ნაყინის რეცეპტი დიაბეტით დაავადებულთათვის

გამოწერა
ნაყინის სეზონის დადგომასთან დაკავშირებით გთავაზობთ რეცეპტს, რომელიც დიაბეტით დაავადებული ადამიანებისთვის და ასევე წონაში დაკლების მსურველებისთვის არის განკუთვნილი.

ნაყინი ხაჭოსგან და რძისგან მზადდება. შეგიძლიათ დაამატოთ საყვარელი კენკროვანი ან ნებისმიერი ხილი.

მარმელადი - Sputnik საქართველო
მარმელადი დიაბეტით დაავადებულთათვის

დაგჭირდებათ:

2 კვერცხი

125 გრამი უცხიმო ხაჭო

1 ჭიქა უცხიმო რძე

შაქრის შემცვლელი გემოვნებით

ვანილი

ხილი — სურვილისამებრ

მომზადების წესი:

აიღეთ კვერცხის მხოლოდ ცილა, გათქვიფეთ კარგად, სანამ ბეზესმაგვარ მასას არ მიიღებთ. ცილის ათქვეფისას დაამატეთ შაქრის შემცვლელი, ვანილი, რძე და ხაჭო. კარგად აურიეთ. შემდეგ დაუმატეთ კვერცხის გულები და კიდევ ერთხელ აურიეთ. მოათავსეთ მიღებული მასა საყინულეში.

ნაყინი - Sputnik საქართველო
ნაყინის მომზადების რეცეპტი დიაბეტიანებისთვის

ყოველ 20 წუთში ნაყინი საყინულედან გამოიღეთ და კარგად აურიეთ. რამდენიმე საათში ნაყინი მზადაა. გაყავით ის პორციებად (100-100 გრამი) და მიირთვით.

პორციების რაოდენობა — 5.

კალორიულობა 100 გრამზე: ნახშირწყლები — 2,8 გრამი, ცხიმები — 2.5 გრამი, ცილები — 41 გრამი, კალორიები — 67 კკალორია.

შეგიძლიათ ზემოდან მოაყაროთ დარიჩინი, რომელიც დიაბეტით დაავადებულებისთვის ძალზე სასარგებლოა. ასევე მიიღეთ დღეში მხოლოდ ერთი პორცია (100 გრამი), რათა ზედმეტი ნახშირწყლები არ მიიღოთ.

P. s. აუცილებლად გაითვალისწინეთ: დამატკბობლები ორ ჯგუფად იყოფა – საკვები (ანუ კალორიგენული) და ინტენსიური (არა კალორიგენული) დამატკბობლები, ანუ შაქრის შემცვლელები.

საკვებ დამატკბობლებს მიეკუთვნება ფრუქტოზა და პოლიოლები (მაგ. სორბიტოლი, მალტიტოლი, მანიტოლი, იზომატი, ქსილიტოლი).

ტკბილეული - Sputnik საქართველო
უგემრიელესი დესერტი შაქრიანი დიაბეტით დაავადებულებისთვის

საკვები დამატკბობლები არ არის რეკომენდებული დიაბეტის მქონე პირთათვის, რადგან კალორიულია (1გ=4კკალ), შეიცავს ნახშირწყლებს და სისხლში გლუკოზის დონეზე ისეთივე გავლენა აქვს, როგორიც ჩვეულებრივ შაქარს. ევროპის დიაბეტის ასოციაციები მათ გამოყენებას საკვებში მიზანშეწონილად არ მიიჩნევენ.

ასევე ფრუქტოზაც – სპეციალისტებს არ მიაჩნიათ, რომ მას რამე უპირატესობა აქვს შაქართან შედარებით. დღის განმავლობაში ასეთი პროდუქტების ზომიერი რაოდენობით მიღება დასაშვებია, მაგრამ ყოველდღიურად, როგორც შაქრის შემცვლელის ხმარება, არ შეიძლება.

ინტენსიური დამატკბობლები — მათ ხელოვნურ დამატკბობლებს ან შაქრის შემცვლელებს უწოდებენ. ცნობილია შემდეგი შაქრის შემცვლელები: ასპარტამი, საქარინი, კალიუმის აცესულფატი, ციკლამატი, სუკრალოზი, სტევია.

CC BY 2.0 / Flickr/ Mike Mozart / Steviaსტევია - ბუნებრივი დამატკბობელი საშუალება
სტევია - ბუნებრივი დამატკბობელი საშუალება - Sputnik საქართველო
სტევია - ბუნებრივი დამატკბობელი საშუალება

შაქრის შემცვლელი არ შეიცავს არც ნახშირწყლებს, არც კალორიებს და არ მოქმედებს სისხლში შაქრის დონეზე. თვითონ დასახელება – „ინტენსიური“ იმაზე მიუთითებს, რომ ის შაქარზე ბევრად უფრო ტკბილია და საკვებში ძალიან მცირე რაოდენობით გამოიყენება. მათ იყენებენ, ძირითადად, მზა პროდუქტებისთვის, იყიდება აბების, ფხვნილების ან სითხის სახით.

საუკეთესო დამატკბობელი ბუნებრივი საშუალებაა სტევია. მის შესახებ იხილეთ სტატიაში.

ყველა ახალი ამბავი
0