2 აპრილი — აუტიზმის ცნობადობის ამაღლების მსოფლიო დღე

© Семейный архивაუტისტ ანა ბეთლემიშვილის ნახატი
აუტისტ ანა ბეთლემიშვილის ნახატი - Sputnik საქართველო
გამოწერა
გთავაზობთ საცნობარო ინფორმაციას.

თბილისი, 2 აპრილი — Sputnik. აუტიზმის ცნობადობის მსოფლიო დღე (World Autism Awareness Day) ყოველწლიურად 2 აპრილს აღინიშნება. ეს დღეს გაეროს გენერალური ასამბლეის 2007 წლის 18 დეკემბრის რეზოლუციით დადგინდა, რომელშიც გამოთქმული იყო შეშფოთება აუტისტი ბავშვების რაოდენობის ზრდის გამო.

აუტიზმი — ეს განვითარების გამუდმებული რღვევაა, რომელიც სიცოცხლის პირველი სამი წლის განმავლობაში ვლინდება და ნევროლოგიური აშლილობის შედეგად მიიჩნევა, რაც ტვინის ფუნქციონირებაზე აისახება. აუტიზმი ძირითადად ბავშვებში ვლინდება — სქესის, რასისა და სოციალურ–ეკონომიკური მდგომარეობის მიუხედავად. აუტიზმს ახასიათებს უნიკალური თავისებურებები სოციალური ურთიერთქმედების კუთხით, სირთულე ყოველდღიურ ურთიერთობებში და გრძნობათა ორგანოების მიერ ინფორმაციის დამუშავების არასტანდარტული მეთოდი.

ოპერის თეატრი - Sputnik საქართველო
თბილისში აუტისტების მხარდასაჭერი კონცერტი ჩატარდება

აუტისტი ბავშვების ქცევა ხასიათდება მკაცრი სტერეოტიპულობით — დაწყებული ელემენტარული მოძრაობების მრავალჯერადი გამეორებით (ხელების ქნევა თუ ადგილზე ხტომა), დასრულებული რთული რიტუალებით, ხშირად სულაც დესტრუქციით (აგრესია, თვითდაზიანება, ყვირილი, ნეგატივიზმი).

აშშ–ის ჯანდაცვის ორგანოების მონაცემებით, აუტისტური სპექტრის დარღვევა მსო,ფლიოში 68–დან ერთ ბავშვში გვხვდება.

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მონაცემებით, აუტისტი ბავშვების რაოდენობაწელიწადში 13%-ით იზრდება.

აუტიზმის გამომწვევი მიზეზების კვლევა დღემდე მიმდინარეობს. ძირითად მიზეზებად სახელდება გენეტიკა და ეკოლოგია, ანუ მემკვიდრეობითობა და გარემოს გავლენა.

აუტიზმის ადრეულ ასაკში დიაგნოსტიკასა და გამოკვლევებს სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს ადამიანის შემდგომი ზრდისა და განვითარებისთვის. სამკურნალოდ გამოიყენება ფსიქოლოგიური კორექციის ინდივიდუალური პროგრამები.

2016 წელს აუტიზმის პრობლემაზე ინფორმაციის გავრცელების დღე ეძღვნება თემას „აუტიზმი და დღის წესიგი 2030 წლამდე: ინკლუმზიურობა და ნეირომრავალფეროვნება“.

ნეირომრავალფეროვნების იდეა ეწინააღმდეგება მაპათოლოგიზირებელ მოდელს. ამ იდეის მხარდამჭერების აზრით, აუტისტები ავადმყოფები კი არ არიან, არამედ სხვაგვარად არიან მოწყობილები. მათ ტვინს სხვა ფარული მექანიზმები აქვს და სხვაგვარად ფიქრობენ.

ავსტრიელმა და იტალიელმა ფსიქოლოგებმა უარყვეს გავრცელებული მითი აუტისტების ამორალობასა და ასოციალურობაზე. ფსიქოლოგიურმა ექსპერიმენტებმა აჩვენა, რომ ამ სინდრომის მატარებლები არ არიან სოციოპათები და ასოციალურები. მეცნიერების აზრით, პირიქით, აუტისტები ხშირად ავლენენ ემპათიას, საკუთარ თავს სხვა ადამიანების ადგილზე აყენებენ და მაქსიმალურად ცდილობენ, ტკივილი და ზიანი არ მიაყენონ სხვას.

ყველა ახალი ამბავი
0