ქალთა საერთაშორისო დღე 8 მარტი 2019: ისტორია, ტრადიციები

© Sputnik / Levan Avlabreliქალთა საერთაშორისო დღე 8 მარტი
ქალთა საერთაშორისო დღე 8 მარტი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ქალთა საერთაშორისო დღეს 8 მარტს ყოველწლიურად მრავალ ქვეყანაში ზეიმობენ.

ამ დღის მილოცვას ქალბატონები მამაკაცებისგან მოუთმენლად ელიან, ხოლო ეს უკანასკნელნი მათთვის ძვირფასი ადამიანების გახარებას ცდილობენ.

„Sputnik–საქართველო“ გიამბობთ, როგორ გაჩნდა ქალთა საერთაშორისო დღე, როდის დააწესეს 8 მარტი და მილოცვის როგორი ტრადიციები არსებობს ამ დღეს.

რა სურთ ქალებს - Sputnik საქართველო
რა სურთ ქალებს? თბილისელების გულწრფელი აღსარება

როგორ გაჩნდა ეს დღესასწაული

ქალთა საერთაშორისო დღე შორეულ წარსულში, ერთ-ნახევარი საუკუნის წინ გაჩნდა და მაშინ ის შეიქმნა როგორც ქალების ბრძოლის დღე საკუთარი უფლებებისათვის.

8 მარტის აღნიშვნის ტრადიციას „ცარიელი ქვაბების მარშს“ უკავშირებენ, რომელიც ნიუ-იორკელმა ფეიქარმა ქალებმა 162 წლის წინ სწორედ ამ დღეს მოაწყვეს, თუმცა ეს უკანსკნელი ფაქტი დოკუმენტურად არ დასტურდება.

1875 წელს ქუჩებში გამოსული ქალები ითხოვდნენ თანასწორობას, არჩევნებში მონაწილეობის უფლებას, მამაკაცებთან გათანაბრებულ შრომის ანაზღაურებას და სამუშაო დღის შემცირებას.

მაშინ პოლიციამ დემონსტრანტები დაშალა. ორი წლის შემდეგ ქალებმა საკუთარი ინტერესების დასაცავად პირველი პროფკავშირის შექმნა შეძლეს – იმ დროს ეს დიდი მიღწევა იყო.

კინოფირი - Sputnik საქართველო
სარვამარტო კინოფესტივალი: თბილისში ფემინისტების ფილმებს აჩვენებენ

ნიუ–იორკელმა ქალებმა საკუთარი უფლებები 51 წლის შემდეგ კვლავ დაიცვეს. დემონსტარცია ლოზუნგით „პური და ვარდები“ 1908 წლის 8 მარტს გაიმართა.

15 ათასზე მეტი ქალი მონაწილეობდა დემონსტარაციაში, სადაც პური ეკონომიკური სტაბილურობის სიმბოლო იყო, ხოლო ვარდები – უკეთესი ცხოვრების დონის.

მაისში ამერიკის სოციალისტურმა პარტიამ თებერვლის ბოლო კვირა ქალთა ეროვნულ დღედ გამოაცხადა.

ქალების მრავალწლიანმა ბრძოლამ შედეგი გამოიღო და მათ ხმის უფლება მიიღეს 1918 წელს გერმანიაში, უნგრეთში, ავსტრიაში და ჩეხოსლოვაკიაში, ხოლო 1920 წელს – აშშ-ში.

ქალთა დღე საერთაშორიო დღესასწაულად 1910 წელს კოპენჰაგენში გამართულ ქალთა ფორუმზე გერმანელი კომუნისტის კლარა ცეტკინის ინიციატივით გამოცხადდა.

დავით ქურდიანი დედასთან ერთად - Sputnik საქართველო
დედის დღე საქართველოში: ტრადიციები, საჩუქრები

ქალთა საერთაშორისო დღეს 1911 წლიდან მოყოლებული აქტივისტები სხვადასხვა ქვეყნებიდან მიტინგებსა და მსვლელობებს მართავდნენ, რათა საზოგადოების ყურადღება მიეპყროთ და გენდერული უთანასწორობა აღმოეფხვრათ.

