სამეფო კარის თამაშები 2019 - როდის გამოვა მერვე სეზონი

© Pixabay / StockSnapარხების ძებნა
არხების ძებნა - Sputnik საქართველო
გამოწერა
„სამეფო კარის თამაშების“ მერვე სეზონის ეკრანზე გამოსვლამდე ორ თვეზე ნაკლები რჩება. პოპულარული ტელესერიალის ბოლო სეზონის პირველ სერიას მაყურებელი ამერიკულ ტელეარხ HBO-ზე 2019 წლის 14 აპრილს იხილავს.

 

„სამეფო კარის თამაშები“ (Game of Thrones) ფენტეზის ჟანრის ამერიკული დრამატული სერიალია, რომელიც ჯორჯ მარტინის ეპიკური ფენტეზის ჟანრის რომანების სერიის „ყინულისა და ცეცხლის სიმღერა“ მოტივებზე არის გადაღებული.

„სამეფო კარის თამაშები“ ეკრანზე პირველად 2011 წლის 17 აპრილს გამოჩნდა და მალევე დაიპყრო  მაყურებლის გული.

სერიალში მოვლენები ათასწლოვანი ისტორიის მქონე გამოგონილ კონტინენტებზე, ვესტეროსსა და ესოსზე ვითარდება. სადაც ძალაუფლებისათვის ერთმანეთს რამდენიმე საგვარეულო ებრძვის.

მერვე სეზონს საფუძვლად ჯორჯ მარტინის ჯერ კიდევ გამოუქვეყნებელი რომანი დაედო. ავტორის გადაწყვეტილებით „ყინულისა და ცეცხლის სიმღერის“ ბოლო წიგნს მკითხველი სერიალის გამოსვლის შემდეგ იხილავს.

„სამეფო კარის თამაშების“ ბოლო სეზონის გადაღება 2017 წლის ოქტომბერში დაიწყო და თითქმის 9 თვე გაგრძელდა.

სეზონი, რომლის ბიუჯეტი 100 მილიონ დოლარს შეადგენს, 6 სერიისგან შედგება. თითოეულის გადაღება შემქმნელებს 15 მილიონ დოლარზე მეტი დაუჯდათ.

რაზე იქნება „სამეფო კარის თამაშების“ მერვე სეზონი

მოსალოდნელია, რომ „სამეფო კარის თამაშების“ ბოლო  სეზონი მეშვიდე  სეზონში განვითარებული მოვლენების  გაგრძელება იქნება და მაყურებელი ისევ  იხილავს სერიალში ტირიონ ლანისტერს, ჯეიმს ლანისტერს, სერსეა ლანისტერს, დენერის ტარგარიენს და ჯონ სნოუს.

მეშვიდე სეზონის ბოლოს თეთრი მოარულების არმიამ დაანგრია კედელი, რომელიც ათასწლეულების მანძილზე ადამიანებს ამ არსებებისგან იცავდა. ახლა თეთრი მოარულების   „შვიდ სამეფოში“ შეღწევას ხელს არაფერი უშლის. ასე რომ  ვესტეროსის ბედი ჯონ სნოუს, დრაკონების დედის, ტირიონის, არიას, ბრანსა და წითელ ქალზეა დამოკიდებული.

როგორ განვითარდება მოვლენები ბოლო სეზონში და რა ელოდებათ სერიალის გმირებს, ამაზე მრავალი მოსაზრება არის გამოთქმული.

გავრცელებული ვერსიების მიხედვით, ახალ სეზონში სამეფოები ღამის მეფეს შეებრძოლებიან.  თუმცა სერსეა, სავარაუდოდ მათ არ შეუერთდება. ის შეეცდება შექმნილი სიტუაცია სათავისოდ გამოიყენოს. თანაც  დედოფალი, რომელიც უკვე არავის ენდობა, დაქირავებული მებრძოლების არმიის შეკრებას დაგეგმავს.

ჯონს და დენერისს კი ელოდებათ გაიგონ ვინ არის მათ შორის რკინის ტახტის ნამდვილი მემკვიდრე.  საუბარია იმზეც, რომ თეთრ მოარულებთან მასშტაბური შეტაკება ვინტერფელდის ციხესიმაგრეში მოხდება, შედეგად ის მთლიანად დაიწვება.

რომელი გავრცელებული ვერსია აღმოჩნდება რეალობასთან ახლოს, ამას მაყურებელი მერვე სეზონის ეკრანებზე გამოსვლის შემდეგ შეიტყობს. ტელეკომპანია НBO –ს მიერ გამოქვეყნებულ სერიალის ბოლო სეზონის  ოფიციალურ ანონსში კი მხოლოდ სტარკები ჩანან.

 

მასალა მომზადებულია  ღია წყაროებზე დაყრდნობით.

ყველა ახალი ამბავი
0