წყვილი

ურთიერთობების ოთხი მოდელი - რომელ კატეგორიას მიეკუთვნებით თქვენ და თქვენი პარტნიორი

263
(განახლებულია 14:41 04.07.2017)
რა თქმა უნდა, ყველა ურთიერთობა განსხვავებულია წვრილმანებში, მაგრამ, ახალი კვლევის თანახმად, ურთიერთობების სულ ოთხი ზოგადი ტიპი არსებობს.

1. დრამა

კვლევის შედეგებით ამ კატეგორიაში წყვილთა 34% მოხვდა. ესაა ურთიერთობები, სადაც პრიორიტეტები მუდმივად იცვლება. ხან მამაკაცი იყო მოსიყვარულე და რომანტიკოსი, უცებ კი ამბობს, რომ მას მეტი პირადი სივრცე სჭირდება. ხანდახან ყველაფერზე საუბრობთ, უცებ კი — შეწყვიტეთ, შემდეგ კი ერთ-ერთს ეჭვიანობის შეტევა ემართება. მოკლედ, მხიარული ურთიერთობებია, ვერაფერს იტყვი: დრამა, როგორც ასეთი.

სპეციალისტების აზრით, ასეთი წყვილები ორჯერ უფრო ხშირად შორდებიან.

2. კონფლიქტური ურთიერთობები

ამ კატეგორიაში წყვილების 12% მოხვდა.

მათაც, დრამატული წყვილების მსგავსად, აქვთ განწყობების მონაცვლეობა ურთიერთობებში, მაგრამ აქ უფრო მეტად საქმე რაღაც პრობლემებს ეხება, რომლებსაც ისინი არ განიხილავენ, მაგრამ რომლებიც აკავებს მათ ქორწინებას ან ურთიერთობების შემდეგ ეტაპებს.

ასეთ წყვილებს შეუძლიათ წლობით ხვდებოდნენ ერთმანეთს, ან ერთად იცხოვრონ, მაგრამ ეს უფრო სერიოზულ ურთიერთობებში არ გადადის.

3. სოციალიზებული ურთიერთობები

აქ წყვილთა 19% მოხვდა.

ეს ისინი არიან, რომლებსაც თავიანთ ურთიერთობებთან დაკავშირებით მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება შეუძლიათ იმისდა მიხედვით, თუ როგორ რეაგირებენ მეგობრები და ნათესავები მათ პარტნიორზე.

მაგალითად, გიყვართ თქვენი პარტნიორი, მაგრამ ერთად ცხოვრება ვერ გადაგიწყვეტიათ, რადგან დედამისი თქვენით აღფრთოვანებული არ არის, ან თქვენ ელოდებით საკუთარი მშობლის მხრიდან "კვერის დაკვრას".

4. პარტნიორული ურთიერთობები

ამ კატეგორიაში წყვილთა 30%-ია.

ამ ურთიერთობებში ადამიანებს ყურადღება კონცენტრირებული აქვთ ერთმანეთზე და არა დრამაზე, კონფლიქტის დამალვაზე ან სხვების აზრების გამო განცდებზე.

ანუ, ეს საოცნებო ურთიერთობებია.

263
ტკივილი ზურგის არეში

აგარიდებთ თირკმელ-კენჭოვან დაავადებას: ექიმი ასახელებს პროდუქტს

220
(განახლებულია 21:51 11.06.2021)
როგორც ირკვევა, სწორედ ეს ნივთიერება ეხმარება კალციუმს, წავიდეს საჭირო ადგილისკენ და არა თირკმელებში.

თბილისი, 11 ივნისი − Sputnik. არსებობს გარკვეული პროდუქტები, რომლებიც თირკმელებში ქვების გაჩენას აგარიდებთ თავიდან, აცხადებს მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი იულია ჩეხონინა.

ამასთან სპეციალისტმა განმარტა, რა არის თირკმელ-კენჭოვანი დაავადების გაჩენის ძირითადი მიზეზები.

მისი თქმით, აღნიშნული დაავადება 30 წლამდე ადამიანებსაც ემართებათ იმ შემთხვევაში, თუ საქმე კალციუმის გაცვლის მემკვიდრეობით დარღვევასთან და ასევე ზოგ სხვა მიზეზთან, მათ შორის, კვებით დარღვევასთან გვაქვს.

