თანავარსკვლავედი

ზოდიაქოს ნიშნები, რომლებთანაც „ეშმაკიც კი ფეხს მოიტეხს"

18173
(განახლებულია 19:19 06.10.2017)
არის ისეთი ზოდიაქოს ნიშნები, რომელთა წარმომადგენლებსაც ვერაფერს გაუგებ, ისინი ძალზე რთული ხასიათისა არიან. მათთან, როგორც ამბობენ, ეშმაკიც კი ფეხს მოიტეხს!.. საბედნიეროდ, ზოდიაქოს 12 ნიშნიდან ასეთი მხოლოდ სამია.

ეს სამი ნიშანი კი, ხასიათის სირთულიდან გამომდინარე, ასე გადანაწილდა:

ბრინჯაო ერგოთ ტყუპებს

ტყუპები ერთი შეხედვით ძალზე სასიამოვნო, მხიარული არიან ურთიერთობებში, ყოველთვის ბრწყინავენ, მაგრამ რა ხდება? მათი გაგება ძალიან ძნელია. დაიწყებენ რაღაცას, მოსწყინდებათ — მიანებებენ თავს. გართობაში არაუშავს, მაგრამ სამსახურში? სამსახურსაც არაუშავს, მაგრამ ურთიერთობებში? ხოლო როდესაც უსაყვედურებ, რომ რაღაც მოსწყინდათ, „სულერთიას" და ხანდახან „სისასტიკის" ნიღაბს მოირგებენ.

ტყუპები, სამწუხაროდ, არავის აზრს თავის აზრზე მაღლა არ აყენებენ. ტოვებენ შთაბეჭდილებას, რომ ძალზე გონივრულნი და მეგობრების მიმნდობნი არიან, მაგრამ მოსაზრება მხოლოდ ერთი — საკუთარი გააჩნიათ. ამიტომ არის რთული ურთიერთობა ტყუპებთან — ხანდახან ისინი ძალზე ცბიერი არიან.

ვერცხლი ერგოთ მორიელებს

მორიელი რთული ხასიათების ნამდვილი მეფეა! რასაც მოინდომებს, მიაღწევს და გარშემო მყოფები სულ არ ადარდებს. თუ რამე, სასტიკადაც იძიებს შურს — ისინი ეჭვიანი და შურისძიებაში დაუნდობელი არიან. სულ ადვილად გადაწყვეტენ, რისთვის უნდა დასაჯონ პარტნიორი (მაგალითად, ვინმეს „ირიბად" შეხედა) და დასჯიან კიდეც.

მორიელისგან ყოველ გადაწყვეტილებაზე თანხმობა უნდა მიიღოთ, რადგან ის ადამიანს ნივთად მიიჩნევს, ხოლო თავის ადამიანს — თავის საკუთარ ნივთად. ასეთი ურთიერთობების გამო მორიელები ნამდვილად არ არიან ბედნიერნი.

ოქროს მფლობელია თხის რქა

თხის რქა აბსოლუტურად დამოუკიდებელია. მას არ აღელვებს სხვისი აზრი — მხოლოდ საკუთარი გადაწყვეტილებები მიაჩნია მნიშვნელოვნად. აიძულო მას რამის, თუნდაც ძალზე აუცილებლის გაკეთება და რასაც ის აუცილებლად არ მიიჩნევს — წყლის ნაყვაა და მეტი არაფერი. ადამიანებთან ურთიერთობს, როგორც მოუხერხდება, რადგან ადამიანების უმეტესობა ეზიზღება, ამიტომ, როდესაც ადამიანებთან აქვს ურთიერთობა, ან მოიწყინა და გართობა უნდა, ან ვინმეს ვალს ადებს. ამასთან, თხის რქები შრომის მანიით არიან შეპყრობილი და როგორ უნდა შეუთავსდეს მას პარტნიორი რომანტიკული თვალსაზრისით? მხოლოდ ათეულობით კომპრომისის შემდეგ! თხის რქასთან ხანდახან მეგობრობაც კი შეუსრულებელი მისიაა.

ამასთან, თხის რქა არ მიიჩნევს, რომ რამეში ტყუის და რაღაც ისე არაა. ის ხომ შრომის მანიაკია, ეს კი ნიშნავს, რომ სამუშაო — ეს ცხოვრებაა. და ყველასთან მკაფიო საქმიანი შეთანხმება უნდა ჰქონდეს, საქორწინო კონტრაქტამდეც კი. და დაიტანჯება ნებისმიერი, თვითონ თხის რქის გარდა…

 

18173
თემები:
ასტროლოგიური პროგნოზი: ჰოროსკოპი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის - 2018 (652)
წარბები

თუ წარბები გითხელდებათ, შეიმოწმეთ ფარისებრი ჯირკვალი: ექიმი გირჩევთ

64
(განახლებულია 19:14 14.04.2021)
ამერიკელი დერმატოლოგი ჩამოთვლის იმ სერიოზულ დაავადებებს, რომლებზეც წარბების ცვენა-შეთხელება შეიძლება მიანიშნებდეს.

