მამა და შვილი

კარგი მამა, მამის ინსტინქტი და სოციალური სიყვარული...

3707
(განახლებულია 09:38 03.04.2017)
ცხოვრებაში ცოტაა კარგი მამა. მამაკაცებს, ზოგადად, კარგი მამობა არ სჩვევიათ. კარგი მამა - ეს ყოველთვის ქალის ქცევის სწორი სტრატეგიის ნაყოფია. ყველაზე ძნელი და მნიშვნელოვანი ქმრისგან მზრუნველი მამის ჩამოყალიბებაა.

ეს ცოტა არაბუნებრივიც კია. ისინი, პრინციპში, სხვანაირად არიან მოწყობილი. მამის ინსტინქტი — ეს მითია; ყოველ შემთხვევაში, ამ ინსტინქტით არ იბადებიან. მამებს ბავშვები სოციალური სიყვარულით უყვართ: ისინი ეჩვევიან იმ ბავშვებს, რომლებთანაც მეტ დროს ატარებენ, რომლებზეც ზრუნავენ, თუნდაც — იძულებით. ყოველ შემთხვევაში, დასაწყისში მაინც. კარგი მამა — ეს ყოველთვის ქალის ქცევის სწორი სტრატეგიის ნაყოფია. გათხოვება და შვილის გაჩენა — ფოკუსი არ არის. ყველაზე ძნელი და მნიშვნელოვანი ქმრისგან მზრუნველი მამის ჩამოყალიბებაა.

ყველაფრის დაწყება კი დაორსულებამდეა საჭირო. უნდა გაარკვიოთ, უნდა თუ არა თქვენს პარტნიორს ბავშვი და მზად არის თუ არა ყველაფრისთვის, რაც ამას უკავშირდება. მხოლოდ ამ შემთხვევაში შეძლებთ მას მოთხოვნები წაუყენოთ, გაიყოთ ორმა პასუხისმგებლობა და ზრუნვა მასზე. ხოლო თუ გაარკვიეთ, რომ ის მზად არ არის, ან უნდა გადადოთ ბავშვის გაჩენა, ან მხოლოდ საკუთარი თავის იმედად იყოლიოთ შვილი.

მართალია, საუბრის თემა მამაკაცი და მისი მამობაა, მაგრამ მაინც — ქალის გარეშე ამ საკითხზე საუბარი არ გამოდის, ყველაფერი მაინც ქალზეა დამოკიდებული — ეს უნდა ვაღიაროთ.

გაიხსენეთ, რა რჩევას იძლეოდა დოქტორი სპოკი — როგორც კი სამშობიარო სახლიდან გამოხვალთ, ბავშვი მამას გადაეცით, თავად კი სილამაზის სალონში მანიკიურის გასაკეთებლად წადით. უტრირებულია, მაგრამ გასაგებია და ეს აზრი სწორია.

მაშ ასე, რა შეცდომებს უშვებენ ქალები მამაკაცების მიმართ ბავშვის გაჩენის შემდეგ.

ხშირად მამებს ბავშვის საწოლთან არ უშვებენ, რადგან "ყველაფერი სტერილური უნდა იყოს"; ან ხელიდან ართმევენ ბავშვს და ეუბნებიან — "არ დაგივარდეს". ან ეუბნებიან "მე თვითონ", როდესაც ღამით ბავშვი იღვიძებს. შემდეგ შეიძლება გამოჩდეს ქალი-სიდედრი და თავდაცვა ორმაგდება. ზოგიერთ ოჯახში ჩნდება ძიძა. ამგვარად, ბავშვსა და მამას შორის დისტანცია და გაუცხოება ჩნდება. მიჩნეულია, რომ წლამდე და ხანდახან სამ წლამდეც მამა საქმიანობაში არ გამოგადგება. მას მხოლოდ პამპერსებზე თუ გაგზავნი და ძილის წინ პატარას თუ მოეფერება.

ამ დროს მომენტი უკვე გაშვებულია ხელიდან.

