ნიკა გვარამია

ვინ არის ნიკა გვარამია

568
(განახლებულია 18:09 30.07.2019)
ნიკა გვარამია ბოლო დრომდე ოპოზიციური ტელეკომპანია „რუსთავი 2"-ის გენერალური დირექტორი იყო.

ნიკოლოზ (ნიკა) გვარამია მეტად მრავალმხრივი და ეპატაჟური პიროვნებაა.

გვარამია პროფესიით იურისტია. მას მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის პერიოდში მთავრობაში სხვადასხვა მაღალი თანამდებობები ეკავა, თუმცა საზოგადოების დიდ ნაწილს ყველაზე მეტად თავი ოპოზიციური რეიტინგული ტელეკომპანია „რუსთავი 2"-ის გენერალური დირექტორის პოზიციაზე დაამახსოვრა.

1988 წელს გვარამიამ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტი დაამთავრა.

2000-2003 წლებში მუშაობდა საადვოკატო კომპანიაში „სანდო".

2003 წელს, „ვარდების რევოლუციის" შემდეგ საპარლამენტო არჩევნების შედეგად გვარამია პარლამენტის დეპუტატი გახდა.

2007 წლის მარტში დაინიშნა საქართველოს გენერალური პროკურორის მოადგილედ, 2008 წლის იანვარში კი საქართველოს იუსტიციის მინისტრი გახდა.

2008 წლის ოქტომბრიდან 2009 წლის დეკემბრამდე გვარამია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი იყო. აღნიშნული პოსტის დატოვების მიზეზად მაშინ გვარამიას უცხოეთში სასწავლებლად წასვლა დასახელდა.

2012 წლის ნოემბერში, საქართველოში ხელისუფლების ცვლილების შემდეგ გვარამია ტელეკომპანია „რუსთავი 2"-ის გენერალური დირექტორი გახდა.

იმავე წლის დეკემბერში გვარამია ფინანსური მაქინაციებისა და დოკუმენტების გაყალბების ბრალდებით დააკავეს. მასთან ერთად გისოსებს მიღმა აღმოჩნდნენ ენერგეტიკის ექს-მინისტი ალეკო ხეთაგური, ეკონომიკის ექს-მინისტრი კახა დამენია და ეკონომიკის მინისტრის ყოფილი მოადგილე დევი კანდელაკი. გვარამია მალე გაათავისუფლეს, რადგან მას ბრალი ვერ დაუმტკიცეს.

გვარამია „რუსთავი 2"-ის გენერალური დირექტორის თანამდებობას ორჯერ ჩამოსცილდა – 2015 წლის ნოემბერში ტელეკომპანიის მფლობელების ცვლილებასთან დაკავშირებით თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ და 2019 წლის ივლისში, მას შემდეგ, რაც მფლობელების ცვლილების შესახებ საქართველოს სამივე ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებაში სტრასბურგის სასამართლომ რაიმე სახის სამართლებრივი დარღვევა ვერ აღმოაჩინა.

18 ივლისიდან ტელეკომპანია „რუსთავი 2" ბიზნესმენ ქიბარ ხალვაშს (60%) და მის კომპანია „პანორამას" (40%) ეკუთვნის. სწორედ ხალვაშის გადაწყვეტილების საფუძველზე დატოვა თანამდებობა გვარამიამ.

ამ ეტაპზე გვარამია „რუსთავი 2"-ის უკვე ყოფილ მფლობელებთან ერთად ამზადებს ევროპული სასამართლოს დიდ პალატაში შესატანად სარჩელს და ასევე ახალი ტელევიზიის გახსნას გეგმავს. მან მომხრეებს ახალი ტელევიზიის შექმნაში ფინანსური დახმარებისკენ მოუწოდა.

