ქალი

იდეალურობის საფასური: კარგი ცოლი, ცუდი ცოლი, ბედნიერი ქალი

611
(განახლებულია 13:33 10.09.2017)
კარგი ცოლის იდეალისკენ სწრაფვაში ქალი საბოლოოდ ტყდება. ის ბრაზიან, ნერვულ, აგრესიულ, კაპას ქალად იქცევა. ცუდი ცოლი ქაოტურად ცხოვრობს. ის მსხვერპლს არ იღებს იდეალური ცოლის სტატუსის მისაღებად.

როგორია კარგი ცოლი

თანამედროვე საზოგადოება კარგი ცოლის პორტრეტს ფრიადოსნის სახით წარმოგვიდგენს:

• მოვლილი და სუფთა

• სახლში იცავს წესრიგს ჯარის ნორმატივების დონეზე

• აჩვენებს ქალღმერთის კულინარიულ შესაძლებლობებს — პირველი კერძი, მეორე, კომპოტი ყოველდღე სხვადასხვა ვარიაციებით…

• ბავშვები მოვლილი, მაძღარი, იდეალური დედის სადღეღამისო ყურადღებით განებივრებული

• ქმარი — გამოკვლეულია ქმედუნარიანობისა და ფიზიოლოგიის მხრივ, სწორად ჩაცმული, ჭამის დროს მანერებს იცავს, ჯამაგირს ცოლს აბარებს, ლუდს არ სვამს, ყოველწლიურად სამედიცინო გამოკვლევას იტარებს.

ამასთან ერთად ასეთი ცოლი აუცილებლად უნდა შეიგრძნობდეს და ასხივებდეს სიმშვიდეს, ბედნიერებას. ასეთი განლაგების დროს, რატომღაც, მიიჩნევენ, რომ ცოლი ვალდებულია ბედნიერი, ყოველთვის კარგ განწყობაზე იყოს და, რაც მთავარია, ამას გულწრფელად გრძნობდეს.

როგორ არის ეს ყველაფერი რეალურ ცხოვრებაში, პრაქტიკაში? იმისთვის, რომ იდეალურად იზრუნო ქმარზე, ბავშვებზე, სახლზე, იყო არაიძულებით სექსუალურ განწყობაზე, დრო და სურვილია საჭირო. ყველაფერი ზემოაღნიშნულის შესრულება ნორმალურ ქალს უბრალოდ არ შეუძლია. მაგალითად, დაუთოებას დაახლოებით ერთი საათი სჭირდება, სახლის მინიმალურ დალაგებას — ორი, სამჯერადი კვებისთვის კერძების მომზადებას ბავშვებისა და ქმრისთვის — კიდევ რამდენიმე საათი და ა.შ.

ამას გარდა, ბავშვს საშინაო დავალება უნდა შეუმოწმო, მიიღო შხაპი, მაღაზიაში წახვიდე, ჭამო, დაიძინო, დაიბანო, გაიკეთო მანიკიური, შეიძლება დედამთილის მონახულებაც აუცილებელი იყოს, რადგან მას მაღალი წნევა აწუხებს, კიდევ… ქმართან ინტიმური ურთიერთობა უნდა გქონდეს! მისია შეუსრულებელია. კარგი ცოლის იდეალისკენ სწრაფვაში ქალი საბოლოოდ ტყდება. ის ბრაზიან, ნერვულ, აგრესიულ, კაპას ქალად იქცევა, რომელიც აგრძელებს საკუთარი მხრებით შეუძლებლის ზიდვასა და შინაგანად ყველას სიძულვილს, ვისაც მისი გაღებული მსხვერპლი ეკუთვნის. მათ შორის სძულს საკუთარი თავიც, იმიტომ რომ არ იცის სხვანაირად ცხოვრება, მაგრამ — დაიღალა!

შვილები და მშობლები
შვილები და მშობლები

როგორია ცუდი ცოლი?

