საზღვაო ჰოსპიტალი

საავადმყოფოები, რომლებიც ინფიცირებულ პაციენტებს მიიღებენ კლინიკების ჩამონათვალი

206
(განახლებულია 16:09 22.04.2020)
აუცილებლობის შემთხვევაში აღნიშნულმა სამედიცინო დაწესებულებებმა სრულად უნდა გაათავისუფლონ შენობები და პაციენტები სხვა კლინიკებში გადაანაწილონ.

თბილისი, 22 აპრილი - Sputnik. საქართველოს მთავრობამ განსაზღვრა იმ სამედიცინო დაწესებულებების სია, რომლებიც კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტების რაოდენობის გაზრდის შემთხვევაში იქნება მობილიზებული, ნათქვამია „საკანონმდებლო მაცნეს“ ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ დადგენილებაში. 

უახლოეს პერიოდში ეპიდემიოლოგები საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა მკვეთრ ზრდას ელოდებიან.

საუბარია მთელი ქვეყნის მასშტაბით 44 სამედიცინო დაწესებულებაზე. ჯანდაცვის სამინისტროსთან შეთანხმებით, ეს კლინიკები აუცილებლობის შემთხვევაში სრულად იქნებიან მობილიზებული.

სამედიცინო დაწესებულებები სამ კატეგორიად დაიყო.

პირველი კატეგორია

პირველ კატეგორიაში მოხვდა 15 სამედიცინო დაწესებულება, რომლებიც უკვე მობილიზებული არიან და მკურნალობენ ინფიცირებულ პაციენტებს ან სრულ მზადყოფნაში არიან.

1. თბილისის ინფექციური საავადმყოფო - თბილისი, ალ. ყაზბეგის 16;

2. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკა - თბილისი, გუდამაყრის ქუჩა №4;

3. აკადემიკოს ვახტანგ ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკა - თბილისი, ალ. ყაზბეგის გამზირი №16;

4. თბილისის ბავშვთა ინფექციური კლინიკური საავადმყოფო - თბილისი, ს. ჩიქოვანის 14;

5. „ნიუ ვიჟენ“ საუნივერსიტეტო ჰოსპიტალი - თბილისი, ლუბლიანას ქუჩა №13

6. აკადემიკოს ნიკოლოზ ყიფშიძის სახელობის ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკა  - თბილისი, ვაჟა-ფშაველას გამზირი №29;

7. ტუბერკულოზისა და ფილტვის დაავადებათა ეროვნული ცენტრი (ბავშვთა განყოფილება) - თბილისი, აჭარის ქუჩა №8;

8. თბილისის ზღვის ჰოსპიტალი  - თბილისი, დასახლება ვარკეთილი-3, IV მიკრორაიონი

9. საჩხერის რაიონული საავადმყოფო-პოლიკლინიკური გაერთიანება  - საჩხერე, ივ. გომართელის ქუჩა №17;

10. დასავლეთ საქართველოს ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და ტუბერკულოზის ცენტრი - ქუთაისი, ჩხობაძის ქ. 20;

11. შპს „მედალფა“ ბათუმის კლინიკა - ბათუმი, გოგოლის შესახვევი №2;

12. გიორგი აბრამიშვილის სახელობის  სამხედრო ჰოსპიტალი - გორი, ჭავჭავაძის ქუჩა №56;

13. რუსთავის ცენტრალური საავადმყოფო - რუსთავი, წმინდა ნინოს №3;

14. ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფო - ზუგდიდი, ონარია;

15. აკადემიკოს ნიკოლოზ ყიფშიძის სახელობის ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკა  - სოფელი რუხი.

მეორე კატეგორია

მეორე კატეგორიაში მოხვდა სამედიცინო დაწესებულებები, რომლებიც საჭიროების შემთხვევაში 48 საათში უზრუნველყოფენ 800-დან 1300-მდე ადგილს ინფიცირებული პაციენტებისთვის. კლინიკებმა სრულად უნდა დაცალონ შენობები და პაციენტები სხვა დაწესებულებებში გადაიყვანონ, ასევე შეძლებისდაგვარად გაზარდონ საწოლებისა და რეანიმაციული ადგილების რაოდენობა.

