ვლადიმერ ხინჩეგაშვილი ოლიმპიადას გამოტოვებს – სპორტსმენი კოვიდ-ინფიცირებულია

© photo: courtesy of United World Wrestlingვლადიმერ ხინჩეგაშვილი
ვლადიმერ ხინჩეგაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 29.04.2021
გამოწერა
ჯერჯერობით უცნობია, ვის მისცემს ოლიმპიური თამაშების საგზურისთვის ბრძოლის შანსს ნაკრების მთავარი მწვრთნელი გიორგი იანტბელიძე.

თბილისი, 29 აპრილი – Sputnik. საქართველოს მოჭიდავეთა ნაკრების ერთ-ერთი ყველაზე ტიტულოვანი წევრი ვლადიმერ ხინჩეგაშვილი ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე ვერ გაემგზავრება – თავისუფალი სტილით ჭიდაობაში ოლიმპიურ, მსოფლიოს და ევროპის სამგზის ჩემპიონს კორონავირუსი დაუდასტურდა. 

ოლიმპიადის სიმბოლიკა - Sputnik საქართველო, 1920, 15.04.2021
Gracenote-ის პროგნოზი: საქართველოს ნაკრებს 11 მედალი ტოკიოს ოლიმპიადაზე

ქართველ მოჭიდავეს 6-9 მაისს ოლიმპიადის სალიცენზიო ბოლო ტურნირში უნდა მიეღო მონაწილეობა, რომელიც ბულგარეთის დედაქალაქ სოფიაში გაიმართება.

„ყველაზე უადგილო მომენტი და ყველაფერი დასრულებულია“, – დაწერა ხინჩეგაშვილმა სოციალურ ქსელში.

ამ ეტაპზე უცნობია, თუ ვინ ჩაანაცვლებს ვლადიმერ ხინჩეგაშვილს სოფიაში დაგეგმილ ტურნირზე.

საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრებს ექვსი წონითი კატეგორიიდან სამში აქვს მოპოვებული ტოკიოს ოლიმპიადის ლიცენზია. სოფიაში სალიცენზიო ბრძოლაში უნდა ჩაბმულიყვნენ ბექა ბუჯიაშვილი (57 კგ), ვლადიმერ ხინჩეგაშვილი (65 კგ) და სანდრო ამინაშვილი (86 კგ), მაგრამ საბოლოო განაცხადში ამ სამეულიდან მხოლოდ ამინაშვილი იქნება. ხინჩეგაშვილამდე კორონავირუსი ბუჯიაშვილსაც დაუდასტურდა.

ყველა ახალი ამბავი
0