ნიკა ბასილაშვილი

ნიკოლოზ ბასილაშვილი ჰალეს ტურნირის მეოთხედფინალშია

79
მეოთხედფინალში გასვლის შედეგად ბასილაშვილმა 90 სარეიტინგო ქულა და 40 ათას ევროზე მეტი საპრიზო თანხა გამოიმუშავა.

თბილისი, 17 ივნისი - Sputnik. საქართველოს ნომერ პირველი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი (30-ე პოზიცია АТР-ს რეიტინგით) გერმანიაში მიმდინარე АТР-500-ის სერიის ჰალეს ტურნირზე მეოთხედფინალში გავიდა.

ბასილაშვილმა მეორე წრეში ორ სეტში დაამარცხა ფრანგი არტურ რინდერკნეხი (119) – 6:2, 7:5. მატჩი ერთ საათსა და 21 წუთს გაგრძელდა.

ქართველი ჩოგბურთელი საუკეთესოდ მოქმედებდა თავის ჩაწოდებაზე და მეტოქეს მხოლოდ ერთი ბრეიკის გაკეთების საშუალება მისცა. თავის მხრივ ბასილაშვილმა ფრანგის ჩაწოდება სამჯერ აიღო, რაც ჩვენი სპორტსმენის წარმატების საწინდარი გახდა.

მეოთხედფინალში გასვლის შედეგად ბასილაშვილმა 90 სარეიტინგო ქულა და 40 ათას ევროზე მეტი საპრიზო თანხა გამოიმუშავა.

ნახევარფინალში გასვლაზე ბასილაშვილი შეხვდება სამხრეთ აფრიკის წარმომადგენელს ლოიდ ჰარისს (51), რომელმაც ასევე ორ სეტში (6:3, 7:6) სლოვაკი ლუკაშ ლაცკო (214) დაამარცხა.

ჰალეს ტურნირის (Noventi Open) საერთო საპრიზო თანხა თითქმის 1,5 მილიონ ევროს შეადგენს, ხოლო მოქმედი გამარჯვებულია როჯერ ფედერერი.

79
საქართველოს ნაკრების ანგარიშზე ოლიმპიადაზე ერთი ოქროსა და სამი ვერცხლის მედალია. ოლიმპიადის გამარჯვებული გახდა 21 წლის ძიუდოისტი ლაშა ბექაური, თუშიშვილამდე ვერცხლის მედლები კი ვაჟა მარგველაშვილმა და ლაშა შავდათუაშვილმა მოიპოვეს.

Read more: https://sputnik-georgia.com/sport/20210730/252462438/TuSiSvili-finalSi-damarcxda.html

იაკობ ქაჯაია ტოკიოს ოლიმპიადის ნახევარფინალშია

16
(განახლებულია 09:16 01.08.2021)
ტოკიოს 2020 წლის ოლიმპიადაზე დღეს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეები ასპარეზობენ - იაკობ ქაჯაიამ სერგეი სიმიონოვი დაამარცხა

თბილისი, 1 აგვისტო – Sputnik. ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე, ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ტურნირის პირველ დღეს, ქართველი მძიმეწონოსანი იაკობ ქაჯაია ასპარეზობს. 

ქართველმა სპორტსმენმა მერვედფინალში ფინელი ელიას კუოსმანენის წინააღმდეგ სუფთა გამარჯვება მოიპოვა -  მეტოქე ჩობჯენში ჩაიყვანა და იქ სრული უპირატესობით აჯობა.

ქაჯაიამ მეოთხედფინალში რუსი სერგეი სიმიონოვი დაძაბულ ბრძოლაში ანგარიშით 3:1 დაამარცხა და ნახევარფინალში გავიდა.

ჩვენი ქვეყნის სახელით მედლების მოპოვებას შემდეგ დღეებში კიდევ სამი ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე შეეცდება – რამაზ ზოიძე 67 კგ, ლაშა გობაძე 87 კგ, გიორგი მელია 97 კგ.

ნახევარფინალური დაპირისპირებები 13:15 საათიდან გაიმართება, ფინალური ბლოკი კი ხვალ, 2 აგვისტოს ჩატარდება.