568
გელათის მონასტერი

საეკლესიო კალენდარი: 3 ივლისი

168
(განახლებულია 08:57 03.07.2020)
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 3 ივლისს მღვდელმოწამე მეთოდეს, პატარელი ეპისკოპოსის, მოწამეთა: არისტოკლე ხუცის, დიმიტრი დიაკონის და ათანასე წიგნისმკითხველის, ასევე ლევკიოს აღმსარებელის, ვრუნტისიოპოლელი ეპისკოპოსის ხსენების დღეს აღნიშნავს.

Sputnik-საქართველო გიამბობთ ვინ იყვნენ ეს ადამიანები და რატომ არიან მოხსენიებული საეკლესიო კალენდარში.
მღვდელმოწამე მეთოდე, პატარელი ეპისკოპოსი

წმიდა მეთოდე პატარელი ეპისკოპოსი იყო (ლიკიის ოლქი, მცირე აზია). იგი სიმშვიდითა და თავმდაბლობით გამოირჩეოდა, ჩუმად და უდრტვინველად მოძღვრავდა სამწყსოს, მაგრამ როცა საქმე მართლმადიდებლური სარწმუნოების დაცვას შეეხებოდა, საოცარ სიმტკიცეს იჩენდა და დაუცხრომლად ებრძოდა მწვალებლებს. წმიდანმა მდიდარი ლიტერატურული მემკვიდრეობა დაგვიტოვა. მას ეკუთვნის თხზულებები წარმართული სარწმუნოებისა თუ იმ დროს ფართოდ გავრცელებული ერესების სამხილებლად, ზნეობრივი შეგონებები, წმიდა წერილის განმარტებები და სხვა. წმიდა მეთოდე 312 წელს შეიპყრეს წარმართებმა და მართლმადიდებლობის მხნე აღსარებისათვის თავი მოკვეთეს.

წმიდა მოწამენი არისტოკლე ხუცესი, დიმიტრი დიაკონი და ათანასე წიგნისმკითხველი

წმიდა მოწამენი არისტოკლე ხუცესი, დიმიტრი დიაკონი და ათანასე წიგნისმკითხველი მაქსიმიანე გალერიუსის მეფობაში (305-311) ეწამნენ ქრისტესთვის.

წმიდა ლევკიოს აღმსარებელი - ვრუნტისიოპოლელი ეპისკოპოსი

წმიდა ლევკი აღმსარებელი კეთილმსახური ალექსანდრიელების, ევდოკისა და ევფროსინიას შვილი იყო. მშობლებმა ახალშობილს ევტროპი დაარქვეს. წმიდანი 11 წლისა იყო, როცა დედა გარდაეცვალა. მამა წმიდა ერმის მონასტერში ბერად შედგა და ვაჟიც თან წაიყვანა. აქ ყმაწვილის აღზრდას იღუმენი ნიკიტა და სხვა გამოცდილი მამები ხელმძღვანელობდნენ. საოცარი გულისხმიერებით გამორჩეულმა ყრმამ კარგად შეისწავლა საღვთო წერილი, ბუნებითაც მშვიდი, თავმდაბალი და მორჩილი იყო. როცა იღუმენი ნიკიტა გარდაიცვალა, ძმებმა წინამძღვრად ერთსულოვნად 18 წლის ევტროპი აირჩიეს, თუმცა იგი ჯერაც არ იყო მონაზვნად ნაკურთხი. მომავალი წმიდანი, რომელიც თავს არ თვლიდა ღირსად ვინმესთვის ეხელმძღვანელა, მტკიცე უარზე დადგა. სავანე შვიდი წელი იღუმენის გარეშე იყო. ამ ხნის განმავლობაში ევტროპიმ სულიერების მაღალ საფეხურს მიაღწია.

