როდის დაიწყება 2016 წლის რიოს ოლიმპიადა?

© сайт МОКოლიმპიური ჩირაღდანი
ოლიმპიური ჩირაღდანი - Sputnik საქართველო
გამოწერა
XXXI ზაფხულის ოლიმპიური თამაშები რიო-დე-ჟანეიროში 5-21 აგვისტოს გაიმართება.

თბილისი, 5 ივლისი — Sputnik. ოლიმპიადაში არა მარტო რიო იქნება ჩართული. საფეხბურთო ტურნირი ქვეყნის კიდევ ოთხ ქალაქში: ბელუ-ორიზონტიში, ბრაზილიაში, სალვადორესა და სან-პაულუში გაიმართება.

აღსანიშნავია, რომ ოლიმპიური თამაშები პირველია სამხრეთ ამერიკაში და მეორეა ლათინურ ამერიკაში (მეხიკოს 1968 წლის ოლიმპიადის შემდეგ).

ოლიმპიადაზე მედლების კომპლექტების რეკორდული რაოდენობა — 301-  გათამაშდება. მოსალოდნელია, რომ შეჯიბრებებში მონაწილეობას ქვეყნების რეკორდული რაოდენობა — 206 — მიიღებს. გარდა ამისა, ოლიმპიურ თამაშებზე პირველად გამოვლენ   კოსოვოსა და სამხრეთ სუდანის წარმომადგენლები.

2009 წლის ოქტომბერში გამართული საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის სხდომის გაადწყვეტილებით, ილიმპიური თამაშების პროგრამაში რაგბი-7  და გოლფი დაემატა.

Sputnik-ი რიოს ოლიმპიადაზე ეროვნული ნაკრებების შესახებ მოგითხრობთ - Sputnik საქართველო
Sputnik-ი რიოს ოლიმპიადაზე ეროვნული ნაკრებების შესახებ მოგითხრობთ

თავიდან, XXXI საზაფხულო ოლიმპიური თამაშების გამართვაზე განაცხადი ბაქომ (აზერბაიჯანი), დოჰამ (ყატარი), მადრიდმა (ესპანეთი), პრაღამ (ჩეხეთი), რიო-დე-ჟანეირომ (ბრაზილია), ტოკიომ (იაპონია), ჩიკაგომ (აშშ) და სანკტ-პეტერბურგმა (რუსეთი) შეიტანა. იმის გამო, რომ რუსეთმა სოჭში ზამთრის თამაშების ჩატარების უფლება მოიპოვა, პიტერმა თავისი განაცხადა მოხსნა.

პრეტენდენტ-ქალაქების შორტ-ლისტში რიო, მადრიდი, ტოკიო და ჩიკაგო მოხვდნენ. გამარჯვებულის გამოსავლენად ხმის მიცემის სამივე ტურის გამოყენება გახდა აუცილებელი. დასკვნით ტურზე რიო-დე-ჟანეირომ მადრიდს ანგარიშით 66:32 მოუგო.

რიოს თამაშების სიმბოლოები — ტომი და ვინისიუსი გახდნენ, რომელიც ბრაზილიის ფლორასა და ფაუნას გამოხატავენ.

ვინისიუსი ყვითელი ფერისაა და კატას ჰგავს.

ტომი — ფლორის ერთგვარად კრებითი ფორმაა. ეს მწვანე და ცისფერ ფერებში გადაწყვეტილი მცენარეა, რომელსაც როგორც ყვავილის, ისე ხის მახასიათებლები აქვს.

ბრაზილიაში ოლიმპიური ცეცხლი 3 მაისს ჩავიდა, საიდანაც ესტაფეტის ბრაზილიური ნაწილი დაიწყო. მის ფარგლებში ოლიმპიური ცეცხლი 300-ზე მეტ ქალაქს, მათ შორის, ბრაზილიურ ყველა შტატს მოივლის. ესტაფეტა 5 აგვისტოს, ოლიმპიური თამაშების გახსნის ცერემონიაზე დასრულდება, რომელიც „მარაკანას“ სტადიონზე გაიმართება.

ოლიმპიურ თამაშებზე საქართველო სპორტის 12 სახეობაში 38 ათლეტით იქნება წარმოდგენილი.

ყველა ახალი ამბავი
0