https://sputnik-georgia.com/20210723/tokios-olimpiada-iwyeba-252404270.html
ტოკიოს ოლიმპიადა იწყება – ქართველ სპორტსმენებს მაყურებელი ხვალიდან იხილავს
ტოკიოს ოლიმპიადა იწყება – ქართველ სპორტსმენებს მაყურებელი ხვალიდან იხილავს
Sputnik საქართველო
ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე კორონავირუსის პანდემიის გამო სხვადასხვა შეზღუდვები იმოქმედებს. სპორტულ ღონისძიებებს გულშემატკივარი შეზღუდული რაოდენობით დაესწრება. 23.07.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-07-23T15:51+0400
2021-07-23T15:51+0400
2023-07-20T15:43+0400
სპორტი
ახალი ამბები
საქართველო ტოკიოს ოლიმპიადაზე
საქართველო
მსოფლიოს ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/07/14/252366206_0:326:3043:2047_1920x0_80_0_0_abd7ef3ba2b970dad01ac88257058688.jpg
თბილისი, 23 ივლისი – Sputnik. ტოკიოს ოლიმპიური თამაშები დღეს, თბილისის დროით 15:00 საათზე ოფიციალურად გაიხსნა „ახალ ეროვნულ სტადიონზე“.რიგით 32-ე ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებზე საქართველოდან სპორტის 11 სახეობაში 35 სპორტსმენი გამოვა. ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე საქართველოს ნაკრების მედროშეები მიზანში მსროლელი ნინო სალუქვაძე და ძალოსანი ლაშა ტალახაძე არიან. რაც შეეხება საქართველოს პარალიმპიურ ნაკრებს, იქ მედროშე მოფარიკავე ირმა ხეცურიანია.სპორტული ღონისძიებები ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე ხვალიდან დაიწყება. ოლიმპიადის პირველ დღეს რამდენიმე ქართველ სპორტსმენს ვიხილავთ. 24 ივლისს ძიუდოში საქართველოს მსუბუქ წონაში მოასპარეზე ლუხუმ ჩხვიმიანი წარმოადგენს. ფარიკაობაში საკუთარ ძალებს მოსინჯავს სანდრო ბაზაძე, რომელიც ოლიმპიადაზე უკვე მეორედ წარდგება. ქართველი გულშემატკივარი ასევე იხილავს საქართველოს პირველი ჩოგნის ნიკოლოზ ბასილაშვილის პირველი ეტაპის შეხვედრას. ხვალ იასპარეზებენ ქართველი მოკრივე ესკერხან მადიევი და 400 მეტრზე თავისუფალი სტილით მოცურავე ირაკლი რევიშვილიც.ტოკიოს ოლიმპიური თამაშები წინა წლის ზაფხულს უნდა ჩატარებულიყო, მაგრამ კორონავირუსის პანდემიის გამო ორგანიზატორებმა ტურნირი გადადეს.დასახელდა ტოკიოს ოლიმპიადაზე საქართველოს ნაკრების მედროშეები>>აღსანიშნავია, რომ ტოკიოში სპორტული შეჯიბრებები 42 მოედანზე გაიმართება, რაც რეკორდული მაჩვენებელია. ოლიმპიადაში მსოფლიოს 206 ქვეყნის 12,5 ათასი სპორტსმენი მონაწილეობს. პროგრამაში წარმოდგენილია სპორტის 33 სახეობა, რომლებშიც 339 ოლიმპიური მედალი გათამაშდება.
https://sputnik-georgia.com/20210714/tokios-olimpiadaze-qarTveli-sportsmenebis-gamosvlis-ganrigi-cnobilia-252319732.html
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/07/14/252366206_0:134:3043:2047_1920x0_80_0_0_443875ce83e6c48f446b5f08396be8e2.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
სპორტი, ახალი ამბები, საქართველო ტოკიოს ოლიმპიადაზე, საქართველო, მსოფლიოს ახალი ამბები
სპორტი, ახალი ამბები, საქართველო ტოკიოს ოლიმპიადაზე, საქართველო, მსოფლიოს ახალი ამბები
ტოკიოს ოლიმპიადა იწყება – ქართველ სპორტსმენებს მაყურებელი ხვალიდან იხილავს
15:51 23.07.2021 (განახლებულია: 15:43 20.07.2023) ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე კორონავირუსის პანდემიის გამო სხვადასხვა შეზღუდვები იმოქმედებს. სპორტულ ღონისძიებებს გულშემატკივარი შეზღუდული რაოდენობით დაესწრება.
თბილისი, 23 ივლისი – Sputnik. ტოკიოს ოლიმპიური თამაშები დღეს, თბილისის დროით 15:00 საათზე ოფიციალურად გაიხსნა „ახალ ეროვნულ სტადიონზე“.
რიგით 32-ე ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებზე საქართველოდან სპორტის 11 სახეობაში 35 სპორტსმენი გამოვა. ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე საქართველოს ნაკრების მედროშეები მიზანში მსროლელი ნინო სალუქვაძე და ძალოსანი ლაშა ტალახაძე არიან. რაც შეეხება საქართველოს პარალიმპიურ ნაკრებს, იქ მედროშე მოფარიკავე ირმა ხეცურიანია.
სპორტული ღონისძიებები ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე ხვალიდან დაიწყება. ოლიმპიადის პირველ დღეს რამდენიმე ქართველ სპორტსმენს ვიხილავთ. 24 ივლისს ძიუდოში საქართველოს მსუბუქ წონაში მოასპარეზე ლუხუმ ჩხვიმიანი წარმოადგენს. ფარიკაობაში საკუთარ ძალებს მოსინჯავს სანდრო ბაზაძე, რომელიც ოლიმპიადაზე უკვე მეორედ წარდგება. ქართველი გულშემატკივარი ასევე იხილავს საქართველოს პირველი ჩოგნის ნიკოლოზ ბასილაშვილის პირველი ეტაპის შეხვედრას. ხვალ იასპარეზებენ ქართველი მოკრივე ესკერხან მადიევი და 400 მეტრზე თავისუფალი სტილით მოცურავე ირაკლი რევიშვილიც.
ტოკიოს ოლიმპიური თამაშები წინა წლის ზაფხულს უნდა ჩატარებულიყო, მაგრამ კორონავირუსის პანდემიის გამო ორგანიზატორებმა ტურნირი გადადეს.
აღსანიშნავია, რომ ტოკიოში სპორტული შეჯიბრებები 42 მოედანზე გაიმართება, რაც რეკორდული მაჩვენებელია. ოლიმპიადაში მსოფლიოს 206 ქვეყნის 12,5 ათასი სპორტსმენი მონაწილეობს. პროგრამაში წარმოდგენილია სპორტის 33 სახეობა, რომლებშიც 339 ოლიმპიური მედალი გათამაშდება.