დღეს ვლაქერნობაა - სახალხო დღესასწაული ზუგდიდში

© photo: Sputnik / Balabanov / გადასვლა მედიაბანკშიღვთისმშობლის ხატი
ღვთისმშობლის ხატი - Sputnik საქართველო
გამოწერა
15 ივლისი - ეს ის დღეა, როცა მართლმადიდებლური ეკლესია აღნიშნავს ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის სამოსლის ვლაქერნაში დადების დღესასწაულს.

ყოველი წლის 15 ივლისს ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის კვართის შემოსვის მსოფლიო დღეს, ზუგდიდის ვლაქერნის ღვთისმშობლის სახელობის საკათედრო ტაძარში ტარდება წირვა-ლოცვა,დადიანების სასახლეთა ისტორიულ–არქიტექტურული მუზეუმიდან კვართს გადმოაბრძანებენ. მომლოცველებს მთელი დღის განმავლობაში აქვთ შესაძლებლობა, ემთხვიონ საქრისტიანოს ამ უდიდეს სიწმინდეს. დღესასწაულზე კვართზე სამთხვევად ჩამოდის მთელი მსოფლიოს მართლმადიდებლური მრევლი.

CC BY-SA 2.0 / Flickr/ Silber_Mel / Dadiani Palazzioდადიანების სასახლე ზუგდიდში
დადიანების სასახლე ზუგდიდში - Sputnik საქართველო
დადიანების სასახლე ზუგდიდში

ვლაქერნა კონსტანტინეპოლში ზღვისპირა ადგილია, სადაც ქრისტიანული სამყაროს ეს დიდი დღესასწაული დამკვიდრდა — მაცხოვრის დედის შესამოსელისათვის საგანგებოდ აშენებულ ტაძარში მისი პატიოსანი სამოსლის დადებასთან დაკავშირებით. კერძოდ, 458 წლის 15 ივლისს კონსტანტინეპოლელმა პატრიარქმა გენადიმ ახალ კიდობანში ჩაბრძანებული სიწმინდე შესაფერისი პატივით დააბრძანა ტაძარში. შემდგომში, ღვთისმშობლის პატიოსანი სამოსლის კიდობანში ჩააბრძანეს მისი წმინდა ომოფორი და სარტყლის ნაწილიც. მას შემდეგ კი, რაც ოსმალებმა ბიზანტია დაიპყრეს, უდიდესმა სიწმინდეებმა სამეგრელოში გადაინაცვლეს და დადიანების საგვარეულო საგანძურში დაივანეს.

ამჟამად ვლაქერნის ღვთისმშობლის სასწაულმოქმედი ხატი საქართველოს ხელოვნების მუზეუმში ინახება. ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის კვართი — ზუგდიდში, ისტორიულ მუზეუმში. მორწმუნეებს წელიწადში მხოლოდ ერთხელ, 15 ივლისს აქვთ საშუალება მიეახლონ და თაყვანი სცენ მას.

ვლაქერნობა საერთო-სახალხო დღესასწაულად საქართველოში კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის ლოცვა-კურთხევით გამოცხადდა: "ღვთისმშობლის პერანგი უდიდესი სიწმინდეა მთელი ქრისტიანული სამყაროსი, ამიტომაც მიგვაჩნია, რომ ეს დღე უნდა აღინიშნებოდეს არა მარტო საეკლესიო დღესაწაულის სახით, არამედ იგი უნდა იქცეს საერთო-სახალხო ეროვნულ ზეიმად".

 

მოამზადა ხატია გიგოლაშვილმა

 

 

ყველა ახალი ამბავი
0