2018 წლის ასტროლოგიური პროგნოზი

CC0 / Pixabay /Activedia / ცხოველს გონიერება არ აკლია
ცხოველს გონიერება არ აკლია - Sputnik საქართველო
გამოწერა
აღმოსავლეთის ფილოსოფიაში თითოეული წელი გარკვეული ცხოველის თანხლებით მიმდინარეობს. ლეგენდის თანახმად, მათ პატივი ერგოთ, გამხდარიყვნენ 12-წლიანი ციკლის ერთ-ერთი წლის მფარველები.

ჩინური კალენდრით, 2018 წელს ყვითელი ძაღლის წელი დადგება. ძაღლი ყოველთვის იყო ერთგული მეგობარი, კარგი თანამოსაუბრე და მკაცრი მოსამართლე. მომავალი წელიც ამ მფარველი ცხოველის ნიშან-თვისებების შესატყვისად ჩაივლის, ამიტომ ყველა ნიშნისთვის გარანტირებული იქნება წარმატება და იღბალი.

ასტროლოგიური პროგნოზის თანახმად, დადებითი ტენდენციები შეეხება არა მხოლოდ კარიერულ ზრდას, არამედ პირად ცხოვრებასაც. მხოლოდ საჭიროა, მიზნისკენ აიღოთ გეზი და შედეგიც საოცარი იქნება.

დედა თავის ვაჟთან ერთად - Sputnik საქართველო
საუკეთესო მშობლების ტოპ-ხუთეული ზოდიაქოს ნიშნით

ჩინური კალენდრით, ერთგული და მაღალინტელექტუალური ცხოველი — ძაღლი ყველა გაჭირვებულს დაეხმარება და დასჯის პირფერებს, ბოროტებსა და მატყუარებს. მისი გამოჩენით სამყაროში მშვიდობა და თანხმობა დაისადგურებს — მტრებს შორისაც კი. ეს წელი მშვიდი და ზომიერი იქნება, იდეალური — დიპლომატიური კავშირების დასამყარებლად, შეთანხმებებისა და ზავების მისაღწევად.

2018 წელი ოპტიმიზმისა და პოზიტიური განწყობის წელია.

ძაღლის წელს დაბადებულებისთვის 2018 წელი წარმატებული იქნება ნებისმიერ წამოწყებაში, ეხება ეს იმიჯისა თუ პროფესიის შეცვლას, ქორწინებას; ასე რომ, იმოქმედეთ!

ვირთხებს ბევრი მუშაობა მოუწევთ. ეს წელი რთული იქნება მათთვის, სამაგიეროდ, მუშაობის შედეგებით კმაყოფილი დარჩებიან. მთავარია, არ დაზოგონ დრო და არ იზარმაცონ!

ხარისთვის 2018 წელი სიურპრიზს ამზადებს — ეს ან ფულადი მოგება ან კარიერული წინსვლა იქნება. მათთვის პირად საკითხებში ბედნიერი თვე ნოემბერი იქნება.

შეყვარებული წყვილი - Sputnik საქართველო
შეუთავსებელი და ამავე დროს ერთმანეთისთვის მიმზიდველი წყვილები

ვეფხვებს 2018 წელი საკუთარი პოტენციალის რეალიზებასა და ნიჭის წარმოჩენაში შეუწყობს ხელს; ამაში კი მათ ძაღლი დაეხმარება — არ შეუშინდეთ სიახლეებს, თამამად იარეთ წინ, მიზნისკენ!

კურდღელი (კატა) მთელი წელი ნებისმიერ საქმეში გამარჯვებებისკენ, პირველობისკენ სწრაფვას შეალევს. მთავარია, ზედმეტი არ მოუვიდეს და მაშინ მათი შრომა ნამდვილად დაფასდება!

დრაკონები ძაღლის წელიწადში ახალ მეგობრებს შეიძენენ. ამ ნიშნით დაბადებულ ადამიანებს ყურს დაუგდებენ და რჩევებს ჰკითხავენ. ისინი სიმშვიდისა და სულგრძელობის ტალღაში ჩაიძირებიან!

გველებისთვის ეს წელი თვითგანვითარების კუთხით უჩვეულო იქნება. ისინი შეძლებენ საკუთარი პიროვნების ახალი საზღვრების გახსნას, ნეგატიური ასპექტების დამუშავებას, რომლებიც მათ განვითარებას უშლის ხელს და უფრო ბრძენი და მომთმენი გახდებიან.

ჰოროსკოპი - Sputnik საქართველო
რას ნანობენ ზოდიაქოს ნიშნები?

ცხენებს მშვიდი და სასიამოვნო წელი ელოდებათ. ერთადერთი პრობლემა მათთვის ჯანმრთელობა იქნება. რასთან ხუმრობაც ნამდვილად არ ღირს. ძაღლი ურჩევს, არ გადადონ მკურნალობა და საერთოდ, ეს საკითხი პირველ ადგილზე დააყენონ.

თხებისთვის (ცხვარი) ეს ეტაპი წარმატებით ჩაივლის. ისინი ამ წელში თავდაჯერებულნი იქნებიან, საკუთარ ემოციებს მთლიანად დაიქვემდებარებენ. მათ წლის შუა პერიოდში რამდენიმე უჩვეულო შეხვედრა ელოდებათ.

მაიმუნებს ერთ ადგილზე რა გააჩერებთ; მათ სულ ცვლილებები და თავგადასავლები სწყურიათ. მაგრამ ფორტუნამ მათ საკუთარი გეგმები მოუმზადა. მათი წელი ჩაივლის ლოზუნგით: სწავლა, სწავლა და კიდევ ერთხელ სწავლა", ასე რომ, შეხვედრები და ახალი ნაცნობობა მეორე პლანზე გადაიწევს.

მამლებს უზენაესმა ძალებმა საკმაოდ მოულოდნელი საჩუქარი მოუმზადეს, რომელიც მათ ცხოვრებას კარდინალურად შეცვლის. ისინი მიიღებენ არნახულ შესაძლებლობებს, ასე რომ, შანსი არ უნდა გაუშვან!

 

ყველა ახალი ამბავი
0