ცუდი ცოლი ქაოტურად ცხოვრობს. არა, ის იცავს ჰიგიენის წესებს ყოფაში, ამზადებს ვახშამს, ზრუნავს ბავშვების განვითარებაზე. მაგრამ მის კარადაში შეიძლება აღმოაჩინოთ ნახევარი წლის წინ დაკარგული პომადა. მის საწოლთან, ტუმბოზე დევს ბავშვის წინდა, წყლის ჭიქა და ქალების ჟურნალი, რომელზეც მტვრის ფენაა. მის მაცივარში ხანდახან სიცარიელეა და ხან — პროდუქტები ფუჭდება. ის მთელი ოჯახისთვის პიცას უკვეთავს, თუ ეზარება სადილის მომზადება. ის თავს უფლებას აძლევს, შაბათ დღეს პიჟამით იაროს და დივანზე ინებივროს საყვარელი სერიალის ყურებისას. ის მსხვერპლს არ იღებს იდეალური ცოლის სტატუსის მისაღებად.

მას გულწრფელად ეზარება, ადაპტირებს ვითარების მიხედვით, ისწრაფვის კომფორტისკენ და არა პერფექციონიზმისკენ. ასეთი ცოლი კეთილია, მოვლილი, ბედნიერებისგან ბრწყინავს, ხანდახან ტირის და სევდიანია. ის თავს უფლებას აძლევს ნამდვილი იყოს. სწორედ ასეთი ცოლების შურთ იდეალურებს. თავს იჭამენ იმის გამო, რომ თვითონ არ შეუძლიათ ასე.

ამასთან, ცუდი ცოლით ამაყობს ქმარი, ის უყვართ ბავშვებს. ასეთი ქალის გვერდით მამაკაცი გრძნობს თავის მნიშვნელობასა და აუცილებლობას — მისი ცოლი ხომ ასეთი სუსტია, უმწეო და მის გარეშე — არაიდეალური. ბავშვებიც დედისკენ იწევენ, ის ხომ იღიმება. მას აქვს ამისთვის დრო. ხომ არ ათრევს მხრებით ყველაფერს გმირული დევიზით: "ეს ჩემი ჯვარია და მე უნდა ვზიდო ის". რა ჯვარი? სად და ვისთვის უნდა ზიდო?!

იდეალურობისთვის ძალზე მაღალი საფასურია გადასახდელი: ჯანმრთელობა, სილამაზე, სიყვარული. ღირს კი ლამაზი ოჯახის სურათი ასეთ მსხვერპლად? იქნებ, სჯობს მიიღოთ ის, რაც თქვენთვის არის მორგებული და კომფორტული?

611
ქუჩის ძაღლები

ძალიან საშიშია ძაღლისთვის: ექსპერტებმა კატეგორიულად აკრძალული პროდუქტები დაასახელეს

38
(განახლებულია 15:42 05.08.2020)
კინოლოგებმა დაასახელეს ის პროდუქტები, რომელთა მიცემაც კატეგორიულად იკრძალება ძაღლებისთვის, ნახეთ, რა იცით და რა - არა ცამოთვლილიდან

თბილისი, 5 აგვისტო — Sputnik. რუსეთის კინოლოგიური ფედერაციის თანამშრომლებმა ძაღლების ჯანმრთელობისთვის ყველაზე საშიში საკვები დაასახელეს, იუწყება РИА Новости.

ექსპერტების თქმით, ძაღლის ყველა მფლობელმა იცის, რომ არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება მათი „სერთო მაგიდიდიან“ კვება, ანუ იმ პროდუქტის მიცემა, რომელსაც ადამიანები უშიშრად მიირთმევენ. მიუხედავად ამისა, ხშირია შემთხვევები, როდესაც პატრონი ცხოველის მუდარით სავსე გამოხედვას ვერ უძლებს და წესს არღვევს.

„არავითარ შემთხვევაში არ გაუმასპინძლდეთ ძაღლს საღამოობით ხორცისა თუ ყველის ნაჭრით — თუნდაც მის თვალებში მთელი სამყაროს სევდა ისახებოდეს“, — გვაფრთხილებენ სპეციალისტები.

