ლაშა შავდათუაშვილი მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში გავიდა

ლაშა შავდათუაშვილი მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში გავიდა

83
(განახლებულია 22:02 08.06.2021)
ქართველი ძიუდოისტი არაერთხელ ასულა ევროპის ჩემპიონატის პოდიუმზე, მას აქვს მოგებული „დიდი სლემის“ სერიის ტურნირები და გრან-პრი, მაგრამ მსოფლიო ჩემპიონატზე მედალი ჯერ არ აუღია.

თბილისი, 8 ივნისი - Sputnik. ქართველი ძიუდოისტი ლაშა შავდათუაშვილი (-73 კგ) უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში გავიდა.

გადამწყვეტ ორთაბრძოლაში ლონდონის (2012) ოლიმპიური ჩემპიონი და რიო-დე-ჟანეიროს (2016) ბრინჯაოს პრიზიორი შვედ ტომი მასიასს დაუპირისპირდება.

ფინალამდე შავდათუაშვილმა სძლია ალონსო ვინგას (პერუ), ედუარდო ბარბაროსას (ბრაზილია), იონატან ელბაზს (ისრაელი), მიკლოშ უნგვარის (უნგრეთი) და ბილალ ჩილოღლუს (თურქეთი).

29 წლის შავდათუაშვილისთვის ეს მსოფლიო ჩემპიონატზე კარიერაში პირველი მედალი იქნება. ქართველი ძიუდოისტი არაერთხელ ასულა ევროპის ჩემპიონატის პოდიუმზე, მას აქვს მოგებული „დიდი სლემის“ სერიის ტურნირები და გრან-პრი, მაგრამ მსოფლიო ჩემპიონატზე მედალი ჯერ არ აუღია.

აღსანიშნავია, რომ შავდათუაშვილის მედალი იქნება პირველი საქართველოს ნაკრებისთვის ამ მსოფლიო ჩემპიონატზე. ტურნირის ორი საშეჯიბრო დღის შემდეგ ქართველ ძიუდოისტებს ჯერ მედალი არ აუღიათ.

83
საქართველოს ჩოგბურთის ნაკრენი

საქართველოს ჩოგბურთის ნაკრებმა დევისის თასზე ისლანდიას მოუგო

39
საქართველოს ჩოგბურთის ნაკრები მომდევნო მატჩს А ჯგუფში 18 ივნისს კვიპროსის წინააღმდეგ გამართავს. ტურნირი 19 ივნისს დასრულდება.

თბილისი, 16 ივნისი — Sputnik. საქართველოს ჩოგბურთის ვაჟთა ნაკრებმა კვიპროსზე დევისის თასის ტურნირზე მესამე მსოფლიო ჯგუფში ისლანდიის გუნდს ანგარიშით 3:0 მოუგო.

პირველები კორტებზე გავიდნენ ალექსანდრე ბაკში და დანიელ სიდალი. ქართველ ჩოგბურთელს მხოლოდ ერთი საათი დასჭირდა იმისათვის, რომ მეტოქე ორ სეტში ერთნაირი ანგარიშით 6:2 დაემარცხებინა.

საქართველოს ნაკრების უპირატესობა გააორმაგა ალექსანდრე მეტრეველმა, რომელმაც ასევე ორ პარტიაში სძლია ეგილ სიგურდსონს – 6:0, 6:3.

ჩვენს გუნდს გამარჯვების ქულა მოუტანა საბა ფურცელაძე/ზურა ტყემალაძის დუეტმა, რომელმაც ანტონ მაგნუსონ/დანიელ სიდალის წყვილს მოუგო -  6:3, 6:4.

მომდევნო მატჩს А ჯგუფში საქართველოს ნაკრები 18 ივნისს კვიპროსის წინააღმდეგ გამართავს.

ტურნირში, რომელიც 19 ივნისამდე გასტანს, თავდაპირველად უნდა ეასპარეზათ რვა ნაკრებს, მაგრამ ლიხტენშტეინის უარის შემდეგ დარჩა შვიდი გუნდი: კვიპროსი, საქართველო, ისლანდია, ლუქსემბურგი, მალტა, მონაკო, ირლანდია.

გუნდები ორ ჯგუფად გაიყოფიან - ერთში იქნება ოთხი ნაკრები, მეორეში - სამი. თითოეული ჯგუფის გამარჯვებული გადის პლეი-ოფში მეორე მსოფლიო ჯგუფში თამაშის უფლების მოსაპოვებლად. პლეი-ოფის კიდევ ერთი მონაწილე გაირკვევა პირად დაპირისპირებაში იმ ნაკრებებს შორის, რომლებიც თავიანთ ჯგუფებში მეორე ადგილებზე გავლენ.

