ჰოროსკოპი

რას ნანობენ ზოდიაქოს ნიშნები?

18108
(განახლებულია 14:01 11.10.2017)
ცხოვრებაში ხშირად დგება მომენტი, როცა ადამიანი წარსულს იხსენებს და რაღაცებზე გული სწყდება. ფიქრობს, ეს რომ ასე გამეკეთებინა, ასე მოხდებოდა, ისე რომ გამეკეთებინა – ისე...

ზოდიაქოს სხვადასხვა ნიშანი სხვადასხვა რამეს ნანობს ცხოვრებაში, მაგრამ ერთია: რაც წარსულს ჩაბარდა და ვეღარ გამოასწორებ, მასზე ნერვიულობა ნამდვილად არ ღირს!

ვერძი

ვერძი ამაყობს თავისი კარიერით და გულმოდგინედ მუშაობს; მაგრამ ნანობს, რომ ბევრ დროს კარგავს სამსახურზე და ცოტას ისვენებს; ნანობს, რომ იძულებულია გადადოს თავისი სურვილები და ოცნებები. ვერძებო, ნუ ელოდებით, იცხოვრეთ აქ და ახლა!

კურო

კურო ნანობს, რომ ბევრ დროს კარგავს არასწორ ადამიანებზე, არახელსაყრელ რომანტიკულ და მეგობრულ ურთიერთობებზე; ნანობს, რომ მისი სტანდარტები და მოთხოვნები იმდენად დაბალია, რომ საკუთარ თავს ნებას აძლევს ბევრად ცუდად მოეპყრან, ვიდრე ამას იმსახურებს.

ტყუპი

ტყუპი ნანობს, რომ არ აკეთებს იმას, რაც ნამდვილად აინტერესებს. ნანობს, რომ არჩევანს აკეთებს სხვა ადამიანების გავლენით იმის ნაცვლად, რომ აირჩიოს ის, რაც ნამდვილად ბედნიერს გახდის. ნანობს, რომ წავიდა იმ გზით, რომელიც უნდა გაევლო და არა იმ გზით, რომელიც, მისი აზრით, სურდა, რომ გაევლო.

კირჩხიბი

კირჩხიბის ყურადღების ცენტრში სიყვარულია მოქცეული. მთელ დროს მხოლოდ მისთვის განკუთვნილი ადამიანის ძებნაში ატარებს და თუ იპოვა ასეთი ადამიანი, სულ მის გვერდით იმყოფება. მაგრამ ფრთხილად! ნუ ჩამოშორდებით მეგობრებს, ნუ დაკარგავთ მათ, თორემ საბოლოოდ ინანებთ!

ლომი

ლომი ნანობს, რომ ძალიან ცუდად ექცეოდა საკუთარ თავს, ემოციებს გულში იხშობდა და არავის უზიარებდა. ნანობს, რომ ამას დიდხანს ითმენდა და არავის აძლევდა საშუალებას, ამის შესახებ სცოდნოდა.

ქალწული

ქალწული ნანობს, რომ ძალიან დიდი დრო დაუთმო მასზე ნათქვამი თითოეული სიტყვის ანალიზს. ნანობს, რომ ნერვიულობდა და თავში ხელახლა ატრიალებდა უხერხულ მომენტებს. ნანობს, რომ უზარმაზარ მნიშვნელობას ანიჭებდა სხვის აზრს მაშინ, როცა მნიშვნელოვანი, პირველ რიგში, საკუთარი მოსაზრებაა.

სასწორი

სასწორი ნანობს ყველა გეგმაზე, რომელიც გვერდზე გადადო; ყველა პაემანზე, რომელზეც შეგნებულად არ წავიდა; ყველა საღამოზე, რომელზეც უარი თქვა უამრავი საქმის გამო; ნანობს, რომ სახლში დარჩა იმის ნაცვლად, რომ ემოქმედა და მთელი ცხოვრების შთამბეჭდავი მოგონებები შეექმნა.

მორიელი

მორიელი ნანობს, თუ როგორ ექცეოდა საკუთარ მშობლებს; ნანობს, რომ მათთან მეტი დრო არ გაატარა, გამოტოვა ოჯახური საღამოები, ნათესავების დაბადების დღეები; ნანობს, რომ ძალიან დაშორდა თავის აღმზრდელებს.

