დღეს ელიაობაა

CC BY-SA 2.5 / Wikipedia/ Joe Freeman / ელიას ქანდაკება ელიას გამოქვაბულშიელიას ქანდაკება ელიას გამოქვაბულში
ელიას ქანდაკება ელიას გამოქვაბულში - Sputnik საქართველო
გამოწერა
ელია ამინდის ღვთაება, წვიმა-სეტყვისა და ჭექა-ქუხილის განმგებელია. ხალხური წარმოდგენით, იგი ცაში ეტლზე დაბრძანებული დაქრის, ბრმა არის და ზოგჯერ უადგილო ადგილას მოუვლენს სეტყვას.

ელიაობა ყოველწლიურად 2 აგვისტოს აღინიშნება. ამ დღეს განსაკუთრებულად ზეიმობენ დედოფლისწყაროში, სადაც ელიას მთაზე წმიდა ილია თესბიტელის სახელობის ტაძარი მე-6 საუკუნიდან არსებობს.  ტაძარში წირვა-ლოცვა აღევლინება. ხალხი ელიაზე ღამეს ათევს. მრევლი სპეციალურად ამ დღისთვის დედოფლისწყაროში საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან ჩადის.

საინტერესოა, რომ წმ. ილიას სახელობის ტაძრის შესახებ ერთადერთი წერილობითი ცნობა შემოგვინახა ალექსანდრე დიუმამ, რომელსაც ელიას კლდე უნახავს 1858 წელს კავკასიასა და საქართველოში მოგზაურობის დროს და მოკლე ჩანაწერიც გაუკეთებია: „თამარ მეფის ციხიდან ექვსი ვერსის დაშორებით აღიმართება კიდევ ერთი მთა, რომლის შესახებ გადმოცემა არსებობს. ამ მთას ელიას მთა ჰქვია, ძირს მლაშე ტბა ევლება. შუა მთაში გამოჭრილ ფართო მღვიმეში აშენებულია სამრეკლო, სადაც ხშირად დადიან მცხოვრებლები. გადმოცემა ამბობს, რომ ამ მღვიმეში ილია წინასწარმეტყველისთვის ყორანს საჭმელი მიჰქონდა და რომ მან თავისი წამოსასხამი თავის მოწაფეს ელისეს დაუტოვა, თვითონ კი მთის მწვერვალიდან ცაში ამაღლდა" (ა.დიუმა. კავკასია, თბილისი, 1970, გვ. 259_260). 

CC BY 2.0 / James St. John / Hailstonesსეტყვა
სეტყვა - Sputnik საქართველო
სეტყვა

 საეკლესიო კალენდარი ამ დღეს წმ. ილია (ელია)  წინასწარმეტყველს, იგივე თესბიტელს მოიხსენიებს. ის  ქრისტეს მოსვლამდე IX ს-ში პალესტინის ქალაქ თესბიტში ცხოვრობდა.  წმ. ილია ისრაელის ერთ-ერთი უდიდესი წინასწარმეტყველი გახდა.  იგი მეფე აქაბის დროს მოღვაწეობდა.  მეფე აქაბის დროს, რომელმაც ჭეშმარიტ ღმერთს უღალატა და მის ნაცვლად წარმართული კერპი აღმართა, დასასჯელად ისრაელს სამწლიანი გვალვა მოევლინა, თავად წმ. ილია კი ღვთის მითითებით უდაბნოში მთის ნაკადულთან იმალებოდა, სადაც მასთან ყორნებს დილა-საღამოს პური და ხორცი მიჰქონდათ. ქვეყანას საშინელი გვალვა და შიმშილი დაატყდა თავს. ხალხმა ნელ-ნელა ჭეშმარიტი ღმერთის გახსენება დაიწყო. წმ. ილია ავიდა მთაზე და ღმერთს მხურვალედ ევედრებოდა, წვიმა მოევლინა. შვიდგზის ლოცვის შემდეგ მოვიდა ნანატრი წვიმა. ასე დასრულდა ისრაელში სამწლიანი გვალვა.

 ამინდის შეცვლასთან დაკავშირებული წეს-ჩვეულებებისა და რწმენა-წარმოდგენებით, ელია  ამინდის ღვთაება, წვიმა-სეტყვისა და ჭექა-ქუხილის განმგებელია. ხალხური წარმოდგენით, იგი ცაში ეტლზე დაბრძანებული დაქრის, ბრმა არის და ზოგჯერ უადგილო ადგილას მოუვლენს სეტყვას. ამიტომ, სეტყვის ღრუბელი რომ გამოჩნდებოდა, თოფის სროლასა და ზარების რეკვას ატეხდნენ: ელია გაიგონებს, მიხვდება, აქ სოფელია და დაგვიფარავსო. ხალხმა წარმართული ღვთაება ცად ამაღლებულ ბიბლიურ წინასწარმეტყველ წმ. ილიას (ელია)  დაუკავშირა.

© MAURICE WOLFცხვარი თუშეთში
ცხვარი თუშეთში - Sputnik საქართველო
ცხვარი თუშეთში

ელიაობის ტრადიციული შესაწირავია: თხა, ციკანი, იცოდნენ მამლების შეფრენაც, ეკლესიასა თუ სალოცავში მიჰქონდათ რიტუალური პურები.  ამ სახით, წვიმის და ჭექა — ქუხილის ღმერთს გაუსაძლისი გვალვის დროს, მოსავლის გადასარჩენად წვიმის მოსვლას შესთხოვდნენ. უძველესი ტრადიცია, წმინდა სალოცავისთვის საკლავის შეწირვის სახით, დედოფლისწყაროში დღემდეა შემორჩენილი.

ხატია გიგოლაშვილი


ყველა ახალი ამბავი
0