1. ბათუმის რესპუბლიკური კლინიკური საავადმყოფო  - ბათუმი, ტბელ აბუსერიძის ქ. 2;

2. კლინიკა ბომონდი - ქუთაისი, ზ. გამსახურდიას გამზ. №163;

3. მცხეთის სამედიცინო ცენტრი - მცხეთა, სამხედროს ქუჩა №20;

4. ქუთაისის რეფერალური ჰოსპიტალი („ევექსი“) - ქუთაისი, ოცხელის ქუჩა №2;

5. გერმანული ჰოსპიტალი - თბილისი, კოსმონავტების სანაპირო № 45ა;

6. კლინიკა „ჯერარსი“ - თბილისი, მუხიანის ქუჩა №2ა, თემქის დასახლება;

7. ტრავმატოლოგიური ჰოსპიტალი - თბილისი, ლუბლიანას ქუჩა №21;

8. წმინდა მიქაელ მთავარანგელოზის სახელობის მრავალპროფილიანი კლინიკური საავადმყოფო - თბილისი, ლუბლიანას ქუჩა №21;

9. საქართველოს საპატრიარქოს წმიდა იოაკიმე და ანას სახელობის სამედიცინო ცენტრი - თბილისი, გორგასლის ქ. №95;

10. კლინიკა კარაპს მედლაინი („ევექსი“) - თბილისი, ლუბლიანას 48;

11. კლინიკა „ვივამედი“ – თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №234;

12. საჩხერის რაიონული საავადმყოფო-პოლიკლინიკური გაერთიანება - საჩხერე, ივ. გომართელის ქუჩა №17;

13. ი. ბოკერიას სახელობის  რეფერალური ჰოსპიტალი - თბილისი, ქინძმარაულის I  შესახვევი №1;

14. პირველი სამედიცინო ცენტრი - თბილისი,  ცოტნე დადიანის ქ. 255.

მესამე კატეგორია

ამ კატეგორიაში მოხვდა სამედიცინო დაწესებულებები, რომლებიც მიიღებენ პაციენტებს მაღალი ტემპერატურით და სხვა დამახასიათებელი სიმპტომებით, ხოლო კორონავირუსის დიაგნოზის დასმის შემთხვევაში პირველი ორი კატეგორიის უახლოეს კლინიკებში გადაიყვანენ. ამ კლინიკებში სრულად უნდა გათავისუფლდეს საწოლები მაღალი ტემპერატურის მქონე პაციენტების მისაღებად და მიღებულ იქნეს ზომები საავადმყოფოს შიგნით ინფექციის გავრცელების თავიდან ასაცილებლად.

1. სალიხ აბაშიძის ინფექციური პათოლოგიის, შიდსის და ტუბერკულოზის რეგიონული ცენტრი - ბათუმი, ქათამაძის 11, თაბუკაშვილის 17;

2. „მედ ემერჯენსი“ - ბათუმი, მელიქიშვილის 102 ბ;

3. ო. ჩხობაძის სახელობის რეგიონული ჯანდაცვის ცენტრი -  ქუთაისი, ჩხობაძის ქ. №20;

4. ფოთის ჰოსპიტალი - ფოთი, გურიის №171;

5. კლინიკა „არქიმედე“ - სენაკი, რუსთაველის ქუჩა №110;

6. კლინიკა „გორმედი“ - ქარელი, სოფელი ბებნისი;

7. ბოლნისის ცენტრალური კლინიკა - ბოლნისი, დავით აღმაშენებლის ქუჩა №25;

8. რუსთავის ბავშვთა საავადმყოფო - რუსთავი, წმინდა ნინოს ქუჩა №5;

9. „ჯეო ჰოსპიტალსი“ - მარნეული, ყოფილი სამხედრო ქალაქის ტერიტორია;

10. ახალციხის კლინიკა „იმედი“ - ახალციხე, ახალქალაქის გზატკეცილი ჩიხი №3;

11. აბასთუმნის ფილტვის ცენტრი - ადიგენის რაიონი, დაბა აბასთუმანი, ფალიაშვილის ქუჩა №37;

12. თელავის რაიონული საავადმყოფო - თელავი, ალადაშვილის ქუჩა №2;

13. კლინიკა „არქიმედე“ - ლაგოდეხი, 9 აპრილის ქუჩა;

14. „ჯეო ჰოსპიტალსი“ - საგარეჯო, კახეთის გზატკეცილი №13;

15. რეგიონული ჯანდაცვის ცენტრი - ონი, ვახტანგ VI-ის ქუჩა №10.

