ხვიჩა კვარაცხელია

30 მლნ ევრო „რუბინმა“ ხვიჩა კვარაცხელია შეაფასა

58
(განახლებულია 11:45 03.05.2021)
20 წლის ფეხბურთელთან დაკავშირებით „რუბინს“კონკრეტული წინადადებით რამდენიმე ევროპულმა ტოპ–კლუბმა უკვე მიმართა.

თბილისი, 3 მაისი – Sputnik. ყაზანის „რუბინი“, რომლის შემადგენლობაშიც ასპარეზობს საქართველოს ნაკრების ნახევარმცველი ხვიჩა კვარაცხელია, მზადაა ფეხბურთელს არანაკლებ 30 მლნ ევროდ „შეელიოს“, განაცხადა კლუბის დირექტორმა ოლეგ იაროვინსკიმ გამოცემა Eurostavka–თან. 

 „ჩვენი ფასი კვარაცხელიას სანაცვლოდ 30 მილიონი ევრო გახლავთ", - განაცხადა იაროვინსკიმ.''– განაცხადა აიროვინსკიმ.

ადრე გავრცელებული ინფორმაციით, 20 წლის ფეხბურთელთან დაკავშირებით „რუბინს“კონკრეტული წინადადებით რამდენიმე ევროპულმა ტოპ–კლუბმა უკვე მიმართა.

მიმდინარე სეზონში კვარაცხელიამ „რუბინის“ შემადგენლობაში 23 მატჩი ითამაშა, ოთხი გოლი გაიტანა და რვა საგოლე გადაცემა გააკეთა („გამომუშავებული“ პენალტების ჩათვლით).

 


58
თემები:
სპორტის ამბები (1097)
ფეხბურთი

საქართველოს ფეხბურთის ნაკრების შემადგენლობა ცნობილია - სიაში კიდევ ერთი დებიუტანტია

7
(განახლებულია 11:52 18.05.2021)
ვილი სანიოლმა მომავალი ორი ამხანაგური მატჩისთვის 26 ფეხბურთელი გამოიძახა. საქართველოს ნაკრები ივნისის დასაწყისში რუმინეთისა და ნიდერლანდების ნაკრებებს დაუპირისპირდება.

თბილისში, 18 მაისი - Sputnik. საქართველოს საფეხბურთო ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა ივნისში გასამართი ამხანაგური შეხვედრებისთვის შემადგენლობა დაასახელა. ინფორმაციას საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია ავრცელებს.

ფრანგმა სპეციალისტმა რუმინეთსა და ნიდერლანდებთან მატჩებისთვის 26 ფეხბურთელს უხმო. აღსანიშნავია, რომ საქართველოს ნაკრების მაისურს პირველად მოირგებს წყალტუბოს „სამგურალის“ თავდამსხმელი 22 წლის სერგო კუხიანიძე, რომელიც მიმდინარე სეზონში წარმატებულად ასპარეზობს და ეროვნულ ლიგაში უკვე ხუთი გოლის გატანა მოახერხა.

საქართველოს ეროვნული ნაკრები თბილისში მომდევნო ორშაბათიდან შეიკრიბება და ამხანაგური მაჩტებისთვის მზადებას დედაქალაქში 31 მაისის ჩათვლით გაივლის. 26-კაციან შემადგენლობაში ვერ მოხვდა ჯაბა კანკავა. გავრცელებული ინფორმაციით, საქართველოს ნაკრების კაპიტანს ტრავმა აწუხებს და მომავალ მატჩებში „ჯვაროსნებს“ ვერ დაეხმარება.

ეროვნული ნაკრების სრული შემადგენლობა ასე გამოიყურება:

  • მეკარეები: გიორგი ლორია („ანორთოსისი“, ფამაგუსტა, კვიპროსი), ლაზარე კუპატაძე („დინამო“, ბათუმი, საქართველო), გიორგი მამარდაშვილი („ლოკომოტივი“, თბილისი, საქართველო).
  • მცველები: გურამ კაშია („ლოკომოტივი“, თბილისი, საქართველო), ოთარ კაკაბაძე („ტენერიფე“, ესპანეთი), ლაშა დვალი („ფერენცვაროში“, ბუდაპეშტი, უნგრეთი), დავით ხოჭოლავა („შახტარი“, დონეცკი, უკრაინა), გურამ გიორბელიძე („ვოლფსბერგი“, ავსტრია), სოლომონ კვერკველია („როტორი“, ვოლგოგრადი, რუსეთი), გრიგოლ ჩაბრაძე („დინამო“, ბათუმი, საქართველო), ირაკლი აზაროვი („დინამო“, ბათუმი, საქართველო).
  • ნახევარმცველები: ნიკა კვეკვესკირი („ლეხი“, პოზნანი, პოლონეთი), გიორგი აბურჯანია („კარტახენა“, ესპანეთი), საბა ლობჟანიძე („ანკარაგუჯუ“, ანკარა, თურქეთი), ჯაბა ჯიღაური („დინამო“, ბათუმი, საქართველო), ოთარ კიტეიშვილი („შტურმი“, გრაცი, ავსტრია), ხვიჩა კვარაცხელია („რუბინი“, ყაზანი, რუსეთი), ვაკო გვილია („ლეგია“, ვარშავა, პოლონეთი), ზურიკო დავითაშვილი („როტორი“, ვოლგოგრადი, რუსეთი), მურთაზ დაუშვილი („ანორთოსისი“, ფამაგუსტა, კვიპროსი), ვაკო ყაზაიშვილი („ულსან ჰიუნდაი“, სამხრეთ კორეა), ლევან შენგელია („კონიასპორი“, კონია, თურქეთი).
  • თავდამსხმელები: თორნიკე ოქრიაშვილი („ანორთოსისი“, ფამაგუსტა, კვიპროსი), გიორგი მიქაუტაძე („სერენი“, ბელგია), სერგო კუხიანიძე („სამგურალი“, წყალტუბო, საქართველო), ბუდუ ზივზივაძე („ფეჰერვარი“, სეკეშფეჰერვარი, უნგრეთი).