ალექსანდრიელი ეპისკოპოსი ფილიპეს მოწამეობრივად აღსრულების შემდეგ  მის ნაცვლად ლევკი აირჩიეს. ეპარქმა, რომელიც ხედავდა, რომ ეკლესიის წმიდა წინამძღვარი მრავალ კერპთაყვანისმცემელს მოაქცევდა ქრისტიანობაზე, მისი მოკვლა გადაწყვიტა. ხალხი დაირაზმა საყვარელი მღვდელმთავრის დასაცავად, წმიდა მწყემსმთავარმა თავისი ტახტი ღირსეულ ეპისკოპოსს დაუთმო, თან გაიყოლა დიაკვნები - ევსები, დიონისე, კიდევ ხუთი მოწაფე, და იტალიისკენ მიმავალ ხომალდზე ავიდა. მალე მათ შეუერთდნენ მღვდლები - ლეონი და საბინი. ვრუნტისიოპოლის გზაზე წმიდანს შეხვდა ტრიბუნი არმალეონი 67 მხედართან ერთად და ქრისტიანობაზე მოაქცია ისინი. ქალაქში შესულმა მამამ განაგრძო უფლის სიტყვის ქადაგება. როცა ქალაქის თავმა ანტიოქოსმა შეიტყო, რომ ტრიბუნი არმალეონი გაქრისტიანდა, თავისთან მოიხმო იგი და დიდხანს ესაუბრა. მისგანვე შეიტყო წმიდა ლევკის შესახებ და მისი ნახვაც მოიწადინა. შეხვედრისას მმართველმა ნეტარ ბერს უთხრა: "თუ გსურს ვირწმუნოთ ღმერთი, რომელსაც ქადაგებ, შესთხოვე მას, მოგვივლინოს წვიმა, რომელიც ორი წელია არ გვინახავს". წმიდანმა შეკრიბა ღვთისმსახურები, ყველა ახალმოქცეული ქრისტიანი და მათთან ერთად მხურვალე ლოცვა აღავლინა ყოვლისშემძლე მეუფის მიმართ. ღმერთმა მოწყალე თვალით მოხედა მვედრებლებს: მალე ცაზე საავდრო ღრუბლები გამოჩნდა და ღვარივით გადმომსკდარმა წვიმამ დაარწყულა გვალვისგან გამომშრალი და დამსკდარი მიწა. ამ სასწაულის მოწმე ანტიოქოსმა და ვრუნტისიოპოლის მთელმა მოსახლეობამ (27 000 კაცმა) ნათელ-იღო. ამ მოვლენის აღსანიშნავად ღვთისმშობლის სახელობის ტაძარი ააგეს, იმ ადგილას კი, სადაც ქალაქის მკვიდრნი მოინათლნენ, მეორე ეკლესიაც აღმართეს - იოანე ნათლისმცემლის სახელობისა.
მალე მღვდელმთავარი დასნეულდა. უფალმა გამოცხადებით აუწყა წმიდანს, რომ სნეულება სასიკვდილო იყო. მან უხმო მოწაფე ანტიოქოსს და სთხოვა, იქ დაესაფლავებინათ, სადაც ალექსანდრიიდან მოსული ხომალდი მოადგა ნაპირს. ანტიოქოსმა შეასრულა მოძღვრის ანდერძი და მის საფლავზე წმიდა ლევკის სახელობის ტაძარიც ააშენა. ნეტარი მამის უხრწნელ ნაწილებთან მრავალი სასწაული აღესრულებოდა.

მასალა მომზადებულია ღია წყაროებზე დაყრდნობით.

168
თემები:
საეკლესიო კალენდარი
ქარის ელექტროსადგური

ქარის საერთაშორისო დღე: მითოლოგია და საინტერესო ფაქტები

78
(განახლებულია 17:03 15.06.2020)
ქარის საერთაშორისო დღე მთელ მსოფლიოში 15 ივნისს აღინიშნება. საერთაშორისო დღე ევროპის ქარის ენერგეტიკის ასოციაციისა (EWEA) და ქარის ენერგიის მსოფლიო საბჭოს (GWEC) ინიციატივით დაფუძნდა.

პირველად ეს დღე 2007 წელს აღინიშნა. საერთაშორისო დღის აღნიშვნის მიზანი ქარის ენერგიის უზარმაზარი პოტენციალისა და მსოფლიოს ყველა ქვეყანაში ამ დარგის განვითარების აუცილებლობისაკენ საზოგადოებრიობის ყურადღების მიპყრობაა.

