აშშ

აშშ – ამერიკის შეერთებული შტატები The United States of America, USA - დედაქალაქი ვაშინგტონი. ქვეყანა ჩრდილოეთ ამერიკაში, მოიცავს ორმოცდაათ შტატსა და ერთ ფედერალურ ოლქს. აშშ–ის 49 შტატი ჩრდილოეთ ამერიკაშია, ხოლო ერთი – ჰავაი არის არქიპელაგი წყნარი ოკეანის ცენტრალურ ნაწილში. ჩრდილოეთით ესაზღვრება კანადა, სამხრეთიდან – მექსიკა. აშშ ასევე ფლობს ტერიტორიებს კარიბის ზღვასა და წყნარ ოკეანეში. აშშ ფართობისა და მოსახლეობის სიდიდით მსოფლიოს პირველ ათ სახელმწიფოს შორის არის. არის ერთ–ერთი ყველაზე ეთნიკურად მრავალფეროვანი და მულტიკულტურული ქვეყანა, ცხოვრობს მრავალი იმიგრანტი. ეკონომიკის მაჩვენებლებით აშშ მსოფლიოში პირველ ადგილზეა. აშშ–ში მოიპოვება თითქმის ყველა ბუნებრივი რესურსი, რომელიც თანამედროვე საზოგადოებისთვის არის აუცილებელი. აწარმოებს სამეურნეო და სამრეწველო თითქმის ყველა სახის პროდუქციას.

გაეცანით სიახლეებს ამერიკის შეერთებული შტატების შესახებ Sputnik–საქართველოს მეშვეობით.