თბილისის „დინამო“ უეფას ჩემპიონთა ლიგაში ბაქოს „ნეფთჩისთან“ დამარცხდა

© Sputnik / STRINGERმატჩი თბილისის „დინამოს“ და ბაქოს „ნევთჩის“ შორის. 2021 წლის 7 ივლისი
მატჩი თბილისის „დინამოს“ და ბაქოს „ნევთჩის“ შორის. 2021 წლის 7 ივლისი
 - Sputnik საქართველო, 1920, 07.07.2021
გამოწერა
თბილისის „დინამოსა“ და „ნეფთჩის“ საპასუხო შეხვედრა ერთ კვირაში ბაქოში შედგება და გამარჯვებული გუნდი უეფას ჩემპიონთა ლიგაში ბრძოლას გააგრძელებს.
თბილისი, 7 ივლისი – Sputnik. თბილისის „დინამო“ უეფას ჩემპიონთა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო რაუნდის პირველ მატჩში ბაქოს „ნეფთჩისთან“ საკუთარ მოედანზე ანგარიშით 1:2 დამარცხდა.
© Sputnik / STRINGER Матч между тбилисским "Динамо" и "Нефтчи" 7 июля 2021 года
Матч между тбилисским Динамо и Нефтчи 7 июля 2021 года - Sputnik საქართველო, 1920, 24.08.2021
Матч между тбилисским "Динамо" и "Нефтчи" 7 июля 2021 года
 
სტუმრები დაწინაურდნენ პირველი ტაიმის შუა ნაწილში ნამიკ ალასგაროვის ზუსტი დარტყმის შემდეგ.
ფეხბურთი - Sputnik საქართველო, 1920, 07.07.2021
თბილისის „დინამო" ჩემპიონთა ლიგის შესარჩევ ეტაპს იწყებს – მეტოქე ბაქოს კლუბია
„დინამოელებმა“ ანგარიშის გათანაბრება 36-ე წუთზე შეძლეს, თავისი ძალითა და სილამაზით გამორჩეული გოლი კლუბის საუკეთესო ბომბარდირმა ზორან მარუშიჩმა გაიტანა.
შესვენების შემდეგ მოედანზე საკმაოდ თანაბარი ბრძოლა წარიმართა, სანამ ლევან ხარაბაძემ 56-ე წუთზე შეცდომა არ დაუშვა და იქვე მყოფმა ემინ მახმუდოვმა ზუსტად შეასრულა 11-მეტრიანი.
© Sputnik / STRINGER Матч между тбилисским "Динамо" и "Нефтчи" 7 июля 2021 года
Матч между тбилисским Динамо и Нефтчи 7 июля 2021 года - Sputnik საქართველო, 1920, 24.08.2021
Матч между тбилисским "Динамо" и "Нефтчи" 7 июля 2021 года
მატჩი თბილისის „დინამოს“ და ბაქოს „ნევთჩის“ შორის. 2021 წლის 7 ივლისი
 
მასპინძლებს ანგარიშის გათანაბრებისთვის ნახევარ საათზე მეტი დრო ჰქონდათ, მაგრამ კახა ცხადაძის შეგირდებმა „ნეფთჩის“ კარის მისამართით ვერც ერთხელ ვერ დაარტყეს. ყველაზე რეალური მომენტი ჰქონდა ბაქარ ქარდავას, რომელმაც დამატებით დროში კუთხურიდან ჩაწოდებული ბურთი ძელს მოარტყა.
© Sputnik / STRINGER Матч между тбилисским "Динамо" и "Нефтчи" 7 июля 2021 года
Матч между тбилисским Динамо и Нефтчи 7 июля 2021 года - Sputnik საქართველო, 1920, 24.08.2021
Матч между тбилисским "Динамо" и "Нефтчи" 7 июля 2021 года
მატჩი თბილისის „დინამოს“ და ბაქოს „ნევთჩის“ შორის. 2021 წლის 7 ივლისი
 
თბილისის „დინამოელები“ ვერ იმარჯვებენ უეფას ჩემპიონთა ლიგის კვალიფიკაციაში 2016 წლიდან. მაშინ „დინამომ“ ერევნის „ალაშკერტს“ მოუგო.
თბილისის „დინამოსა“ და „ნეფთჩის“ საპასუხო შეხვედრა ერთ კვირაში ბაქოში შედგება. გამარჯვებული გუნდი უეფას ჩემპიონთა ლიგაში ბრძოლას გააგრძელებს, ხოლო წაგებული - უეფას კონფერენციების ლიგაში.
ყველა ახალი ამბავი
0