ერთდროულად სასიამოვნო, გემრიელი და სასარგებლო - ალუბალი

გამოწერა
ალუბლის მიღებისას სასიამოვნოსა და სასარგებლოს ერთმანეთს ვუთავსებს. გემრიელი ხილის მიღების შემდეგ ჩვენი ორგანიზმი ივსება ვიტამინებით, ის არეგულირებს არტერიულ წნევას, კარგია ნერვული აშლილობის დროს, გამოიყენება კოსმეტიკაში და სხვა.

ალუბალი (Prunus cerasus) — ვარდისებრთა ოჯახის კურკოვანთა გვარის მერქნიანი მცენარეა. ვარაუდობენ, რომ ალუბალი წარმოიშვა ბლისა და ქონდარა ბალამწარას ბუნებრივი შეჯვარებით.

ალუბლის მიღებისას სასიამოვნოსა და სასარგებლოს ერთმანეთს ვუთავსებს. მისი სასარგებლო თვისებები განპირობებულია პექტინების, მჟავების (ვაშლის მჟავას უპირატესობით) არსებობით. ალუბლის მინერალური შემადგენლობა წარმოდგენილია ისეთი ნივთიერებებით, როგორიცაა კალიუმი, ფოსფორი, ნატრიუმი, რკინა, მაგნიუმი, კალციუმი, მიკროელემენტებიდან შეიცავს ფტორს, იოდს, კაჟს, ქრომს, კობალტს, ნიკელს, თუთიას, მანგანუმს. დიდი რაოდენობითაა მასში ვიტამინი С (ასკორბინის მჟავა), ნიაცინი (ნიკოტინმჟავა) პროვიტამინი А, კაროტინი, ვიტამინები В1, В2, კუმარინები.

მარწყვი - Sputnik საქართველო
მარწყვი – უგემრიელესი, სასარგებლო კენკრა

100 გრამი ალუბალი შეიცავს ცილებს – 1,1 გ, ცხიმებს – 0,4 გ, ნახშირწყლებს – 11,5 გ.

ალუბალი გვეხმარება:

• ჰიპერტონიული დაავადებების დროს – არეგულირებს წნევას, აქვს მსუბუქი შარდმდენი ეფექტი;

• თირკმელებისა და ღვიძლის დაავადებებისას – არეგულირებს მათ მოქმედებას;

• რევმატიზმის, ართრიტის, პოდაგრის დროს – ის ტკივილის შემსუბუქებაში გვეხმარება;

• სისხლნაკლებობა – ორგანიზმს აწვდის რკინასა და სხვა სასარგებლო მინერალებს;

• სპასტიკური კოლიტის, ნაწლავის ატონიის, შეკრულობისა და კუჭ–ნაწლავის ტრაქტის სხვა დაავადებებისას;

• კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულის, გასტრიტისას (მომატებული მჟავიანობით) – ბევრი პროდუქტი ორგანული მჟავების მაღალი შემცელობით ვნებს ორგანიზმს, იწვევს გულძმარვას, რასაც ალუბალზე ვერ ვიტყვით;

• ნერვული სისტემის მოშლა (სტრესი, დეპრესია, უძილობა).

CC BY 2.0 / felice / cherriesალუბალი
ალუბალი - Sputnik საქართველო
ალუბალი

ასევე, В1 და В2 ვიტამინები ალუბლის შემადგენლობაში მოქმედებს ფრჩხილების, თმისა და კანის მდგომარეობაზე, პროვიტამინი А ამაგრებს ძვლებსა და კბილებს, ხოლო მხედველობისთვის ეს პროვიტამინი ძალზე სასარგებლოა.

თუ გაცივდით, ალუბალი ასევე დაგეხმარებათ, რადგან მასში დიდი რაოდენობითაა ასკორბინის მჟავა. ის გააძლიერებს თქვენ სისხლძარღვებსა და გულს, დაგიცავთ ვირუსებისგან. თუ ენერგიის ნაკლებობას გრძნობთ, ასევე დაგეხმარებათ ეს ხილი, რადგან მდიდარია კუმარინებით.