საქართველოს ნაკრების ანგარიშზე ოლიმპიადაზე ერთი ოქროს, სამი ვერცხლის და ერთი ბრინჯაოს მედალია. ოლიმპიადის გამარჯვებული გახდა 21 წლის ძიუდოისტი ლაშა ბექაური. ვერცხლის მედლები მოიპოვეს გურამ თუშიშვილმა, ვაჟა მარგველაშვილმა და ლაშა შავდათუაშვილმა, ბრინჯაოს მედლის მფლობელი კი ანტონ პლესნოი გახდა.

16
თემები:
საქართველო ტოკიოს ოლიმპიადაზე
ანტონ პლესნოი

საქართველოს ნაკრების მერვე დღე ტოკიოს ოლიმპიადაზე - შედეგები

52
(განახლებულია 22:55 31.07.2021)
ტოკიოს ოლიმპიადის მერვე დღეს, 31 ივლისს საქართველოს ნაკრების ყულაბას მეხუთე - ბრინჯაოს მედალი შეემატა.

თბილისი, 31 ივლისი – Sputnik. ტოკიოს ოლიმპიადის მერვე დღემ საქართველოს ნაკრებს მეხუთე მედალი მოუტანა. ძალოსანი ანტონ პლესნოი (-96 კგ) ოლიმპიური თამაშების ვერცხლის პრიზიორი გახდა.

ანტონ პლესნოი  - ძალოსნობა (-96 კგ)

2016 წელს რიო-დე-ჟანეიროს ოლიმპიადაზე ქართველმა ძალოსნებმა ორი მედალი მოიპოვეს - ლაშა ტალახაძე ჩემპიონი გახდა, ხოლო ირაკლი თურმანიძემ ამავე წონით კატეგორიაში (+105 კგ) ბრინჯაო აიღო. იმაში, რომ ტალახაძე ტოკიოში კვლავ კვარცხლბეკზე ავა, თითქმის ყველა დარწმუნებულია, ხოლო ძალოსნობაში პირველი მედალი ტოკიოში საქართველოს ნაკრებს ანტონ პლესნოიმ მოუტანა.

Тяжелоатлет Антон Плесной
ანტონ პლესნოი  - ძალოსნობა (-96 კგ)

ორჭიდის ჯამში პლესნიომ დააგროვა 387 კგ (177 ატაცში და 210 აკვრაში). ასეთივე შედეგი აჩვენა ვენესუელელმა ვალენილა სანჩესმა, მაგრამ დამატებითი მაჩვენებლებით მან ჩვენ სპორტსმენს აჯობა.

აღსანიშნავია, რომ არა მუხლის ტრავმა, რომელმაც სპორტსმენს ხელი შეუშალა აკვრაში მეორე მცდელობის რეალიზებაში, პლესნოის ოლიმპიური ვერცხლის მოპოვების შანსი ჰქონდა.

აღნიშნულ კატეგორიაში ოლიმპიური ჩემპიონი ახალი ოლიმპიური რეკორდით გახდა იბრაგიმ ფარესი ყატარიდან. ორჭიდის ჯამით ფარესმა ასწია 402 კგ (177 ატაცში და 225 აკვრაში).

ბაჩანა ხორავა - მძლეოსნობა (სიგრძეზე ხტომა)

ჯერჯერობით ქართველი მძლეოსნები ოლიმპიადაზე წარუმატებლად ასპარეზობენ. გუშინ სოფია შათირიშვილმა ბირთვის კვრაში ყველაზე ცუდი შედეგი აჩვენა (15 მ 31 სმ). დღეს ანალოგიურად წარდგა ბაჩანა ხორავაც.

Бегун Бачана Хорава
© photo: Sputnik / Denis Aslanov
ბაჩანა ხორავა - მძლეოსნობა (სიგრძეზე ხტომა)

კვალიფიკაციის რაუნდის 29 მონაწილიდან ხორავამ 28-ე შედეგი აჩვენა (7 მ 41 სმ). 29-ე ადგილი დაიკავა ბრაზილიელმა ალეხანდრო მელომ (6,95). შესაბამისად, ასეთი შედეგით ხორავამ შეჯიბრების საფინალო ნაწილში კვალიფიკაცია ვერ მოიპოვა.

1 აგვისტოს ტოკიოს ოლიმპიადაზე საქართველოს ნაკრებს წარადგენს მხოლოდ ერთი სპორტსმენი - ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე იაკობ ქაჯაია.

