ბზობა 2020: როგორ აღინიშნება დღესასწაული კორონავირუსის პირობებში

© photo: Sputnik / Sergey Pyatakov / გადასვლა მედიაბანკშისაღამოს წირვა ბზობის წინ
საღამოს წირვა ბზობის წინ - Sputnik საქართველო
გამოწერა
მაცხოვრის იერუსალიმში შესვლის დღესასწაული აღდგომამდე ერთი კვირით ადრე აღინიშნება. წელს ეს დღეა 12 აპრილი

ბზობა იესო ქრისტეს ჯვარზე გაკვრამდე, მიწიერი ცხოვრების ბოლო დღეების მნიშვნელოვანი მოვლენაა.

მაცხოვრის შესვლა იესუსალიმს ძლევამოსილი მეფის სატახტო ქალაქში შესვლას ჰგავდა. უბრალო ადამიანებმა საზეიმო შეხვედრა მოუწყვეს უფალს.

ბზობა გახლავთ თორმეტთაგან რიგით პირველი მოძრავი დღესასწაული, რომელიც ყოველთვის ემთხვევა ბრწყინვალე აღდგომის წინა კვირა დღეს.

ანდრია ჯაღმაიძე: კომენდანტის საათის დროს მორწმუნე უნდა იყოს სახლში>>

Sputnik–საქართველო“ დაინტერესდა, როგორ აღნიშნავენ მართლმადიდებლები ბზობას მოფლიოში გამძვინვარებული კორონავირუსის პირობებში და რა კორექტივებს შეიტანს პანდემია საეკლესიო ტრადიციებში.

ბზობა

სახარების მიხედვით, როდესაც მაცხოვარი მიუახლოვდა ბეთბაგესა და ბეთანიის მთას, რომელსაც ზეთისხილის მთა ეწოდება, ორი მოწაფე უახლოეს სოფელში გაგზავნა, რათა მიეყვანათ მისთვის შესასვლელშივე დაბმული ვირი და ჩოჩორი, რომლის ზურგზეც ჯერ არავინ მჯდარიყო.

მეტეხის ეკლესია - Sputnik საქართველო
კომენდანტის საათი საქართველოში: შეიძლება თუ არა აღდგომის ღამე გავატაროთ ტაძარში

მოციქულებმა ბრძანება შეასრულეს. ეს ყველაფერი იმისთვის მოხდა, რომ აღსრულებულიყო წინასწარმეტყველება ზაქარიასი: „და პოვა იესო ვირი და დაჯდა მას ზედა, ვითარცა წერილ არს: ნუ გეშინინ, ასულო სიონისაო! აჰა ესერა მეუფე შენი მოვალს შენდა და ზე ზის იგი კიცვსა ვირისასა“

იერუსალიმისაკენ დიდებით მიმავალი ხალხი სამოსელს უფენდა გზაზე, ზოგს კი პალმის (ბზის) რტოები ეკავა და ასე ეგებებოდა მაცხოვარს. ყოველი მხრიდან ისმოდა ღაღადისი: „ოსანა ძესა დავითისასა, კურთხეულ არს მომავალი სახელითა უფლისაჲთა! ოსანა, რომელი ხარ მაღალთა შინა!“

საქართველოს საპატრიარქო ეკლესიების წინამძღვრებს ახალი რეკომენდაციებით მიმართავს>>

ბზის ან პალმის მშვენიერებით ეკლესია უფრო ცხოვლად გამოხატავს უფლის დიდებით შესვლად იერუსალიმში. ეს დიდი ხნის ტრადიციაა. V საუკუნის სასულიერო მოღვაწე, კონსტანტინეპოლის მთავარეპისკოპოსი წმიდა პროკლე, თავის ერთ-ერთ სიტყვაში ასე ამბობს: „ხელთ ვიპყრათ პალმის ტოტები და შევეგებოთ დიდებით მომავალს უფალს ჩვენსას“.

კორონავირუსი

ტრადიციულად, ბზობაზე ტაძარში უამრავი ხალხი იყრის თავს.

სალომე ზურაბიშვილი - Sputnik საქართველო
სალომე ზურაბიშვილი: ვერ მივალ აღდგომის წირვაზე

საქართველოში ბზობის დღესასწაულზე ეკლესია-ტაძრების ეზოებში ბზისა და ძეწნის რტოების სიმრავლეა, რადგან იმ ქვეყნებში, სადაც პალმა არ ხარობს, ადგილობრივ დადგენილი ტრადიციის მიხედვით სადღესასწაულოდ ის მცენარე იხმარება, რომელიც გაზაფხულზე ამ დროს იქ ხარობს.

ტრადიციის მიხედვით, ბზის ტოტებს ტაძრებში აკურთხებენ, კურთხევის შემდეგ კი მოსახლეობას ის სახლებში მიაქვს.

ადამიანებს სწამთ, რომ ნაკურთხი ბზა მათ მთელი წელი დაიცავს ავადმყოფობისა და უბედურებისგან. ძველ ბზას, ტრადიციულად, წვავენ, რადგან მისი ნაგავში გადაგდება არ შეიძლება.

მსოფლიოში კორონავირუსის პანდემიის გამო ბევრ ქვეყანაში საერო და სასულიერო პირები მორწმუნეებს მოუწოდებენ, ილოცონ სახლში და არა მხოლოდ ბზობის დღესასწაულზე, არამედ აღდგომასაც.

გიორგი გახარია: მოდით, სადაც შესაძლებელია, რელიგიური რიტუალები აღვასრულოთ სახლში>>

როგორ ჩატარდება ღვთისმსახურება და ბზის კურთხევა საქართველოში – ჯერჯერობით უცნობია. მიუხედავად კორონავირუსის პანდემიისა, საქართველოში ღვთისმსახურება გრძელდება – საპატრიარქოში განაცხადეს, რომ ყველა წირვა ქვეყანაში დაავადებათა კონტროლის ცენტრის რეკომენდაციებით ჩაივლის.

ვახტანგ გომელაური - Sputnik საქართველო
გომელაური: აღდგომასთან დაკავშირებით საპატრიარქოსთან შეთანხმებით მივიღებთ გადაწყვეტილებას

მიუხედავად ამისა, საქართველო ხელისუფლება, კორონავირუსის საფრთხის გამო, მოსახლეობას სახლში ლოცვისკენ მოუწოდებს.

სასულიერო პირების გადაწყვეტილებით, 4 აპრილიდან წირვა კომენდანტის საათის გათვალისწინებით აღევლინება, 20:00 საათზე ეკლესიები უკვე იკეტება. კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებით საქართველოს მთელ ტერიტორიაზე გამოცხადებულია საგანგებო მდგომარეობა, ხოლო 31 მარტიდან, 21:00–დან 06:00 საათამდე კომენდანტის საათი მოქმედებს.

მთლიანად შეჩერებულია საზოგადოებრივი ტრანსპორტის მუშაობა, მათ შორის, მეტროს. ყველა ქალაქის შესასვლელში, მოქალაქეების გადაადგილების კონტროლის მიზნით, მოწყობილია ბლოკპოსტები.

ყველა ახალი ამბავი
0