პირველი საერთაშორისო შეთანხმება, რომელმაც ქალი და კაცი თანასწორად გამოაცხადა, გაეროს წესდება გახლდათ. მას ხელი 1945 წელს სან–ფრანცისკოში მოეწერა. 8 მარტის დღესასწაული კი ორგანიზაციამ ოფიციალურად მხოლოდ 30 წლის შემდეგ დააფუძნა და 1975 ქალთა საერთაშორისო წლად გამოაცხადა.

ქალთა საერთაშორისო დღე დღესასწაული და უქმე დღე საბჭოთა კავშირში 1965 წელს გახდა. დროთა განმავლობაში ამ დღესასწაულმა პოლიტიკური ელფერი დაკარგა და უბრალოდ 8 მარტი – ქალთა საერთაშორისო დღე გახდა.

საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ საქართველოში 8 მარტი გააუქმეს, ისევე, როგორც ბევრი სხვა საბჭოთა დღესასწაული.

დღესასწაულისა და არასამუშაო დღის სტატუსი 8 მარტმა 2002 წელს, საქართველოს მეორე პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის დროს დაიბრუნა. ქვეყნის პარლამენტმა ეს გადაწყვეტილება ნინო ბურჯანაძის ინიციატივით მიიღო, რომელსაც მაშინ უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარის თანამდებობა ეჭირა.

თბილისის ქართული სახვითი ხელოვნების მუზეუმი - Sputnik საქართველო
უფასოდ მუზეუმში: დედის დღესთან დაკავშირებით თბილისში ქალებს საჩუქარი ელოდებათ

მილოცვის ტრადიციები
გასული ათწლეულების მანძილზე ყველა ქვეყანაში 8 მარტის მილოცვის საკუთარი ტრადიცია ჩამოყალიბდა. ზოგიერთი სახელმწიფო ქალთა საერთაშორისო დღეს ძალიან მასშტაბურად აღიშნავს, სხვები – არც ისე. მაგრამ ქალებს ამ შესანიშნავ დღეს ყველა ულოცავს – ხელისუფლების წარმომადგენლები, ოჯახის წევრები, კოლეგები, მეგობრები და ახლობლები. ამ დღეს ატარებენ ქალებისადმი მიძღვნილ სხვადასხვა ღონისძიებებებს, მათ შორის კონცერტებს, გამოფენებს, ფლეშმობებს და ა.შ.

ამ დღეს ყველა ქალს მიართმევენ ყვავილებს. ყვავილებიდან 8 მარტს მიღებულია მიმოზების, ნარცისების, ტიტების, იებისა და ყოჩივარდების ჩუქება.

8 მარტს, როგორც წესი, ოჯახურ გარემოში აღნიშნავენ მეგობრებთან და ნათესავებთან ერთად. მამაკაცები ამ დღეს დედებს, მეუღლეებს, სიდედრებს, დებს და ქალიშვილებს ულოცავენ.

აჩუქეთ ქალებს ყვავილები! - Sputnik საქართველო
აჩუქეთ ქალებს ყვავილები!

ეს დღე არც ისე მდიდარია თავისი ტრადიციებით, თუმცა ყველაზე მთავარი მაინც ქალების მიმართ განსაკუთრებული ყურადღების გამოჩენაა.

ქალთა საერთაშორისო დღეს ყველა ცდილობს უთხრას ქალებს თბილი სიტყვები. ინტერნეტშიც ბევრი მისალოცი მოიძებნება, რომლებიც კაცობრიობის ამ  მშვენიერ ნახევარს ეძღვნება.

ძვირფასო ქალებო, „Sputnik საქართველო“ გილოცავთ ქალთა საერთაშორისო დღეს! გაზაფხულის ამ სილამაზის, ქალურობისა და სიყვარულის დღესასწაულზე გვსურს გისურვოთ ყველას მშვიდობა, სიკეთე და სულიერი სითბო. იყავით ბედნიერები, მშვენიერები და აჩუქეთ ირგვლივ მყოფთ ღიმილი!

 

მასალა მომზადებულია ღია წყაროებზე დაყრდნობით.

ყველა ახალი ამბავი
0