ტატო გრიგალაშვილი

ქართველმა ძიუდოისტმა მსოფლიო ჩემპიონატზე ვერცხლის მედალი მოიპოვა

64
საქართველოს ნაკრებისთვის ეს მეორე მედალია ამჟამინდელ მსოფლიო ჩემპიონატზე - გუშინ ოქროს მედალი 73 კილოგრამამდე წონით კატეგორიაში ლაშა შავდათუაშვილმა აიღო.

თბილისი, 9 ივნისი - Sputnik. ქართველმა ძიუდოისტმა ტატო გრიგალაშვილმა უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე ვერცხლის მედალი მოიპოვა.

81 კილოგრამამდე წონითი კატეგორიის ფინალში გრიგალაშვილი მსოფლიო რეიტინგის ლიდერთან, ბელგიელ მარიას კასესთან დამარცხდა.

21 წლის გრიგალაშვილისთვის ეს პირველი კვარცხლბეკია მსოფლიო ჩემპიონატზე მოზრდილთა შორის. აქამდე ქართველი ძიუდოისტი ორგზის ბრინჯაოს პრიზიორი გახდა იუნიორთა შორის მსოფლიო პირველობებზე (2017 და 2019 წლებში).

ამავე წონით კატეგორიაში საქართველოს ნაკრებს მსოფლიო ჩემპიონატზე წარმოადგენდა ლუკა მაისურაძე, მაგრამ მან მხოლოდ მერვედფინალამდე მიაღწია და უზბეკეთის წარმომადგენელ, შაროფიდინ ბოლტაბოევთან წააგო.

საქართველოს ნაკრებისთვის გრიგალაშვილის მიერ აღებული მედალი მეორეა ამჟამინდელ მსოფლიო ჩემპიონატზე - გუშინ 73 კილოგრამამდე წონით კატეგორიაში მსოფლიო ჩემპიონი ლაშა შავდათუაშვილი გახდა.

მსოფლიო ჩემპიონატის მეხუთე დღეს საქართველოს ნაკრებს ორი სპორტსმენი წარადგენს: ბექა ღვინიაშვილი (-90 კგ) და მარიამ ჭანტურია (-70 კგ).

64
საქართველოს ჩოგბურთის ნაკრენი

საქართველოს ჩოგბურთის ნაკრებმა დევისის თასზე ისლანდიას მოუგო

42
საქართველოს ჩოგბურთის ნაკრები მომდევნო მატჩს А ჯგუფში 18 ივნისს კვიპროსის წინააღმდეგ გამართავს. ტურნირი 19 ივნისს დასრულდება.

თბილისი, 16 ივნისი — Sputnik. საქართველოს ჩოგბურთის ვაჟთა ნაკრებმა კვიპროსზე დევისის თასის ტურნირზე მესამე მსოფლიო ჯგუფში ისლანდიის გუნდს ანგარიშით 3:0 მოუგო.

პირველები კორტებზე გავიდნენ ალექსანდრე ბაკში და დანიელ სიდალი. ქართველ ჩოგბურთელს მხოლოდ ერთი საათი დასჭირდა იმისათვის, რომ მეტოქე ორ სეტში ერთნაირი ანგარიშით 6:2 დაემარცხებინა.

საქართველოს ნაკრების უპირატესობა გააორმაგა ალექსანდრე მეტრეველმა, რომელმაც ასევე ორ პარტიაში სძლია ეგილ სიგურდსონს – 6:0, 6:3.

ჩვენს გუნდს გამარჯვების ქულა მოუტანა საბა ფურცელაძე/ზურა ტყემალაძის დუეტმა, რომელმაც ანტონ მაგნუსონ/დანიელ სიდალის წყვილს მოუგო -  6:3, 6:4.

მომდევნო მატჩს А ჯგუფში საქართველოს ნაკრები 18 ივნისს კვიპროსის წინააღმდეგ გამართავს.

ტურნირში, რომელიც 19 ივნისამდე გასტანს, თავდაპირველად უნდა ეასპარეზათ რვა ნაკრებს, მაგრამ ლიხტენშტეინის უარის შემდეგ დარჩა შვიდი გუნდი: კვიპროსი, საქართველო, ისლანდია, ლუქსემბურგი, მალტა, მონაკო, ირლანდია.

გუნდები ორ ჯგუფად გაიყოფიან - ერთში იქნება ოთხი ნაკრები, მეორეში - სამი. თითოეული ჯგუფის გამარჯვებული გადის პლეი-ოფში მეორე მსოფლიო ჯგუფში თამაშის უფლების მოსაპოვებლად. პლეი-ოფის კიდევ ერთი მონაწილე გაირკვევა პირად დაპირისპირებაში იმ ნაკრებებს შორის, რომლებიც თავიანთ ჯგუფებში მეორე ადგილებზე გავლენ.

42
ხელბურთის ნაკრები

ხელბურთი: საქართველოს ნაკრებმა ჯგუფში მეორე გამარჯვება იზეიმა

23
(განახლებულია 20:29 16.06.2021)
საქართველოს ხელბურთელთა ნაკრები პლეი-ოფში ბულგარეთის ან ანდორის გუნდს შეხვდება, გამარჯვების შემთხვევაში კი ფინალში იასპარეზებს.

თბილისი, 16 ივნისი — Sputnik. საქართველოს ხელბურთელ ვაჟთა ნაკრებმა თბილისში მიმდინარე ერთა თასის (IHF/EHF Trophy 2021) გათამაშების მეორე შეხვედრაში მოლდოვის ნაკრები ანგარიშით 27:20 დაამარცხა და პლეი-ოფის საგზური მოიპოვა.

საქართველოს ნაკრებისთვის ეს ტურნირზე მეორე გამარჯვებაა. პირველ მატჩში ქართველმა სპორტსმენებმა აზერბაიჯანის გუნდი ანგარიშით 36:16 დაამარცხეს.

ერთა თასის პლეი-ოფის შეხვედრები 18 ივნისს გაიმართება. ტურნირის მოსაგებად საქართველოს ნაკრების ჩათვლით ექვსი ქვეყანა იბრძვის, საიდანაც საუკეთესო სამი გუნდი 2024 წლის ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მომდევნო საფეხურზე იასპარეზებს.

საქართველოს ნაკრების მეტოქე პლეი-ოფში ბულგარეთისა და ანდორის შეხვედრაში გამოვლინდება, რომლებიც კვიპროსთან ერთად მეორე ჯგუფში იმყოფებიან და თითო წაგება აქვთ.

23
თემები:
სპორტის ამბები

იტალიაში საბაგირო მოწყდა - ვიდეო

0
იტალიირმა მედიამ გამოაქვეყნა სტრეზა-მოტარონეს საბაგირო გზაზე მომხდარი ავარიის კადრები, რის შედეგადაც 14 ადამიანი დაიღუპა

იტალიაში 23 მაისს საბაგირო გზაზე ავარია მოხდა. შემთხვევას 14 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. ვიდეო Twitter-ზე ტელეარხმა Tg3 გამოაქვეყნა.

ვრცელდება ინფორმაცია, რომ ვიდეოჩანაწერი საბაგიროს ზედა სადგურზე დამონტაჟებულმა კამერამ გადაიღო, რაც გამოძიებისათვის გამოიყენება.

კადრებში ჩანს, რომ კაბინა თითქმის უკვე ფინალურ წერტილში იყო, როდესაც ერთ-ერთი გვარლა გაწყდა და კაბინამ უკუმიმართულებით უკონტროლოდ დაიწყო მოძრაობა.

0