ჰოროსკოპი

ქალური მაგია ზოდიაქოს ნიშნების მიხედვით

15860
ყველა ქალს გარკვეული ჯადოსნური ძალა აქვს, რომელსაც ყოველდღიურად იყენებს ისე, რომ თვითონ ვერც ამჩნევს. გაარკვიეთ, რა მაგიას ფლობს თქვენი ზოდიაქოს ნიშანი.

ვერძი

ვერძებს საოცარი უნარი აქვთ, ზეგავლენა მოახდინონ იქ, სადაც საჭიროა; ხოლო სადაც საჭირო არ არის, იმ ადგილს დროულად ტოვებენ. არ გეწყინოთ, თუ ვერძი ქალი ერთი წუთის წინ სასიამოვნოდ გესაუბრებოდათ, მეორე წუთში კი მისი კვალი აღარსად ჩანს. შესაძლოა, იმ დაწყევლილი ადგილიდან თქვენც დროულად უნდა წახვიდეთ. არ გეწყინოთ, რომ არ გაგაფრთხილათ: შეგნებულად არ გაუკეთებია. უბრალოდ, იქით გაიქცა, სადაც კარგი და მშვიდი ვითარებაა.

კურო

კუროს სიტყვები საოცრად ახდება. სულით ის ძალიან კეთილი ადამიანია, მაგრამ თუ რამეს აწყენინებთ, ის, უბრალოდ, თქვენი მისამართით ისეთ წყევლას გამოუშვებს, რომელიც შესაძლებელია, სრულიად ადვილად ახდეს. მაგრამ ერთი რამ უნდა ითქვას — კუროს წონასწორობიდან გამოყვანა იოლი არაა — ამისთვის ძალიან დიდი მცდელობა დაგჭირდებათ. მაგრამ არ იფიქროთ, რომ კუროებს მხოლოდ წყევლა შეუძლიათ — ახლობლებისთვის მათ მომაჯადოებელი სურვილების ჩათქმაც ძალუძთ. კარგი ადამიანებისთვის კუროს არაფერი ენანება.

ტყუპი

ტყუპ ქალებს ჰიპნოზის ნიჭი აქვთ. მათ თქვენში ყველაზე დაუჯერები რამის ჩანერგვაც კი შეუძლიათ. ასევე შეუძლიათ, საკუთარ ნებას დაგიქვემდებარონ და რაც უნდათ, ის გაგაკეთებინოთ. კარგია, რომ ტყუპები ბუნებით ბოროტი ადამიანები არ არიან, თორემ ისეთ რამეებს დაატრიალებდნენ! ყველაზე მეტად მათ მხიარულება უყვართ, ამიტომ კარგად დაფიქრდით, გუშინ საღამოს თუ წვეულებაზე ერთად იყავით, რამე ისეთი ხომ არ ჩაგაგონეს?

კირჩხიბი

საყვარელ კირჩხიბ გოგონებს ყველაზე უწყინარი ნიჭი აქვთ. მათ ყველაფერი იდეალურად გამოსდით. თუ პარიკმახერია, თქვენი ვარცხნილობა საუკეთესო იქნება. თუ ოთახის მცენარეებს მიჰყო ხელი, მის სახლში ნამდვილ ორანჟერეას ნახავთ. თუ ის "თავის" ადამიანს პოულობს, ჯერ ურთიერთობები ვითარდება ისე, როგორც საუკეთესო სასიყვარულო რომანებში, შემდეგ კი კირჩხიბს სიყვარულითა და ზრუნვით მისი დახრჩობაც შეუძლია. ის კი კირჩხიბისგან, ადრე თუ გვიან, გარბის (უფრო ადრე)…

ლომი

ლომი წვრილმანებზე არ "ხურდავდება" და დიდ თამაშში ერთვება. მას საოცარი ნიჭი აქვს, რომელზეც ყველა ოცნებობს — შეუძლია მოთხოვნები პირდაპირ სამყაროს გაუგზავნოს. და ისინი ახდება, ყოველთვის! ამასთან, ლომს არანაირი ძალისხმევის გამოჩენა არ სჭირდება. მოინდომა? მიიღო! თან ეს მხოლოდ ლომისთვის მოქმედებს. სხვების სურვილების შესრულება მას არ ძალუძს. და სიმართლე რომ ითქვას, არც სურს.

