მან იცის როგორ მოიგოს ოლიმპიადა! – ლუხუმ ჩხვიმიანს ტოკიოში ფავორიტად მიიჩნევენ

© photo: Sputnikლუხუმ ჩხვიმიანი
ლუხუმ ჩხვიმიანი - Sputnik საქართველო, 1920, 15.07.2021
გამოწერა
ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე ძიუდოისტები 24 ივლისიდან დაიწყებენ ასპარეზობას, ლუხუმ ჩხვიმიანს კი გულშემატკივარი ტატამზე პირველივე დღეს იხილავს.
თბილისი, 15 ივლისი — Sputnik. ქართველი ძიუდოისტი ლუხუმ ჩხვიმიანი ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე 60 კგ-მდე წონით კატეგორიაში ერთ-ერთი ფავორიტია – ქართველი ძიუდოისტის შესახებ სტატიას ძიუდოს საერთაშორისო ფედერაცია (IJF) ავრცელებს.
ათვლა დაიწყო: 2020 წლის ტოკიოს ოლიმპიადამდე ერთი კვირა დარჩა>>
სტატიაში საუბარია 60 კილოგრამამდე წონითი კატეგორიის სხვა ძიუდოისტებზეც. ფედერაციის მიერ გამოქვეყნებულ სტატიაში ნახსენებია რობერტ მშვიდობაძე და ნაოჰისა ტაკატო. მიუხედავად ამისა, ქართველ სპორტსმენს მომავალ ოლიმპიადაზე კარგ შედეგს უწინასწარმეტყველებენ.
„მშვიდობაძესა და ტაკატოსთვის 60 კგ წონაში უამრავი დაბრკოლებაა, ერთ-ერთი – 2019 წლის მსოფლიოს ჩემპიონი ლუხუმ ჩხვიმიანია. მისმა შოკისმომგვრელმა გამარჯვებამ ტოკიოში დაამტკიცა, რომ მან იცის როგორ მოიგოს ოლიმპიადა", – ნათქვამია ინფორმაციაში.
მიმდინარე წლის მაისში ლუხუმ ჩხვიმიანმა ყაზანში გამართული დიდი სლემის ფინალში მისი მთავარი კონკურენტი მშვიდობაძე დაამარცხა და ოქროს მედლის მფლობელი გახდა.
ტოკიოს ოლიმპიადა - Sputnik საქართველო, 1920, 14.07.2021
ქართველი ათლეტების განრიგი ტოკიოს ოლიმპიადაზე
ის ასევე მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონია. ამასთან, ლუხუმი ევროპული თამაშების გამარჯვებული, გრან-პრის სამგზის ჩემპიონია.
აღსანიშნავია, რომ 28 წლის ქართველი ძიუდოისტი ოლიმპიურ თამაშებზე პირველად იასპარეზებს.
2020 წლის ოლიმპიური თამაშები 23 ივლისს დაიწყება, მიუხედავად იმისა, რომ იაპონიის მოსახლეობა კორონავირუსის პანდემიის პერიოდში თამაშების გამართვის წინააღმდეგი იყო. ოლიმპიადა 8 აგვისტოს დაიხურება.
ყველა ახალი ამბავი
0