მსოფლიო ბანკი  არის საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაცია, რომლის შექმნის მიზანია განვითარებად ქვეყნების ფინანსური და ტექნიკური დახმარება. თავისი განვითარების ისტორიის განმავლობაში ბანკმა განიცადა სხვადასხვა სტრუქტურული ცვლილება, ამიტომ ტერმინ მსოფლიო ბანკის ქვეშ სხვადასხვა დროს სხვადასხვა ორგანიზაცია მოიაზრებოდა. ამჟამად მსოფლიო ბანკი ორ ორგანიზაციას მოიაზრებს - რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკსა და განვითარების საერთაშორისო ასოციაციას. მოგვიანებით მას შეუერთდა საერთაშორისო საფინანსო კორპორაცია, მრავალმხრივი საინვესტიციო გარანტიების სააგენტო და საინვესტიციო დავების რეგულირების საერთაშორისო ცენტრი. საერთო ჯამში ერთიანდება ხუთივე ორგანიზაცია და ეწოდება მსოფლიო ბანკის ჯგუფი. მსოფლიო ბანკის შექმნა გადაწყდა 1944 წელს. მუშაობა დაიწყო 1945 წელს. მის წევრად მიიღებიან მხოლოდ საერთაშორისო სავალუტო ფონდის წევრი სახელმწიფოები. საქართველო მსოფლიო ბანკის წევრია.

გაეცანით მსოფლიო ბანკის სიახლეებს Sputnik-საქართველოს მეშვეობით.

 

მასალები
პერიოდის არჩევა
კიდევ 20 მასალა
  • ერთი კვირა
  • ერთი თვე
  • ერთი წელი
  • ყველა
ყველა ახალი ამბავი
0