ქალწული

ქალწულის ძალა აზრების წაკითხვაშია. დიახ, ქალწული ნამდვილი ტელეპატია. საკმარისია, ვინმეს თავში რაიმე აზრმა გაუელვოს და ქალწულმა ეს უკვე იცის. პარადოქსია, მაგრამ ქალწულს თავად ასეთი მისტიკისა და მით უფრო, ზეუნარების არ სჯერა. თავის ნიჭზე ის ასე ფიქრობს: ყველა რომ ცხოვრობდეს აქ, ამ დროს და ხანდახან მაინც თავი აამუშაოს, ასეთივე ტელეპატი იქნებოდა.

სასწორი

სასწორები კი წინდახედული და შორსმჭვრეტელი არიან. მათ შეუძლიათ მკითხაობა, მომავლის განჭვრეტა. ამასთან, მზად არიან ყველა საიდუმლო პირველივე შემხვედრთან გათქვან. და რა მოხდა? სასწორებს არაფერი ენანებათ. მაგრამ ერთი კია — სულ შავბნელ მომავალს ხატავენ — შიმშილი, სიღარიბე, ჭირი. იმიტომ არა, რომ სასწორები პესიმისტები არიან. ამას ისინი სიკეთის გამო აკეთებენ, გულწრფელად სჯერათ, რომ თუ ცხოვრების ყველა სიურპრიზზე ისაუბრებენ, საინტერესო არ იქნება.

მორიელი

ბევრისთვის ცნობილია, რომ მორიელი ნამდვილი ალქაჯია. დიახ, ის ყოველგვარი უწმინდურობის მბრძანებელია და მნიშვნელობა არა აქვს, რომ ის არ არსებობს. მთავარია, რომ მის შიგნით დემონების პანთეონია. თუ მორიელს არ მოეწონეთ — გაფრთხილდით! მისი შინაგანი ურჩხულები "აიწყვეტენ" და ყველა დაზარალდება!

მშვილდოსანი

მშვილდოსნებს ოცნებების ასრულება შეუძლიათ, მაგრამ, ლომებისგან განსხვავებით, რომლებიც მხოლოდ საკუთარ ოცნებებს ასრულებენ, მშვილდოსნები გარშემო ყველაზე ზრუნავენ. ზღვაზე გინდათ? მშვილდოსანი ქალი თვალის დახამხამებაში გაგიშვებთ იქ, სადაც მისი აზრით, იდეალური დასვენებაა შესაძლებელი. თუ იქ არ მოგეწონებათ, არ უნდა აღშფოთდეთ! ითხოვეთ? მიიღეთ. მშვილდოსანი დამნაშავე არაა, რომ ასე ხედავს.

თხის რქა

ჯადოქრობა და თხის რქა სრულიად სხვადასხვა ოპერიდანაა. მას ამ სისულელეების არ სჯერა და მიიჩნევს, რომ არანაირი მაგია და მისი მსგავსი არ არსებობს. ამიტომ მასზე არ მოქმედებს არანაირი ჯადოქრობა, მაგია — მორიელისაც კი. როგორ შეიძლება იმოქმედოს იმან, რაც არ არსებობს?

მერწყული

მერწყულს ცრურწმენების სწამს. თანაც ეს ქალბატონი თავის ცრურწმენებსა და მინიშნებებს "მოვაკებულ" ადგილზე თხზავს. რა თქმა უნდა, თავის სასარგებლოდ და მაშინ, როდესაც წარმატება განსაკუთრებით სჭირდება. შავმა კატამ გადაუჭრა გზა? ფულია! მარილი დაეყარა?— ფულია. სარკე გატყდა?— გასაგებია. ყველაფერი ახდება. მთავარია, ამის გწამდეს და გჯეროდეს.

