ევროპის ჩემპიონატზე ანტონ პლესნოიმ საქართველოს ოქროს მედალი მოუტანა

© photo: Sputnik / Alexey Filippov / გადასვლა მედიაბანკშიანტონ პლესნოი
ანტონ პლესნოი - Sputnik საქართველო, 1920, 10.04.2021
გამოწერა
10 აპრილს საქართველოს სახელით იასპარეზებენ  ირაკლი ჩხეიძე (–102 კგ) და ანასტასია გოტფრიდი (–87 კგ).

თბილისი, 10 აპრილი – Sputnik. მოსკოვში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე ძალოსანმა ანტონ პლესნოიმ, რომელიც საქართველოს სახელით ასპარეზობდა, ოქროს მედალი მოიპოვა. 

რევაზ დავითაძე - Sputnik საქართველო, 1920, 09.04.2021
ქართველი ძალოსანი ევროპის ვიცე-ჩემპიონია

96 კგ–მდე წონით კატეგორიაში პლესნოიმ ორჭიდის ჯამში 393 კგ მოაგროვა (180 – ატაცი და 213 – აკვრა). ძალოსანმა მეორე ადგილზე გასულ ბელარუს პიოტრ ასაიონოკზე 19 კგ-ით, მესამე ადგილზე გასულ სომეხ აკოფ მკრტჩიანს კი 21 კგ-ით აჯობა.

პლესნოისთვის ევროპის ჩემპიონატზე ეს მეორე პოდიუმია მისი კარიერის ისტორიაში. 2019 წლის ტურნირზე, რომელიც ბათუმში ჩატარდა, პლესნოი ვერცხლის პრიზიორი გახდა.

საბოლოო ჯამში, საქართველოს ნაკრების აქტივში სამი მედალია. მანამდე ტურნირის ვიცე–ჩემპიონები გხდნენ რევაზ დავითაძე (–89 კგ) და შოთა მიშველაძე (–61 კგ).

10 აპრილს საქართველოს სახელით იასპარეზებენ  ირაკლი ჩხეიძე (–102 კგ) და ანასტასია გოტფრიდი (–87 კგ).

ყველა ახალი ამბავი
0