ბაქოში მხოლოდ გამარჯვებაა საჭირო - თბილისის „დინამო" რევანშისთვის ემზადება

© photo: FC Dinamo Tbilisi / FBკახა ცხადაძე
კახა ცხადაძე - Sputnik საქართველო, 1920, 14.07.2021
გამოწერა
„დინამომ" პირველი შეხვედრა თბილისში ანგარიშით 1:2 დათმო. წარმატების მისაღწევად კახა ცხადაძის შეგირდებს მინიმუმ ერთბურთიანი უპირატესობით გამარჯვება მართებთ.
თბილისი, 14 ივლისი — Sputnik. საქართველოს მოქმედი ჩემპიონი თბილისის „დინამო" დღეს ჩემპიონთა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის განმეორებით შეხვედრას გამართავს.
მატჩი თბილისის „დინამოს“ და ბაქოს „ნევთჩის“ შორის. 2021 წლის 7 ივლისი
 - Sputnik საქართველო, 1920, 07.07.2021
თბილისის „დინამო“ უეფას ჩემპიონთა ლიგაში ბაქოს „ნეფთჩისთან“ დამარცხდა
კახა ცხადაძის გაწვრთნილი გუნდი მატჩს ბაქოს „ნეფთჩის" წინააღმდეგ აზერბაიჯანის დედაქალაქში „ბაქსელ არენაზე" გამართავს. გუნდებს შორის პირველი დაპირისპირება თბილისში ბაქოელთა გამარჯვებით დასრულდა (2:1).
შეხვედრის წინ თბილისის „დინამოს" მთავარმა მწვრთნელმა კახა ცხადაძემ მომავალ შეხვედრაზე ისაუბრა. ცხადაძემ აღნიშნა, რომ დაძაბული შეხვედრის მოლოდინშია და „დინამო" ამჯერად მეტოქე გუნდის სუსტი მხარეების სათავისოდ გამოყენებას ეცდება.
„ძალიან საინტერესო და ბევრად დაძაბული თამაში იქნება, რადგან ორივე გუნდი ერთმანეთზე უფრო მეტ ინფორმაციას ფლობს. როგორც ჩვენ, ისე მეტოქეც ეცდება, რომ გამოიყენოს ის სუსტი მხარეები, რაც პირველ თამაშში გამოჩნდა", - განაცხადა ცხადაძემ.
აღსანიშნავია, რომ ახალი წესების თანახმად უეფას ეგიდით გამართულ მატჩებზე სტუმრად გატანილი გოლის უპირატესობა აღარ მოქმედებს. შესაბამისად, „დინამოელებს" ერთბურთიანი სხვაობით გამარჯვება სჭირდებათ, რა შემთხვევაშიც მატჩი დამატებით დროში გადაინაცვლებს.
კახა კალაძე - Sputnik საქართველო, 1920, 13.07.2021
კახა კალაძე ბაქოში თბილისის „დინამოს“ მატჩს დაესწრება
თბილისის „დინამოსა" და ბაქოს „ნეფთჩის" დაპირისპირება ჩემპიონთა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის განმეორებითი შეხვედრის ფარგლებში დღეს თბილისის დროით 21:00 საათზე დაიწყება.
წყვილში გამარჯვებული მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე საბერძნეთის ჩემპიონ „ოლიმპიაკოსს" დაუპირისპირდება. დამარცხებული გუნდი კი „კონფერენსლიგაში" გადაინაცვლებს, სადაც მეორე ეტაპზე ჰაიფას „მაკაბისა" და ალმათის „ქაირათის" წყვილში დამარცხებულს შეხვდება.
ყველა ახალი ამბავი
0