მშვილდოსანი

მშვილდოსანი უამრავ დროს ატარებს გართობაში და მუშაობას ვერ ასწრებს. მას შეიძლება საკმარისი ფული ჰქონდეს, რომ უახლოეს პერიოდში თავი გაიტანოს, მაგრამ თუ საოცნებო სამუშაოს მიზანმიმართულად არ მოძებნის, ვერასდროს იპოვის. თუ საკუთარ ოცნებას ხელიდან გაუშვებს, ამაზე ინანებს.

თხის რქა

თხის რქა ნანობს, რომ ცხოვრებას ძალზე სერიოზულად აღიქვამს. ის ზრდასრულ ცხოვრებაში შეიჭრა და საკუთარი საუკეთესო წლები ტყუილუბრალოდ დაკარგა. კარგია, რომ ის პასუხისმგებლიანი ზრდასრულია, მაგრამ ხანდახან საჭიროა მოდუნება და დასვენება.

მერწყული

მერწყული ნანობს, რომ თავის თავზე არ ზრუნავს. თუ კმაყოფილია საკუთარი სხეულით, მაინც უნდა ივარჯიშოს. თუ კმაყოფილია საკუთარი სახით, მაინც უნდა შეიძინოს სახის კანის მოვლის საუკეთესო საშუალება. რაც უფრო ადრე დაიწყებს საკუთარი თავის მოვლას, მით უფრო კარგად იგრძნობს თავს.

თევზები

თევზი ნანობს იმაზე, რაც არ გააკეთა. შეხვედრებზე მეგობრებთან, რომლებიც გააუქმა; ნანობს ტატუზე, რომელიც არ გაიკეთა; პაემანზე, რომელზეც ვერ შეთანხმდა, რადგან მოერიდა იმის მიწვევა, ვინც მოსწონს; ნანობს საკუთარი შიშის გამო, რომ ამდენი შანსი გაუშვა.

18108
თემები:
ასტროლოგიური პროგნოზი: ჰოროსკოპი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის - 2018 (652)
მზე

მოემზადეთ გაჭიანურებული მაგნიტური ქარიშხლებისთვის: ცნობილია თარიღები

469
(განახლებულია 16:53 05.05.2021)
მზის რენტგენული ლაბორატორიის სპეციალისტების თქმით, მაისში რამდენიმე გეომაგნიტური რყევაა მოსალოდნელი.

თბილისი, 5 მაისი – Sputnik. მიმდინარე წლის მაისში გაჭიანურებული მაგნიტური ქარიშხალი გველოდება, აცხადებენ მზის რენტგენული ასტრონომიის ლაბორატორიის სპეციალისტები.

მათი ინფორმაციით, მაგნიტური ქარიშხალი 12 მაისს დაიწყება და 17 მაისამდე გასტანს. მისი პიკი 13−14 მაისზე მოვა, რა დროსაც მაგნიტური ქარიშხლის დონე G1 და G2 დონეებს მიაღწევს.

ექსპერტების თქმით, ასეთი სიმძლავრის ქარიშხალი გავლენას მოახდენს არა მარტო მეტეოდამოკიდებული ადამიანების, არამედ ჯანმრთელი ადამიანების მდგომარეობაზეც.

სულ თვის განმავლობაში რამდენიმე გეომაგნიტური რყევაა მოსალოდნელი:

  • ძლიერი მაგნიტური ქარიშხლები მოსალოდნელია 13, 14 და 28 მაისს;
  • საშუალო ინტენსივობის მაგნიტური ქარიშხლები გველოდება 12, 15, 16 და 17 მაისს.

ექიმები მაგნიტური ქარიშხლების გავლენის შესამსუბუქებლად შემდეგ რეკომენდაციებს გასცემენ:

  • დაწექით დასაძინებლად შეძლებისდაგვარად ადრე – ძილის დროს გამოყოფილი მელატონინი ეხმარება ორგანიზმს აღდგენაში და ასევე ნორმაში მოჰყავს სისხლის წნევა; გაღვიძებისას კი (განსაკუთრებით ჰიპერტონიკები) არ უნდა წამოდგეთ საწოლიდან მკვეთრად;
  • კარგია კონტრასტული შხაპის მიღება – ოღონდ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ამას თქვენი ჯანმრთელობისთვის უკუჩვენება არ აქვს;
  • დღის განმავლობაში ერთხელ მაინც უნდა გაისეირნოთ ჰაერზე, ან, უკიდურეს შემთხვევაში, რამდენჯერმე გაანიავოთ ოთახი – სუფთა ჰაერი დადებითად მოქმედებს გულ-სისხლძარღვთა სისტემაზე;
  • არ არის რეკომენდებული ალკოჰოლური სასმელებისა და ყავის მიღება, ასევე თამბაქოს მოწევა;
  • საუკეთესო მენიუ ასეთ დღეებში არის ხილი, ბოსტნეული, ფაფები, ქათმის მოხარშული ხორცი და თევზეული;
  • მიიღეთ ტკივილგამაყუჩებელი, დამამშვიდებელი და მატონიზირებელი პრეპარატები, რომლებიც ექიმის მიერ გაქვთ დანიშნული;
  • ნერვული აშლილობისას საუკეთესოა ნატურალური დამამშვიდებელი საშუალებების მიღება – კატაბალახას (ვალერიანი), ბარამბოსა თუ შავბალახას ნახარში ან ნაყენი;
  • კარგი იქნება, თუ სტრესს თავს აარიდებთ და სხვა დროისთვის გადადებთ მნიშვნელოვანი საკითხების გადაჭრას.
469
თემები:
სასარგებლო რჩევები
ქართული სუფრა

შიმშილობა და მისი დადებითი და უარყოფითი მომენტები

184
(განახლებულია 16:36 05.05.2021)
ორგანიზმი მორიგ შიმშილს უკვე სასოწარკვეთილ წინააღმდეგობას გაუწევს. ამან, შესაძლოა, პარადოქსულ შედეგამდე მიგვიყვანოს – ადამიანი მხოლოდ წყალსაც რომ სვამდეს, შეიძლება წონა მაინც ვერ დაიკლოს.

სამკურნალო შიმშილობა არის გამაჯანსაღებელი ან სამკურნალო მიზნით გარკვეული დროის განმავლობაში საკვების მიღებაზე ნებაყოფლობით უარის თქმა. მისი ეფექტი ჯერ კიდევ უძველეს დროში იყო ცნობილი. შიმშილობდნენ პითაგორა და პლატონი, შიმშილობას ურჩევდნენ პაციენტებს ჰიპოკრატე და ავიცენა.

სამკურნალო შიმშილობის მეთოდიკას ამჟამად მთელ მსოფლიოში სხვადასხვა კლინიკასა და ინსტიტუტში იყენებენ. მთლიანობაში, ეს ზედმეტ წონასთან ბრძოლის ძირითადი მეთოდიკაა, თუმცა, ჯანმრთელობისთვის ბრძოლაში შიმშილის გამოყენების კუთხით რამდენიმე მითი გავრცელდა.

გახდომისთვის საჭიროა ან შიმშილი, ან დიეტაზე გადასვლა. პრაქტიკა აჩვენებს, რომ ამ საშუალებით ნამდვილად შეიძლება გარკვეული რაოდენობის კილოგრამების დაკლება, მაგრამ როდესაც ადამიანი ცხოვრებისა და, რაც მთავარია, კვების ჩვეულ რიტმს უბრუნდება, გამქრალ კილოგრამებს სწრაფად იბრუნებს. ვითარება შეიძლება გამწვავდეს კიდეც, რადგან ორგანიზმი მწარე გამოცდილებას იძენს, ეს კი მას მეტი მარაგის გაკეთების ბრძანებას აძლევს. მორიგ შიმშილს უკვე ორგანიზმი სასოწარკვეთილ წინააღმდეგობას გაუწევს. შედეგად, ასეთი რამდენიმე ციკლის შემდეგ ბრძოლამ საკუთარ თავთან შეიძლება პარადოქსულ შედეგამდე მიგვიყვანოს – ადამიანი მხოლოდ წყალსაც რომ სვამდეს, შეიძლება წონა მაინც ვერ დაიკლოს.