თბილისი, 14 აპრილი — Sputnik. თუ შენიშნავთ, რომ წარბები გითხელდებათ, შესაძლოა დადგა დრო, რომ ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონების დონე შეიმოწმოთ, აცხადებს აშშ-ის დერმატოლოგიის აკადემიის წევრი სეჯალ შაჰი.

მისი თქმით, ფარისებრი ჯირკვლის დისბალანსი, სხვა პრობლემების გარდა, წარბების ცვენასაც იწვევს და ეს ამ პრობლემის გავრცელებული სიმპტომია.

გარდა ამისა, წარბების გათხელება ასევე შეიძლება იყოს ატოპიური დერმატიტის, ეგზემის ან მკვებავი ნივთიერებების (კერძოდ, რკინის) დეფიციტისა თუ ანემიის შედეგი.

ამასთან სპეციალისტი ზოგ შემთხვევაში გვირჩევს, წარბების ამოქნას მოვეშვათ და ბუნებრივი ზრდის საშუალება მივცეთ. საქმე ისაა, რომ ამ პროცედურამ თმის ფოლიკულებს შეიძლება გამოუსწორებელი ტრავმა მიაყენოს და საბოლოოდ დააზიანოს კიდეც.

როგორც დერმატოლოგი ამბობს, ჯობს წარბები იშვითად გამოიქნათ, განსაკუთრებით, უშუალოდ წარბის ძვლოვანი ქედის ზედა ნაწილში, და მხოლოდ მისი ქვედა ნაწილის მოწესრიგებით შემოიფარგლოთ. კიდევ უკეთესი იქნება, თუ საერთოდ უარს იტყვით ამაზე.

64
თემები:
ექიმი გირჩევთ
ახალშობილი დედასთან

ჩვილის სწრაფად დაძინების უებარი მეთოდი: იმიტაციის ეფექტი

165
(განახლებულია 17:28 13.04.2021)
იმისათვის, რომ ჩვილმა სწრაფად და უპრობლემოდ დაიძინოს, არც თავად გაღიზიანდეს და არც მშობლები გადაღალოს, ერთ უებარ მეთოდს გთავაზობთ

ახალგაზრდა მშობლებს ხშირად ძალიან უჭირთ ბავშვის დაწყნარება და დაძინება.

მათ დასახმარებლად პედიატრის რჩევას შემოგთავაზებთ, რომელიც მეტად საჭირო და ეფექტურ გამოცდილებას უზიარებს მშობლებს.

თუმცა მანამდე იმ სავარაუდო მიზეზებს გაგაცნობთ, როს გამოც შესაძლოა არ იძინებდეს ბავშვი.

ესენია:

  • ძილთან დაკავშირებული მკაფიოდ განსაზღვრული რიტუალების არარსებობა;
  • ძილის წინ აქტივობა და ბავშვის ახალი შთაბეჭდილებებით დატვირთვა;
  • ჯანმრთელობის პრობლემები;
  • ყურადღებისა და მზრუნველობის უკმარისობა;
  • ძილისთვის შეუსაბამო ვითარება.

პედიატრის მეთოდი ორი ბოლო პუნქტის სწრაფად განეიტრალება-აღმოფხვრაში დაგეხმარებათ. სცადეთ და დარწმუნდებით.

​ამისათვის აიღეთ პირსახოცი, ზომით 120X60 სმ და დაახვიეთ რულონივით;

შემდეგ დააწვინეთ ბავშვი მარჯვენა მხარეზე და შემოახვიეთ რულონი ისე, რომ პირსახოცი ბავშვის ფეხებშუა გატარდეს და ორივე ბოლო კისრისა და თავქვეშ მოექცეს (როგორც ეს ფოტოზეა ნაჩვენები);

ამის მერე უსვით ხელი ბავშვს ზურგზე, რათა თქვენი შეხება იგრძნოს... და ორიოდე წუთში პატარა ფშვინვას ამოუშვებს.

საქმე ისაა, რომ პირსახოცის „ბუდე“ დედის მკერდში ჩახუტების იმიტაციას ქმნის, სადაც პატარა თავს კომფორტულად და უსაფრთხოდ გრძნობს.

შესაბამისად, გასაკვირი არ არის, რომ ამგვარ „მოწყობილობაში“ ბავშვი სწრაფად იძინებს. 

165
თემები:
ექიმი გირჩევთ
ვალუტის კურსი

ლარის კურსი 15 აპრილს

0
(განახლებულია 08:29 15.04.2021)
წინა ნიშნულთან შედარებით, ქართული ეროვნული ვალუტის კურსი აშშ დოლარის მიმართ 0,0197 ლარით გაუფასურდა.

თბილისი, 15 აპრილი – Sputnik. საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის კურსი აშშ დოლარის მიმართ 3,4432 GEL/$1 ნიშნულზე დაადგინა. 

წინა ნიშნულთან შედარებით, ქართული ეროვნული ვალუტის კურსი აშშ დოლარის მიმართ 0,0197 ლარით გაუფასურდა. 

ლარის კურის 15 აპრილს
0
თემები:
ლარის კურსი დღეს