ქეთევან ციხელაშვილი - ბიოგრაფია

გამოწერა
ქეთევან ციხელაშვილმა შეინარჩუნა სახელმწიფო მინისტრის პოსტი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში.

ქეთევან ციხელაშვილი 1978 წლის 21 აგვისტოს დაიბადა. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტი. ევროპის ცენტრალურ უნივერსიტეტში (უნგრეთი)საერთაშორისო ურთიერთობებისა და ევროპული კვლევების მაგისტრის ხარისხი მოიპოვა.

კარიერა დაიწყო გაეროს ახალგაზრდული ორგანიზაციაში, შემდეგ გადავიდა „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო ორგანიზაციაში“.

შემდგომში დაიწყო მუშაობა საგარეო საქმეთა სამინისტროს საგარეო პოლიტიკის კვლევისა და ანალიზის ცენტრში.

თავი გამოსცადა ჟურნალისტიკაშიც - 2000 წელს ჟურნალ Transition Online-ის რედაქტორის ასისტენტი გახდა, მაგრამ ერთი წლის შემდეგ დატოვა გამოცემა.

მიხეილ ბატიაშვილი - Sputnik საქართველო
ბატიაშვილი: აბიტურიენტები აფხაზეთიდან უმაღლეს სასწავლებლებში უგამოცდოდ ჩაირიცხებიან

2002 წლიდან ეწეოდა კვლევით საქმიანობას პრესტიჟულ საერთაშორისო ორგანიზაციებში, მათ შორის ჰამბურგის უნივერსიტეტის (გერმანია) ეუთოს კვლევის ცენტრში (CORE) და ნატოს საპარლამენტო ასამბლეაში.

2004-2006 წლებში იყო კონფლიქტების მოგვარების საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანაშემწე.

2007-2009 წლებში იყო ანალიტიკოსი ორგანიზაციაში „ევროპის სტაბილურობის ინიციატივა“ (ESI) საქართველოში.

2003-2010 წლებში იყო ფრიდრიხ ნაუმანის სახელობის ფონდის კონსულტანტი საქართველოში.

2012 წელს, ხელისუფლებაში კოალიცია „ქართული ოცნების“ მოსვლის შემდეგ, დაიწყო მუშაობა საქართველოს მთავრობაში. თავდაპირველად იყო სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილე შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში. 2016 წელს ამ უწყებას სათავეში ჩაუდგა და გიორგი გახარიას განახლებულ მინისტრთა კაბინეტში ეს თანამდებობა შეინარჩუნა.

ყველა ახალი ამბავი
0