ქარის საერთაშორისო დღე

ექსპერტების აზრით, ამ მიმართულების განვითარებამ შეიძლება მრავალი პრობლემა გადაჭრას, მათ შორის – დაზოგოს უზარმაზარი თანხა, რომელიც ყოველწლიურად ენერგეტიკაში იდება.

ქარის ენერგეტიკა, როგორც დარგი, განსაკუთრებით აქტუალურია დღეს, როდესაც ბუნებრივი რესურსების ამოწურვის პრობლემა ისე მწვავეა, როგორც არასდროს, და კაცობრიობა ენერგიის ალტერნატიულ წყაროებს ითვისებს.

ქარის ენერგეტიკული დანადგარები დღეს წარმატებით მოქმედებს მსოფლიოს 80-მდე ქვეყანაში, ხოლო ქარის ენერგიის წარმოებაზე ათასობით ადამიანი მუშაობს.

ევროპის ქარის ენერგეტიკის ასოციაციის განცხადებით, 2050 წლისთვის ევროკავშირის მიერ მოხმარებული ელექტროენერგიის ნახევარი ქარის ენერგიისგან იქნება წარმოებული.

საქართველოში

ენერგიის ალტერნატიულ წყაროებზე გადასვლის ტენდენცია მთელ მსოფლიოში შეინიშნება. ბოლო წლებში აქტიურად მუშაობს ამ მიმართულებით საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროც.

ამჟამად საქართველოში, გორში ერთი ქარის სადგურია – „ქართლი“, რომლის სიმძლავრეც 20 მგვტ-ია.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო 2020 წლისთვის 270 მგვტ საერთო სიმძლავრის კიდევ ხუთი ახალი ქარის ელექტროსადგურის ამუშავებას გეგმავდა.

წინასწარი გათვლით, საქართველომ 2020 წლის მიწურულისთვის ქარის ელექტროსადგურებისგან შეიძლება მიიღოს 332 მგვტ, 2025 წლისთვის – 665 მგვტ, 2030 წლისთვის – 1,3 ათასი მგვტ ენერგია.

მითოლოგია

მსოფლიოს ხალხები სხვადასხვა ეპოქაში ეთაყვანებოდნენ ქარის ღმერთებს იმ იმედით, რომ სტიქიის რისხვით გამოწვეულ ნგრევას გადაურჩებოდნენ. ძველ ბერძნულ მითოლოგიაში ქარის სამი ღმერთი არსებობდა – ძმები ბორეუსი (ჩრდილოეთის ქარი), ზეფიქი (დასავლეთის ქარი) და ნოტი (სამხრეთის ქარი). სლავურ მითოლოგიაში ქარების უზენაესი მეუფე სტრიბოგი იყო.

შუმერები ეთაყვანებოდნენ ენლილს, რომლის სახელიც ნიშნავს „ბატონ ქარბუქს“. ძველ ჩინურ მითოლოგიაში ფენგ-პო, ქარის ღმერთი იწოდებოდა „ზეცის სიტყვად და ენად“. ინდუიზმში ქარი – ვაიუ – სამყაროს სუნთქვა, მისი მბრძანებელი იყო და „ცასა და დედამიწას შორის“ სახლობდა.

Тропический шторм Этау в Приморье
© photo: Sputnik / Vitaly An'kov
ტროპიკული შტორმი "ეტაუ"

საინტერესო ფაქტები

ქარის სიჩქარით ყველაზე ძლიერი სმერჩი, რომელიც გინესის რეკორდების წიგნშია შეტანილი, დააფიქსირეს აშშ-ში, ვიჩიტა-ფოლსში 1958 წელს. ქარის მაქსიმალურმა სიჩქარემ 450 კმ/სთ შეადგინა.