39
ხელბურთის ნაკრები

ხელბურთი: საქართველოს ნაკრებმა ჯგუფში მეორე გამარჯვება იზეიმა

23
(განახლებულია 20:29 16.06.2021)
საქართველოს ხელბურთელთა ნაკრები პლეი-ოფში ბულგარეთის ან ანდორის გუნდს შეხვდება, გამარჯვების შემთხვევაში კი ფინალში იასპარეზებს.

თბილისი, 16 ივნისი — Sputnik. საქართველოს ხელბურთელ ვაჟთა ნაკრებმა თბილისში მიმდინარე ერთა თასის (IHF/EHF Trophy 2021) გათამაშების მეორე შეხვედრაში მოლდოვის ნაკრები ანგარიშით 27:20 დაამარცხა და პლეი-ოფის საგზური მოიპოვა.

საქართველოს ნაკრებისთვის ეს ტურნირზე მეორე გამარჯვებაა. პირველ მატჩში ქართველმა სპორტსმენებმა აზერბაიჯანის გუნდი ანგარიშით 36:16 დაამარცხეს.

ერთა თასის პლეი-ოფის შეხვედრები 18 ივნისს გაიმართება. ტურნირის მოსაგებად საქართველოს ნაკრების ჩათვლით ექვსი ქვეყანა იბრძვის, საიდანაც საუკეთესო სამი გუნდი 2024 წლის ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მომდევნო საფეხურზე იასპარეზებს.

საქართველოს ნაკრების მეტოქე პლეი-ოფში ბულგარეთისა და ანდორის შეხვედრაში გამოვლინდება, რომლებიც კვიპროსთან ერთად მეორე ჯგუფში იმყოფებიან და თითო წაგება აქვთ.

23
თემები:
სპორტის ამბები
სასწრაფო დახმარება

პოლიციის შენობიდან მამაკაცი გადმოხტა - სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა გამოძიება დაიწყო

0
(განახლებულია 11:50 17.06.2021)
გავრცელებული ინფორმაციით, მამაკაცმა შენობის აივნიდან გადმოხტომის გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც პოლიციაში დაბარების მიზეზი შეიტყო.

თბილისი, 17 ივნისი - Sputnik. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა პოლიციელების მხრიდან სამსახურებრივი გულგრილობის სავარაუდო ფაქტზე გამოძიება დაიწყო.

უწყების ცნობით, 16 ივნისს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტში შევიდა შეტყობინება იმის თაობაზე, რომ დიდუბე-ჩუღურეთის პოლიციის ერთ-ერთი შენობის აივნიდან მამაკაცი გადმოხტა. დეპარტამენტმა დაუყოვნებლივ დაიწყო საქმის მოკვლევა.

ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 342-ე მუხლის მეორე ნაწილით ("სამსახურებრივი გულგრილობა, რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა ან სხვა მძიმე შედეგი") მიმდინარეობს, რაც ჯარიმას ან შინაპატიმრობას ექვსი თვიდან ორ წლამდე, ან სამ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

"ამ ეტაპზე ინტენსიურ რეჟიმში ტარდება საგამოძიებო მოქმედებები. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური ეფექტიანი გამოძიების უზრუნველყოფის მიზნით, ჩაატარებს ყველა საჭირო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებას", - ნათქვამია განცხადებაში.

რაც შეეხება მამაკაცის მდგომარეობას, რომელიც თბილისის ერთ-ერთ კლინიკაშია მოთავსებული, მძიმეა. ექიმების თქმით, 46 წლის პაციენტს სხეულის მრავლობითი დაზიანებები აღენიშნება. მას ტრავმული შოკი აქვს და მართვით სუნთქვაზე იმყოფება.

მამაკაცი წერეთლის გამზირზე მდებარე პოლიციის განყოფილების შენობიდან გუშინ გადმოხტა. იგი განყოფილებაში ყოფილი მეუღლის საჩივრის საფუძველზე შემაკავებელი ორდერის გამოწერის მიზნით დაიბარეს. მამაკაცმა აღნიშნული გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც პოლიციაში დაბარების მიზეზი შეიტყო.

0
თემები:
შემთხვევები საქართველოში