მაყვალი - Sputnik საქართველო
მკურნალობა ხალხური მეთოდებით. მაყვალი

ასევე ვურჩევთ ქალებს, გამოიყენონ ალუბალი კოსმეტიკაში, მაგალითად, შეუძლიათ მოამზადონ ნიღაბი:

ალუბლის რბილობი გაჭყლიტეთ, რომ მიიღოთ ფაფისებური მასა, შეურიეთ ამავე რაოდენობის ახალ არაჟანში. წაისვით სახეზე და კისერზე. 15 წუთში ჩამობანეთ თბილი წყლით.

მკვებავი ნიღბის კიდევ ერთი რეცეპტი: აიღეთ რამდენიმე მსხვილი ნაყოფი, გამოარჩიეთ, გაჭლიტეთ. დაუმატეთ ერთი ჩაის კოვზი ლიმონის წვენი და ამავე რაოდენობის თაფლი. წაისვით სახეზე და 15–20 წუთის შემდეგ ჩამოიბანეთ. შემდეგ წაისვით დამატენიანებელი კრემი.

ორსულებმა ალუბლის მიღებისას ზომა უნდა დაიცვან – არ მიიღოთ დღეში ნახევარ კილოგრამზე მეტი.

ალუბალი დიეტური ხილია. ის შეგიძლიათ მიიღოთ წონაში დაკლების პროცესის დროს. მიიღეთ ალუბალი სადილის ან ვახშმის წინ (და არა შემდეგ). ის დაბალკალორიულია (100 გ – 50 კკალ). თქვენ გაიუმჯობესებთ საჭმლის მონელების პროცესს, არ გადატვირთავთ ორგანიზმს ზედმეტი კალორიებით, დანაყრდებით და წონაშიც დაიკლებთ.

ასკილი - Sputnik საქართველო
მკურნალობა ხალხური მეთოდებით. ასკილი

ალუბალი შეგიძლიათ შეინახოთ ზამთრისთვის – ან გაყინოთ, ან ჩირი გააკეთოთ.

გაითვალისწინეთ, რომ ალუბალი ჭამის წინ კარგად უნდა გარეცხოთ. შეგიძლიათ წყალში დაუმატოთ 1 ჩაის კოვზი მარილი და ალუბალი მასში ერთი საათი გააჩეროთ. ეს დაგიცავთ იმ მავნე ნივთიერებებისგან, რომლებიც ნაყოფზე, შესაძლოა, მავნებლებისგან დაცვის მიზნით შეწამვლის დროს მოხვდა.

ასევე უნდა იცოდეთ, რომ გარეცხილი ალუბალი 2–3 საათზე მეტხანს არ უნდა შეინახოთ, რადგან მასში ნაკლები სასარგებლო თვისებები რჩება. გაურეცხავი ალუბალი კი მაცივარში მაქსიმუმ ერთი კვირა ინახება.

ჭინჭარი - Sputnik საქართველო
მკურნალობა ხალხური მეთოდებით. ჭინჭარი

როდესაც ალუბალს ყიდულობთ:

• ყურადღება მიაქციეთ ყუნწს – თუ მწვანეა, ეს ნორმაა, ხოლო თუ ყვითელი – ეს ნიშნავს, რომ ხილი გადამწიფდა.

• კანი დაზიანებული არ უნდა იყოს – ასე მალე გაფუჭდება და თან დაზიანებულ კანში მავნე ნივთიერებები გროვდება. კარგი ალუბალი მშრალია, მკვრივი და ბრწყინავს.

• ასევე მიაქციეთ ყურადღება ფერს – რაც უფრო მუქია ალუბალი, მით მეტია მასში სასარგებლო ნივთიერებები.

გაითვალისწინეთ:

ალუბალს უკუჩვენება ძალზე ცოტა აქვს: ალერგია, დიდი რაოდენობით მისი მიღება არ შეიძლება ნაწლავის გაუვალობის დარღვევებისას, ასევე შაქრიანი დიაბეტის დროს. მისი მიღება არ შეიძლება ჭამის მერე უშუალოდ – უნდა გავიდეს მინიმუმ 30 წუთი.

ალუბლის მიღება დიდი რაოდენობით ნებისმიერ შემთხვევაში არ ღირს, რადგან მუცლის შებერილობას იწვევს. რეკომენდებულია ერთ ჭამაზე დაახლოებით 300 გრამის მიღება.

ყველა ახალი ამბავი
0