ყველაზე ძლიერი ქარი 1996 წლის 10 აპრილს ავსტრალიის კუნძულ ბოროუზე ციკლონ „ოლივიას“ დროს დაფიქსირდა. მისი სიჩქარე 408 კმ/სთ იყო.

Смерч
© CC0 / Pixabay
სმერჩი

მზის სისტემაში ყველაზე სწრაფი ქარი ნეპტუნის ატმოსფეროშია დარეგისტრირებული, იმის მიუხედავად, რომ ეს მზისგან ყველაზე დიდი მანძილით დაშორებული პლანეტაა. ზოგიერთი შეფასებით, მათმა სიჩქარემ შეიძლება 2100 კმ/სთ-ს მიაღწიოს.

40-50 მ/წმ სიჩქარის ქარს შეუძლია ფეხზე მდგომი ადამიანის წაქცევა. ამავე სიჩქარით ეშვებიან პარაშუტისტები. ქარი შეიძლება იყოს არა მხოლოდ ჰორიზონტალური, არამედ ვერტიკალურიც. თუმცა მისი ძალა ჰორიზონტალურზე ასჯერ ნაკლებია.

მასალა მომზადებულია ღია წყაროების გამოყენებით

78
მზის ჩასვლა

6 ივლისს დაბადებულები ზოდიაქო, დახასიათება, რჩევები

0
(განახლებულია 13:32 05.07.2020)
გაეცანით 6 ივლისს დაბადებულ ადამიანთა ინდივიდუალურ დახასიათებას, აღმოაჩინეთ საკუთარი თუ თქვენი ახლობლების ხასიათის ნიშან-თვისებები, მათი ფსიქოლოგიური შტრიხები, ასევე რჩევები სპეციალურად ამ დღეს დაბადებულებისთვის

წარმოგიდგენთ წელიწადის თითოეულ დღეს დაბადებულ ადამიანთა ინდივიდუალურ დახასიათებას - გვერწმუნეთ, დახასიათება ნამდვილად განგაცვიფრებთ

2-11 ივლისი
2-11 ივლისის პერიოდი კირჩხიბის ნიშნის მეორე დეკადას განეკუთვნება.

ამ დეკადას მერკური მართავს. ის ამ პერიოდში დაბადებულებს რთულ ხასიათსა და მოუთმენლობას ანიჭებს. მათი ძლიერი მხარეა ფინანსები.

მნიშვნელოვანი წლებია: 15, 25, 30, 35, 40, 45, 50, 55, 60, 75.

ამ დეკადაში დაბადებულთა სიმბოლოა დუმფარა.

ამ ადამიანებს ყოველთვის აქვთ მკაფიო მიზანი, კარგი ინტუიცია, რაც ეხმარება უსიამოვნებების თავიდან არიდებასა და წარმატებების მიღწევაში. ამ პერიოდში დაბადებულების მთავარი ამოცანაა საკუთარი ძალებისა და უნარების რწმენა. ამის შემდეგ მათი ცხოვრება სხვაგვარად წარიმართება და ახალი ჰორიზონტები გაიხსნება.

6 ივლისს დაბადებულები

6 ივლისს ძალზე დაუცველი და ჯიუტი ადამიანები იბადებიან; მაგრამ, მიუხედავად თავიანთი ემოციურობისა, სულით საკმაოდ ძლიერი და პატივმოყვარენი არიან. ასეთი წინააღმდეგობრივი თვისებებით ხასიათდებიან ისინი. მათი ბავშვობა თავის თავში ჩაკეტილობით ხასიათდება, მაგრამ წლებთან ერთად იცვლებიან. მათი მორცხვობიდან აღარაფერი რჩება, ამის ნაცვლად მოდის ხასიათის სიმტკიცე და მიზანსწრაფულობა. რაც შეეხება პირად ცხოვრება, ხშირად რამდენჯერმე ქორწინდებიან, საწინააღმდეგო სქესის წარმომადგენლებთან პრობლემები საკმარისი აქვთ. კარიერული თვალსაზრისით მათ ცხოვრებას წარმატებული შეიძლება ვუწოდოთ, ფულის გამომუშავება იციან, მაგრამ დახარჯვისას არაეკონომიური არიან.