ხშირად მამები ამბობენ: "რა უნდა გავაკეთო ამასთან? პატარაა, ლაპარაკი არ იცის". მათთვის მოსაწყენია და ხანდახან ეშინიათ კიდეც ბავშვთან 1-2 საათის გატარება. ლევ ტოლსტოის ქალიშვილები იგონებდნენ, რომ მამამ მათთან ურთიერთობა 20 წლის შემდეგ დაიწყო. ასე რომ, თუ თქვენი ქმარი ტოლსტოი არ არის, მისგან კარგი მამის "გამოძერწვა" შეიძლება.

მამა სამ ქალიშვილთან ერთად
მამა სამ ქალიშვილთან ერთად

ახლა რჩევები: თუ ბავშვი არ იძინებს, ნორმალური, მოსიყვარულე მამაკაცი აუცილებლად მივა ბავშვთან, რა თქმა უნდა, თუ ქალი არ შეაჩერებს მას.

არასდროს თქვათ უარი შემოთავაზებულ დახმარებაზე, ხოლო თუ დახმარებას არ გთავაზობენ, თვითონ დაიხმარეთ ის ბავშვის მოვლაში. საჭიროა, რომ დროდადრო საფენის გამომცვლელი მამის გარდა არავინ იყოს; ან ვინ უნდა დაბანოს ბავშვი? იმ მომენტში არავის სცალია მამის გარდა…

ბავშვის გასეირნება წმინდათაწმინდა საქმეა — "ვახშამს ვამზადებ, გაისეირნეთ, 2 საათში გელოდებით".

მოკლედ, ბავშვის ჩაცმა, გახდა, დაძინება — ეს ყველაფერი ერთად ან მორიგეობით უნდა გააკეთოთ. რაც შეიძლება მალე დააწესეთ ოჯახში ბავშვის მოვლის რიტუალები მამის მონაწილეობით. რაღაც ვალდებულებები მხოლოდ მამას უნდა დაეკისროს.

გარდა ამისა, სხვადასხვა მიზეზით (სასწრაფოდ ექიმთან უნდა წავიდე, უნდა დავისვენო…) ხანდახან ბავშვი მამასთან მარტო დატოვეთ — დაე, მიეჩვიოს. ამაში არ არის ეგოისტობა და თავქარიანობა, გახსოვდეთ, რომ შვილის მამის გაზრდით გადაარჩენთ ოჯახს და თქვენს საერთო მომავალს. მხოლოდ ბავშვის მოვლაში თავისი დროისა და ძალის "ჩადებით", მასთან სეირნობით, საფენების გამოცვლით, ბანაობით, ღამე "მორიგეობით" შეუძლია მამაკაცს მიეჩვიოს და შეუყვარდეს შვილი (და არა მხოლოდ თავისი).

დღევანდელი მამების ბავშვობამ, უმეტეს შემთხვევებში, უმამოდ ჩაიარა. ისინი არ მონაწილეობდნენ ბავშვების ცხოვრებაში და ახლა რეალურად უმწეო მამაკაცები არიან, რომლებმაც არ იციან, როგორ აჭამონ, ჩააცვან ბავშვს, დასვან ქოთანზე… საერთოდ არ იციან, რომ ამის გაკეთება მამაკაცსაც შეუძლია ოჯახში.

აბსოლუტურად სულელური და მიუღებელია პოზიცია: "ოჯახში ფული შემომაქვს და ესაა ჩემი წვლილი", "ვმუშაობ, ვიღლები და თქვენი თავი არ მაქვს"… მამა არა მხოლოდ ფულის შემომტანი უნდა იყოს ოჯახში, არამედ აქტიურად უნდა მონაწილეობდეს ბავშვის მოვლაში, აღზრდაში, ურთიერთობა უნდა ჰქონდეს მასთან, დაინტერესდეს მისი ცხოვრებით. მხოლოდ ასე იზრდებიან ჯანმრთელი, თავდაჯერებული ადამიანები და არა ნევროზიანი და კომპლექსებით სავსე ადამიანები.

