ლევან მაისაშვილი

„ბორჯღალოსნების" მწვრთნელის მდგომარეობა მძიმეა - ლევან მაისაშვილი კორონავირუსს ებრძვის

68
(განახლებულია 15:43 16.07.2021)
ლევან მაისაშვილი მკურნალობის კურსს სამხრეთ აფრიკაში გადის, სადაც „ბორჯღალოსნებს" ადგილობრივ ნაკრებთან ამხანაგური შეხვედრა ჰქონდათ დაგეგმილი.

თბილისი, 16 ივლისი — Sputnik. საქართველოს რაგბის ნაკრების მთავარი მწვრთნელი ლევან მაისაშვილი კოვიდ-ინფიცირებულია და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა, განაცხადა რაგბის კავშირის პრეზიდენტმა სოსო ტყემალაძემ რადიო Georgian Times-ის გადაცემაში საუბრისას.

საქართველოსა და სამხრეთ აფრიკის რაგბის ნაკრებებს შორის დაგეგმილი მეორე ტესტ-მატჩი, რომელიც სამხრეთ აფრიკაში 9 ივლისს უნდა გამართულიყო, კორონავირუსის ფაქტების გამოვლენის გამო გაუქმდა. ვირუსი ბორჯღალოსანთა რიგებში რამდენიმე ადამიანს დაუდასტურდა, ერთ-ერთი გუნდის მთავარი მწვრთნელი ლევან მაისაშვილია.

გავრცელებული ინფორმაციით, საქართველოს ნაკრების მწვრთნელს ფილტვები აქვს დაზიანებული. მაისაშვილი ამ დროისთვის ნაკრებთან ერთად სამხრეთ აფრიკაში იმყოფება და მკურნალობის კურსს გადის.

„მას ფილტვები საკმაოდ დაზიანებული აქვს და სიცოცხლისთვის იბრძვის. ყველას მოვუწოდებ, რომ მისთვის ილოცონ. ყველაზე მეტად სწორედ ის ფრთხილობდა. აქვე მოვუწოდებ ყველას, რომ ვაქცინაცია აქტიურად გაგრძელდეს", - განაცხადა რაგბის კავშირის პრეზიდენტმა.

საქართველოს რაგბის ნაკრებსა და მსოფლიოს მოქმედ ჩემპიონს შორის პირველი ტესტ–მატჩი, რომელიც 2 ივლისს გაიმართა, სამხრეთ აფრიკის გუნდის გამარჯვებით – 40:09 დასრულდა. სამხრეთ აფრიკასთან განმეორებით შეხვედრასთან ერთად, 17 ივლისს თბილისში დაგეგმილი შოტლანდიასთან მატჩიც გაუქმდა.

68
თემები:
სპორტის ამბები (1180)
ევროპის მოედანი

მივიღებთ უმკაცრეს გადაწყვეტილებებს! - მძლეოსნობის ფედერაციის საგანგებო განცხადება

68
(განახლებულია 20:47 03.08.2021)
მძლეოსნობის ფედერაციაში აცხადებენ, რომ სპორტსმენის საქართველოში დაბრუნებისთანავე სხდომა გაიმართება, სადაც მომხდარს მწვრთნელებთან და გუნდის სხვა წევრებთან ერთად განიხილავენ.

თბილისი, 3 აგვისტო - Sputnik. საქართველოს მძლეოსნობის ეროვნული ფედერაცია ქართველი მძლეოსანის ბენიკ აბრამიანის ოლიმპიური თამაშებიდან მოხსნის ფაქტთან დაკავშირებით საგანგებო განცხადებას ავრცელებს

საქართველოს ოლიმპიური ნაკრების წევრი ბირთვის კვრაში ბენიკ აბრამიანი დღეს ანტისადოპინგო წესების დარღვევისთვის ოლიმპიური თამაშებიდან მოიხსნა. გავრცელებული ინფორმაციით, მას ორგანიზმში აკრძალული სტეროიდები აღმოაჩნდა.

როგორც ფედერაციაში აცხადებენ, ბენიკ აბრამიანს დოპინგზე ბოლო საკონტროლო შემოწმება მიმდინარე წლის 1 ივლისს ჩაუტარდა, რა დროსაც მას აკრძალულ პრეპარატებზე უარყოფითი პასუხი გამოუვლინდა. აღნიშნულ ფაქტს ფედერაცია უკვე სწავლობს და ტოკიოდან დაბრუნებისთანავე საკითხს უშუალოდ სპორტსმენთან, მწვრთნელთან და გუნდის სხვა წევრებთან განიხილავენ. ამასთან, ფედერაციის სხდომაზე მომხდარზე მიღებული იქნება უმკაცრესი გადაწყვეტილებები.