თევზები

თევზების ჯადოსნური მაგია სასიყვარულო "შელოცვებში" მჟღავნდება. ისე შეულოცავს, რომ ამას ვერცერთი ცოცხალი არსება ვერ გადაურჩება. საქმე გაკეთებულია, კლიენტი ხაფანგშია. ამის მერე მან თევზებს უნდა სდიოს სიცოცხლის ბოლომდე, თავს ევლებოდეს და მხოლოდ ხანდახან გადაერთოს ფულის შოვნის საქმეზე.

 

15860
თემები:
ასტროლოგიური პროგნოზი: ჰოროსკოპი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის - 2018 (652)
ქალის ფეხსაცმელი

როგორი ფეხსაცმელი იწვევს თავის ტკივილებს: ორთოპედი განმარტავს

100
(განახლებულია 20:42 12.04.2021)
წამყვანი ტრავმატოლოგ-ორთოპედი ამტკიცებს, რომ არასწორი ფეხსაცმლის გამო ადამიანის თავი დღეში 12 ათასამდე მიკრორყევას იღებს.

თბილისი, 12 აპრილი — Sputnik. თავი და ტერფი უშუალო კავშირშია ერთმანეთთან – სიარულისას ორგანიზმისთვის მიყენებული მიკრორყევების მნიშვნელოვანი ნაწილი თავამდე აღწევს, აცხადებს რადიო Sputnik-თან ინტერვიუში წამყვანი ტრავმატოლოგ–ორთოპედი სერგეი ალექსუტოვი.

მისი თქმით, მაშინაც კი, როცა ტერფს ნორმალური ანატომიური აღნაგობა აქვს, ხშირად ფეხსაცმლის გამო თავამდე დარტყმითი დატვირთვის 2,5-3% აღწევს.

სპეციალისტის განმარტებით, როდესაც ადამიანი უქუსლო ფეხსაცმელს ატარებს, ორგანიზმის მიკრორყევები ძლიერდება.

„უქუსლო ფეხსაცმლის შემთხვევაში ამორტიზაციის მნიშვნელოვან ნაწილს ვკარგავთ. ამ დროს პირველ რიგში ქუსლს ვდგამთ მიწაზე და დარტმითი დატვირთვა კი არ რბილდება, პირიქით, თავამდე აღწევს. ხოლო თუ ამასთან ტერფის მნიშვნელოვანი დეფორმაციაც აღინიშნება, ადამიანი დღეში 10-დან 12 ათასამდე მიკროდარტყმას იღებს. ეს სერიოზულ გავლენას ახდენს ჯანმრთელობაზე და შეუძლია თავის ტკივილები გამოიწვიოს“, — აღნიშნა ორთოპედმა.

რაც შეეხება მაღალქუსლიან ფეხსაცმელს, მას ასევე შეუძლია გარკვეული პათოლოგიების გამოწვევა. ამ დროს ტერფის წინა ნაწილი იტვირთება, რასაც შეძლება ვენების ვარიკოზული გაგანიერება და შეშუპებები მოჰყვეს.

  • სპეციალისტის რეკომენდაციით, კომფორტულ და ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო ფეხსაცმელს უნდა ჰქონდეს 2–4 სმ სიმაღლის ქუსლი (ადამიანის სიმაღლის გათვალისწინებით), ფართო ცხვირი, ხოლო შუა ნაწილში რეგულირების შესაძლებლობა. ამასთან ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს იმასაც, რომ ცხვირის ნაწილში ფეხსაცმელი 45 გრადუსით მაინც იღუნებოდეს. ეს ხელს შეუწყობს ნორმალურ ბიომექანიკას, სწორ ნაბიჯს.

მანამდე სპეციალისტებმა დაადგინეს, რომ მთავარი ფაქტორი, რომელიც ფეხსაცმლის მოხერხებულობას განსაზღვრავს — ეს ქუსლსა და ლანჩს შორის არსებული დაშორებაა. თუ ის, სულ ცოტა, 3 სანტიმეტრია, იცოდეთ, რომ, რაოდენ მაღალქუსლიანიც უნდა იყოს ფეხსაცმელი, სიარული მაინც არ გაგიჭირდებათ.