მათი თქმით, სწორი კვება ცხოველისთვისაც ისევე საჭირა და აუცილებელი, როგორც ადამიანისთვის და ამ მხრივ ისინი არაფრით განსხვავდებიან ერთმანეთისგან

აკრძალული პროდუქტების ჩამონათვალში ექსპერტებმა შეიტანეს კაკაო და შოკოლადი, რადგან ისინი შეიცავს თეობრომინს, რაც საშიშია ძაღლებისთვის. ჩაი, ყავა და რძე ასევე შეიძლება საზიანო აღმოჩნდეს თქვენი ცხოველისთვის. გარდა ამისა, ექსპერტები არ გირჩევენ ავოკადოთი და კაკლით  ძაღლის გამასპინძლებას.

ცხოველისთვის დისკომფორტის შემქმნელია ხახვი და ნიორი აღმოჩნდეს, როგორც ცოცხალი, ისე დამუშავებული სახით.

ასევე არ ღირს ძაღლების ქლიავით, ატმით, გარგრით, ალუბლით და ბლით გამოკვება — მათი მომატებული მჟავიანობის გამო. მით უმეტეს, რომ კურკებმა შეიძლება ნაწლავები დაუზიანოს ცხოველს.

გარდა ამისა, აკრძალულია მარილიანი და ტკბილი საკვები. შაქარი ანადგურებს ძაღლის კბილის მინანქარს და იწვევს დიაბეტს, ხოლო მარილი აუწყლოებს ორგანიზმს, რაც განსაკუთრებით საშიშია ცხელ ამინდში.

რუსეთის კინოლოგიური ფედერაციის წარმომადგენლები ცხოველების პატრონებს მოუწოდებენ, რომ თავიანთი ბინადრები მხოლოდ მაღალი ხარისხის მშრალი საკვებითა და ნატურალურ საკვებზე  ვიტამინებისა და მინერალების დამატებით კვებონ.

38
თემები:
სასარგებლო რჩევები
ადამიანი ჩამავალი მზის ფონზე

თუ ექსპერიმენტის არ შეგეშინდებათ, შედეგს სამ დღეში შენიშნავთ

185
(განახლებულია 21:01 04.08.2020)
ამერიკელი დერმატოლოგები განმარტავენ, რა შედეგებს მიიღებთ პირველსავე სამ დღეში, თუ მათ რეკომენდაციებს გაითვალისწინებთ

თბილისი, 4 აგვისტო - Sputnik. ადამიანების უმრავლესობისთვის შხაპის მიღება - დილით თუ საღამოს, სახლიდან გასვლის წინ თუ ვარჯიშის შემდეგ აუცილებელი პირობაა. საშუალო სტატისტიკური ადამიანი სიცოცხლის განმავლობაში ერთ წელზე მეტ ხანს ატარებს აბაზანაში. ეს კი, დერმატოლოგთა აზრით, ძალიან ბევრია.

ექიმები ამბობენ, რომ ყოველდღიური შხაპი კანს დამატენიანებელ შრეს აცლის. ბანაობა ჭუჭყს, ოფლსა და მავნე ბაქტერიებს გვაშორებს, მაგრამ ასევე გვაშორებს ნატურალურ ცხიმებსა და ლიპიდებს, რომლებიც კანს ატენიანებს.
ასე რომ, რაც უფრო ხშირად იღებთ შხაპს, მით უფრო ძნელად ხდება დამატენიანებელი ბაქტერიების აღდგენა.

მაშ, როგორ უნდა მოვიქცეთ?

სპეციალისტები ამბობენ, რომ სხეულის სრული გასუფთავებისთვის 3 წუთი ბანაობა სავსებით საკმარისია.

ამერიკის დერმატოლოგიის აკადემია მშობლებს ბავშვების დაბანის სიხშირის თაობაზე რეკომენდაციას იმის მიხედვით აძლევს, თუ რამდენად ჭუჭყიანია ბავშვი.

თუ 6-დან 11 წლამდე ბავშვი თამაშისას ძალიან გაბინძურდა, რეკომენდებულია აბაზანა ერთხელ-ან ორჯერ კვირაში. ეს იმიტომ, რომ მათ განვითარებად იმუნურ სისტემას ჭუჭყი, ანუ ბაქტერიები და ვირუსებისა თუ ინფექციების მცირე დოზა, სჭირდება.