„მიუხედავად არაერთგზის ჩატარებული დოპინგ-სემინარისა და სხვა გაფრთხილებისა, მსგავსი ფაქტი ჩვენს სპორტულ ოჯახში მაინც დაფიქსირდა. ვგმობთ მსგავს ქმედებებს სპორტულ სამყაროში. იმედია ეს იქნება ბოლო, უმძიმესი ფაქტი ქართული მძლეოსნობის ისტორიაში“, - ნათქვამია განცხადებაში.

აბრამიანმა სინჯი ტოკიოში 31 ივლისს ჩააბარა და მას ორგანიზმში სამი აკრძალული სტეროიდი აღმოაჩნდა (დეჰიდროქლორმეთილტესტოსტერონი, მეტანდიენონი, ტამოკსიფენი).

36 წლის სპორტსმენი სარბიელზე დღეს, 15:40 საათზე უნდა გასულიყო, თუმცა საეჭვო დოპინგ-სინჯის გამო ის ოლიმპიადას დროებით ჩამოაშორეს.

ბენიკ აბრამიანს უფლება აქვს, დისკვალიფიკაციის შესახებ გადაწყვეტილება სპორტულ საარბიტრაჟო სასამართლოში (CAS) გაასაჩივროს და B-სინჯის გახსნა მოითხოვოს.

68
თემები:
საქართველო ტოკიოს ოლიმპიადაზე
ოლიმპიადის ცეცხლი

როდის მთავრდება ტოკიოს ოლიმპიადა თამაშების დახურვის ცერემონიის დეტალები

31
(განახლებულია 20:58 03.08.2021)
ტოკიოს ოლიმპიადა რამდენიმე დღეში დამთავრდება – 32-ე ზაფხულის ოლიმპიური თამაშების დახურვის ცერემონია 8 აგვისტოს გაიმართება.

ტოკიოს ოლიმპიადა, რომელიც პანდემიის გამო ერთი წლით გადმოიტანეს, 23 ივლისს გაიხსნა. შეჯიბრებებში 206 ქვეყნის 11 ათასზე მეტი სპორტსმენი მონაწილეობს, სპორტის 41 სახეობაში თამაშდება მედლების 339 კომპლექტი.

თამაშების დახურვის ცერემონია

თამაშების დახურვის ცერემონია ტოკიოში თბილისის დროით 15:00 საათზე დაიწყება ეროვნულ ოლიმპიურ სტადიონზე, რომელიც 2019 წელს აშენდა „ოლიმპიადა–1964“-ის ადგილზე.

© photo: Sputnik / Vladimir Astapkovich
ტოკიოს ოლიმპიადის გახსნის ცერემონია

ოლიმპიური თამაშების დახურვის ცერემონია სპორტსმენების აღლუმით დაიწყება, რომელზეც თავისი ქვეყნის ნაკრებს დროშით გუნდის ერთ-ერთი წევრი გამოუძღვება. შემდეგ საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი წარმოთქვამს სიტყვას, მადლობას გადაუხდის ორგანიზატორებს და ოლიმპიურ თამაშებს დახურულად გამოაცხადებს.

ამ დროს ფლაგშტოკებზე სამი სახელმწიფოს დროშა აღიმართება: საბერძნეთის, ამჟამინდელი ოლიმპიადის ორგანიზატორი ქვეყნის (იაპონიის) და იმ ქვეყნის, სადაც მომავალი ოლიმპიადა ჩატარდება (საფრანგეთის).

შემდეგ დაეშვება ოლიმპიური დროშა და მას დახვეული სახით საზეიმოდ გაატარებენ ცენტრალურ ტრიბუნასთან. თასში ჩააქრობენ ოლიმპიურ ცეცხლს, ისმის საარტილერიო სალუტი და მღერის გუნდი. არენაზე იწყება ზეიმი, რომელიც ტოკიოს ოლიმპიადის დახურვას ეძღვნება.

აღსანიშნავია, რომ ტოკიოში ოლიმპიადის დახურვის (ისევე, როგორც გახსნის) ცერემონია ახალ ფორმატში ტარდება. კერძოდ, ორგანიზატორებმა გადაწყვიტეს, წინა ოლიმპიადებისგან განსხვავებით, უარი თქვან მდიდრულ შოუზე.

ამას გარდა, პანდემიის გამო დაწესებული რეგულაციებიდან გამომდინარე, ოლიმპიადის დახურვის ცერემონიაზე, გახსნის ცერემონიის მსგავსად, პრაქტიკულად ცარიელი ტრიბუნები იქნება. ტრიბუნებზე იქნებიან მხოლოდ საერთაშორისო და ეროვნული ოლიმპიური კომიტეტების წარმომადგენლები, ასევე ოფიციალური პირები – დაახლოებით 1 ათასი ადამიანი.