შერჩეულ 44 სამედიცინო დაწესებულებას გადაეცემა შესაბამისი სამედიცინო საქმიანობის დროებითი ლიცენზია და ნებართვა, რომლებიც საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დასრულებამდე იქნება ძალაში.

სამედიცინო დაწესებულებებში გაწეული მომსახურება მოიცავს თავდაპირველ დიაგნოსტიკას, მაღალი რისკის პაციენტების დიაგნოსტიკას და კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების მართვას.

206
თემები:
COVID-19 საქართველოში (2152)
გელათის მონასტერი

საეკლესიო კალენდარი: 3 ივლისი

289
(განახლებულია 08:57 03.07.2020)
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 3 ივლისს მღვდელმოწამე მეთოდეს, პატარელი ეპისკოპოსის, მოწამეთა: არისტოკლე ხუცის, დიმიტრი დიაკონის და ათანასე წიგნისმკითხველის, ასევე ლევკიოს აღმსარებელის, ვრუნტისიოპოლელი ეპისკოპოსის ხსენების დღეს აღნიშნავს.

Sputnik-საქართველო გიამბობთ ვინ იყვნენ ეს ადამიანები და რატომ არიან მოხსენიებული საეკლესიო კალენდარში.
მღვდელმოწამე მეთოდე, პატარელი ეპისკოპოსი

წმიდა მეთოდე პატარელი ეპისკოპოსი იყო (ლიკიის ოლქი, მცირე აზია). იგი სიმშვიდითა და თავმდაბლობით გამოირჩეოდა, ჩუმად და უდრტვინველად მოძღვრავდა სამწყსოს, მაგრამ როცა საქმე მართლმადიდებლური სარწმუნოების დაცვას შეეხებოდა, საოცარ სიმტკიცეს იჩენდა და დაუცხრომლად ებრძოდა მწვალებლებს. წმიდანმა მდიდარი ლიტერატურული მემკვიდრეობა დაგვიტოვა. მას ეკუთვნის თხზულებები წარმართული სარწმუნოებისა თუ იმ დროს ფართოდ გავრცელებული ერესების სამხილებლად, ზნეობრივი შეგონებები, წმიდა წერილის განმარტებები და სხვა. წმიდა მეთოდე 312 წელს შეიპყრეს წარმართებმა და მართლმადიდებლობის მხნე აღსარებისათვის თავი მოკვეთეს.

წმიდა მოწამენი არისტოკლე ხუცესი, დიმიტრი დიაკონი და ათანასე წიგნისმკითხველი

წმიდა მოწამენი არისტოკლე ხუცესი, დიმიტრი დიაკონი და ათანასე წიგნისმკითხველი მაქსიმიანე გალერიუსის მეფობაში (305-311) ეწამნენ ქრისტესთვის.

წმიდა ლევკიოს აღმსარებელი - ვრუნტისიოპოლელი ეპისკოპოსი

წმიდა ლევკი აღმსარებელი კეთილმსახური ალექსანდრიელების, ევდოკისა და ევფროსინიას შვილი იყო. მშობლებმა ახალშობილს ევტროპი დაარქვეს. წმიდანი 11 წლისა იყო, როცა დედა გარდაეცვალა. მამა წმიდა ერმის მონასტერში ბერად შედგა და ვაჟიც თან წაიყვანა. აქ ყმაწვილის აღზრდას იღუმენი ნიკიტა და სხვა გამოცდილი მამები ხელმძღვანელობდნენ. საოცარი გულისხმიერებით გამორჩეულმა ყრმამ კარგად შეისწავლა საღვთო წერილი, ბუნებითაც მშვიდი, თავმდაბალი და მორჩილი იყო. როცა იღუმენი ნიკიტა გარდაიცვალა, ძმებმა წინამძღვრად ერთსულოვნად 18 წლის ევტროპი აირჩიეს, თუმცა იგი ჯერაც არ იყო მონაზვნად ნაკურთხი. მომავალი წმიდანი, რომელიც თავს არ თვლიდა ღირსად ვინმესთვის ეხელმძღვანელა, მტკიცე უარზე დადგა. სავანე შვიდი წელი იღუმენის გარეშე იყო. ამ ხნის განმავლობაში ევტროპიმ სულიერების მაღალ საფეხურს მიაღწია.