დერმატოლოგები ამბობენ, რომ თუ ექსპერიმენტის არ შეგეშინდებათ და დაბანაზე ერთი თვით უარს იტყვით, პირველ შედეგებს უკვე სამი დღის შემდეგ შენიშნავთ. ამ ხნის განმავლობაში არაერთი დისკომფორტის გადატანა მოგიხდებათ - როგორც თქვენ, ისე გარშემომყოფებს, თუმცა ერთი თვის შემდეგ თქვენს კანზე ჯანმრთელი ბაქტერიების ფენა სრულად იქნება აღდგენილი, ხოლო მუწუკები და გამონაყარი უკვალოდ გაქრება.

185
თემები:
მსოფლიო და მეცნიერება
საზაფხულო სკოლა

შეკვეთილში საზაფხულო თეატრალური სკოლა გაიხსნა

0
(განახლებულია 15:28 05.08.2020)
სკოლის მონაწილეებს – ახალგაზრდა თეატრალებს შესაძლებლობა ექნებათ, აიღონ სასცენო მეტყველების, მოძრაობის, ცეკვის გაკვეთილები, მოისმინონ თეატრალური მეტრების ლექციები და კაერგად დაისვენონ

თბილისი, 5 აგვისტო – Sputnik. საკურორტო დასახლება შეკვეთილში საზაფხულო თეატრალური სკოლა გაიხსნა, რომელიც 15 აგვისტომდე იფუნქციონირებს.

ორგანიზატორების განცხადებით, ეს წელი საზაფხულო სკოლისთვის განსაკუთრებულია, რადგან კავკასიაში უძველეს გრიბოედოვის სახელობის თბილისის რუსულ დრამატულ თეატრს, რომელიც ამ სკოლას ყოველ წელს მართავს, 175 წელი უსრულდება.

წლევანდელი საზაფხულო სკოლა გამოირჩევა თავისი მასშტაბებითაც. კორონავირუსის პანდემიის გამო მისი ჩატარება საერთაშორისო ფორმატით ვერ მოხერხდა. ამიტომ მისი მონაწილეები არიან მსახიობები გრიბოედოვის თეატრიდან, დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა თეატრიდან და ასევე ნორჩი მსახიობის თეატრ–სტუდია „ოქროს ზღურბლის" მსახიობები, ნათქვამია საერთაშორისო კულტურულ-საგანმანათლებლო კავშირი „რუსკი კლუბის" განცხადებაში, რომელიც ღონისძიების ორგანიზატორია.

მოსალოდნელია, რომ საზაფხულო სკოლის პროგრამაში შევა მეცადინეობები სასცენო მეტყველებაში, სასცენო მოძრაობასა და სამსახიობო ოსტატობაში, ცეკვასა და ვოკალში, ასევე გრიბოედოვის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის, რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტის პროფესორის ავთანდილ ვარსიმაშვილის და თეატრისა და კინოს უნივერსიტეტის რექტორის, გრიბოედოვის თეატრის მთავარი რეჟისორის გიორგი მარგველაშვილის ლექციები.

ასევე დაგეგმილია შემოქმედებითი შეხვედრები ცნობილ რეჟისორ რობერტ სტურუასთან და საქართველოსა და რუსეთის სახალხო არტისტ თემურ ჩხეიძესთან. საქართველოს თეატრების სამხატვრო ხელმძღვანელების ტრენინგები, ლექციები თანამედროვე რუსული თეატრის ისტორიაზე.

როგორ დაიპყრო ფილმ „დამცველების“ ქართველმა მსახიობმა რუსეთი>>

გარდა ამისა, „საზაფხულო სკოლა 2020“-ის ფარგლებში გაიმართება პოეტური საღამო „ბორის პასტერნაკი და „ცისფერყანწელები"; ვლადიმირ მაიაკოვსკისადმი მიძღვნილი საღამო; ფაშიზმზე გამარჯვების 75-ე წლისთავისადმი მიძღვნილი საღამო; მსახიობისა და პოეტის ნიკო გომელაურის ხსოვნის საღამო.

პროექტს ახორციელებს საერთაშორისო კულტურულ-საგანმანათლებლო კავშირი „რუსკი კლუბი" ფონდ „რუსკი მირისა" „როსსოტრუდნიჩესტვოს" ფინანსური მხარდაჭერით.

0
თემები:
საქართველო და კულტურა