საქართველოს ნაკრები რუმინეთთან ამხანაგურ მატჩს სტუმრად, ქალაქ პლოიეშტში 2 ივლისს გამართავს, ხოლო 6 ივნისს ქართველი ფეხბურთელები ქალაქ „ენსხედეში“ ნიდერლანდებთან ითამაშებენ.

7
თემები:
სპორტის ამბები (1097)
გიორგი მერებაშვილი

მერებაშვილმა პოლონური „ვისლა" დატოვა

24
(განახლებულია 18:21 17.05.2021)
„ვისლას“ შემადგენლობაში ბოლო მატჩი მერებაშვილმა პოლონეთის ჩემპიონატის დასკვნით ტურში გასულ უქმეებზე ჩაატარა.

თბილისი, 17 მაისი – Sputnik. საქართველოს ფეხბურთის ნაკრების შემტევმა ნახევარმცველმა გიორგი მერებაშვილმა პოლონური გუნდი „ვისლა" დატოვა. ამის შესახებ ფეხბურთელმა სოციალურ ქსელში დაწერა.

„ვისლასა“ და 34 წლის მერებაშვილს შორის ხუთწლიანი კონტრაქტი დასრულდა. თუ სად გააგრძელებს ქართველი ფეხბურთელი კარიერას, ჯერჯერობით უცნობია.

„დასრულდა. ჩემი გრძნობების გამოსახატავად სიტყვებს ვერ ვპოულობ, ყველას მადლობა მინდა გადავუხადო მხარდაჭერისა და სიყვარულისთვის. ეს ხუთი წელი ჩემთვის ძალიან ბევრს ნიშნავდა და არასდროს დამავიწყდება. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა და ნახვამდის“, – დაწერა მერებაშვილმა.

„ვისლას“ შემადგენლობაში ბოლო მატჩი მერებაშვილმა პოლონეთის ჩემპიონატის დასკვნით ტურში გასულ უქმეებზე ჩაატარა. „ზაგლემბეს“ წინააღმდეგ (4:0) მატჩში ნახევარმცველმა მოედანზე 15 წუთი ითამაშა.

მთლიანობაში პლოცკის გუნდის სახელით მერებაშვილმა ყველა ტურნირზე 137 მატჩი ჩაატარა, გაიტანა 21 გოლი და 25 შედეგიანი გადაცემა გააკეთა.

საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში კი მერებაშვილმა 32 მატჩი ჩაატარა, გაიტანა ორი გოლი და ჰქონდა ერთი შედეგიანი გადაცემა.

24
თემები:
სპორტის ამბები (1097)
ილონ მასკი

მილიარდერთა სიაში ცვლილებებია: ილონ მასკმა მესამე ადგილზე გადაინაცვლა

0
(განახლებულია 13:14 18.05.2021)
ორშაბათს Tesla-ს აქციების ღირებულება  2,2%–ით – 576,83 დოლარამდე დაეცა. მაისის დასაწყისიდან აქციების ღირებულება დაახლოებით 18,7%–ით შემცირდა.

თბილისი, 18 მაისი ― Sputnik. კომპანია SpaceX-ისა და Tesla-ს დამფუძნებელმა ილონ მასკმა მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანების სიაში პოზიციები  Louis Vuitton Moët Hennessy –ს პრეზიდენტ ბერნარდ არნოს დაუთმო და მესამე ადგილზე გადაინაცვლა, Bloomberg Billionaires Index–ის (BBI) მონაცემებს სააგენტო „ბლუმბერგი“ ავრცელებს.

BBI–ის მონაცემებით, ამერიკელმა ბიზნესმენმა ბოლო დღეებში 3,16 მლრდ დოლარი დაკარგა და ამ დროისთვის მისი ქონება 160,6 მლრდ დოლარად არის შეფასებული.  არნოს ქონება 285 მილიონით გაიზარდა და 161,2 მლრდ დოლარი შეადგინა.

 

მსოფლიოს უმდიდრეს ადამიანთა ჩამონათვალში პირველ პოზიციას კვლავ Amazon–ის დამფუძნებელი ჯეფ ბეზოსი ინარჩუნებს. მისი ქონება 2,41 მლრდ დოლარით გაიზარდა და 190 მლრდ–ს მიაღწია.

ამასთან აღსანიშნავია, რომ Forbes Real-Time–ის რეიტინგშიც მასკი 146,5 მლრდ დოლარით (ქონება შემცირდა 2,6 მილიარდით) მესამე ადგილზეა, არნოს კაპიტალი 182,6 მლრდ დოლარს (შემცირდა 1,2 მილიარდით) შეადგენს, ბეზოსის სიმდიდრე კი 189,5 მლრდ დოლარით (გაიზარდა 2,4 მილიარდით) ფასდება.

 

0
თემები:
მსოფლიო დღეს