ალექსანდრიელი ეპისკოპოსი ფილიპეს მოწამეობრივად აღსრულების შემდეგ  მის ნაცვლად ლევკი აირჩიეს. ეპარქმა, რომელიც ხედავდა, რომ ეკლესიის წმიდა წინამძღვარი მრავალ კერპთაყვანისმცემელს მოაქცევდა ქრისტიანობაზე, მისი მოკვლა გადაწყვიტა. ხალხი დაირაზმა საყვარელი მღვდელმთავრის დასაცავად, წმიდა მწყემსმთავარმა თავისი ტახტი ღირსეულ ეპისკოპოსს დაუთმო, თან გაიყოლა დიაკვნები - ევსები, დიონისე, კიდევ ხუთი მოწაფე, და იტალიისკენ მიმავალ ხომალდზე ავიდა. მალე მათ შეუერთდნენ მღვდლები - ლეონი და საბინი. ვრუნტისიოპოლის გზაზე წმიდანს შეხვდა ტრიბუნი არმალეონი 67 მხედართან ერთად და ქრისტიანობაზე მოაქცია ისინი. ქალაქში შესულმა მამამ განაგრძო უფლის სიტყვის ქადაგება. როცა ქალაქის თავმა ანტიოქოსმა შეიტყო, რომ ტრიბუნი არმალეონი გაქრისტიანდა, თავისთან მოიხმო იგი და დიდხანს ესაუბრა. მისგანვე შეიტყო წმიდა ლევკის შესახებ და მისი ნახვაც მოიწადინა. შეხვედრისას მმართველმა ნეტარ ბერს უთხრა: "თუ გსურს ვირწმუნოთ ღმერთი, რომელსაც ქადაგებ, შესთხოვე მას, მოგვივლინოს წვიმა, რომელიც ორი წელია არ გვინახავს". წმიდანმა შეკრიბა ღვთისმსახურები, ყველა ახალმოქცეული ქრისტიანი და მათთან ერთად მხურვალე ლოცვა აღავლინა ყოვლისშემძლე მეუფის მიმართ. ღმერთმა მოწყალე თვალით მოხედა მვედრებლებს: მალე ცაზე საავდრო ღრუბლები გამოჩნდა და ღვარივით გადმომსკდარმა წვიმამ დაარწყულა გვალვისგან გამომშრალი და დამსკდარი მიწა. ამ სასწაულის მოწმე ანტიოქოსმა და ვრუნტისიოპოლის მთელმა მოსახლეობამ (27 000 კაცმა) ნათელ-იღო. ამ მოვლენის აღსანიშნავად ღვთისმშობლის სახელობის ტაძარი ააგეს, იმ ადგილას კი, სადაც ქალაქის მკვიდრნი მოინათლნენ, მეორე ეკლესიაც აღმართეს - იოანე ნათლისმცემლის სახელობისა.
მალე მღვდელმთავარი დასნეულდა. უფალმა გამოცხადებით აუწყა წმიდანს, რომ სნეულება სასიკვდილო იყო. მან უხმო მოწაფე ანტიოქოსს და სთხოვა, იქ დაესაფლავებინათ, სადაც ალექსანდრიიდან მოსული ხომალდი მოადგა ნაპირს. ანტიოქოსმა შეასრულა მოძღვრის ანდერძი და მის საფლავზე წმიდა ლევკის სახელობის ტაძარიც ააშენა. ნეტარი მამის უხრწნელ ნაწილებთან მრავალი სასწაული აღესრულებოდა.

მასალა მომზადებულია ღია წყაროებზე დაყრდნობით.

289
თემები:
საეკლესიო კალენდარი
ქარის ელექტროსადგური

ქარის საერთაშორისო დღე: მითოლოგია და საინტერესო ფაქტები

93
(განახლებულია 17:03 15.06.2020)
ქარის საერთაშორისო დღე მთელ მსოფლიოში 15 ივნისს აღინიშნება. საერთაშორისო დღე ევროპის ქარის ენერგეტიკის ასოციაციისა (EWEA) და ქარის ენერგიის მსოფლიო საბჭოს (GWEC) ინიციატივით დაფუძნდა.

პირველად ეს დღე 2007 წელს აღინიშნა. საერთაშორისო დღის აღნიშვნის მიზანი ქარის ენერგიის უზარმაზარი პოტენციალისა და მსოფლიოს ყველა ქვეყანაში ამ დარგის განვითარების აუცილებლობისაკენ საზოგადოებრიობის ყურადღების მიპყრობაა.

