20 ივნისს იძულებით გადაადგილებულთა მსოფლიო დღე აღინიშნება

გამოწერა
იძულებით გადაადგილებულთა მსოფლიო დღე გაეროს გენერალურმა ასამბლეამ 2001 წელს დააწესა. ამჟამად მსოფლიოში დაახლოებით 20 მლნ ლტოლვილია.

თბილისი, 20 ივნისი — Sputnik. გაეროს გენერალური ასამბლეის ინიციატივით, ლტოლვილთა მსოფლიო დღე ყოველწლიურად 20 ივნისს აღინიშნება.

ომების, დევნის ან სიცოცხლის საფრთხის გამო მშობლიურ ადგილებს ყოველ წუთში რვა ადამიანი ტოვებს.

ლტოლვილები - Sputnik საქართველო
გერმანიაში ლტოლვილების მიღების მსურველთა რაოდენობა მცირდება

არსებობს იძულებით გადაადგილებული პირების რამდენიმე კატეგორია: ლტოლვილები, თავშესაფრის მძებნელი პირები, ქვეყნის შიგნით გადაადგილებული პირები, მოქალაქეობის არმქონე პირები, რეპატრიანტები ან პირები, რომლებიც უკან ბრუნდებიან.

ამჟამად მსოფლიოში დაახლოებით 20 მილიონი ლტოლვილი და თითქმის 40 მლნ თავისი ქვეყნის ტერიტორიაზე გადაადგილებული პირია. გაეროს მონაცემებით, იძულებით გადაადგილებული პირების ნახევარი 18 წლამდე ასაკისაა.

მე-20 საუკუნის შუა წლებში საერთაშორისო დახმარება მთელს მსოფლიოში 1,2 მილიონზე მეტ იძულებით გადაადგილებულ პირს სჭირდებოდა, მათ შორის 350 ათას იძულებით გადაადგილებულ პირს ევროპაში, რომელიც ჯერ კიდევ მეორე მსოფლიო ომის შედეგებს ებრძოდა.

გაერომ აღიარა პასუხისმგებლობა ლტოლვილთა საქმეების გამო და 1950 წელს გენერალურმა ასამბლეამ ლტოლვილთა საკითხებში გაეროს უმაღლესი კომისრის სამმართველო დააწესა, რომელიც საქმიანობას 1951 წლის 1 იანვარს შეუდგა.

რეჯეფ თაიიფ ერდოღანი - Sputnik საქართველო
ერდოღანმა სირიის ჩრდილოეთში ლტოლვილთა ქალაქის აშენების წინადადება წამოაყენა

1951 წელს გაეროს ლტოლვილთა საკითხებში უმაღლესი კომისრის სამმართველო კონვენციის „ლტოლვილთა სტატუსის შესახებ“ რატიფიკაციის წინადადებით გამოვიდა, რომელშიც განსაზღვრული იმ ადამიანების უფლებები, რომლებიც იძულებით ტოვებენ საკუთარ სახლებს, და სახელმწიფოს ვალდებულებები ასეთი ადამიანების მიმართ. ამჟამად კონვენციის მონაწილე 145 ქვეყანაა. 

2014 წლის მონაცემებით, საქართველოში სხვადასხვა ქვეყნიდან შემოსული 357 ლტოლვილი იყო. მას შემდეგ მათი რაოდენობა შეიცვალა, მაგრამ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს მონაცემები ჯერჯერობით არ გაუვრცელებია.

ბოლო წლებში საქართველოში ლტოლვილის სტატუსი მიიღეს უკრაინის, ერაყისა და სირიის მცხოვრებლებმა, რომლებმაც, ამ ქვეყნებში ბოლო დროს განვითარებული მოვლენების გამო, ეს ქვეყნები დატოვეს.
რაც შეეხება იძულებით გადაადგილებულ პირებს საქართველოში, მათი რიცხვი ამჟამად 159 ათასზე მეტია.

ყველა ახალი ამბავი
0