100
თემები:
ექიმი გირჩევთ
მამა-შვილი

როგორ დავეხმაროთ ბავშვს სიზარმაცის დაძლევაში ცნობილი ფსიქოლოგის რჩევები

7890
(განახლებულია 20:34 12.04.2021)
ბავშვების სიზარმაცეს პრობლემად აღიქვამენ მშობლები. როგორ უნდა დავეხმაროთ შვილებს, დაძლიონ სიზარმაცე? – გვესაუბრა საკონსულტაციო ცენტრ „იდილიას“ ფსიქოლოგი, გეშტალტთერაპევტი, კავკასიის გეშტალტთერაპიისა და ოჯახური ფსიქოთერაპიის ინსტიტუტის წარმომადგენელი ბარბარე ჭკუასელი.
ბარბარე ჭკუასელი
ბარბარე ჭკუასელი

— სიზარმაცის თემა ძალიან მნიშვნელოვანია ბავშვებთან მიმართებაში. ეს განსაკუთრებით სენსიტიურია მშობლებისთვის, რომლებიც ფიქრობენ, რომ უნდა მიიღონ რჩევები კომპეტენტური ადამიანებისგან, რომლებსაც შეუძლიათ დაეხმარონ მათ ამ პრობლემის მოგვარებაში.

თავდაპირველად ჯობს განვმარტოთ – რას ნიშნავს სიზარმაცე. სიზარმაცე, როგორც ასეთი, ბუნებაში არ არსებობს, ეს არის მოტივაციის ნაკლებობა, რომელიც ამა თუ იმ მიზეზით აქვს ხოლმე ბავშვს. როცა ვლაპარაკობთ სიზარმაცეზე, აქ შეიძლება ხაზი გავუსვათ არაორგანიზებულობას, რომელიც კავშირშია ხოლმე სიზარმაცესთან და ის უკვე ქმნის პრობლემებს ოჯახის წევრებთან, ახლობლებთან, მასწავლებლებთან და ა.შ. როცა ვსაუბრობთ სიზარმაცეზე, მნიშვნელოვანია, რა ასაკს ვეხებით, რადგან სხვანაირად შეიძლება ვისაუბროთ და განვმარტოთ, რას ნიშნავს მოტივაციის ნაკლებობა, როდესაც ბავშვი არის მოზარდი, ხოლო როცა ვსაუბრობთ სკოლამდელი ასაკის ბავშვზე ან დაწყებითი კლასების ბავშვზე, მიზეზ-შედეგობრივი კავშირი ყოველთვის განსხვავებულია.

– სკოლამდელი და დაწყებითი კლასის ბავშვებში რა შეიძლება გახდეს მოტივაციის ნაკლებობის გამომწვევი მიზეზი?

— ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, თუ რა დამოკიდებულება აქვს მეცადინეობის და, ზოგადად, სკოლის მიმართ მშობელს და რა წარმოდგენას უქმნის იგი ბავშვს. მაგალითად, თუ მშობლების მხრიდან აქვს მუქარას ადგილი და ბავშვს ეუბნებიან — სკოლაში რომ წახვალ, დამთავრება შენი თამაში, გართობა, აღარ გექნება თავისუფალი დრო, რათა შენ ნებაზე ითამაშო, ამ დროს ბავშვს ექმნება უარყოფითი დამოკიდებულება სკოლისა და მეცადინეობის მიმართ. ამ დროს ის აკეთებს თავის დასკვნებს, რის გამოც შესაძლოა აღარ მოუნდეს სკოლაში სიარული, მეცადინეობა და ა.შ.

დიდი მნიშვნელობა აქვს, სკოლასთან და სწავლასთან დაკავშირებით მშობელმა სწორი ინფორმაცია მიაწოდოს ბავშვს.

მოტივაციის ნაკლებობის გამომწვევი მიზეზი ასევე შეიძლება იყოს გადატვირთული გრაფიკი, რაც დღეს ძალიან ხშირად გვხვდება. ხშირად, სკოლის გარდა, ბავშვობიდანვე დაგვყავს შვილები სხვადასხვა წრეებზე. რეალურად მოთხოვნები გვაქვს უფრო მეტი, ვიდრე ამ ასაკის ბავშვს შეუძლია. ბუნებრივია, მას უკვე ძალა აღარ ჰყოფნის დაძლიოს ყველაფერი. აღარ აქვს მოტივაცია იმისა, რომ მთელი დღის დაღლილმა საღამოს იმეცადინოს და მეორე დღეს წავიდეს სკოლაში მომზადებული.

აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ხშირად მშობლები შვილებს შეცდომის დაშვების უფლებას არ აძლევენ. თუ მშობელს აქვს პერფექციონიზმისკენ მიდრეკილება, მას საკუთარი თავისა და ბავშვის მიმართ აქვს ძალიან დიდი მოთხოვნები. რეალურად მოთხოვნები, რომლებსაც ამ დროს უყენებენ მშობლები ბავშვებს, არ შეესაბამება მის ასაკს. შესაბამისად, ბავშვს ამ მოთხოვნების დაკმაყოფილება არ შეუძლია, ამიტომ ეწყება შფოთვა, ნერვიულობა, დაძაბულობა. ექმნება განწყობა, რომ ვერ დააკმაყოფილებს მშობლის მოთხოვნებს. როცა მშობელი, რომელიც დაწყებით კლასში მყოფ ბავშვს სთხოვს, რომ არ შეეშალოს არც ერთი ასო, არც ერთი ციფრი, არ აძლევს არანაირი შეცდომის დაშვების უფლებას, ბავშვისთვის ეს არის ძალიან რთული, რადგან ეს დაკავშირებულია ძალიან დიდ შიშთან და შფოთთან.

თავდაჯერებული ბავშვი
თავდაჯერებული ბავშვი

ამის შემდეგ ბავშვს უჭირს ურთიერთობა მშობელთან. აქედან გამომდინარე ლოგიკურად ვავლებთ ხაზს, რომ ბავშვს აღარ უნდა არც მეცადინეობა და არც სკოლაში წასვლა. ის ამ ყველაფერს უყურებს რთულად.

ამ თემას უკავშირდება შეფასების თემა, რომელიც ხშირად მოდის მშობლის მხრიდან. თუ ბავშვს არ გამოსდის თავიდანვე კარგად წერა, ხოლო მშობლის მიერ შეფასებები არის ნეგატიური, ასეთი სახის შეფასებები მეცადინეობის და სწავლის პროცესს ძალიან ართულებს. თუ ბავშვს არ გამოსდის თავიდანვე ლამაზად წერა, აუცილებელია წავახალისოთ, ვუთხრათ, არა უშავს, შეცდომები ყველას მოსდის და ყველას აქვს შეცდომის დაშვების უფლება, უბრალოდ, როცა შემდეგში კიდევ დავწერთ, ვეცადოთ უკეთესად გამოგვივიდეს. ეს მშობლის მხრიდან იქნება ძალიან სწორი და ადეკვატური დამოკიდებულება.

ძალიან მნიშვნელოვანია კიდევ ერთი ფაქტორი – ეს არის უინტერესობა. ბოლო პერიოდში მომრავლებულია გაჯეტები, ფილმები, ვიდეოები, თამაშები, რომლებიც ძალიან იზიდავს ბავშვებს. თამაშის დროს როცა მშობელი სთხოვს ბავშვს, თავი დაანებოს გართობას და იმეცადინოს, ბუნებრივია, ამის შემდეგ მას არ ექნება მეცადინეობის სურვილი. უნდა შევეცადოთ ცოტა ხნით დავაშოროთ მაცდუნებელ გასართობებს ბავშვები. ვუთხრათ, რომ დაასრულოს თამაში ან ფილმის ყურება, ცოტა შეისვენოს და შემდეგ დაიწყოს მეცადინეობა. ეს შეამსუბუქებს თამაშიდან მისი მოწყვეტის პროცესს, რაც ხშირად ძალიან მტკივნეულია მათთვის.

– იქნებ უფრო დეტალურად აგვიხსნათ, რა შეიძლება მოიმოქმედოს მშობელმა იმისთვის, რომ შეამსუბუქოს ეს პროცესი, რომ არც მისთვის იყო მტკივნეული და არც ბავშვისთვის?