„თირკმელ-კენჭოვანი დაავადება ჩნდება იმ შემთხვევებში, როდესაც რაციონი ბალანსირებული არ არის, როდესაც მასში მარილებისა და კალციუმის წყაროები ჭარბობს, ამასთან ორგანიზმს აკლია მაგნიუმი, ვიტამინი B6 და სხვა მნიშვნელოვანი კომპონენტები, რომლებიც კალციუმის ნორმალური გაცვლისთვის არის აუცილებელი“, − განმარტა ექიმმა.

როგორც მედიკოსი ამბობს, სწორედ მაგნიუმი ეხმარება კალციუმს, წავიდეს იქით, სადაც ის აუცილებლად უნდა შედიოდეს − ძვლოვან სისტემაში. თუ კალციუმის ცვლა ირღვევა, იმ შემთხვევაშიც კი, თუ ორგანიზმში მისი სიჭარბე არ აღინიშნება, ის შეიძლება არასასურველს ადგილზე − თირკმელებში მოხვდეს. იქ ის წარმოქმნის ნალექს, რომლისგანაც შემდეგ ქვები ჩნდება.   

შარდკენჭოვანი დაავადების პროფილაქტიკისთვის აუცილებელია საკმარისი რაოდენობით მაგნიუმის მიღება, რომელიც დიდი რაოდენობით შედის კეშიუს კაკალში − 100 გრამში დღიური ნორმის 68%. ირკვევა, რომ დღეში მისი მხოლოდ 50 გრამიც საკმარისია იმის გათვალისწინებით, რომ ნორმის დანარჩენ ნაწილს სხვა პროდუქტებიდან მიიღებთ.

გარდა ამისა, თირკმელებში ქვების გაჩენის თავიდან ასაცილებლად აუცილებელია ვიტამინი B6, რომელიც მაგნიუმთან ერთად კომპლექსში ხელს უწყობს კალციუმის ცვლას.

„ხორბლის ქატო დიდი რაოდენობით B6-ს შეიცავს. დღეში 50 გრამის მიღებაა საკმარისი, ოღონდ ეს ნორმა თანაბრად უნდა გადანაწილდეს დღის განმავლობაში. ხორბლის ქატო შეგიძლიათ ჩაამატოთ წვნიან საკვებში და სასმელებშიც კი“, − ამბობს სპეციალისტი.

გარდა ამისა, ექიმის თქმით, კარგი იქნება, თუ რეგულარულად მიირთმევთ ყოველდღე გამოსაყენებლად ნებადართულ ერთ ჭიქა ტუტე მინერალურ წყალს − მაგნიუმის მაღალი შემცველობით, და ასევე ცილების რომელიმე წყაროს.

გაიჯანსაღეთ თირკმელები... კბილების კაკუნით – აღმოსავლური მეთოდიკა>>

ამისთვის ჩეხონინა თევზს გირჩევთ, ვინაიდან, მისი თქმით, თევზის ცილებს ორგანიზმი უფრო იოლად ითვისებს, ვიდრე ხორცისას.

220
თემები:
ექიმი გირჩევთ
მწვანილეული

მწვანილი დიდხანს არ გაფუჭდება, თუ... შენახვის წესები

156
(განახლებულია 21:20 11.06.2021)
კულინარიის სპეციალისტი გასწავლით, როგორ უნდა შეინახოთ მწვანილეული ისე, რომ მალე არ გაფუჭდეს.

თბილისი, 11 ივნისი − Sputnik. იმისათვის, რომ მწვანილი მალე არ გაფუჭდეს, აუცილებელია მისი მაცივარში შენახვა, თუმცა გარკევეული სახით, აცხადებს კულინარიის სპეციალისტი ოლგა ივენსკაია.

მისი თქმით, კამა, ოხრახუში და ქინძი, სინორჩის შესანარჩულებლად, წყლით უნდა დანამოთ და შემდეგ პოლიეთილენის პარკში ჩადოთ, ოღონდ თავი მჭიდროდ არ უნდა მოუკრათ. ამის შემდეგ ის მაცივრის იმ განყოფილებაში უნდა მოათავსოთ, რომელიც სპეციალურად ბოსტნეულისთვისაა განკუთვნილი. ასეთ შემთხვევაში მწვანილი ერთი კვირის განმავლობაში ნედლი დარჩება.

