რომელ კლუბში ითამაშებს კვარაცხელია? – ხვიჩას მსურველთა რიგი უდგას

© AP Photo / Zurab Tsertsvadzeხვიჩა კვარაცხელია
ხვიჩა კვარაცხელია - Sputnik საქართველო, 1920, 26.05.2021
გამოწერა
გავრცელებული ინფორმაციით, ესპანური „სევილიის“ სპორტულ დირექტორს რამონ მონჩისა და რუსულ კლუბს შორის ხვიჩას თაობაზე პირველი კონტაქტი შედგა. 20 წლის ქართველი შემტევის სატრანსფერო ღირებულება 15-დან 20 მილიონ ევრომდე მერყეობს.

თბილისი, 26 მაისი – Sputnik. საქართველოს ნაკრებისა და ყაზანის „რუბინის“ შემტევი ნახევარმცველის ხვიჩა კვარაცხელიას მიმართ ინტერესი სატრანსფერო ფანჯრის მოახლოებასთან ერთად იზრდება.

30 მლნ ევრო – „რუბინმა“ ხვიჩა კვარაცხელია შეაფასა>>

გამოცემა fichajes.net-ის ცნობით, ესპანურმა „სევილიამ“ რუსულ კლუბთან მოლაპარაკება ხვიჩას თაობაზე უკვე დაიწყო. რაც შეეხება სატრანსფერო ფასს, შეთანხმების შემთხვევაში ქართველი შემტევის შეძენა სევილიურ გუნდს დაახლოებით 15-20 მილიონი ევრო დაუჯდება.

ხვიჩა კვარაცხელია - Sputnik საქართველო, 1920, 04.05.2021
ხვიჩა კვარაცხელია გულშემატკივარმა „რუბინის“ თვის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელა

ბოლო პერიოდში ხვიჩას მომავალთან დაკავშირებით უცხოურ და ქართულ მასმედიაში ცნობები არ წყდება. 20 წლის ქართველი ფეხბურთელის შეძენით რამდენიმე იტალიური, გერმანული და ინგლისური კლუბი ინტერესდება. მათ შორის არიან: „მილანი“, „იუვენტუსი“, „ლიდსი“, „ბაიერნი“, „დორტმუნდი“ და სხვა ცნობილი კლუბები.

ხვიჩა კვარაცხელია ყაზანის „რუბინში“ 2019 წლიდან ასპარეზობს, მას კონტრაქტი 2024 წლის ზაფხულში ეწურება. კვარაცხელიამ რუსეთის პრემიერლიგის 2020/21 წლების სეზონის 23 მატჩში მიიღო მონაწილეობა და მეტოქის კარის აღება ოთხჯერ მოახერხა. მის ანგარიშზე ასევე რვა საგოლე გადაცემაა მოპოვებული პენალტების ჩათვლით.

ყველა ახალი ამბავი
0