მიუხედავად ამისა, ოლიმპიადის დახურვის ცერემონია სპორტსმენებისა და მაყურებლისთვის დიდი ზეიმი იქნება.

31
ხავსმოდებული ხე

დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 4 აგვისტო

0
(განახლებულია 20:59 03.08.2021)
გთავაზობთ ყოველდღიურ ასტროლოგიურ პროგნოზს ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის. გაიგეთ ჩვენი ჰოროსკოპიდან, რას გვიმზადებენ ვარსკვლავები და რას გვირჩევენ ასტროლოგები

დღეს 2021 წლის 4 აგვისტოა, ოთხშაბათი. კლებადი მთვარე ტყუპის ნიშანშია. ამ დღეს პლანეტა მერკური მფარველობს.

პოზიტივისა და წარმატებების დღეა. ყველაფერი გამოგვივა. შეგვიძლია რთულ საქმეებთან შეჭიდება, ყურადღება უნდა მივაქციოთ წვრილმანებს – ისინი დღეს მნიშვნელოვან როლს ასრულებს. მთვარე ტყუპში საუბრებისკენ გვიბიძგებს. რუტინული და მოსაწყენი საქმეების გაკეთება გაგვიჭირდება, ამიტომ აჯობებს, თუ მათ სამომავლოდ გადავდებთ.

დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 3 აგვისტო>>

ვერძი: დროა, რამე ახალი დაიწყოთ, მათ შორის მოლაპარაკებები, დეტალების განხილვა. კარგი იქნება, თუ გეგმებს მიჰყვებით – ასე ბევრი მიზნის მიღწევას შეძლებთ. შეძლებთ ცდუნებებისგან დაცვას და ზოგიერთ რამეზე უარის თქმას. არ იღელვოთ – მათ აუცილებლად ჩაანაცვლებთ ახალი შესაძლებლობებით, რომლებზეც ვერც კი იოცნებებდით.

კურო: არის რისკი, რომ საკმაოდ დიდი თანხა დახარჯოთ. ეცადეთ, „მადა“ მოთოკოთ და არ შეიძინოთ ის, რაც მნიშვნელოვან სარგებელს არ მოგიტანთ. მოუსმინეთ როგორც ახლობლებს, ისე უცნობებს – მათ დღეს საკმაოდ ეფექტური რჩევის მოცემა შეუძლიათ. ასევე კარგი დროა ოცნებისკენ ნაბიჯის გადადგმისთვის, გეგმების განხორციელებისთვის – ყველაფერი გამოგივათ.

ტყუპი: სარგებელს მოგიტანთ რაღაც დეტალების განხილვა, წვრილმანებზე ყურადღების გამახვილება – ახლა ისინი უზარმაზარ როლს თამაშობს. ასევე უარი არ თქვათ საკუთარ იდეებსა და გეგმებზე – ისინი მალე რეალობად იქცევა და ან კარგ თანხას მოგიტანთ, ან ჰარმონიასა და კომფორტს. ასე რომ, წინ, ოცნებებისკენ. გაითვალისწინეთ, სტრესმა კალაპოტიდან არ უნდა ამოგაგდოთ, ამიტომ ხშირად დაისვენეთ.

კირჩხიბი: ეცადეთ, კეთილსინდისიერად იმუშაოთ და წარმატება არ დააყოვნებს. მოინდომეთ, რომ ყველა საქმე იდეალურად შეასრულოთ, შემოქმედებითად იაზროვნეთ, მოაწესრიგეთ საქმეები. ურთიერთობებში ეცადეთ თანამოსაუბრის ემოციური განწყობა იგრძნოთ და ნაკლებად იკამათეთ. საღამო კი ოჯახთან ერთად გაატარეთ – ეს დაგეხმარებათ „გადატვირთვაში“ და მომდევნო დღეებში სამუშაოსთვის განწყობაში.

ლომი: ხშირად მოუსმინეთ კოლეგებსა და ახლობლებს – დღეს მათ, შესაძლოა, ეფექტური რჩევა მოგცენ. თქვენც არ გაჩუმდეთ – განიხილეთ თქვენი პროექტებიმ აზრები ადამიანებთან, რომ მოისმინოთ მათი კომენტარები და შემდეგ თქვენს გეგმებში კორექტივები შეიტანოთ. მაგრამ ეს სამუშაოსგან თავისუფალ დროს გააკეთეთ. მუშაობის დროს კი აჩქარება არ ივარგებს – მოსალოდნელია შეცდომების დაშვება.

