გიორგი გახარია (დაიბადა 1975 წელს) - ქართველი პოლიტიკოსი, საქართველოს ვიცე-პრემიერი, შინაგან საქმეთა მინისტრი. 1992-1994 წლებში სწავლობდა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ისტორიის ფაკულტეტზე. 1994-2000 წლებში სწავლობდა მოსკოვში, ლომონოსოვის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში პოლიტოლოგიის ფაკულტეტზე. არის პოლიტიკურ მეცნიერებათა მაგისტრი. 2002-2004 წლებში სწავლობდა ლომონოსოვის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის უმაღლეს ბიზნეს-სკოლაში. 2006-2009 წლებში იყო მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის გამოყენებითი ბიოტექნოლოგიის მიწვეული ლექტორი. გიორგი გახარიამ პოლიტიკური კარიერა დაიწყო 2013 წელს, როდესაც გახდა ბიზენსომბუდსმენი. 2016-2017 წლებში იყო საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი. 2017 წლის 13 ნოემბრიდან არის საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი.

გაეცანით სიახლეებს გიორგი გახარიას შესახებ Sputnik-საქართველოს მეშვეობით.

მასალები
პერიოდის არჩევა
კიდევ 20 მასალა
  • ერთი კვირა
  • ერთი თვე
  • ერთი წელი
  • ყველა
ყველა ახალი ამბავი
0