— როცა რაიმეს ვუთითებთ ან ვავალებთ ბავშვს, ძალიან მნიშვნელოვანია, რა ინტონაციით ვეუბნებით ამას. მოვუწოდებ მშობლებს, ბავშვებს მისცენ კონკრეტული დავალებები. როცა მშობლის ფრაზა არის ზოგადი, მაგალითად, ასეთი, „გეყო ამდენი ბოდიალი და გააკეთე რამე“, ეს არასწორია. მნიშვნელოვანია ბავშვს მივცეთ კონკრეტული დავალებები, მაგალითად, სთხოვეთ დაალაგოს თავისი საწერი მაგიდა. ეს არის კონკრეტული დავალება, რომელსაც ბავშვი სწორად აღიქვამს. როგორც უკვე გითხარით, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ტონალობას და ინტონაციას. აღსანიშნავია ბავშვის რიტმი, რომელიც ხშირად არ ემთხვევა ხოლმე მშობლის რიტმს. მშობელი, რა თქმა უნდა, უფრო სწრაფად აკეთებს ყველაფერს, ვიდრე შვილი. ხშირად მშობლები დავალების შესრულებას ძალიან სწრაფად და ხარისხიანად სთხოვენ შვილებს. რაც არ არის სწორი მიდგომა. ამ ყველაფერს შემდეგ მოსდევს მშობლის მხრიდან უკმაყოფილება. ბავშვს თუ შეცდომები მოსდის, ეს მას უნდა ავუხსნათ ისე, რომ სწორად გაიგოს რა შეიძლება მოჰყვეს მის ქცევას. ბავშვებს ხშირად ვეუბნებით მკაცრი ტონით, „მეხუთედ გეუბნები, აიღე შენი ტანსაცმელი და ჩადე სარეცხ ყუთში!“ ამის ნაცვლად ჯობს ვუთხრათ, მე თანაგიგრძნობ, რომ შენ აღარ დაგრჩა სუფთა ტანსაცმელი. ასე არ მოხდებოდა, თავის დროზე რომ ჩაგელაგებინა ყუთში ჭუჭყიანი ტანსაცმელი. ანუ, ერთი და იმავე შინაარსის ტექსტი შესაძლოა სხვადასხვანაირად მივაწოდოთ ბავშვს.

ბავშვზე დადებითად მოქმედებს, როცა აღვნიშნავთ მის პროგრესს. თუ ბავშვმა საკუთარი ინიციატივით მიალაგა მაგიდა, შეასრულა დავალებები, აუცილებელია ეს ფაქტი აღვნიშნოთ, შევაქოთ და ვუთხრათ, რომ გვიხარია მისი საქციელი და მონდომება. აქვე აღსანიშნავია დაჯილდოება, რაც პირდაპირ კავშირშია შემართებასთან, მშობლების და შვილების ურთიერთობასთან. კარგი საქციელისთვის ჯილდოს მიღების შემდეგ ბავშვი კიდევ ეცდება ასიამოვნოს მშობელი.

– მოზარდების შემთხვევაში რა პრობლემებს ვაწყდებით?

— თინეიჯერობის ასაკში მოტივაციის ნაკლებობა არის ძალიან ბუნებრივი. თუ პირველიდან მეექვსე კლასის ჩათვლით ბავშვი მოტივირებულია შეიძინოს ცოდნა, მიიღოს განათლება, იმეცადინოს და ა.შ., თინეიჯერობის ასაკში, 12 წლიდან ზემოთ იწყება ძალიან რთული, კრიზისული პერიოდი. ძალიან მნიშვნელოვანია მშობლის მხრიდან გააზრება იმისა, რომ ამ ეტაპზე ბავშვისთვის სწავლა არ არის პრიორიტეტული. ამ დროს მისთვის მნიშვნელოვანია ადამიანებთან ურთიერთობები და სხვა ყველაფერი, რაზეც დამოკიდებულია მისი საზოგადოებაში ადაპტაცია და თავის დამკვიდრება მეგობრებში. ამიტომ სწავლის მომენტი ხშირად ჩავარდნილია ამ პერიოდში. ბუნებრივია, ეს უნდა მივიღოთ როგორც ჩვეულებრივი მოვლენა და ძალიან მძიმედ არ უნდა გადაიტანოს მშობელმა. ბავშვებს ძალიან მძიმედ გადააქვთ, როცა მათ მშობელი მხოლოდ სწავლის მიხედვით აფასებს. თუ ბავშვი ვერ, ან არ სწავლობს კარგად, მშობელს მის მიმართ აქვს უარყოფითი დამოკიდებულება, ხოლო თუ ბავშვი კარგად სწავლობს, მის მიმართ აქვს კარგი დამოკიდებულება. მინდა აღვნიშნო, რომ სწავლის გარდა კიდევ ძალიან ბევრი რამ არის ბავშვის პიროვნებაში, რასაც უნდა გავუსვათ ხაზი და რის მიხედვითაც შეიძლება დავაჯილდოოთ ან არ დავაჯილდოოთ იგი.