ქარის საერთაშორისო დღე

ექსპერტების აზრით, ამ მიმართულების განვითარებამ შეიძლება მრავალი პრობლემა გადაჭრას, მათ შორის – დაზოგოს უზარმაზარი თანხა, რომელიც ყოველწლიურად ენერგეტიკაში იდება.

ქარის ენერგეტიკა, როგორც დარგი, განსაკუთრებით აქტუალურია დღეს, როდესაც ბუნებრივი რესურსების ამოწურვის პრობლემა ისე მწვავეა, როგორც არასდროს, და კაცობრიობა ენერგიის ალტერნატიულ წყაროებს ითვისებს.

ქარის ენერგეტიკული დანადგარები დღეს წარმატებით მოქმედებს მსოფლიოს 80-მდე ქვეყანაში, ხოლო ქარის ენერგიის წარმოებაზე ათასობით ადამიანი მუშაობს.

ევროპის ქარის ენერგეტიკის ასოციაციის განცხადებით, 2050 წლისთვის ევროკავშირის მიერ მოხმარებული ელექტროენერგიის ნახევარი ქარის ენერგიისგან იქნება წარმოებული.

საქართველოში

ენერგიის ალტერნატიულ წყაროებზე გადასვლის ტენდენცია მთელ მსოფლიოში შეინიშნება. ბოლო წლებში აქტიურად მუშაობს ამ მიმართულებით საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროც.

ამჟამად საქართველოში, გორში ერთი ქარის სადგურია – „ქართლი“, რომლის სიმძლავრეც 20 მგვტ-ია.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო 2020 წლისთვის 270 მგვტ საერთო სიმძლავრის კიდევ ხუთი ახალი ქარის ელექტროსადგურის ამუშავებას გეგმავდა.

წინასწარი გათვლით, საქართველომ 2020 წლის მიწურულისთვის ქარის ელექტროსადგურებისგან შეიძლება მიიღოს 332 მგვტ, 2025 წლისთვის – 665 მგვტ, 2030 წლისთვის – 1,3 ათასი მგვტ ენერგია.

მითოლოგია

მსოფლიოს ხალხები სხვადასხვა ეპოქაში ეთაყვანებოდნენ ქარის ღმერთებს იმ იმედით, რომ სტიქიის რისხვით გამოწვეულ ნგრევას გადაურჩებოდნენ. ძველ ბერძნულ მითოლოგიაში ქარის სამი ღმერთი არსებობდა – ძმები ბორეუსი (ჩრდილოეთის ქარი), ზეფიქი (დასავლეთის ქარი) და ნოტი (სამხრეთის ქარი). სლავურ მითოლოგიაში ქარების უზენაესი მეუფე სტრიბოგი იყო.

შუმერები ეთაყვანებოდნენ ენლილს, რომლის სახელიც ნიშნავს „ბატონ ქარბუქს“. ძველ ჩინურ მითოლოგიაში ფენგ-პო, ქარის ღმერთი იწოდებოდა „ზეცის სიტყვად და ენად“. ინდუიზმში ქარი – ვაიუ – სამყაროს სუნთქვა, მისი მბრძანებელი იყო და „ცასა და დედამიწას შორის“ სახლობდა.

Тропический шторм Этау в Приморье
© photo: Sputnik / Vitaly An'kov
ტროპიკული შტორმი "ეტაუ"

საინტერესო ფაქტები

ქარის სიჩქარით ყველაზე ძლიერი სმერჩი, რომელიც გინესის რეკორდების წიგნშია შეტანილი, დააფიქსირეს აშშ-ში, ვიჩიტა-ფოლსში 1958 წელს. ქარის მაქსიმალურმა სიჩქარემ 450 კმ/სთ შეადგინა.

ყველაზე ძლიერი ქარი 1996 წლის 10 აპრილს ავსტრალიის კუნძულ ბოროუზე ციკლონ „ოლივიას“ დროს დაფიქსირდა. მისი სიჩქარე 408 კმ/სთ იყო.

Смерч
© CC0 / Pixabay
სმერჩი

მზის სისტემაში ყველაზე სწრაფი ქარი ნეპტუნის ატმოსფეროშია დარეგისტრირებული, იმის მიუხედავად, რომ ეს მზისგან ყველაზე დიდი მანძილით დაშორებული პლანეტაა. ზოგიერთი შეფასებით, მათმა სიჩქარემ შეიძლება 2100 კმ/სთ-ს მიაღწიოს.

