მარიამ ბოლქვაძე

მარიამ ბოლქვაძემ ყაზახეთში ტურნირი მოიგო

59
(განახლებულია 00:42 12.07.2021)
ამავე ტურნირზე, მაგრამ ინდივიდუალურ თანრიგში, ბოლქვაძე მივიდა მეოთხედფინალამდე, სადაც უზბეკ ჩოგბურთელთან დამარცხდა.

თბილისი, 11 ივლისი – Sputnik. ქართველი ჩოგბურთელი მარიამ ბოლქვაძე რუს ეკატერინა იაშინასთან წყვილში ყაზახეთში ITF სერიის ტურნირის გამარჯვებული გახდა.

ფინალში რუსულ-ქართულმა დუეტმა ორ სეტში აჯობა ვლადა კოვალ - ანასტასია ტიხონოვას (რუსეთი) წყვილს - 7:6, 6:1. მატჩი თითქმის საათნახევარი გაგრძელდა.

ამავე ტურნირზე, მაგრამ ინდივიდუალურ თანრიგში, ბოლქვაძე მივიდა მეოთხედფინალამდე, სადაც საბინა შარაპოვასთან (უზბეკეთი) სამ პარტიაში დამარცხდა – 6:7, 6:4, 2:6.

აღსანიშნავია, რომ ივლისის შუა რიცხვებში ბოლქვაძემ მიაღწია ITF სერიის ტურნირის ფინალს პორტუგალიაში, სადაც ბრაზილიელ ბეატრის ხადადთან ორ სეტში დამარცხდა (4:6).

ამ დროისთვის 23 წლის ბოლქვაძე WTA-ს რეიტინგში 189-ე პოზიციას იკავებს.

59
თემები:
სპორტის ამბები (1179)
ვარლმ ლიპარტელიანი ტოკიოს ოლიმპიადაზე

საქართველოს ნაკრების მეექვსე დღე ტოკიოს ოლიმპიადაზე - შედეგები

20
(განახლებულია 22:50 29.07.2021)
ტოკიოს ოლიმპიადის მეექვსე დღეს ქართველი გულშემატკივრებისთვის დადებითი ემოციები არ მოუტანია. პრაქტიკულად ყველა ელოდა, რომ ძიუდოში ვარლამ ლიპარტელიანი მედალს აიღებდა, მაგრამ იმედები იმედებად დარჩა.

ვარლამ ლიპარტელიანი - ძიუდო (-100 კგ)

Дзюдоист Варлам Липартелиани а Олимпиаде в Токио
photo : Georgian National Olympic Committee
ვარლმ ლიპარტელიანი ტოკიოს ოლიმპიადაზე

რიო-დე-ჟანეიროს ოლიმპიადაზე (2016) ლიპარტელიანი, რომელმაც ვერცხლის მედალი აიღო, ტიროდა კვარცხლბეკზე. ტოკიოში საქართველოს ნაკრების კაპიტანი მხოლოდ ოქროს მედალს ელოდებოდა, და ამისათვის ყველა პირობა არსებობდა. მაგრამ ბედმა ყველაფერი სხვაგვარად განკარგა.

32 წლის ლიპოსთვის ტურნირი შესანიშნავად დაიწყო - ორი წმინდა მოგება ეგვიპტელ რამადან დარვიშთან და კანადელ შადი ელნაჰასთან. მაგრამ ნახევარფინალში ქართველი სპორტსმენი იაპონელ ძიუდოისტ აარონ ვოლფთან დამარცხდა.

კიდევ არსებობდა ბრინჯაოს მედლის აღების შანსი, მაგრამ მესამე ადგილისთვის ბრძოლაში ლიპარტელიანი რუს ნიაზ ილიასოვთან დამარცხდა.

ნინო სალუქვაძე - პისტოლეტით სროლა, 25 მ

Нино Салуквадзе на Олимпиаде в Токио
ნინო სალუქვაძე ტოკიოს ოლიმპიადაზე

ტოკიოს თამაშებზე ნინო სალუქვაძე ერთხელ უკვე წარდგა, მაგრამ მისი შედეგი საუკეთესოსგან შორს იყო. სეულის ოლიმპიურმა ჩემპიონმა (1988) სუსტად იასპარეზა 10 მეტრიან დისტანციაზე პნევმატური პისტოლეტიდან სროლის კვალიფიკაციაში და ფინალში მოხვედრა ვერ შეძლო.