52
ეპიდემია საქართველოში

მომდევნო კვირა კრიტიკული იქნება გაბუნია შეზღუდვების შესაძლო დაწესებაზე

0
(განახლებულია 23:03 31.07.2021)
ქვეყანაში გართულებული ეპიდვითარების ფონზე, ეპიდემიოლოგები კოვიდ–რეგულაციების აღსრულების გამკაცრებასა და შეზღუდვების დაწესების საჭიროებაზე საუბრობენ

თბილისი, 1 აგვისტო — Sputnik. მომდევნო ერთი კვირა შეზღუდვების შესახებ გადაწყვეტილების მისაღებად კრიტიკული იქნება, განაცხადა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ. 

სპეციალისტები მომდევნო კვირას ვაქცინაციისა და ინფიცირების თვალსაზრისით გადამწყვეტს უწოდებენ და არ გამორიცხავენ, რომ ქვეყანაში ახალი შეზღუდვების დაწესება გახდეს საჭირო. მათი ვარაუდით, ინიფიცირებულების რიცხვის ზრდის ტენდენცია შენარჩუნდება – ქვეყანა ჯერ კიდევ არ მისულა მეოთხე ტალღის პიკამდე.

„მომდევნო კვირა იქნება გადამწყვეტი როგორც ვაქცინაციის, ისე ინფიცირებულთა რაოდენობის შეფასების და მომდევნო დღეების პროგნოზის თვალსაზრისით. ქვეყანაში „ინდური“ შტამის გამოვლენის შემთხვევები მატულობს, შესაბამისად იზრდება ჰოსპიტალურ სექტორში მიმართვიანობაც. ამ დროისთვის 8 ათასამდე საწოლი არის ის რაოდენობა, რაც ჯანდაცვის სექტორმა შეიძლება გამოყოს კოვიდ–პაციენტებისთვის. ინფიცირების მზარდი ტენდენციის პირობებში გართულდება მართვის პროცესი“, – განაცხადა გაბუნიამ.

მისი თქმით, შექმნილ ვითარებაში ჯერჯერობით ყველაზე მნიშვნელოვანი არსებული რეგულაციების აღსრულება და ვაქცინაციის სწრაფი წარმართვაა.

საქართველოში ბოლო პერიოდში ეპიდვითარება განსაკუთრებით გართულდა. სპეციალისტები ვითარების გაუარესებას კოვიდ-შეზღუდვების გაუქმებით ხსნიან. დარჩენილი შეზღუდვებიდან ამ ეტაპზე მოქმედებს პირბადის ტარების რეჟიმი საზოგადოებრივ ტრანსპორტსა და დახურულ სივრცეებში, აკრძალულია სოციალური ღონისძიებების ჩატარება და ღამის კლუბების მუშაობა. 

ქვეყანაში კორონავირუსის მეოთხე ტალღა მძვინვარებს. მიუხედავად იმისა, რომ ეს ჯერ კიდევ პიკი არ არის, ინფიცირების ყოველდღიური მაჩვენებელი ძალიან მაღალია. სპეციალისტების აზრით, ასეთი ზრდა კორონავირუსის ახალი შტამების გავრცელებამ გამოიწვია. ამჟამად საქართველოში გვხვდება ე.წ. ინდური შტამი, ბრიტანული და უკვე დელტა-პლუსიც. სპეციალისტების ვარაუდით, აგვისტოში ბრიტანულ შტამს მთლიანად ინდური შტამი ჩაანაცვლებს.

ამ დროისთვის საქართველოში 16 წლიდან პირთა ვაქცინაცია პრეპარატ Pfizer–ით მიმდინარეობს. რაც შეეხება 18 წლის და ზემოთ ასაკის პირებს, მათ არჩევანის გაკეთება შეუძლიათ პრეპარატ Pfizer–ს, AstraZeneca–ს, Sinopharm–სა და Sinovac–ის შორის.

ბოლო მონაცემებით, საქართველოში ამ დროისათვის სულ აცრილია 481.591 პირი, აქედან სრული ორი დოზით – 157.754 ადამიანი. ეპიდემიოლოგების განმარტებით, ვირუსის დამარცხებისთვის აუცილებელია ქვეყნის მოსახლეობის 60–70% ვაქცინირებული იყოს.
საქართველოში ვაქცინაცია ნებაყოფლობითია. მოსახლეობის არავაქცინირებული ნაწილისთვის განსაკუთრებული შეზღუდვები არ მოქმედებს.

0
თემები:
კორონავირუსი საქართველოში: ბოლო ცნობები