შიმშილობის მთავარი მტერი მადაა. ყველასთვის ცნობილია, რომ მაშინ ვჭამთ, როცა გვშია. სინამდვილეში კი ასე ყოველთვის არ ხდება. ხშირად მხოლოდ მაშინ ვჭამთ, როცა კუჭიდან მოდის ბრძანება, რომ მას საკვების მიღება სურს. ასეთ დროს ადამიანს შიმშილის გრძნობა შეიძლება სულ არ აწუხებდეს, უბრალოდ, კუჭი მიჩვეულია, რომ სავსე უნდა იყოს. ასეთ დროს სახეზეა, მარტივად რომ ვთქვათ, ჭამის ჩვევა. დიდი ხანია ცნობილია, რომ ჭარბწონიანი ადამიანების მთავარი მტერი სტრესია. სწორედ ის არის გიგანტური მადის მიზეზი. სინამდვილეში, მადა ამ საკითხში ზედმეტია. ამერიკის ბერკლის უნივერსიტეტში აღმოაჩინეს, რომ სტრესი ჰორმონ კორტიზოლს ეხმარება თავისი პროდუქციის გამომუშავებაში, რაც, თავის მხრივ, ცხიმების დაგროვებას უწყობს ხელს.

• შიმშილი – მრავალი დაავადების პანაცეა

10–15 წლის წინ სწორედ შიმშილობა მიიჩნეოდა სხვადასხვა დაავადებასთან ბრძოლის კარგ საშუალებად. ამჟამად ამ მეთოდს არც ისე ბევრი მომხრე დარჩა, თუმცა, როგორც მკურნალობის საშუალებას, მას ოფიციალური მედიცინაც აღიარებს. ინტერესის დაკარგვა შიმშილის მიმართ გარკვეულმა იმედგაცრუებამ გამოიწვია – შიმშილი არცთუ ისე ეფექტური აღმოჩნდა, როგორც გვსურდა. ბევრი ექსპერტი კვების სფეროში საერთოდ მიიჩნევს, რომ შიმშილობა არა მარტო უსარგებლო, არამედ მავნებელიც არის – ასეთი მეთოდის არასწორი გამოყენება იწვევს იმას, რომ საკვების მიღებისას გამომუშავებულმა შლაკებმა და ტოქსინებმა, შესაძლოა, აციდოზი (ორგანიზმის ტუტე-მჟავური წონასწორობის დარღვევა ორგანიზმიდან ორგანული მჟავების არასრული გამოდევნისა და ჟანგვის შედეგად) გამოიწვიოს.

დაიცავით კვების წესები - ჭამეთ იმისთვის, რომ იცხოვროთ და არა პირიქით>>

საკვების შეზღუდულად მიღების დროს სისხლში მცირდება გლუკოზის შემცველობა, რაც ინსულინის უკმარისობას იწვევს. აქედან მოდის უჯრედებში ცხიმის არასრული წვა. როგორც შედეგი – აცეტონური სხეულების წარმოქმნა, რომელთა ძალზე დიდი რაოდენობა ორგანიზმისთვის საშიშია. გამოდის, რომ ორგანიზმის მოწამვლას იწვევს არა კვება, არამედ შიმშილი. შიმშილის მომხრეები კი ვარაუდობენ, რომ ასეთი მეთოდიკა ორგანიზმიდან ყოველგვარი შლაკების გამოდევნას უწყობს ხელს. სინამდვილეში, დამტკიცებულია, რომ სრული შიმშილობაც კი ადამიანის ორგანიზმიდან ნივთიერებათა ცვლის საბოლოო პროდუქტებს არ გამოდევნის. საკვების არარსებობა შლაკებს ხელს არ უშლის, განაგრძოს წარმოქმნა და ორგანიზმიდან გამოსვლა უკვე, ბუნებრივია, მცირე რაოდენობით. მეცნიერებმა კი ორგანიზმში, ნივთიერებათა ცვლის საბოლოო პროდუქტების გარდა, ვერანაირი შლაკები ვერ აღმოაჩინეს. როგორც ჩანს, მათი გამოდევნა შიმშილის გზით, უბრალოდ, შეუძლებელია.

• წონის დაკლება კვების გამოტოვებით შესაძლებელია

ამ მითის თანახმად, შესაძლებელია მხოლოდ ნაწილობრივ შიმშილობა, რაც წონაში კლებას უწყობს ხელს. თუმცა, ორგანიზმის სრულფასოვანი მუშაობისთვის აუცილებელია ყოველდღიურად გარკვეული რაოდენობის კალორიები და საკვები ნივთიერებები. დღის განმავლობაში რომელიმე კვების გამოტოვების შემთხვევაში, ნებსით თუ უნებლიეთ, ადამიანი აუცილებლად გამოტოვებული კვების კომპენსირებას მოახდენს. კვლევების თანახმად, ადამიანები, რომლებიც რეგულარულად არ საუზმობენ, უფრო მეტს იწონიან, ვიდრე ისინი, ვინც ნოყივრად საუზმობენ.