დაიმახსოვრეთ: სხვადასხვა სახეობის მწვანილები ცალ-ცალკე უნდა შეინახოთ.

როგორც სპეციალისტი ამბობს, სასარგებლო ნივთიერებების რაოდენობა მწვანილში ყოველდღიურად იკლებს, ამიტომ ჯობს წინასწარ მხოლოდ იმდენი შეიძინოთ, რამდენსაც 2-3 დღის განმავლობაში გამოიყენებთ.

ექსპერტის კიდევ ერთი რჩევაა, რომ მწვანილს ძირი (ფესვი) არავითარ შემთხვევაში არ მოაჭრათ, ვინაიდან ასეთი მწვანილი უფრო დიდხანს ინახება.

არსებობს მწვანილის შენახვის კიდევ ერთი მეთოდი: გარეცხეთ ნებისმიერი მწვანილი, მოაშორეთ ღეროები და წვრილად დაკეპეთ ფოთლები. შემდეგ დააყარეთ მარილი (100 გრამ მწვანილზე 20 გრამი მარილი) და მოათავსეთ მჭიდროდ თავდახურულ შუშის ქილაში. ასეთი მწვანილი დაახლოებით ერთი თვის განმავლობაშია ვარგისი.

156
თემები:
სასარგებლო რჩევები
მსხალი ყუთებში

შიდა ქართლში თანამედროვე  ტექნოლოგიებით აღჭურვილი სამაცივრე მეურნეობა გაიხსნა

0
(განახლებულია 14:40 13.06.2021)
ახალ მეურნეობაში 1000 ტონა ხილის და ბოსტნეულის შენახვაა  შესაძლებელი. ეს ფერმერებს მოსავლის შეუფერხებლად დაბინავების შესაძლებლობას მისცემს.

თბილისი, 13 ივნისი - Sputnik. გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კარალეთში, სახელმწიფოს ფინანსური მხარდაჭერით შექმნილი  ახალი სამაცივრე მეურნეობა პროდუქციის მისაღებად უკვე მზადაა, იუწყება გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო.

სამაცივრე მეურნეობაში 1000 ტონა ხილის და ბოსტნეულის შენახვაა შესაძლებელი. საწარმოში სეზონურად 20-მდე ადგილობრივი დასაქმდება.

შპს „ქულსერვისის“ თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილ საწარმოში ჯამურად 1,2 მლნ ლარზე მეტი ინვესტიცია განხორციელდა, მათ შორის, 600 ათასი ლარი გრანტია, ხოლო 300 ათასი ლარი - შეღავათიანი აგროკრედიტი.

„შეღავათიანი აგროკრედიტის“ სახელმწიფო პროექტი 2013 წლიდან ხორციელდება, პროგრამა ითვალისწინებს მიზნობრივ კრედიტებს დაბალი ტარიფით ფერმერების დასახმარებლად.

„მოგეხსენებათ, შიდა ქართლი სასოფლო-სამეურნეო პროდუქტის წარმოებით გამორჩეული რეგიონია. ახალი მეურნეობა საშუალებას მისცემს ფერმერებს, შეუფერხებლად დააბინაონ მოსავალი“, - აღნიშნა შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულმა, ვალერიან მჭედლიძემ.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილის განცხადებით, განვლილი წლების განმავლობაში, შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტის ფარგლებში შემნახველი და სამაცივრე ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის ჯამში გაცემულია 180 მლნ ლარზე მეტი ღირებულების  1,700-ზე მეტი სესხი, სახელმწიფოს მხრიდან თანადაფინანსებამ კი დაახლოებით 27 მლნ ლარი შეადგინა.

„შექმნილი ინფრასტრუქტურა უზრუნველყოფს ქართველი ფერმერების მიერ წარმოებული პროდუქციის მაღალი ხარისხით შენახვას და  გადამუშავებას“, - განაცხადა გიორგი ხანიშვილმა.

სამაცივრე მეურნეობა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ გიორგი ხანიშვილმა, შიდა ქართლის რწმუნებულმა ვალერიან მჭედლიძემ და სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორმა ილია თამარაშვილმა  დაათვალიერეს.

0