თბილისი

თბილისი საქართველოს დედაქალაქია. არის კავკასიის მნიშვნელოვანი კულტურული, პოლიტიკური, საზოგადოებრივი ცენტრი. მსოფლიოში ცნობილია თავისი ტოლერანტობით. ქალაქში არის ძველი უბნები, რომლებიც ტურისტებისთვის ძალზე მიმზიდველია. ქალაქს ძველად ეწოდებოდა ტფილისი. დასახლებების არსებობა თბილისის ადგილზე ჯერ კიდევ ძველი წელთაღრიცხვით მეოთხე ათასწლეულში არქეოლოგიური გათხრებით დასტურდება. ქალაქად თბილისი მეხუთე საუკუნეში, ვახტანგ გორგასლის მეფობის დროს იქცა. თბილისში მრავალი ღირსშესანიშნაობაა, მათ შორის, სიონის ტაძარი, ქაშუეთი, მეტეხის ეკლესია, ნარიყალას ციხე-სიმაგრე, გოგირდის აბანოები და სხვა. ქალაქში არის უმაღლესი სასწავლებლები, მათ შორის 100 წელზე მეტს ითვლის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ვანო სარაჯიშვილის სახელობის კონსერვატორია.

ახალი ამბები თბილისის შესახებ წაიკითხეთ Sputnik საქართველოზე.