  • წონის დაკლების ყველაზე ჯანსაღი და სწორი გზაა მცირე ულუფა საკვების ხშირი და რეგულარული მიღება. საკვების შემადგენლობაში აუცილებლად უნდა შედიოდეს საკვები ნივთიერებები, უნდა იყოს დაბალკალორიული და ნაკლებად ცხიმიანი.

• ზომიერი კვება დაფიქსირებულ წონას უწყობს ხელს

კვლევებმა კიდევ ერთი პარადოქსული ფაქტი აჩვენა – წონის მატება ზომიერი კვების დროსაც შეიძლება დაფიქსირდეს. საქმე ცხიმია. ასეთი ეფექტი იქნება, თუ ცხიმის წილი მთლიანად საკვების კალორიულობის 50%-ზე მეტია. თან, საკვების ცხიმიანობის გაზრდა სიმაძღრის შეგრძნებას არ ზრდის. წონის კონტროლისთვის საუკეთესო ხერხი ნაკლებად ცხიმიანი კვების არჩევაა.

• რომ გახდე, იშვიათად უნდა ჭამო

ბევრი ფიქრობს, რომ რაც მეტია პაუზა საკვების მიღებებს შორის, მით მეტია გახდომის შანსი. აქ სიმართლის მარცვალი ნამდვილად არის, მაგრამ არცთუ დიდი. თუ კვების მიღებებს შორის დიდი პაუზაა, თავის ტვინის კვების ცენტრი აღგზნებულ მდგომარეობაშია. ეს ადამიანს მუდმივი შიმშილის გრძნობას უჩენს. ასეთ ადამიანს კი თავის გაკონტროლება უჭირს და აუცილებელზე მეტ საკვებს იღებს. ამიტომ ჭარბწონიანმა ადამიანებმა არა ნაკლებჯერ, არამედ მეტჯერ უნდა ჭამონ – დღეში სულ ცოტა 4–5-ჯერ და, რა თქმა უნდა, მცირე ულუფებით. ეს კვების ცენტრის დამუხრუჭებისა და მადის გაქრობის საშუალებას იძლევა.

• უარი ვახშამზე

მიიჩნევა, რომ საღამოს 6 საათის შემდეგ ჭამა არაგონივრულია და ეს წონის შენარჩუნებას უწყობს ხელს. ეს იდეა საკმაოდ პოპულარულია. სინამდვილეში კი, ეს სასურველ შედეგებს არ იძლევა. ჩვენი ბიორიტმები იმგვრად არის აწყობილი, რომ დღის პირველ ნახევარში უფრო ადვილად ვხარჯავთ ენერგიას, ხოლო მეორე ნახევარში – ვაგროვებთ. საღამოს თუ კვებას ავკრძალავთ, ეს შიმშილის დიდ გრძნობას იწვევს. ვახშამი შეიძლება, ოღონდ – ნაკლებად ცხიმიანი.

ფეტფობია და ფეტფობერები – „დამნაშავე" მსუქანი ადამიანები>>

• მადისაღმძვრელი სუნი საკვების არაზომიერ მიღებას უწყობს ხელს

რა თქმა უნდა, გემრიელი სუნი მადას აღძრავს. ლოგიკურად გვეჩვენება, რომ ეს საკვების არაზომიერად მიღებას გამოიწვევს. თუმცა, ვითარება ცოტა სხვაგვარად არის. ბრიტანელი დიეტოლოგები მივიდნენ საოცარ დასკვნამდე. ის, ვინც საკვებს სწრაფად იკეთებს და მას, როგორც ამბობენ, გზადაგზა ჭამს, მეტად რისკავს წონის მომატების მხრივ, ვიდრე ის, ვინც საკუთარ თავს ნებას აძლევს, აუჩქარებლად დატკბეს სუნითა და გემოთი, ჭამის პროცესით.

