ქართველმა ჩოგბურთელმა ქალმა შვეიცარიაში ტურნირი წყვილთა თანრიგში მოიგო

© courtesy of Eko Gorgodzeეკატერინე გორგოძე
ეკატერინე გორგოძე - Sputnik საქართველო, 1920, 11.04.2021
გამოწერა
გორგოძისთვის ეს ტიტული 2021 წელს პირველი გახდა, ხოლო ITF-ს ეგიდით გამართულ ტურნირებზე მას სულ 28 ტიტული აქვს მოპოვებული

თბილისი, 11 აპრილი – Sputnik. ქართველმა ჩოგბურთელმა ეკატერინე გორგოძემ ყაზახ ანა დანილინასთან წყვილში მოიგო ITF-ს სერიის ტურნირი, რომელიც შვეიცარიის ქალაქ ბელინცონაში გაიმართა.

ფინალში ქართულ-ყაზახურმა დუეტმა ორ სეტში მოუგო რებეკა მარინო (კანადა)/იუკი ნაიტოს (იაპონია) წყვილს - 7:5, 6:3. აღსანიშნავია, რომ ტურნირის განმავლობაში გორგოძე-დანილინას წყვილმა მეტოქეებს არც ერთი სეტი არ დაუთმო.

ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 11.04.2021
ისტორიული გამარჯვება, რომელიც 9 აპრილს მიეძღვნა და ბასილაშვილის წარმატება სარდინიაზე

გორგოძისთვის ეს ტიტული 2021 წელს პირველი გახდა, ხოლო ITF-ს ეგიდით გამართულ ტურნირებზე მას ჯამში 28 ტიტული აქვს მოპოვებული.

ამჟამად გორგოძე WTA-ს რეიტინგში წყვილთა თანრიგში 125-ე ადგილს იკავებს. დიდი ალბათობით, შვეიცარიაში მიღწეული წარმატების შემდეგ ქართველი სპორტსმენი დაწინაურდება.

WTA-ს უმაღლეს, 115-ე პოზიციას წყვილთა თანრიგში გორგოძე გასულ წლის დეკემბერში იკავებდა.

ყველა ახალი ამბავი
0