სალუქვაძეს აქვს მედლის აღების მეორე შანსი - 25 მეტრიან დისტანციაზე სროლა სპორტული პისტოლეტით. პირველ კვალიფიკაციაში (სამი მისვლა ათ-ათი გასროლით) ლეგენდარულმა ქართველმა სპორტსმენმა დააგროვა 291 ქულა (94, 98, 99) და შემაჯამებელ ოქმში მეშვიდე ადგილი დაიკავა.

მეორე კვალიფიკაცია (სწრაფი სროლა) 30 ივლისს შედგება. ორივე კვალიფიკაციის შედეგების ჯამის მიხედვით ფინალში რვა საუკეთესო მსროლელი მოხვდება. სპორტის ამ სახეობაში მედლები ამავე დღეს გათამაშდება.

30 ივლისს საქართველოს ნაკრებს ოლიმპიადაზე წარადგენს ოთხი სპორტსმენი: გურამ თუშიშვილი (ძიუდო), ესკერხან მადიევი (კრივი), სოფია შათირიშვილი (მძლეოსნობა, ბირთვის კვრა) და ნინო სალუქვაძე.

20
ვარლამ ლიპარტელიანი

„იმედია სხვა ცხოვრებაში მაინც შევძლებ გაგახაროთ“ - ლიპარტელიანმა კარიერა დაასრულა

47
(განახლებულია 23:06 29.07.2021)
ვარლამ ლიპარტელიანი ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონატების მრავალგზის პრიზიორია. ის საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებს რამდენიმე წლის განმავლობაში კაპიტნობდა.

თბილისი, 29 ივლისი - Sputnik. საქართველოს ვაჟ-ძიუდოისტთა ნაკრების კაპიტანმა ვარლამ ლიპარტელიანმა 32 წლის ასაკში ძიუდოისტის კარიერა დაასრულა, განცხადება სპორტსმენმა საკუთარ Facebook-გვერდზე გაავრცელა.

ნაკრების უკვე ყოფილი კაპიტანი, რომელიც ტოკიოში მიმდინარე ოლიმპიურ თამაშებზე მედლის გარეშე დარჩა, გულშემატკივრებსა და ოჯახის წევრებს მადლობას უხდის.

„მადლობა ღმერთს იმისთვის, რაც მომცა. დღემდე იყო ბევრი სიხარული, ბევრი გულის ტკენა, მაგრამ ამ ყველაფერმა მე ძალიან გამაძლიერა როგორც პიროვნება. მადლობა ჩემს ოჯახს, ჩემს მეუღლეს, ჩემს შვილებს, რომლებმაც ჩემს ცხოვრებაში უდიდესი როლი შეასრულეს! ვამაყობ თქვენით, მადლობა ყველას, ვინც დღემდე გვერდში მედგა, ვერასოდეს გადავიხდი თქვენს ამაგს“, - წერს ლიპარტელიანი.

ვარლამი გულშემატკივარს ემოციურად მიმართავს და წუხს, რომ მათი გახარება ოლიმპიადაზე გამარჯვებით ვერ მოახერხა და ის დღეიდან სპორტულ კარიერას აღარ გააგრძელებს.

Дзюдоист Варлам Липартелиани а Олимпиаде в Токио
ვარლამ ლიპარტელიანი ტოკიოს ოლიმპიადაზე

„იმედია სხვა ცხოვრებაში შევძლებ ცოტათი მაინც თქვენს გახარებას. ბევრი რამის თქმა მინდა, მაგრამ ვერ ვახერხებ. იმედია, ოდესმე შევძლებ, რომ ყველაფერი გითხრათ”, - წერს კაპიტანი.

ვარლამ ლიპარტელიანმა ტოკიოს ოლიმპიური თამაშები ორი გამარჯვებით დაიწყო, თუმცა ნახევარფინალურ ეტაპზე ის იაპონელ აარონ ვოლფთან დამარცხდა. გამოცდილი ქართველი ძიუდოისტი ოლიმპიური ბრინჯაოს მოსაპოვებლად რუსეთის ოლიმპიური კომიტეტის წარმომადგენელ ნიაზ ილიასოვს შეხვდა და ორთაბრძოლა ამჯერადაც ვარლამის მარცხით დასრულდა.

ვარლამ ლიპარტელიანი სამგზის ევროპის ჩემპიონია (2012, 2014, 2016), ის ექვსჯერ ევროპის ვიცე-ჩემპიონი გახდა (2009, 2010, 2013, 2015, 2019, 2021), ერთხელ კი ბრინჯაო მოიპოვა (2011).