ქალწული: კარგი იქნება, თუ სიკეთეს გამოიჩენთ და გაჭირვებულებს დაეხმარებით – ეს თქვენს კარმას განამტკიცებს და განწყობას აამაღლებს. თუ გსურთ, რომ პრობლემებს სწრაფად გაუმკლავდეთ, „ჩართეთ“ კრეატივი – ეს ნამდვილად დაგეხმარებათ. სამუშაო ბევრი გექნებათ, ამიტომ ეცადეთ, ენერგია შეინარჩუნოთ. ამავე არ ღირს დაძაბვა – გაუფრთხილდით ორგანიზმს.

სასწორი: მზად ხართ, საკუთარი ოცნებები რეალობად აქციოთ, მაგრამ ამას შეიძლება ბედი შეეწინააღმდეგოთ. ეცადეთ, თქვენი გაიტანოთ და სამყაროს გამოწვევებს დაუპირისპირდეთ. მოემზადეთ იმისთვის, რომ გადაწყვეტილებების სწრაფად მიღება მოგიწევთ, მოქმედება – ელვისებურად. თუ არ დააყოვნებთ, ყველაფერი გამოგივათ. ასევე მოგეცემათ შანსი, რომ წარსულის შეცდომები გამოასწოროთ.

მორიელი: მოემზადეთ მუხლჩაუხრელი შრომისთვის და პრობლემების ელვისებურად გადაწყვეტისთვის. კარგია, თუ მოვლენების ცენტრში აღმოჩნდებით, ეკონტაქტებით საჭირო ადამიანებს – ამან კარიერულ კიბეზე შესაძლოა წინ წაგწიოთ. აუცილებლად ეურთიერთეთ კოლეგებს – მათ საჭირო რჩევების მოცემა შეუძლიათ. გარდა ამისა, ვარსკვლავები სახლის საფუძვლიან მოწესრიგებას გირჩევენ – არის შანსი, იპოვოთ ის, რაც დიდი ხნის წინ დაკარგეთ.

მშვილდოსანი: ბედმა ერთდროულად რამდენიმე შანსი მოგიმზადათ – ეცადეთ, გამოთვალოთ ისინი და გამოიყენოთ. მაგრამ ეს დაყოვენბის გარეშე, სწრაფად უნდა გააკეთოთ, თორემ ამ შესაძლებლობებს თავისი „ვარგისიანობის ვადა“ აქვს. ასევე კარგი იქნება, თუ ძველი გეგმის შესრულებას შეუდგებით. დღეს იღბალი და წარმატება ფეხდაფეხ დაგყვებათ, ამიტომ არ შეუშინდეთ გარისკვას. ასევე გაილამაზეთ დღე საყიდლებით.

თხის რქა: აქტიურობა და ინიციატივის გამოჩენა შესანიშნავ შესაძლებლობებსა და წინადადებებს გააჩენს. არ იორჭოფოთ და დათანხმდით – მომავალში ისინი წარმატებებს აუცილებლად მოგიტანთ. არ ღირს დროის უქმად დაკარგვა, ამიტომ უარი თქავით არაფრის მომტან საუბრებსა და გართობაზე. ყურადღება გადაიტანეთ სამუშაოზე. დღეს ბევრი რამის გაკეთება შეგიძლიათ.

მერწყული: ირგვლივ ქაოსი და ორომტრიალია და ყველაფერში გიჭირთ გარკვევა. ეცადეთ, არ აჰყვეთ ახლობლების მანიპულაციებს და სიმშვიდე ეძებეთ. კარგი იქნება, თუ მოახერხებთ განმარტოებას და პირად საქმეებსა და სამუშაოს მიხედავთ. ურთიერთობები სარგებელს მხოლოდ საქმიან საკითხებზე მოგიტანთ. მშვენივრადაა ყველაფერი პირად ფრონტზე – ურთიერთობები გამტკიცდება და შეიძლება ახალ საფეხურზეც გადავიდეს.

თევზები: დროა, თქვენი გეგმები ოჯახთან განიხილოთ. შესაძლოა, ახლობელმა ადამიანებმა სუსტ ადგილებზე მიგითითონ და ამით თქვენს მომავალზე იმოქმედონ. საჭიროა შესაძლებლობების დანახვა და მათი გამოყენება, თუნდაც ისინი ერთი შეხედვით არც ისე პერსპექტიული მოჩანდეს. თუ უსიამოვნებები შეგხვდათ, მათი კოლექტიურად გადაწყვეტა აჯობებს – გაუზიარეთ თქვენი პრობლემები ახლობლებს – ისინი კარგ რჩევას მოგცემენ.

0