ოლმპიური ცეცხლი

ქართველები ტოკიოს ოლიმპიადაზე დიზაინერმა ახალი ფორმა წარმოადგინა

49
(განახლებულია 14:48 03.06.2021)
ქართული დელეგაციის სააღლუმე ფორმის ავტორი ქართველი დიზაინერი სიმონ მაჩაბელია, ხოლო სპორტული ფორმა იაპონურმა კომპანიამ დაამზადა.

თბილისი, 3 ივნისი – Sputnik. ქართული დელეგაციისთვის ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე ახალი სპორტული და სააღლუმე ფორმები შეიკერა. ამის შესახებ ნათქვამია საქართველოს ფარიკაობის ფედერაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ქართული დელეგაციის სააღლუმე ფორმის ავტორია ქართველი დიზაინერი სიმონ მაჩაბელი, ხოლო სპორტული სამოსის – იაპონური კომპანია „მიზუნო". 

სიმონ მაჩაბელმა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია დაამთავრა. შემდეგ სწავლობდა ედინბურგის ხელოვნების კოლეჯში და წმინდა მარტინის ხელოვნებისა და დიზაინის ცენტრალურ კოლეჯში. დიზაინერი მონაწილეობდა თბილისის მოდის კვირეულში და Tbilisi Mercedes-Benz Fashion week-ში.

49
თემები:
ქართველი დიზაინერები მოდის სამყაროს იპყრობენ (87)
ნიკა ბასილაშვილი

ნიკოლოზ ბასილაშვილი ჰალეს ტურნირის მეოთხედფინალშია

64
მეოთხედფინალში გასვლის შედეგად ბასილაშვილმა 90 სარეიტინგო ქულა და 40 ათას ევროზე მეტი საპრიზო თანხა გამოიმუშავა.

თბილისი, 17 ივნისი - Sputnik. საქართველოს ნომერ პირველი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი (30-ე პოზიცია АТР-ს რეიტინგით) გერმანიაში მიმდინარე АТР-500-ის სერიის ჰალეს ტურნირზე მეოთხედფინალში გავიდა.

ბასილაშვილმა მეორე წრეში ორ სეტში დაამარცხა ფრანგი არტურ რინდერკნეხი (119) – 6:2, 7:5. მატჩი ერთ საათსა და 21 წუთს გაგრძელდა.

ქართველი ჩოგბურთელი საუკეთესოდ მოქმედებდა თავის ჩაწოდებაზე და მეტოქეს მხოლოდ ერთი ბრეიკის გაკეთების საშუალება მისცა. თავის მხრივ ბასილაშვილმა ფრანგის ჩაწოდება სამჯერ აიღო, რაც ჩვენი სპორტსმენის წარმატების საწინდარი გახდა.

მეოთხედფინალში გასვლის შედეგად ბასილაშვილმა 90 სარეიტინგო ქულა და 40 ათას ევროზე მეტი საპრიზო თანხა გამოიმუშავა.

ნახევარფინალში გასვლაზე ბასილაშვილი შეხვდება სამხრეთ აფრიკის წარმომადგენელს ლოიდ ჰარისს (51), რომელმაც ასევე ორ სეტში (6:3, 7:6) სლოვაკი ლუკაშ ლაცკო (214) დაამარცხა.

ჰალეს ტურნირის (Noventi Open) საერთო საპრიზო თანხა თითქმის 1,5 მილიონ ევროს შეადგენს, ხოლო მოქმედი გამარჯვებულია როჯერ ფედერერი.

64
თავისუფალი ჭიდაობა

ჭაბუკთა შორის ევროპის ჩემპიონატზე ქართველმა მოჭიდავეებმა ექვსი მედალი მოიპოვეს

44
(განახლებულია 19:57 17.06.2021)
18 ივნისიდან სტარტს აიღებს ჭაბუკთა შორის ევროპის ჩემპიონატი ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში. ამ ტურნირზე საქართველო 10 სპორტსმენით იქნება წარმოდგენილი.

თბილისი, 17 ივნისი — Sputnik. ქართველმა თავისუფალი სტილით მოჭიდავეებმა ბულგარეთის ქალაქ სამოკოვოში მიმდინარე ჭაბუკთა შორის ევროპის ჩემპიონატზე ორი ვერცხლის და ოთხი ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს.

ტურნირის ვიცე-ჩემპიონები გახდნენ თამაზ სულამანიძე (-55 კგ) და თორნიკე სამხარაძე (-80 კგ). გადამწყვეტ ორთაბრძოლაში სულამანიძე სომხეთის წარმომადგენელთან ანდრანიკ ავეტისიანთან დამარცხდა (11:0), სამხარაძემ კი უკრაინელ ალექსანდრ მამროშს (2:4) დაუთმო.

ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს გიორგი აბულაშვილმა (-60 კგ), გიორგი გოგრიჭიანმა (-65 კგ), გიორგი ნათობიძემ (-71 კგ) და თამაზ ნიკოლეიშვილმა (-92 კგ).

საერთო გუნდურ ჩათვლაში საქართველოს ნაკრები 122 ქულით მესამე ადგილზეა. პირველ ადგილზე რუსეთის (213), მეორეზე კი სომხეთის (138) გუნდია.

18 ივნისიდან სამოკოვოში სტარტს აიღებს ჭაბუკთა შორის ევროპის ჩემპიონატი ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში. ამ ტურნირზე საქართველო 10 სპორტსმენით იქნება წარმოდგენილი.

44
თემები:
სპორტის ამბები
ნიკოლოზ წულუკიძე ამსტერდამში

ნიკოლოზ წულუკიძე: „შემიძლია ადამიანების მიმართ ძალიან დიდი სითბო გავცე“

0
(განახლებულია 17:07 19.06.2021)
ნიკოლოზ წულუკიძე საკუთარ თავზე საუბრობს, იხსენებს ბავშვობას და განმარტავს თუ რა მნიშვნელობა აქვს მისთვის პოპულარობას.

 

წულუკიძე
„ბებიაჩემი რომ რეკავს ხოლმე, სულ ვაფარებ ყურმილს ხელს, რომ არავინ გაიგოს. ის ჩემთან საუბარს სულ სიმღერით და მოფერებით იწყებს: „ბებოს სიხარულებოო“!.. ვფიქრობ, ყველა ადამიანს, ვინც პოპულარობისთვის იღწვის, იმის განცდა აქვს ხოლმე, რომ განსაკუთრებულია“, -ამბობს ნიკოლოზ წულუკიძე.

თეატრმცოდნე და ტელეწამყვანი ნიკოლოზ წულუკიძის თქმით, მას ადამიანებისადმი სიყვარულისა და სითბოს გაცემა ბავშვობიდან ასწავლეს და სურვილს გამოთქვამს, რომ ყველა ადამიანმა უშურველად გასცეს სიკეთე და სიყვარული.

0