ყველაზე ცუდია (და ყველაზე გავრცელებული), როდესაც მამაკაცი ცუდი გამომძიებლის როლს ირგებს. ამ დროს ის, ჩვეულებრივ, ელემენტარულ პროვოკაციას ეგება: "წადი, მიხედე, მე უკვე აღარ შემიძლია". შემთხვევების 99%-ში ეს ნიშნავს, რომ ის ყვირილს დაიწყებს ან ქამარს სტაცებს ხელს იმის ნაცვლად, რომ მშვიდად მიმართოს ბავშვს: "რა მოხდა?" ამ დროს დამნაშავეა დედაც, რომელიც მამას ხშირად იყენებს მუქარისთვის "მამაშენს ვეტყვი" და მამაც, რომლისთვისაც უფრო ადვილია, რიტუალურად აღშფოთდეს, ვიდრე პრინციპულად შეცვალოს დამოკიდებულება შვილისადმი და ოჯახში ურთიერთობები სისტემურად გარდაქმნას.

შვილები და მშობლები
შვილები და მშობლები

მამებთან დაკავშირებით კიდევ ერთი სერიოზული პრობლემაა — ეჭვიანობა. ზოგიერთი მამაკაცისთვის ეს ნამდვილი საშინელებაა, როდესაც მთელი ყურადღება ბავშვზე გადადის. ამ დროს, არიან რა ინფანტილური, ისინი საოცრად ეწამებიან და ეჭვიანობენ. და აგრესიაც ბავშვების მიმართ უმეტეს შემთხვევაში სწორედ ეჭვიანობის გამო იწყება.

ბავშვისადმი დამოკიდებულებაში მამაკაცის მნიშვნელოვანი განსხვავებაა ის, რომ ისინი ქალებზე უფრო ამბიციურები არიან და შვილებს მუდმივად თავისი დიდი იმედებით ტვირთავენ. სულ ეჩვენებათ, რომ მათი შვილი საკმარისად წარმატებული არ არის. ეს კი, როგორც წესი, ყალიბდება ბავშვების ნევროზში — "მოლოდინი არ გაამართლა". ძალიან ბევრი შემთხვევაა, როდესაც შვილი აგრძელებს სწავლას იქ, სადაც მამამ გადაწყვიტა, სადაც თვითონ უნდოდა ოდესღაც სწავლა…

დედებს სწავლა ისე არ აღელვებთ, როგორც ბავშვის ჯანმრთელობა. მამები კი ამ მხრივ ძალზე ამბიციური არიან; ასევე კონტროლის საკითხში, განსაკუთრებით გოგონების მიმართ — ხშირად არიან აგრესიული, თავისუფლების შეზღუდვას მკაცრად ცდილობენ და არა იმდენად უსიამოვნებებისგან დაცვის მიზნით, არამედ უფრო შიშისა და კვლავ — ეჭვიანობის გამო.

რაც შეეხება განქორწინებულ მამაკაცებს. არის მამაკაცების კატეგორია, რომელიც მიდის სხვა ქალთან, ქმნის ოჯახს, ხოლო "წინა ოჯახი" სრულებით ავიწყდება. ასეთი მამაკაცები ცოტანი არ არიან. ამას კვლავ მივყავართ მამობრივი გრძნობის სოციალურ ბუნებასთან — "თვალი თვალს რომ მოშორდება, გული გადასხვაფერდება".

მათ კი, ვისაც განქორწინების შემდეგ ბავშვებთან კავშირი შენარჩუნებული აქვთ, ორი შეცდომა ახასიათებთ. პირველი: შვილთან შეხვედრისას "მასწავლებლის ფუნქციას" იღებენ თავზე და მთელ ურთიერთობას სწავლაზე, შეფასებებზე, გაკვეთილებზე და ა.შ. საუბარს ანდომებენ. მეორეა "საკვირაო მამების" უწყვეტი დღესასწაული — კინოთეატრი-კაფე-ზოოპარკი-კარუსელი-პიცერია და ასე უსასრულოდ.