7890
თურქეთმა საქართველოს სპეცტექნიკა გადასცა

საქართველოს სამხედრო აეროდრომის მოდერნიზებაში თურქეთი აქტიურად მონაწილეობს

0
(განახლებულია 09:09 13.04.2021)
2021 წლის დასაწყისში საქართველომ თურქეთისგან საჩუქრად ლაზერული მანძილმზომები და საინჟინრო მოწყობილობები მიიღო.

 

თბილისი, 13 აპრილი – Sputnik. საქართველოს თავდაცვის ძალებმა ორ ქვეყანას  შორის სამხედრო სფეროში თანამშრომლობის ხელშეკრულების ფარგლებში თურქეთიდან ორი მიკროავტობუსი და სხვადასხვა სახის სპეცტექნიკა მიიღო, იუწყება საქართველოს თავდაცვის სამინისტრო.

სხვადასხვა სახის სპეცაღჭურვილობა და სააეროდრომო დამხმარე საშუალებები მარნეულის აეროდრომის მატერიალურ-ტექნიკური შესაძლებლობების გაუმჯობესებისკენაა მიმართული. 

2020 წლის ბოლოს თურქეთმა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 100 მლნ ლირის ოდენობის გრანტი გამოუყო. გრანტი ორ ქვეყანას შორის სამხედრო–ტექნიკური თანამშრომლობის შესახებ შეთანხმების ფარგლებში გაიცა, რომელიც ითვალისწინებს სამხედრო დანიშნულების საქონელისა და მომსახურების შეძენას, სასურველია თურქეთში მოქმედი კომპანიებისაგან. შეთანხმების თანახმად, თანხების ათვისება 5 წლის განმავლობაში უნდა მოხდეს და იგი კონკრეტულ პროექტებს უნდა მოხმარდეს. 

 „თურქეთის ელჩთან ერთად ვესწრებით თავდაცვის სამინისტროსთვის ტექნიკის გადაცემის ცერემონიას, რომელიც 2019 წელს დამტკიცებული გრანტის ფარგლებში განხორციელდა. ჩვენ, ფაქტობრივად, ავითვისეთ ყველა ის გრანტი, რომელიც უნდა აგვეთვისებინა და ისინიც, რომლებიც 2007 წლიდან არ ყოფილა ათვისებული. ეს ჩვენი პარტნიორების მხრიდან კიდევ უფრო მეტი დახმარების მიღებისა და თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობას გვაძლევს“, – განაცხადა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ.

მარნეულში, შერეული საავიაციო ესკადრილიის ბაზაზე ახალი სპეცტექნიკის გადაცემის ღონისძიებას საქართველოში თურქეთის  ელჩი ფატმა ჯერენ იაზგანი, თავდაცვის ძალების გენერალური შტაბის უფროსის მოადგილე ბრიგადის გენერალი ირაკლი ჭიჭინაძე, თავდაცვის ძალების ავიაციისა და საჰაერო სარდალი პოლკოვნიკი სერგო ნინუა და თურქეთის რესპუბლიკის სამხედრო ატაშე და ატაშატის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

​ სამხედრო თანამშრომლობის სფეროში არსებული გრანტის ფარგლებში 2020 წლის ნოემბერში თურქეთმა საქართველოს თავდაცვის ძალებს 35 ავტობუსი და 12 ერთეული დაჯავშნული ექსკავატორ-დამტვირთავი გადასცა.

0
თემები:
საქართველოს თავდაცვა