ტოკიოს ოლიმპიადა: ტატო გრიგალაშვილმა ზედიზედ ორჯერ მოიგო - ქართველი მეოთხედფინალშია

© photo: Georgian Judo Federation / FBტატო გრიგალაშვილი
ტატო გრიგალაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 27.07.2021
გამოწერა
გრიგალაშვილმა საწყისი ეტაპის ორივე შეხვედრაში სუფთა გამარჯვება იზეიმა. 21 წლის ქართველი ძიუდოისტი მეოთხედფინალში მონღოლ სპორტსმენს საედ მოლაეის შეხვდება.
თბილისი, 27 ივლისი - Sputnik. ახალგაზრდა ქართველმა ძიუდოისტმა ტატო გრიგალაშვილმა ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე ზედიზედ ორი შეხვედრა მოიგო და მეოთხედფინალურ ეტაპზე გავიდა.
ლაშა შავდათუაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 26.07.2021
საქართველოს ნაკრების მესამე დღე ტოკიოს ოლიმპიადაზე – შედეგები
გრიგალაშვილი, რომელიც 81 კილოგრამ წონით კატეგორიაში ასპარეზობს, თავდაპირველად ტაჯიკეთის წარმომადგენელ აკმალ მუროდოვს დაუპირისპირდა. შეხვედრა სრულად ფავორიტის, ანუ ტატოს უპირატესობით წარიმართა. ქართველმა სპორტსმენმა მეტოქის წინააღმდეგ ჯერ ვაზარი მოიპოვა, შემდეგ კი პარტერში აქტიურობის შედეგად მტკივნეული ილეთით დაასრულა შეხვედრა.
მეოთხედფინალში გასასვლელად ტატოს სამხრეთკორეელ სუნგჰო ლისთან მოუწია დაპირისპირება. აღსანიშნავია, რომ აზიელ სპორტსმენს ძირითადად გრიგალაშვილისგან თავის დაცვა უწევდა. საბოლოოდ ქართველმა ძიუდოისტმა სუფთა გდება შეუსრულა და შემდეგი ეტაპის საგზური ძირითად დროშივე მოიპოვა.
ამ დროისთვის ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე საქართველოს ანგარიშზე ორი მედალია. ოლიმპიადის წინა დღეებში ვერცხლის მედლები მოიპოვეს ძიუდოისტებმა ვაჟა მარგველაშვილმა და ლაშა შავდათუაშვილმა.
ყველა ახალი ამბავი
0