ამ დროს ბავშვს ჰაერივით სჭირდება ნორმალური ადამიანური ურთიერთობები, რომ მამამ ჰკითხოს, რა აღელვებს, იგრძნოს მისი განწყობა, მდგომარეობა, დაინტერესდეს მისი ურთიერთობებით მეგობრებთან, საწინააღმდეგო სქესთან და ა.შ.

და, ბოლოს, რჩევები ძლიერი სქესის წარმომადგენლებს:

• ნუ მოიყვანთ ცოლს ან უარი თქვით შვილის გაჩენაზე, თუ მამობის მოთხოვნილება არ გაქვთ. თქვენ მზად უნდა იყოთ, უნდა გინდოდეთ და, რაც მთავარია, ამის ძალა და დრო უნდა გქონდეთ;

• განავითარეთ თქვენი ემოციურობა, ისწავლეთ სიყვარული "აღებ-მიცემობა", ისწავლეთ გრძნობების შეგრძნება და გამოხატვა;

• თუ გინდათ, რომ ბავშვებთან ნამდვილი, ახლო, სანდო ურთიერთობები გქონდეთ, ნუ დაელოდებით, რომ შვილი 15 წლის გახდეს — აბანავეთ, იზრუნეთ, აჭამეთ მას ბოთლითა თუ კოვზით, ადექით ღამით და ისეირნეთ დღისით, იყავით მის გვერდით არა პირდაპირი მნიშვნელობით, არამედ სულიერად და ფიქრებით;

• ისწავლეთ ერთი შეხედვით "უაზრო" საბავშვო თამაშებით თამაში;

• ნუ დატვირთავთ ბავშვებს თქვენი მოლოდინებით, ნუ გაზრდით ფრიადოსნებს, კოსმონავტებს, ბილ გეიტსებს… მიიღეთ ისინი ისეთი, როგორიც არიან…

თუ ვინმეს ჰყავდა მამა, რომელსაც ეს ყველაფერი შეეძლო, ხომ ხართ მისი მადლიერი? ხოლო ვისაც არ ჰყავდა — ხომ გინდათ, რომ თქვენს შვილს ჰყავდეს ასეთი "სუპერ მამა"?

 

სტატია მომზადებულია მიხაილ ლაბკოვსკის მოსაზრებებზე დაყრდნობით

 

3707
მოწყენილი ბავშვი მარტო გზაზე

როგორ ამოვიცნოთ დეპრესია ბავშვებში: დასახელდა ფარული ნიშნები

45
(განახლებულია 20:07 07.08.2020)
ბევრი ბავშვი უჩივის ხოლმე მუცლის ტკივილს მნიშვნელოვანი მოვლენის წინ, როცა მათი შფოთვისა და სტრესის დონე ძალიან მაღალ ნიშნულს აღწევს. ზოგი მშობელი შეიძლება დიდად არც რეაგირებდეს ამაზე და წარმოდგენაც არ ჰქონდეს, რომ რეალურად ეს განსაკუთრებულ ყურადღებას მოითხოვს.

თბილისი, 7 აგვისტო – Sputnik. სიეტლის ბავშვთა საავადმყოფოს (Seattle Children's) ექიმი ნიკოლ სავანგპონტ პატამანუჩი მშობლებს შფოთვითა და სტრესით გამოწვეული მუცლის ტკივილის შესახებ ესაუბრება და უმნიშვნელოვანეს სიმპტომებზე ამახვილებინებს ყურადღებას.

თურმე ბევრი მშობელი ვერც ხვდება, რომ სწორედ შფოთვა (რაც მუცლის ტკივილს იწვევს) ხდება დეპრესიის მიზეზი ბავშვებში, რაც, თავის მხრივ, შემდგომში ფსიქიკური დარღვევების საფუძველი ხდება.

