აზერბაიჯანისა და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა

საქართველო-აზერბაიჯანი: რა აკავშირებს მეზობელ ქვეყნებს

94
საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის საგარეო სავაჭრო ბრუნვა კვლავ იზრდება

საქართველო და აზერბაიჯანი სტრატეგიული პარტნიორები არიან, რომლებიც აქტიურად თანამშრომლობენ როგორც ორმხრივ ფორმატში, ასევე საერთაშორისო პროექტების ფარგლებში.

ქვეყნებმა დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წლის 18 ნოემბერს დაამყარეს.

დღეისათვის აზერბაიჯანი საქართველოს სიდიდით მესამე სავაჭრო პარტნიორია. ქვეყნებს შორის საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 2019 წლის რვა თვის განმავლობაში შეადგინა 682,5 მილიონ დოლარზე მეტი, რაც საქართველოს მთლიანი სავაჭრო ბრუნვის 8,4%-ს შეადგენს. ვაჭრობის ზრდამ 1,8% შეადგინა.

იანვრიდან აგვისტომდე, საქართველოში აზერბაიჯანიდან 1 მილიონზე მეტი ვიზიტორი იმყოფებოდა - უცხოელთა საერთო რაოდენობის 16%. ზრდამ 6,8% შეადგინა.

საქართველო და აზერბაიჯანი მონაწილეობენ მთელი რეგიონისთვის სტრატეგიული მნიშვნელობის მქონე პროექტებში - ეს არის ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო მაგისტრალი, ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენი და სამხრეთის გაზის დერეფანი.

რკინიგზა ბაქო-თბილისი-ყარსი - სატრანსპორტო დერეფანია, რომელიც აზერბაიჯანის, საქართველოს და თურქეთის სარკინიგზო ქსელებს აერთიანებს. მისი საერთო სიგრძე 826 კილომეტრია.

ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენი არის მილსადენი, რომელიც განკუთვნილია კასპიის ნავთობის ტრანსპორტირებისთვის თურქეთის პორტ ჯეიჰანში, რომელიც ხმელთაშუა ზღვის სანაპიროზე მდებარეობს. მთლიანი მილსადენის ოფიციალური გახსნა 2006 წლის 13 ივლისს ჯეიჰანში გაიმართა.

სამხრეთის გაზის დერეფანი (SGC) არის მილსადენების სისტემა, რომლის საშუალებით უნდა განხორციელდეს პროექტ „შაჰ-დენიზის“ მეორე ფაზის ფარგლებში მოპოვებული აზერბაიჯანული გაზის გადაქაჩვა თურქეთსა და ევროკავშირის ქვეყნებში.

94
თემები:
საქართველოს საგარეო პოლიტიკა (153)