40-50 მ/წმ სიჩქარის ქარს შეუძლია ფეხზე მდგომი ადამიანის წაქცევა. ამავე სიჩქარით ეშვებიან პარაშუტისტები. ქარი შეიძლება იყოს არა მხოლოდ ჰორიზონტალური, არამედ ვერტიკალურიც. თუმცა მისი ძალა ჰორიზონტალურზე ასჯერ ნაკლებია.

მასალა მომზადებულია ღია წყაროების გამოყენებით

93
კახა კალაძე და ანუკი არეშიძე

ანუკი არეშიძის ახალგაზრდა მშობლები - დიზაინერი რომანტიულ ფოტოს აქვეყნებს

0
(განახლებულია 13:40 22.10.2020)
ცნობილ დიზაინერს ახალგაზრდა მშობლები ჰყავს. ნახეთ როგორ გამოიყურებიან ანუკი არეშიძის დედ-მამა კახეთის სახლის ფონზე

ცნობილი დიზაინერი სოციალურ ქსელში აქტიურობას არ წყვეტს. მისი კონტენტი საინტერესო და შემოქმედებითი თემატიკითაა შევსებული. ცოტა ხნის წინ დიზაინერმა „ინსტაგრამის“ „სთორიში“ მშობლების რომანტიული ფოტო გამოაქვეყნა.

ცნობილ დიზაინერს ანუკი არეშიძეს ახალგაზრდა მშობლები ჰყავს. მისი დედა ნინო ჭუმბურიძეა, მამა - ბადრი არეშიძე. ანუკის საზოგადოებისთვის ცნობილი ძმაც ჰყავს. გიორგი არეშიძე წლების წინ თბილისის ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურს ხელმძღვანელობდა, დედა კი ცნობილი ექიმი-ენდოკრინოლოგია.

View this post on Instagram

Mom,Dad and My Son Disneyland August ,2018

A post shared by Anouki Areshidze (@anoukigoldvibes) on

აჭარაში კორონავირუსის გავრცელების პერიოდში ანუკი არეშიძის დედის ირგვლივ ხმაური ატყდა. ამბობდნენ, რომ მედპერსონალის შეხვედრის დროს ანუკი არეშიძის დედა ერთ-ერთ სასტუმროში იმყოფებოდა, თუმცა კორონავირუსის დაფიქსირებისა და სასტუმროს ჩაკეტვის შემდეგ ის სასტუმროდან გამოიყვანეს. ეს ჭორი ჭორადვე დარჩა. ანუკიმ კი მედიასთან საუბარში არაერთხელ აღნიშნა, რომ მისი მშობლების სიყვარული მისი ცხოვრების ყველაზე დიდი მაგალითია.

View this post on Instagram

Grandchild and Grandfather ,Italy 2017

A post shared by Anouki Areshidze (@anoukigoldvibes) on

მიუხედავად იმისა, რომ ანუკი არეშიძის მშობლები მედიასთან კომუნიკაციას თავს არიდებენ, ანუკი მათ სურათებს ხშირად აქვეყნებს. პანდემიამდე სხვადასხვა ქვეყანაში ბადრი და ნინო სიძესთან და ქალიშვილთან ერთად ხშირად მოგზაურობდნენ. ახალგაზრდა ბაბუას განსაკუთრებული ურთიერთობა ლევან კალაძესთან, კახისა და ანუკის უფროს ვაჟთან ჩამოუყალიბდა.

უახლესი სურათი ანუკიმ აგარაკიდან გამოაქვეყნა. ყველასათვის ცნობილია, რომ დიზაინერის მამას ძალიან უყვარს მიწაზე მუშაობა. ყველას ახსოვს ცნობილი დიზაინერის პოსტი, სადაც წერდა, რომ მამამისმა ბანანი მოიყვანა. ანუკი არეშიძე მამის ჰობის დაეუფლა და სოფელში ჩასვლისთანავე მისი სოციალური ქსელი ფერმერობის ამსახველი ფოტოებით აჭრელდა. „მამაჩემმა ბანანის მოსავალი მიიღო. მოსავალი შეიძლება დიდი სიტყვაა ამ პაწაწინა არსებებისთვის, მაგრამ ეს თბილისში მოხდა და თან ასეთი რაოდენობა დიდი შრომის ფონზე. 8 წელია ამ უგემრიელეს ხეს უვლის“, – წერდა ანუკი „ფეისბუქის“ პირად გვერდზე.

0
თემები:
სელებრითების ცხოვრება