ამ დღეს დაბადებულები ძალზე მგრძნობიარენი არიან, რაც ცხოვრებაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს. სჯერათ ბედისწერის. ნებისმიერ მოვლენას ან შემთხვევითობას ბედისწერის ნიშნად აღიქვამენ - ასეც უნდა მომხდარიყო, ბედმა ასე ინება. რომელიმე პიროვნების მიმართ ინტერესი თუ გაუჩნდა, უფრო და უფრო ინტერესდებიან ამ პიროვნებით და თან, თავიანთ გრძნობებს არც მალავენ. მათ სურვილებს რაიმე მიზეზი ყოველთვის არა აქვს, ისინი უეცრად ჩნდება და ასევე უეცრად უჩინარდება. თავიანთ მიზანს, იქნება ეს სამუშაო, ადამიანის კეთილგანწყობა, საყვარელი მთელი ძალებით აღწევენ და ხშირად არცთუ პატიოსან მეთოდებს იყენებენ. ძლიერი სურვილების გამო ხანდახან საყვარელ ადამიანებსაც კარგავენ. თუ ადამიანი თავის მიზანს ვერ აღწევს, მაშინვე იჩენს თავს მისი მგრძნობიარე ნატურა თავს.

როგორი დასვენება უყვართ ზოდიაქოს ნიშნებს>>

6 ივლისს დაბადებულები ძალიან მტკივნეულად განიცდიან წარუმატებლობას. მაგრამ, როგორც კი სათაყვანებელ ახალ ობიექტს იპოვიან, მაშინვე ამ ობიექტს მიაპყრობენ მთელ ყურადღებას და სხვა ვერაფერზე ფიქრობენ. ხანდახან, ერთი ადამიანის დევნაში მეორეს კარგავენ. ხშირად მათი სურვილის საგანი ფული ან სექსი ხდება. მათი მოპოვებისთვის ბრძოლაში ისინი ხშირად კარგავენ მეგობრებისა და ახლობლების თვალში რეპუტაციას. დროთა განმავლობაში ამ დღეს დაბადებულები იაზრებენ თავიანთ საქციელს და ნამდვილ ცხოვრებას იწყებენ.

რჩევა
დროთა განმავლობაში ისინი წყვეტენ ფანტაზიების სამყაროში ცხოვრებას, თავიანთი სურვილების მონობას და იაზრებენ, რომ აეს ყველაფერი ადამიანს უფსკრულისკენ მიაქანებს და განვითარების საშუალებას არ აძლევს. მთავარია, რომ ამ დღეს დაბადებულებმა ისწავლონ ცხოვრების, ადამიანების, მეგობრების ნამდვილი დაფასება. მათ ენერგიას საზღვარი არა აქვს და კარგი იქნება, თუ ისინი ამ ენერგიას ცხოვრებისა და ადამიანების სიყვარულისკენ მიმართავენ.

ჯანმრთელობა
6 ივლისს დაბადებულებს უყვართ ცხოვრება, მაგრამ მის საჩუქრებს ყოველთვის არ იყენებენ. მათ უყვართ განმარტოება, ფიქრი, დასვენება. რადგან თავიანთი სურვილების მოთვინიერება უჭირთ, უნდა მოერიდონ ალკოჰოლს, მავნე ჩვევებს, ასევე დაიცვან ზომიერება საკვებში და თან ისე, რომ მეორე უკიდურესობაში არ გადავარდნენ და საერთოდ არ აიკრძალონ კვება.



00:01
/
06:39

 

 

 


Getty Images


რჩევა:
პირველ რიგში, ისწავლეთ საკუთარი თავის მართვა, ავარჯიშეთ ნებისყოფა. ნუ განაწყენდებით წვრილმანებზე. დატკბით ცხოვრებით.

0