• წონის დაკლება მსუბუქი საუზმით შეიძლება

დიეტოლოგებმა კი საუზმის სინოყივრესა და ზედმეტ წონას შორის ვერანაირი კავშირი ვერ აღმოაჩინეს. სპეციალისტები გვირჩევენ, ვჭამოთ მზის ამოსვლიდან 3–4 საათის შემდეგ. მაშინ დღის განმავლობაში შიმშილი ძალიან საგრძნობი არ იქნება და მისი ჩახშობა მცირე დოზის საკვებით ადვილი იქნება.

• შესაძლებელია წონის დაკლება საკვების შეზღუდვის გარეშე

ასეთ მოსაზრებასაც ხშირად გაიგონებთ. მაგრამ ეს ყოველთვის სიმართლე არ არის. ამ დროს მთავარია მოხმარებული კალორიების რაოდენობის გაკონტროლება. გახდომისთვის აუცილებელია ჩვეულებრივზე მეტი კალორიის დახარჯვა.

• წახემსება მავნებელია, ჯობს იშიმშილო

ექიმები ამ მოსაზრებას დიდი ხნის განმავლობაში ემხრობოდნენ. თუმცა, ბოლო კვლევებმა აჩვენა, რომ არც ისე მნიშვნელოვანია, რა სიხშირით ჭამთ, უფრო მნიშვნელოვანია – რას ჭამთ; აქედან გამომდინარე, ძირითად კვებებს შორის წახემსებაში საშინელი არაფერია, უბრალოდ, ამ დროს კვებისთვის შეარჩიეთ ხილი ან უცხიმო იოგურტი.

184
თემები:
სასარგებლო რჩევები
კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინები

საქართველოში 43 ათასი დოზა AstraZeneca-ს ვაქცინა ჩამოვიდა

0
(განახლებულია 09:28 06.05.2021)
საქართველოში AstraZeneca-ს ვაქცინის მიღებაში „იუნისეფი“ დაეხმარა. აღნიშნული ვაქცინები განკუთვნილია მათთვის, ვინც AstraZeneca-ს ვაქცინის პირველი დოზა უკვე გაიკეთა.  

თბილისი, 6 მაისი - Sputnik. საქართველოში დღეს დილას, გამთენიისას 43 ათასი დოზა კორონავირუსის საწინააღმდეგო AstraZeneca-ს ვაქცინა ჩამოვიდა.

აღნიშნული ვაქცინები განკუთვნილია იმ ადამიანებისთვის, ვინც AstraZeneca-ს ვაქცინის პირველი დოზა უკვე გაიკეთა.  საქართველომ AstraZeneca-ს  ანალოგიური რაოდენობის პირველი პარტია 13 მარტს მიიღო.

AstraZeneca-ს ვაქცინის მეორე დოზისთვის რეგისტრაცია გუშინ დაიწყო. ​მოქალაქეებს შეუძლიათ, მეორე დოზის გასაკეთებლად დარეგისტრირდნენ ნებისმიერ დაწესებულებაში პირველი აცრიდან 4-12 კვირის ინტერვალში. უშუალოდ აცრა კი 10 მაისიდან იქნება შესაძლებელი.

აპრილის დასაწყისში ექსპერტთა საბჭომ ჯანმოს რეკომენდაციის საფუძველზე მიიღო გადაწყვეტილება, რომ AstraZeneca-ს ვაქცინით მხოლოდ 55 წელს ზემოთ მოქალაქეების აცრა ჩატარდეს და 8 აპრილიდან ქვეყანაში ეს პირობა არის დაცული, მაგრამ ეს ასაკობრივი შეზღუდვა არ გავრცელდება მათზე, ვინც მანამდე პირველი დოზით აცრა AstraZeneca-ს ვაქცინით ჩაიტარა.

რეგისტრაცია შესაძლებელია სპეციალურ ვებ-პორტალზე booking.moh.gov.ge.

საქართველომ ივლისში შეიძლება Novavax-ის ვაქცინა მიიღოს>>

საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია 15 მარტს პრეპარატ AstraZeneca-თი მედპერსონალიდან დაიწყო. დაბალი მიმართვიანობის გამო ჯგუფების რაოდენობა ეტაპობრივად გაიზარდა.

ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში ჯამში აცრილია თითქმის 48 ათასი ადამიანი.

0
თემები:
კორონავირუსი საქართველოში: ბოლო ცნობები