ჭადრაკი: ძაგნიძისა და ბაციაშვილის წარმატება მსოფლიო თასზე

© Facebook / World Chess Federationნანა ძაგნიძე
ნანა ძაგნიძე - Sputnik საქართველო, 1920, 21.07.2021
გამოწერა
ქალთა მსოფლიო თასის საპრიზო ფონდი 676.250 დოლარია. მსოფლიო ჩემპიონის ტიტულისთვის პრეტენდენტთა ტურნირის საგზურს კი სამი საუკეთესო მონაწილე მიიღებს.
თბილისი, 21 ივლისი – Sputnik. რუსეთის ქალაქ სოჭში მიმდინარე მსოფლიო თასზე ქართველი მოჭადრაკეები ნანა ძაგნიძე და ნინო ბაციაშვილი მერვედფინალურ ეტაპზე გავიდნენ.
ჩემპიონატზე მეხუთე ნომრად განთესილმა ძაგნიძემ პირველ წრეში დაისვენა, ხოლო მეორე წრეში ნიდერლანდელ პენგს 2:0 აჯობა, მესამე ეტაპზე ძაგნიძემ ამერიკელი კარისა იაპი დაამარცხა (3:1).
ნანა ძაგნიძე - Sputnik საქართველო, 1920, 23.12.2020
ნანა ძაგნიძე ჭადრაკში ევროპის საკლუბო ჩემპიონატის გამარჯვებულია
ძაგნიძის მსგავსად გათამაშებაში ბაციაშვილიც მეორე წრიდან ჩაერთო, სადაც ბერძენ სტავრულა ცოლაკიდუს შეხვდა და დაამარცხა. შემდეგ ეტაპზე ბაციაშვილმა გამარჯვება პოლონელ იოლანტა ზავადსკასთან მოიპოვა.
შემდეგ შეხვედრებს ძაგნიძე და ბაციაშვილი რუს მოჭადრაკეებთან, შესაბამისად, პოლინა შუვალოვასთან და ვალენტინა გუნინასთან გამართავენ.
აღსანიშნავია, რომ მსოფლიო თასის გათამაშებას უკვე გამოეთიშნენ ლელა ჯავახიშვილი და ბელა ხოტენაშვილი. ასევე ასპარეზობა დააასრულეს ბაადურ ჯობავამ, ლუკა პაიჭაძემ და ლევან ფანცულაიამ.
მსოფლიო თასის მერვედფინალური პარტიები 22-23 ივლისს შედგება, საჭიროების შემთხვევაში ტაი-ბრეიკი კი 24 ივლისსაა დაგეგმილი.
ყველა ახალი ამბავი
0