ ძალა ამისთვის ეყოფათ.

ხანგრძლივი მოლაპარაკებები მათი სტიქია არაა. მამაკაცმა მათ კარგი წინადადება უნდა შესთავაზოს და თავბრუსხვევას არ უნდა ეცადოს. ამავე დროს, მათ შეუძლიათ დიალოგი და არგუმენტირებული საუბარი. ამ ნიშნის ქალებისთვის რომანტიკული სიტყვები იქნება არა სიყვარულში გამოტყდომა, არამედ ფრაზა: „შენ ყველაზე ჭკვიანი და პრაქტიკული ქალი ხარ მთელ სამყაროში".

ამ ქალებს შეუძლიათ უზადო სახის, ლამაზი და მყუდრო ინტერიერის შექმნა, საუკეთესო სამკაულის არჩევა. უყვართ საინტერესო დასვენება და მელოდიური მუსიკა, ხოლო თანამოსაუბრე ბევრი არ სჭირდებათ — ერთიც საკმარისია, მაგრამ ეს ერთი საუკეთესო უნდა იყოს.

თხის რქა არასდროს აჩვენებს, რომ მხარდაჭერა სჭირდება, მაგრამ თუ მის შექებას დაიწყებთ, ნახავთ, როგორ შეიცვლება ქალი. ასეთ დროს მისი სული მთლიანად ნათდება.

თუ ვინმეს ჰგონია, რომ თხის რქისთვის უცხოა სინაზე და ვნება, ეს ძალიან მცდარი აზრია. თავშეკავებულობის ნიღბის მიღმა უჩვეულო მგზნებარე და ცეცხლოვანი საყვარელი და ცხოვრების მზრუნველი მეგზური იმალება. უკეთესი პარტნიორი ბედნიერი და ხანგრძლივი ცხოვრებისთვის არ არსებობს.

მერწყული

მერწყულს ხშირად და ადვილად უყვარდება, არის დამოუკიდებელი. ამ ნიშნის წარმომადგენლებს ექსპერიმენტები იტაცებთ. მათ სჭირდებათ ახალი ჰორიზონტები, საკუთარი მსოფლმხედველობის გაფართოებისთვის ყოველ წუთს არიან მზად.

არ დაგავიწყდეთ, რომ ყველაზე მეტი ადამიანი, რომლებმაც სამყაროს შეცვლაში უდიდესი როლი შეასრულეს, ამ ნიშნის ქვეშ დაიბადა. მათ თუ თავისუფლებას წაართმევთ, მათში შინაგანი ცეცხლი ჩაქრება.

ეს გულწრფელი და მგზნებარე ადამიანები უსამართლობას ვერ ითმენენ. ბუნებით კეთილი და მშვიდი არიან, მაგრამ უყვართ საზოგადოების გამოწვევა. იზიდავთ ყველაფერი არაჩვეულებრივი — ადამიანებიცა და მოვლენებიც.

ქალი მერწყული მაშინვე ჩაწვდება თქვენი სიტყვების აზრს და შეიძლება მოგეჩვენოთ, რომ ის ახლა სადღაც სხვაგანაა. მაგრამ ეს მხოლოდ იმას ნიშნავს, რომ მისთვის ყველაფერი უკვე გასაგებია და ცოტა მოიწყინა. ამ ნიშნის ადამიანებს ერთ ადგილზე ყოფნა არ უყვართ.

რომანი მერწყულთან სამუდამოდ შეცვლის მამაკაცის ცხოვრებას. ესენი არიან ერთდროულად ლოგიკური, რომანტიკული, პრაგმატული და იდეალისტი ადამიანები. მაგრამ არ უყვართ, როცა ვინმე ცარიელ ადგილზე საქმის დრამატიზებას ცდილობს.

მერწყულ ქალებს უყვართ „თაიგულებისა და კანფეტების" პერიოდი, მაგრამ თუ ურთიერთობები ჩიხში შევიდა, მამაკაცის ცხოვრებიდან შეუმჩნევლად გაქრებიან. მერწყულები ინდივიდუალისტები არიან, მაგრამ მათი ურთიერთობების წრე ძალზე ფართოა.

თუ მამაკაცს ქალში მოსწონს ერთდროულად საიდუმლოებით მოცულობაცა და გულგახსნილობაც — მერწყული სწორედ მისთვისაა.

თევზები

თევზები უჩვეულოდ ქალური, მაცდური, მგრძნობიარე და მომხიბლავი არიან. უყვართ, როცა პარტნიორი მზრუნველობას არ აკლებს, ეუბნება ქათინაურებს — თუნდაც ყველაზე ბანალურს, მაგრამ — გულწრფელად.

პირველივე პაემანზე მამაკაცს შთაბეჭდილება დარჩება, რომ თევზ ქალს მთელი ცხოვრება იცნობს. ისინი ძალზე მოსიყვარულე და მგრძნობიარე არიან.

მათთვის დღის საუკეთესო დასაწყისია მამაკაცის ნათქვამი „მიყვარხარ" — ამას ვერანაირი ბრილიანტი და ოქრო ვერ შეცვლის.

ქალი თევზები დიპლომატიური არიან, უცნობ კომპანიაში ძალდაუტანებლად იქცევიან. მაგრამ თუ ვინმე თევზების გაბრაზებას შეეცდება, დიდ შეცდომას დაუშვებს. ეს გამჭრიახი ადამიანები სხვის სისუსტეებს უმალვე ამჩნევენ და ღირსეული პასუხისთვის შესაბამის საშუალებას აუცილებლად მოძებნიან.

თევზებს უყვართ კომფორტი და სიამოვნება. იმის თქმა, რომ სიმდიდრისკენ ისწრაფვიან, მართალი არ იქნება, მაგრამ უყვართ ლამაზი ნივთები. მეტად აწუხებთ „ახლა", ხვალ კი — ყველაფერი კარგად იქნება!

ყველა თევზს დროდადრო განმარტოება ესაჭიროება. ამ დროს სტრესებისა და შიშებისგან „იწმინდებიან". თავიანთ სუსტ ადგილებს მხოლოდ ძალიან ახლობელ ადამიანებს უზიარებენ, დანარჩენებისთვის კი საკმაოდ თავდაჯერებული და დამოუკიდებელი ადამიანები არიან. თევზები ღალატსა და მათი ინტერესების შელახვას არ პატიობენ.

თევზები მგრძნობიარე და სიცოცხლის მოყვარული არიან, მაგრამ მათი გულის გაღება იოლი არ არის. თუ მამაკაცი ამას მოახერხებს, ბედი მას ყველაზე სასურველ და ერთგულ ცოლს აჩუქებს!

 

41238
თემები:
ასტროლოგიური პროგნოზი: ჰოროსკოპი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის - 2018 (652)