თეა წულუკიანი - ბიოგრაფია

© photo: Sputnik / Stringerთეა წულუკიანი
თეა წულუკიანი - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს კვლავ 44 წლის თეა წულუკიანი უხელმძღვანელებს

თეა წულუკიანი დაიბადა 1975 წლის 21 იანვარს თბილისში. 2012 წლიდან ხელმძღვანელობს იუსტიციის სამინისტროს და ახალ მინისტრთა კაბინეტში შეინარჩუნებს ამ თანამდებობას.

წულუკიანი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის კურსდამთავრებულია, ასევე დაამთავრა საგარეო  საქმეთა სამინისტროსთან არსებული დიპლომატიის აკადემია. დაცული აქვს მაგისტრის ხარისხი საჯარო ადმინისტრაციაში.

კარიერა დაიწყო საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსთან არსებულ საგარეო პოლიტიკის კვლევისა და ანალიზის ცენტრში.

2000 წელს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს იურისტი გახდა. ხუთი წლის შემდეგ უფროსი იურისტის საკლასო ჩინი მიიღო.

2006 წელს იყო სტრასბურგის სასამართლოს რეგლამენტის კომიტეტის წევრი.

2010 წელს წულუკიანი დაბრუნდა საქართველოში და შეუერთდა „თავისუფალ დემოკრატებს“, როგორც პარტიის თავმჯდომარის მრჩეველი ადამიანის უფლებათა დარგში.

2012 წლის 1 ოქტომბრის მაჟორიტარი დეპუტატი გახდა, 25 დღის შემდეგ გადავიდა მინისტრთა კაბინეტში და იუსტიციის მინისტრის პოსტი დაიკავა.

ყველა ახალი ამბავი
0