 

45
თემები:
მშობლები და შვილები
ხარ უნიკალური, ოპერაციებით კი ხდები „სტანდარტული“: თხელი ცხვირი, დაბერილი ტუჩები...

როგორ მოვიშოროთ უსიამოვნო სუნი პირიდან: პრობლემა, რომელიც საკმაოდ ფართოდ არის გავრცელებული

148
(განახლებულია 16:22 07.08.2020)
ალბათ არაერთხელ აღმოჩენილხართ ისეთ სიტუაციაში, როცა საუბრის დროს თანამოსაუბრის პირის ღრუდან უსიამოვნო სუნი გიგრძვნიათ. ეს ჰალიტოზია.

აღმოჩნდა, რომ ჰალიტოზი მსოფლიოს მოსახლეობის დაახლოებით 50%-ზე მეტს სისტემატურად ან პერიოდულად მაინც აწუხებს. აღნიშნული პრობლემა დიდ დისკომფორტს უქმნის ადამიანს და ხშირიდაც ფსიქოლოგიურ პრობლემამდეც კი მივყავართ.

რა არის ჰალიტოზი

ჰალიტოზი ანუ პირის ღრუში უსიამოვნო სუნი დამოუკიდებელი დაავადებაა და უმეტეს შემთხვევაში მას სხვადასხვა დაავადება ან პრობლემა იწვევს. ზოგ შემთხვევაში ჰალიტოზს პირის ღრუს ჰიგიენის ნორმების დაუცველობა წარმოქმნის. როგორც წესი, ადამიანი საკუთარ პირის ღრუში უსიამოვნო სუნს თავად ვერ გრძნობს.

რა იწვევს ჰალიტოზს

ჰალიტოზის გამომწვევი  ერთი კონკრეტული მიზეზი არ არსებობს, მიზეზთა ჩამონათვალი საკმაოდ ვრცელია. ჰალიტოზის გამომწვევი მიზეზი შეიძლება იყოს პირის ღრუს ჰოგიენის არასაკმარისი დაცვა, (დღე-ღამის განმავლობაში ადამიანი, სულ ცოტა, 2-ჯერ მაინც უნდა იხეხავს კბილებს, რადგან საკვების ნარჩენების დაშლის შედეგად უსიამოვნო სუნი წარმოიქმნება) სტომატოლოგიური დაავადებები, კარიესი, პირის ღრუს ლორწოვანი გარსის დაავადება, ღრძილების ანთება და სხვა. ასევე, მოწევა და ალკოჰოლის ჭარბი რაოდენობით მოხმარება, შინაგანი ორგანოების სისტემური დაავადება, შაქრიანი დიაბეტი, კუჭ-ნაწლავის დაავადებები, თირკმლისა და ღვიძლის უკმარისობა, ონკოლოგიური დაავადებები, შიმშილი ან გარკვეული ტიპის დიეტა, სტრესი და ა.შ.

როგორ ავიცილოთ თავიდან ჰალიტოზი

არსებობს გარკვეული პროფილაქტიკური ზომები, რომლის გათვალისწინების შემთხვევაში თავიდან ავიცილებთ ჰალიტოზს.

· ყველაზე მნიშვნელოვანია, მკაცრად დაიცვათ პირის ღრუს ჰიგიენა. კბილები და ენის ზედაპირი დღეში, სულ ცოტა, 2-ჯერ მაინც გაიწმინდეთ. სასურველია, ეს პროცედურა ორ წუთს  გაგრძელდეს. კბილებს შორის სივრცე კი სტომატოლოგიური ძაფით გაიწმინდეთ.

· აუცილებლად ისაუზმეთ. შეზღუდეთ რაციონში კვერცხი, ხახვი, ნიორი, მწარე წიწაკა და ყველი.

· თქვენი საკვები რაციონი გაამდიდრეთ მცენარეული ზეთით და ყოველდღიურად მიიღეთ იოგურტი, რომელიც ლაქტობაცილებს შეიცავს.