ლიპარტელიანი მსოფლიოს ჩემპიონატზე სამჯერ დაეუფლა ვერცხლის მედალს (2013, 2017, 2018), ასევე სამჯერ მოიპოვა ბრინჯაოს მედალი (2014, 2015, 2021). ის ორჯერ გახდა ევროპული თამაშების გამარჯვებული (2015, 2019), ხოლო 2016 წელს, რიოს ოლიმპიადაზე ვერცხლის მედალი მოიპოვა. გარდა ამისა, მის ანგარიშზე სამი მოგებული „მასტერსი“, ხუთი „გრან სლემი“ და ხუთი „გრან-პრია“.

47
დავით ზალკალიანი

როგორ პასუხს გასცემს ქართული ხელისუფლება დასავლეთის კრიტიკაზე: ზალკალიანის ხედვა

0
საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, რომ შარლ მიშელის შეთანხმების დიდი ნაწილი უკვე შესრულებულია და ამას ადასტურებს საქართველოს საარჩევნო კოდექსი

თბილისი, 29 ივლისი - Sputnik. დასავლეთისთვის ცნობილია საქართველოს მმართველი პარტიის არგუმენტები შარლ მიშელის შეთანხმების ანულირებასთან დაკავშირებით და ახლა ჩვენ ვაწარმოებთ დამატებით კონსულტაციებს, განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა.

გუშინ მმართველმა პარტიამ „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ ანულირებულად  გამოაცხადა ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის ინიციატივით 19 აპრილს ხელმოწერილი კომპრომისული შეთანხმება. ამ გადაწყვეტილებამ გამოიწვია მკვეთრი კრიტიკა დასავლელი პარტნიორების მხრიდან, რომლებმაც ხელისუფლების პროდასავლურ კურსში ეჭვი შეიტანეს.

„მინდა, გითხრათ, რომ ბოლო დღეების განმავლობაში როგორც ქვეყნის ხელისუფლების წარმომადგენლები, საპარლამენტო ხელისუფლების წარმომადგენლები „ქართული ოცნებიდან“, ისე პირადად მე ვარ მუდმივ კონტაქტზე ჩვენს ევროპელ პარტნიორებთან, იგივე შარლ მიშელის კაბინეტთან, რათა მათ ჰქონდეთ მკაფიო წარმოდგენა, თუ რასთან გვაქვს საქმე და რატომ მიიღო „ქართულმა ოცნებამ“ ეს გადაწყვეტილება. ჩვენი არგუმენტები მათთვის ამ დღეების განმავლობაში უკვე ცნობილია და დამატებითი კომუნიკაციაც იქნება, რომ კიდევ უფრო საფუძვლიანად გავაანალიზოთ, თუ რა სიტუაციაში ვართ“, - განაცხადა ზალკალიანმა „პირველი არხის“ ეთერში.

მან აღნიშნა, რომ ქვეყნის კურსი რჩება პროდასავლური და ამ არჩევანს განსაზღვრავს ქართველი ხალხი და მათ შორის „ქართული ოცნების“ ამომრჩეველი.

ამავე დროს მინისტრმა აღნიშნა, რომ შარლ მიშელის შეთანხმების დიდი ნაწილი უკვე შესრულებულია და ამას ადასტურებს საქართველოს საარჩევნო კოდექსი, რომლის საფუძველზე 2 ოქტომბერს ჩატარდება ადგილობრივი არჩევნები.

„ყველა საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციას უკვე აქვს ოფიციალური მოწვევა ადგილობრივ არჩევნებზე და ჩვენ უზრუნველვყოფთ, რომ რაც შეიძლება მეტი საერთაშორისო დამკვირვებელი ჩამოვიდეს საქართველოში, იქნება ეს OSCE/ODIHR (ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისი - რედ.), ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეგიონალური ბიურო, თუ სხვა დიდი საერთაშორისო ორგანიზაცია. ასევე ორმხრივად ყველა ჩვენს პარტნიორ ქვეყანას ექნება შესაძლებლობა, დააკვირდეს ამ არჩევნებს. უფრო მეტიც, არჩევნები რომ დემოკრატიულად და გამჭვირვალედ ჩატარდება, ამის გარანტია არის ის ახალი საარჩევნო კანონმდებლობა, რომელიც 19 აპრილის შეთანხმების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ელემენტი იყო“, – განაცხადა ზალკალიანმა.

სიტუაციის შეფასების მიზნით საქართველოში უკვე იმყოფება ევროპარლამენტარების ჯგუფი. გარდა ამისა, ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი ემზადება კონსულტაციების მორიგი რაუნდისთვის საქართველოს პოლიტიკურ სუბიექტებთან.

 

0