რომელი ქართველი სპორტსმენები იასპარეზებენ დღეს ოლიმპიადაზე

© photo: Sputnik / Vladimir Astapkovich / გადასვლა მედიაბანკშიტოკიოს ოლიმპიადის გახსნის ცერემონია
ტოკიოს ოლიმპიადის გახსნის ცერემონია - Sputnik საქართველო, 1920, 31.07.2021
გამოწერა
ტოკიოს ოლიმპიადის მერვე დღეს, 31 ივლისს, საქართველოს ნაკრებს წარადგენს ორი სპორტსმენი - ბაჩანა ხორავა (სიგრძეზე ხტომა) და ანტონ პლესნოი (ძალოსნობა).

ანტონ პლესნოი - ძალოსნობა (-96 კგ)

© photo: Sputnik / Alexey Filippov / გადასვლა მედიაბანკშიАнтон Плесной (Грузия) выступает на чемпионате Европы по тяжелой атлетике
Антон Плесной (Грузия) выступает на чемпионате Европы по тяжелой атлетике - Sputnik საქართველო, 1920, 24.08.2021
Антон Плесной (Грузия) выступает на чемпионате Европы по тяжелой атлетике
ანტონ პლესნოი - ძალოსნობა
რიო-დე-ჟანეიროს ოლიმპიადაზე (2016) ქართველმა ძალოსნებმა ორი მესალი მოიპოვეს - ლაშა ტალახაძე ჩემპიონი გახდა, ხოლო ირაკლი თურმანიძემ ამავე წონით კატეგორიაში (+105 კგ) ბრინჯაო მოიპოვა. იმაში, რომ ლაშა ტალახაძე კვლავ კვარცხლბეკზე ავა, არავის ეჭვი არ ეპარება, ხოლო მეორე მედლის მოპოვებას საქართველოსთვის ანტონ პლესნოი შეეცდება.
ანტონ პლესნოი - Sputnik საქართველო, 1920, 10.04.2021
ევროპის ჩემპიონატზე ანტონ პლესნოიმ საქართველოს ოქროს მედალი მოუტანა
როგორც ხშირად ხდება სპორტის სამყაროში, სხვადასხვა გარემოებების გამო სპორტსმენებს ნაკრების გამოცვლა უწევთ. პლესნოის უკრაინულ ნაკრებში გარკვეული პრობლემები შეექმნა და ძალოსანმა ასპარეზობა საქართველოს ნაკრებში დაიწყო. თანაც ძალიან წარმატებულად.
ევროპის ბოლო ჩემპიონატზე მოსკოვში პლესნოიმ მოიპოვა ოქროს მედალი, რომელიც 2019 წლის კონტინენტური პირველობის ბრინჯაოს დაემატა. იმავე 2019 წელს პლესნოი გახდა მესამე მსოფლიო ჩემპიონატზე, რომელიც ტაილანდში გაიმართა. ამ შედეგებით საქართველოს ამ წონით კატეგორიაში მედლის აღების დიდი შანსი აქვს.

ბაჩანა ხორავა - მძლეოსნობა (სიგრძეზე ხტომა)

ბაჩანა ხორავა - მძლეოსნობა (სიგრძეზე ხტომა)
28 წლის ბაჩანა ხორავასთვის ტოკიოს ოლიმპიადა მეორეა კარიერაში. რიო-დე-ჟანეიროს თამაშებზე მან აჩვენა შედეგი 7,77 მ, მაფრამ ეს ფინალში მოსახვედრად საკმარისი არ აღმოჩნდა.
ხორავას ტოკიოს ოლიმპიადაზე კვალიფიკაცია არ გაუვლია, მან თამაშებზე მონაწილეობის უფლება კვოტით მიიღო.
ხორავას საუკეთესო შედეგებია -  სტადიონზე 8,02 მ და 8,25 მ დახურულ არენაზე, რაც საქართველოს ეროვნულ რეკორდს წარმოადგენს.
ყველა ახალი ამბავი
0