· შეზღუდეთ ალკოჰოლური და გაზიანი სასმელის მიღება.

· თუ ხართ მწეველი, ეცადეთ შეწყვიტოთ სიგარეტის მოწევა.

· დალიეთ საკმარისი რაოდენობის წყალი,  მწვანე ჩაი.

· პირის ღრუდან უსიამოვნო სუნის გამძაფრების შემთხვევაში მიმართეთ ექიმს!

როგორ მოვიშოროთ არასასიამოვნო სუნი პირის ღრუდან

არსებობს სპეციალური სპრეები, რომელიც  სუნთქვის გასაჯანსაღებლად გამოიყენება, მათი შეძენა აფთიაქებში შეგიძლიათ. არსებობს ასევე აბებიც. თუ არ გსურთ მათი გამოყენება, არსებობს მარტივი გამოსავალიც, შეიძინეთ ტიკ-ტაკი.

აქვე შემოგთავაზებთ რამდენიმე ხალხურ მეთოდს, რომელიც დაგეხმარებათ პირის ღრუდან უსიამოვნო სუნის მოცილებაში. დაღეჭეთ ოხრახუში, პიტნა, ყავის ან ქინძის მარცვლები, ლიმონის კანი. ყოველდღიურად გამოივლეთ მარწყვის ფოთლების ნახარში. აიღეთ ნაძვის ხის 10 ცალი მწვანე გირჩი, დანაყეთ. ორი ჭიქა ძმარში მოადუღეთ და დილაობით გამოივლეთ პირში.

148
თემები:
ჯანმრთელობა და სილამაზე
ნავთობის ჩაღვრა მექსიკის ყურეში

შექმნილია ბიოპრეპარატი ნავთობროდუქტებისგან მიწისა და წყლის გასაწმენდად

0
(განახლებულია 19:59 07.08.2020)
ახალმა პრეპარატმა დაბალ ტემპერატურაზე 20 დღე–ღამეში 99,2%-ით გაწმინდა წყალსაცავი, რომელის საავიაციო საწვავით იყო დაბინძურებული

თბილისი, 7 აგვისტო — Sputnik. მეცნიერებმა შექმნეს პრეპარატი, რომელიც ნავთობპროდუქტების დაშლას ხდის შესაძლებელს დაბალ ტემპერატურაზეც კი, ნათქვამია რუსეთის მეცნიერებისა და უმაღლესი განათლების სამინისტროს საიტზე.

გავრცელებული ინფორმაციით, მეთოდს, რომელიც მიწისა და წყლის ნავთობპროდუქტებისგან გასაწმენდად გამოიყენება, სანქტ–პეტერბურგის სახელმწიფო უნივერსიტეტის ტექნოლოგებმა და ენერგეტიკოსებმა მიაგნეს.

სპეციალისტებმა ბიოპრეპარატის მატარებელი ფოროვანი გრანულების მიღების ტექნოლოგია შეიმუშავეს, რომელსაც აქვს კიდეც უნარი, გაწმინდოს ნავთობისგან დაბინძურებული ადგილები.

ამისათვის ფოროვან გრანულებში იმობილიზდება მიკროორგანიზმების უჯრედები, რომლებიც „ჭამენ“ ნავთობპროდუქტებს. ამ უკანასკნელის დაშლის შემდეგ კი მიკროორგანიზმები იღუპება.

აღინიშნება, რომ ახალი ბიოპრეპარატი ბაზარზე უკვე არსებულ სხვა პრეპარატებზე ბევრად ეფექტური და ეკონომიურია. ექსპერიმენტის დროს ახალმა პრეპარატმა დაბალ ტემპერატურაზე 20 დღე–ღამეში 99,2%-ით გაწმინდა წყალსაცავი, რომელის საავიაციო საწვავით იყო დაბინძურებული.

0
თემები:
მსოფლიო და მეცნიერება