საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი სამხრეთ კორეაში კლუბის საუკეთესო მოთამაშედ აღიარეს

© Sputnik / Alexander Imedashviliვაკო ყაზაიშვილი
ვაკო ყაზაიშვილი

 - Sputnik საქართველო, 1920, 11.05.2021
გამოწერა
ქართველი ფეხბურთელი ვაკო ყაზაიშვილი სამხრეთკორეული კლუბის შემადგენლობაში უკვე ოთხი თვეა ასპარეზობს

თბილისი, 11 მაისი – Sputnik. საქართველოს ფეხბურთის ნაკრების შემტევი ნახევარმცველი ვაკო ყაზაიშვილი სამხრეთკორეული კლუბის „ულსან ჰიუნდაი“ (Ulsan Hyundai) საუკეთესო მოთამაშე გახდა - კლუბის ქომაგების თვალსაზრისით.

ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 11.04.2021
ისტორიული გამარჯვება, რომელიც 9 აპრილს მიეძღვნა და ბასილაშვილის წარმატება სარდინიაზე

აპრილში ყაზაიშვილმა „ულსანში“ ექვსი მატჩი ჩაატარა, სადაც ორი გოლი გაიტანა და ამდენივე საგოლე გადაცემა გააკეთა.

ყაზაიშვილი „ულსან ჰიუნდაიში“ მიმდინარე წლის თებერვალში „სან-ხოსე ერთქვეიქსიდან“ გადავიდა, რომლის სახელით 2017 წლიდან ასპარეზობდა.

სამხრეთკორეულ К-ლიგაში XIII ტურის შემდეგ „ულსანი“ 25 ქულით მეორე ადგილს იკავებს.

ყველა ახალი ამბავი
0